⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.05.2006)
გაუქმებულია:

სასამართლო აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 14.05.1999
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №144
სარეგისტრაციო კოდი 000000410.01(2).003.000550
გამოქვეყნების წყარო სსმ, 25(32), 28/05/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,167 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.05.1999 მიღება
08.05.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სასამართლო აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი          410.012.003.550 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება  №144 1999 წლის 14 მაისი ქ. თბილისი სასამართლო აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ვბრძანებ: დამტკიცდეს სასამართლო აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ თანდართული დებულება. ლ. ჭანტურია დებულება  სასამართლო აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ     მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო დებულება "სასამართლო აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" განსაზღვრავს სასამართლო აღმასრულებლთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს და სასამართლო აღმასრულებელთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს.     მუხლი 2🔗.  სასამართლო აღმასრულებელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები 1. სასამართლო აღმასრულებელი შეიძლება მიცემულ იქნეს დისციპლინურ პასუხისგებაში: ა) საქართველოს კანონის "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე გადაწყვეტილებების განხორციელებისას დაშვებული კანონმდებლობის დარღვევისათვის; ბ) შრომის დისციპლინის დარღვევის ან სხვა სამსახურებრივი გადაცდომისათვის; გ) "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.     მუხლი 3🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები 1. სასამართლო აღმასრულებლის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით – არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა – არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან გათავისუფლება. 2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.     მუხლი 4🔗. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების პროცესუალური   საფუძველი სასამართლო აღმასრულებლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრას შეიძლება საფუძვლად დაედოს: ა) საჩივარი ან განცხადება; ბ) სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოხსენებითი ბარათი სასამართლო აღმასრულებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე; გ) სასამართლო აღმასრულებლის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები; დ) სხვა დოკუმენტი ან ცნობა, რომელიც ქმნის სასამართლო აღმასრულებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ვარაუდის საფუძველს; ე) კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.     მუხლი 5🔗. დისციპლინური დევნის აღძვრის უფლება აღმასრულებლის მიმართ დისციპლინურ დევნას ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული საფუძველების არსებობისას აღძრავს: ა) საქართველოს სააღსრულებო სამსახურის უფროსი – მის დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოს სააღსრულებო ბიუროების ყველა აღმასრულებლის მიმართ; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სააღსრულებო სამსახურების უფროსები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სააღსრულებო ბიუროების ყველა აღმასრულებლის მიმართ.     მუხლი 6🔗. სადისციპლინო კომისიის შექმნა და დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმება 1. საქართველოს სააღსრულებო სამსახურის უფროსი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სააღსრულებო სამსახურის უფროსები აღმასრულებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის ან განცხადების შემოსვლის შემთხვევაში ინდივიდუალური ბრძანებით ქმნიან სადისციპლინო კომისიას სამი წევრის შემადგენლობით და ავალებენ მას დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობის წინასწარ შემოწმებას. 2. საქართველოს სააღსრულებო სამსახურის უფროსი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სააღსრულებო სამსახურის უფროსები კომისიის წევრთაგან ნიშნავენ სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარეებს, რომელთაც ევალებათ კომისიის მუშაობის ხელმძღვანელობა.     მუხლი 7🔗. დისციპლინური საქმის გამოკვლევა 1. სადისციპლინო კომისია ვალდებულია ორ კვირაში დაასრულოს დისციპლინური საქმის გამოკვლევა. დისციპლინური დევნის აღმძვრელი ორგანო ან თანამდებობის პირი უფლებამოსილია, აუცილებლობის შემთხვევაში, გააგრძელოს დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადა ორი კვირით. 2. სადისციპლინო კომისია ახსნა-განმარტებას ჩამოართმევს სასამართლო აღმასრულებელს და განმცხადებელს. დისციპლინური საქმის გამოკვლევისას სასამართლო აღმასრულებლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა სავალდებულოა. სადისციპლინო კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, შეამოწმოს საქმის მასალები, მოიწვიოს სხვა პირები და მოისმინოს მათი ინფორმაცია. 3. იმ შემთხვევაში, თუ სადისციპლინო კომისია გამოავლენს სასამართლო აღმასრულებლის მიერ ჩადენილ დარღვევებს, რის შესახებაც არ ჰქონდა მოხდენილი რეაგირება სააღსრულებო ბიუროს უფროსს, შეიძლება დადგეს საკითხი როგორც აღმასრულებლის, ისე ბიუროს უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ     მუხლი 8🔗. სადისციპლინო კომისიის დასკვნა 1. სადისციპლინო კომისია სააღსრულებო სამსახურის უფროსის სახელზე ამზადებს წერილობით დასკვნას ფაქტების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ. 2. სადისციპლინო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა სრული შემადგენლობით და ხმათა უბრალო უმრავლესობით. კომისიის წევრის განსხვავებული აზრი ფორმდება წერილობით და დაერთვის დასკვნას. კომისიის დასკვნას ხელს აწერს დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირი დასკვნის გაცნობის თაობაზე. 3. სადისციპლინო კომისიის დასკვნა უნდა შეიცავდეს კომისიის რეკომენდაციას აღმასრულებლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ. 4. სადისციპლინო კომისიის დასკვნა წარდგენიდან  სამ დღეში უნდა განიხილოს სააღსრულებო სამსახურის უფროსმა.     მუხლი 9🔗. დისციპლინური სახდელების შეფარდების წესი 1. სააღსრულებო სამსახურის უფროსი სასამართლო აღმასრულებლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შერჩევისას ითვალისწინებს დისციპლინური დარღვევის შინაარსსა და სიმძიმეს, შედეგებს, რომლებიც მას მოყვა ან შეიძლებოდა მოყოლოდა; სასამართლო აღმასრულებლის საქმიან და მორალურ რეპუტაციას.     მუხლი 10🔗. სადისციპლინო კომისიის დასკვნის განხილვის შედეგები 1. სადისციპლინო კომისიის დასკვნის განხილვის შემდეგ სააღსრულებო სამსახურის უფროსს გამოაქვს ბრძანება დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან აღმასრულებლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. 2. ბრძანების ასლი ეგზავნება დისციპლინური პასუხისგებაში მიცემულ აღმასრულებელს. 3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება აღინიშნება სასამართლო აღმასრულებლის პირად საქმეში შეტანით.     მუხლი 11🔗. სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლება 1. სასამართლო აღმასრულებელს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სააღსრულებო სამსახურის უფროსი საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. 2. სააღსრულებო ბიუროს უფროსს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი საქართველოს სააღსრულებო სამსახურის უფროსის წარდგინებით. 3. სააღსრულებო ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შესაბამისი წარდგინების მიღების შემდეგ სააღსრულებო ბიუროს უფროსს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.     მუხლი 12🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადები 1. სასამართლო აღმასრულებელს არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია ექვსი თვე, ხოლო რევიზიის ან საფინანსო - სამეურნეო საქმიანობის შემოწმების დღიდან გასულია ორი წელი. 2. სააღსრულებო სამსახურის უფროსი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას იყენებს გადაცდომის გამოსვლისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს ერთი თვისა მისი გამოვლენის დღიდან მუშაკის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. 3. დისციპლინური გადაცდომის გამოვლინებად ჩაითვლება სადისციპლინო კომისიის მიერ წერილობითი დასკვნის წარდგენის დღე.     მუხლი 13🔗. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის რამდენიმე ზომის დაკისრების აკრძალვა 1. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომის დაკისრება. 2. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ მსგავსი (ან იგივე) დარღვევის განმეორებით ჩადენა ითვლება ახალ დისციპლინურ გადაცდომად, რომლისთვისაც სასამართლო აღმასრულებელს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი ზომა.     მუხლი 14🔗. გასაჩივრების უფლება სასამართლო აღმასრულებელს უფლება აქვს გაასაჩივროს მასზე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობა სასამართლოში, დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.     მუხლი 15🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის გაქარწყლება 1. დისციპლინური პასუხისმგებლობა გაქარწყლებულად ჩაითვლება, თუ მისი დადების დღიდან ერთი წლის ვადაში სასამართლო აღმასრულებელს არ შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი ზომა. 2. დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდებ თანამდებობის პირს ან ორგანოს სააღსრულებო ბიუროს უფროსის ან შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელთა შუამდგომლობით, უფლება აქვს ვადამდე ადრე მოუხსნას სასამართლო აღმასრულებელს დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ.     მუხლი 16🔗. დაწინაურების შეზღუდვა სასამართლო აღმასრულებელს, რომლის მიმართაც დისციპლინური პასუხისმგებლობა გაქარწყლებული არ არის, ეზღუდება თანამდებობრივი დაწინაურების უფლება. დასკვნითი დებულებანი     მუხლი 17🔗. დებულება ძალაში შედის კანონის "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" ამოქმედებისთანავე.