⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.01.2001)
გაუქმებულია:

საქართველოს სააღსრულებო სამსახურის დროებითი დებულების და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.05.1999
ძალის დაკარგვა 18.01.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №143
სარეგისტრაციო კოდი 000000410.01(2).003.000549
გამოქვეყნების წყარო სსმ, 25(32), 28/05/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,116 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.05.1999 მიღება
18.01.2001 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (12)
საშტატო ერთეულის დასახელება საშტატო ერთეულის რაოდენობა
1. სააღსრულებო სამსახურის უფროსი 1
2. სააღსრულებო სამსახურის უფროსის მოადგილე 2
3. რეფერენტი 1
სულ 20
1. განყოფილების უფროსი 1
2. მრჩეველი 2
1. მთავარი ბუღალტერი 1
2. სპეციალისტი 2
1. სამეურნეო ნაწილის უფროსი 1
1. საერთო განყოფილების უფროსი 1
2. რეფერენტი 2
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სააღსრულებო სამსახურის დროებითი დებულების და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 63.0pt 44.95pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                    410.012.003.549 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება  №143 1999 წლის 14 მაისი ქ. თბილისი საქართველოს სააღსრულებო სამსახურის დროებითი დებულების და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: დამტკიცდეს საქართველოს სააღსრულებო სამსახურის თანდართული დროებითი დებულება და საშტატო განრიგი. ლ. ჭანტურია საქართველოს სააღსრულებო სამსახურის დროებითი დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოს სააღსრულებო სამსახური (შემდგომ – სამსახური) შექმნილია "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 7 მაისის № 33 ბრძანებით.     მუხლი 2🔗 სამსახური წარმოადგენს სააღსრულებო დაწესებულებას და შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.     მუხლი 3🔗 სამსახურის მიზნები და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ", საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით.     მუხლი 4🔗 სამსახურს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით.     მუხლი 5🔗 სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე.     მუხლი 6🔗 სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი № 30. თავი II სამსახურის მიზნები და უფლებამოსილება     მუხლი 7🔗 სამსახურის მიზანია სასამართლო აღმასრულებლების საქმიანობის ორგანიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, სასამართლო აღმასრულებლების კადრების შერჩევა, მათი სწავლება, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.     მუხლი 8🔗 სამსახური უფლებამოსილია: ა) ორგანიზაცია გაუკეთოს სააღსრულებო ბიუროების მიერ "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულებას; ბ) შეიმუშაოს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტები; გ) ორგანიზაცია გაუკეთოს სასამართლო აღმასრულებლების საკვალიფიკაციო გამოცდებს; დ) "სასამართლო აღმასრულებელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ" დებულების საფუძველზე განახორციელოს სასამართლო აღმასრულებლების დისციპლინური დევნა; ე) განახორციელოს სასამართლო აღმასრულებელთა საქმიანობის რევიზია და კონტროლი; ვ) გამოითხოვოს სააღსრულებო ბიუროებიდან საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები; ზ) განიხილოს სასამართლო აღმასრულებლების მიმართ შემოსული საჩივრები და სხვა განცხადებები; თ) აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა სტატისტიკა და ანალიზი; ი) განიხილოს აღსრულებასთან დაკავშირებული სამსახურებრივი დავები და განსჯადობის საკითხები; კ) სასამართლო აღმასრულებლის წარმოებებით გადატვირთვისას, სააღსრულებო წარმოებათა გაჭიანურებისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსრულებისას სასამართლო აღმასრულებელს შეუცვალოს სამოქმედო ტერიტორია კონკრეტული სააღსრულებო საქმის დასრულებამდე; ლ) განახორციელოს ზედამხედველობა ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდაზე; მ) განსაზღვროს სასამართლო აღმასრულებლის ყოველწლიური შვებულების მიცემის თანამიმდევრობა შვებულების განრიგის გათვალისწინებით; ნ) განახორაციელოს სასამართლო აღმასრულებლის პენსიისათვის საჭირო საბუთების მომზადება და წარდგენა; ო) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. თავი III სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა     მუხლი 9🔗 სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ბანკსა და ხაზინაში. სამსახურის ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილს.     მუხლი 10🔗 სამსახურის შემოსავლის წყაროებია: ა) საბიუჯეტო ასიგნებანი; ბ) საქართველოს კანონის "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლები; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემოსავლის სხვა წყაროები.     მუხლი 11🔗 წლის ბოლოსათვის სამსახურის ეკონომიური საქმიანობიდან (სააღსრულებო ბიუროსა და დაინტერესებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით) მიღებული, ანგარიშზე რიცხული გამოუყენებელი თანხები ჩამორთმევას არ ექვემდებარება და გამოიყენება სამსახურის მიერ დანიშნულებისამებრ. თავი IV სამსახურის მართვა     მუხლი 12🔗 სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.     მუხლი 13🔗 სამსახურის უფროსი: ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და სააღსრულებო ბიუროს უფროსების – უფროსი აღმასრულებლების კანდიდატურებს და სააღსრულებო სამსახურისა და სააღსრულებო ბიუროების დებულებებს, საშტატო განრიგებსა და ხარჯთაღრიცხვებს; ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლო აღმასრულებლებს; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს; დ) სამსახურის სახელით დებს გარიგებებს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობებში, საქართველოს ქონების მართვის მინისტრის თანხმობით განკარგავს ან უფლებრივად დატვირთავს სამსახურის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებს; ე) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს და თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ვ) გამოსცემს ბრძანებებს, ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებს და გასცემს განკარგულებებს; ზ) იხილავს სამსახურში შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს; თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 14🔗 სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე და ყოველკვარტალურად წარუდგენს მას ანგარიშს სააღსრულებო სამსახურის მუშაობის შესახებ.     მუხლი 15🔗 სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც  სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.     მუხლი 16🔗 სამსახურის უფროსის მოადგილეების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. თავი V სამსახურის სტრუქტურა და ტერიტორიული ორგანოები     მუხლი 17🔗 სამსახური შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან.     მუხლი 18🔗 სამსახურის ცენტრალურ აპარატში შედის: ა) სააღსრულებო წარმოების ორგანიზაციისა და კონტროლის განყოფილება; ბ) კადრების განყოფილება; გ) ბუღალტერია; დ) სამეურნეო ნაწილი; ე) საერთო განყოფილება.     მუხლი 19🔗 სამსახურის ცენტრალურ აპარატში შემავალი ქვედანაყოფების უფლებამოსილებანი განისაზღვრება სამსახურის შინაგანაწესით.     მუხლი 20🔗 სამსახურის ტერიტორიული ორგანოებია სააღსრულებო ბიუროები, რომელთა სისტემას  განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.     მუხლი 21🔗 სააღსრულებო ბიუროების საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება სააღსრულებო ბიუროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თავი VI სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია     მუხლი 22🔗 სამსახურის რეორგანიზაცია ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 23🔗 სამსახურის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონის შესაბამისად.     მუხლი 25🔗 სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში იქმნება კომისია, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საქართველოს სააღსრულებო სამსახურის საშტატო განრიგი საშტატო ერთეულის დასახელება საშტატო ერთეულის რაოდენობა 1. სააღსრულებო სამსახურის უფროსი 1 2. სააღსრულებო სამსახურის უფროსის მოადგილე 2 3. რეფერენტი 1 სულ 4 სააღსრულებო წარმოების ორგანიზაციისა და კონტროლის განყოფილება 1. განყოფილების უფროსი 1 2. მრჩეველი 5 სულ 6 კადრების განყოფილება 1. განყოფილების უფროსი 1 2. მრჩეველი 2 სულ 3 ბუღალტერია 1. მთავარი ბუღალტერი 1 2. სპეციალისტი 2 სულ 3 1. სამეურნეო ნაწილის უფროსი 1 საერთო განყოფილება 1. საერთო განყოფილების უფროსი 1 2. რეფერენტი 2 სულ 3 სულ 20