⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.02.2005)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახურების შესახებ

მიღების თარიღი 04.06.1999
ძალის დაკარგვა 18.02.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №163
სარეგისტრაციო კოდი 000000410.01(2).003.000607
გამოქვეყნების წყარო სსმ, 27(34), 09/06/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,798 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.06.1999 მიღება
18.02.2005 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
თანამდებობის დასახელება რაოდენობა
სულ ხელფასის თვიური ფონდი 27
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახურების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი           410.012.003.607 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №163 1999  წლის  4 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახურების შესახებ "საქართველოში 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს 1999 წლის 13 მარტის კანონისა და "საქართველოს  იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №346 ბრძანებულების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ ნორმატიული აქტების დადგენილი წესით მიღების (გამოცემის) ხელშეწყობისა და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახურების თანდართული დებულება, საშტატო ნუსხა და ხარჯთაღრიცხვა. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახურების საშტატო ერთეულების რაოდენობა განისაზღვროს "საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის შესაბამისად. 3. დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ტ. კულულაშვილს ბრძანების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს რეგიონალური სამსახურების შექმნისა და ორგანიზებასთან დაკავშირებით ჩასატარებელი ღონისძიებები. 4. ეს ბრძანება ძალაშია კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების შემდეგ. ლ. ჭანტურია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც შექმნილია საქართველოს 1999 წლის 19 მარტის "საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონისა და "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №346 ბრძანებულების საფუძველზე და თავის უფლებამოსილებას ახორციელებს "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის, "ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის ორგანული კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 2🔗 სამსახური არის იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო და შექმნილია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტების საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის უზრუნველყოფისა და მათი რეგისტრაციის მიზნით.     მუხლი 3🔗 1. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე ან მისი გადაწყვეტილებით მინისტრის მოადგილის წინაშე. იგი ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა წარმოადგენს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის მონაცემებს და რეგისტრირებული მასალის თითო ეგზემპლარს ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის თარიღის მითითებით. 2. სამსახური ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას დაუყოვნებლივ მიაწოდოს იუსტიციის სამინისტროს დამატებითი ინფორმაცია მის მიერ რეგისტრირებული მასალისა და განსახორციელებელი სამართლებრივი ექსპერტიზის შესახებ.     მუხლი 4🔗 სამსახურის საქმიანობაზე კონტროლსა და კოორდინაციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.     მუხლი 5🔗 სამსახურის შემადგენლობას, მის მოსამსახურეთა შორის უფლებამოსილების განაწილების წესს, მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხს წყვეტს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თავი II სამსახურის ფუნქციები და ამოცანები     მუხლი 6🔗 სამსახურის ძირითადი ამოცანაა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული ნორმატიული აქტების პროექტების მიღების (გამოცემის) პროცედურისა და მათი შესაბამისობის დადგენა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატიული აქტების რეგისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა (თანამდებობის პირთა ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში.     მუხლი 7🔗 ამ დებულების მე-6 მუხლით დადგენილი ამოცანების შესასრულებლად სამსახური ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: ა) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტებისათვის სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტების ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციაში გატარება; გ) დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოებისა თუ კერძო პირების მოთხოვნით კანონით დადგენილი წესით მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემა.     მუხლი 8🔗 სამსახური ვალდებულია ნორმატიული აქტის პროექტის მიღებიდან ორი კვირის ვადაში გასცეს დასკვნა წარმოდგენილი პროექტის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ ან დაუბრუნოს იგი დასაბუთებული სამართლებრივი შეინიშვნებით პროექტის წარმომდგენს.     მუხლი 9🔗 კანონით დადგენილი წესით პროექტის წარმოდგენაზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიღებაზე უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) ან შესაბამისად იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელსაც დაევალა აღნიშნული პროექტის მომზადება.     მუხლი 10🔗 1. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) შემდეგ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია მიღებიდან (ხელმოწერიდან) 10 დღის ვადაში გადაუგზავნოს ნორმატიული აქტის სამი ეგზემპლარი სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის. 2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შესატანი ნორმატიული აქტები, როგორც წესი, მზადდება კომპიუტერის გამოყენებით საქმეთა წარმოების დადგენილი წესის გათვალისწინებით. 3. სამსახურში სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ ნორმატიულ აქტს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტზე გაცემული სამართლებრივი დასკვნა. 4. სამსახურში სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილი ნორმატიული აქტი, რომლის მოცულობაც ორ ან მეტ გვერდს შეადგენს, უნდა იყოს აკინძული და დადასტურებული ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) შესაბმისი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ შესაბამისი ბეჭდით, რეგისტრაციის შემდეგ კი იგი ასევე დამოწმდება ბეჭდით სამსახურის მიერ.     მუხლი 11🔗 ნორმატიული აქტის მიღებიდან ორი დღის ვადაში სამსახური რეგისტრაციაში ატარებს წარმოდგენილ ნორმატიულ აქტს.     მუხლი 12🔗 სამსახური ვალდებულია არ შეიტანოს რეესტრში ნორმატიული აქტი, თუ მას არ ახლავს შესაბამისი დასკვნა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.     მუხლი 13🔗 1. სამსახური რეგისტრაციის ნორმატიულ აქტს ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს. 2. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი შედგება 12-ციფრიანი რიცხვისაგან: "000.000.000.000.", რომელთაგან პირველი სამი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის ცალკეული დარგის კოდის საერთო მაჩვენებელს, შემდეგი სამი აღნიშნავს ნორმატიული აქტის სახეს, ხოლო ბოლო ექვსი ციფრი ნორმატიული აქტის ქრონოლოგიურ ნომერს. 3. ნორმატიული აქტის ცალკეულ სახეებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდი: ა) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება – 018; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელობის ბრძანება – 019; გ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს დადგენილება – 022. 4. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შედის შემდეგი მონაცემები: ა) ნორმატიული აქტის სახე; ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს სახელწოდება; გ) ნორმარტიული აქტის სათაური; დ) მიმღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი; ე) ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის); ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი; ზ) ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თარიღი; თ) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი. 5. რეგისტრირებული ნორმატიული აქტის სამივე ეგზემპლარს მარჯვენა ზედა კუთხეში დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით, რომელთაგან ერთი სამსახურის მიერ გადაეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისიტროს, ერთი ინახება სამსახურში, ხოლო ერთი უბრუნდება ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) შესაბამის ორგანოს (თანამდებობის პირს). 6. ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებები და დამატებები ამ დებულებით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში შეტანას. 7. სახელმწიფო რეესტრი წარმოებს როგორც რეესტრის ჟურნალის, ისე კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით.     მუხლი 14🔗 1. რეგისტრირებული ნორმატიული აქტი ქვეყნდება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის ვადაში "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის შესაბამისად. 2. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისას მითითებულ უნდა იქნეს  სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი. 3. თუ ადგილობრივ თვითმმართველობას ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო არ გააჩნია, მისი ნორმატიული აქტი უნდა გამოქვეყნდეს შესაბმისი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტით განსაზღვრული ისეთი წესით, რომელიც მოსახლეობას მისცემს მისი გაცნობის საშუალებას.     მუხლი 15🔗 ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში აცნობოს სამსახურს ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და გადაუგზავნოს მას გამოქვეყნებული ნორმატიული აქტი. თავი III სამსახურის ხელმძღვანელობა     მუხლი 16🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის შესაბამის სახელმწიფო რწმუნებულთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2. სამსახურის მოხელეთა დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხს კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 3. სამსახურის უფროსი და მოხელეები შეიძლება მინისტრის გადაწყვეტილებით თანამდებობაზე დაინიშნონ კონკურსის წესით. 4. კონკურსის ჩატარების თარიღს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 5. კონკურსი ტარდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შესახებ დებულების შესაბამისად. 6. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსი ჩაითვლება ჩაშლილად, ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს შესაბამის შეფასებას ან რამდენიმე კანდიდატი მიიღებს თანაბარ შეფასებას, პირთა თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს წყვეტს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 7. სამსახურის უფროსისა და სხვა მოსამსახურეთა პასუხისმგებლობის საკითხს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 8. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად სამსახურის მუშაობის სწორ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის დაცვას. 9. სამსახურის უფროსი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედებს სამსახურის სახელით მესამე პირებთან ურთიერთობაში ყოველგვარი დამატებითი რწმუნებების მინიჭების გარეშე. 10. სამსახურის უფროსი, გარდა აღნიშნული დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებისა, ასრულებს მინისტრის ცალკეულ დავალებებს. 11. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მინისტრის დავალებით ასრულებს სამსახურის რომელიმე მოხელე. თავი IV დასკვნითი დებულებანი     მუხლი 17🔗 სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახურების საშტატო ნუსხა და ხარჯთაღრიცხვა თანამდებობის დასახელება რაოდენობა თანამდებობრივი განაკვეთი ხელფასის ფონდი კახეთის მხარის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახური 1. სამსახური უფროსი 2. მრჩეველი 1 2 125 47 125 94 იმერეთის მხარის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახური 1. სამსახური უფროსი 2. მრჩეველი 1 2 125 47 125 94 სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახური 1. სამსახური უფროსი 2. მრჩეველი 1 2 125 47 125 94 შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახური 1. სამსახური უფროსი 2. მრჩეველი 1 2 125 47 125 94 ქვემო ქართლის მხარის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახური 1. სამსახური უფროსი 2. მრჩეველი 1 2 125 47 125 94 გურიის მხარის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახური 1. სამსახური უფროსი 2. მრჩეველი 1 2 125 47 125 94 სამცხე-ჯავახეთის მხარის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახური 1. სამსახური უფროსი 2. მრჩეველი 1 2 125 47 125 94 მცხეთა-მთიანეთის მხარის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახური 1. სამსახური უფროსი 2. მრჩეველი 1 2 125 47 125 94 რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახური 1. სამსახური უფროსი 2. მრჩეველი 1 2 125 47 125 94 სულ ხელფასის თვიური ფონდი 27 - 1971 1999 წლის ხელფასის ფონდი 21681 დამქირავებელთან ანარიცხები 6505 მათ შორის ა) სოცანარიცხები ბ) ჯანმრთელობის ფონდი 5854 651 სულ ხარჯთაღრიცხვა 28186