სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 03.05.1999
ძალის დაკარგვა 29.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების მინისტრი
ნომერი №128
სარეგისტრაციო კოდი 000000190.01(2).003.000558
გამოქვეყნების წყარო სსმ, 41(48), 31/08/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს განათლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 23.03.2007
დოკუმენტის ტექსტი
სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 44.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.012.003.558
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №128
1999 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
"განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 3 ზ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს "სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების ინსტრუქცია".
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის მოადგილეს (გ. მათიაშვილი).
ალ. კარტოზია
სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების ინსტრუქცია
1. წინამდებარე ინსტრუქცია წარმოადგენს სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების კრიტერიუმებისა და წესის დამატებას. ინსტრუქციაში გათვალისწინებულია სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების თავისებურებანი.
2. სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნებას აწარმოებს პროფესორთა საბჭოს, რომლის შემადგენლობაში შედიან აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის შტატში მომუშავე პროფესორის წოდების მქონე სულ ცოტა 21 თანამშრომელი.
3. პროფესორთა საბჭო უფლებამოსილია სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებები მიაკუთნოს მხოლოდ იმ დარგებში (სპეციალობებში), რომელიც საბჭოში წარმოდგენილია სულ ცოტა 3 სპეციალისტით. გამონაკლისის სახით ნებადართულია სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამეცნიერო დაწესებულებიდან ერთი სპეციალისტის მოწვევა ერთ სპეციალობაში. სულ მოწვეულთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს პოფესორთა საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთ მესამედს.
4. სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მინიჭებისათვის პროფესორთა საბჭოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:
ა) შუამდგომლობა სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მაძიებლის სამუშაო ადგილიდან სპეციალობისა და შიფრის მითითებით;
ბ) ორგანიზაციის საბჭოს ოქმის ამონაწერი;
გ) მაძიებლის დახასიათება სამუშაო ადგილიდან;
დ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან;
ე) სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი, დისერტაციის დაცვის შემდეგ გამოქვეყნებული შრომების სია, ამ შრომების ამონაბეჭდი (მეცნიერების, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატებისა და დოქტორებისათვის);
ვ) შემოქმედებითი მოღვაწეობისა და პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაძიებლის მიერ აღზრდილი სპეციალისტების სია, რომელთა შორის არიან გარკვეული შემოქმედებითი წარმატების მქონე სპეციალისტები (სხვადასხვა გამოფენა-კონკურსებში გამარჯვებულნი, კონკურსების დიპლომანტები და ა.შ.) (სამეცნიერო ხარისხის არმქონე მაძიებლებისათვის);
ზ) მაძიებლის შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალები (დიპლომები, პრესა, კატალოგები, აფიშები, რეცენზიები, მედლები და ა.შ.).
ყველა წარმოდგენილი საბუთი დამოწმებული უნდა იყოს მაძიებლის ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ.
5. სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელში დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება მიეკუთვნება:
ა) მეცნიერებათა და ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატს და დოქტორს, რომელსაც საკონკურსო ან საკონტრაქტო საფუძველზე ან ბრძანებით უკავია რექტორის, პრორექტორის, კათედრის გამგის, პროფესორის ან დოცენტის თანამდებობა, ამ თანამდებობაზე მუშაობს სრული განაკვეთით ან შეთავსებით (კონტრაქტით) ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ასრულებს შესაბამის პედაგოგიურ დატვირთვას, აქვს პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟი, დისერტაციის დაცვის შემდეგ გამოქვეყნებული აქვს 2 სამეცნიერო ნაშრომი მაინც;
ბ) სამეცნიერო ხარისხის არმქონე თვალსაჩინო შემოქმედსა და პედაგოგს, რომელსაც საკონკურსო ან საკონტრაქტო საფუძველზე უკავია დოცენტის თანამდებობა და ამ თანამდებობაზე მუშაობს სრული განაკვეთით ან შეთავსებით ერთი წლის განმავლობაში;
გ) ამ თანამდებობაზე საგანგებოდ მოწვეულ თვალსაჩინო შემოქმედს, რომელიც ასწავლის კათედრის პროფილის შესაბამის დისციპლინას.
6. სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელში პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება მიეკუთვნება:
ა) მეცნიერებათა და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, რომელსაც საკონკურსო ან საკონტრაქტო საფუძველზე, ან ბრძანებით უკავია რექტორის, პრორექტორის, კათედრის გამგის, პროფესორის თანამდებობა, ამ თანამდებობაზე მუშაობს სრული განაკვეთით ან შეთავსებით (კონტრაქტით) ბოლო ორი წლის განმავლობაში და ასრულებს შესაბამის პედაგოგიურ დატვირთვას, აქვს პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟი, დისერტაციის დაცვის შემდეგ გამოქვეყნებული აქვს 3 სამეცნიერო ნაშრომი მაინც;
ბ) სამეცნიერო ხარისხის არმქონე, აღიარებულ შემოქმედსა და პედაგოგს, დოცენტს, რომელსაც საკონკურსო ან საკონტრაქტო საფუძველზე უკავია კათედრის გამგის ან პროფესორის თანამდებობა და ამ თანამდებობაზე მუშაობს სრული განაკვეთით ან შეთავსებით ბოლო ორი წლის განმავლობაში;
გ) ამ თანამდებობაზე საგანგებოდ მოწვეულ საყოველთაოდ აღიარებულ შემოქმედს, რომელიც ასწავლის კათედრის პროფილის შესაბამის დისციპლინას.