⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.09.2006)
გაუქმებულია:

სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 17.02.2005
ძალის დაკარგვა 11.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №315
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.007096
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 18/02/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,030 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.02.2005 მიღება
11.09.2006 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (10)
1 იმერეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური
2 კახეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური
3 სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური
4 ქვემო ქართლის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური
5 შიდა ქართლის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური
6 გურიის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური
7 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური
8 მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური
9 რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური
სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .5in 35.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  040.150.000.22.027.007.096 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №315 2005 წლის 17 თებერვალი  ქ. თბილისი სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს თანდართული დებულება. 2. განისაზღვროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორია (№1 დანართი) და სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები (№2 დანართი). 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახურების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 4 ივნისის №163 ბრძანება (სსმ III, 1999წ., №27(34), მუხ.510); ბ) ,,სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დებულების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ტიპური დებულებებისა და ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1397 ბრძანების (სსმ III, 2004წ., №1397, მუხ.1162) მე-2 და მე-3 პუნქტები. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახურების ბაზაზე შეიქმნას სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური. 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს (შემდგომში – ტერიტორიული ორგანოს) უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და სამოქმედო ტერიტორიას. 2. ტერიტორიული ორგანო თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ”, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონებით, ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. ტერიტორიული ორგანოს კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) და სამინისტროს მმართველობის სფეროს განაწილების მიხედვით – მინისტრის მოადგილე. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების, ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის და სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტები ტერიტორიული ორგანოს ზედამხედველობას ახორციელებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.     მუხლი 2🔗. ტერიტორიული ორგანოს კომპეტენცია 1. ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია; ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება; გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა; დ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა; ე) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა და შეცვლა; ვ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა და შეცვლა; ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების შემთხვევაში შესაბამისი პირადობის მოწმობის ჩამორთმევა; თ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანა და მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაცემა; ი) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევით მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების გამოვლენა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირება; კ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – კავშირებისა და ფონდების, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაცია და კანონით დადგენილ ფარგლებში მათ საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება.     მუხლი 3🔗. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა 1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური; ბ) მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური; გ) სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური. 2. საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფლებამოსილებებია: ა) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა (შეცვლა); ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტის) გაცემა და შეცვლა; გ) საქართველოში დროებით მყოფ უცხოელთა რეგისტრაცია (მოქმედი უცხოური პასპორტების რეგისტრაცია); დ) პირადობის დადასტურებისა და პასპორტის გაცემის სფეროში საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა; ე) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია; ვ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება და შეცვლა; ზ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენა და გაუქმება; თ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა; ი) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნის, აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა; კ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების შენახვისა და გამოყენების კონტროლი; ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. 3. მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა ,,ბ” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 4. სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური: ა) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭებას; ბ) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათი საქართველოს საკანონმდებლო აქტებთან და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით უზრუნველყოფს სათანადო სამართლებრივი დასკვნის მომზადებას; გ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიული აქტის შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით მიმართავს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს, აგრეთვე, ნორმატიული აქტის (შეჩერებაზე) გაუქმებაზე უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს); დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ე) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციას; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულებას.     მუხლი 4🔗. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელობა 1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი სამსახურის უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და სამინისტროს მმართველობის სფეროს განაწილების მიხედვით – მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, იუსტიციის სამინისტროში წარადგენს ინფორმაციას სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას დაუყოვნებლივ აწვდის სამინისტროს დამატებით ინფორმაციას სამსახურის მუშაობის თაობაზე; ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად; თ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ი) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას გამოდის სასამართლოში სათანადო რწმუნების გარეშე და ასრულებს საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის მოქმედებას, მათ შორის, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე და გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება; კ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ცალკეულ ფუნქციებსა და დავალებებს. 4. სამსახურის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (შემდგომში – მოადგილე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი. მოადგილის საშტატო ერთეული განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად. 5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მოადგილე ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.     მუხლი 5🔗. ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულება ტერიტორიული ორგანოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ბრძანებით. დანართი №1 სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს სამსახურების სამოქმედო ტერიტორია 1. ქ. თბილისის გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორისა და ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახურები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე. 2. საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების (რომლებიც ახორციელებენ ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა ,,ბ” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს), სამოქმედო ტერიტორიაა შესაბამისი რაიონის (ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) ტერიტორია. 3. საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების (რომლებიც ახორციელებენ ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას), აგრეთვე სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების სამოქმედო ტერიტორიაა: ა) თელავის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური; კახეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური: ა.ა) ახმეტის რ-ნი; ა.ბ) გურჯაანის რ-ნი; ა.გ) დედოფლისწყაროს რ-ნი; ა.დ) თელავის რ-ნი; ა.ე) ლაგოდეხის რ-ნი; ა.ვ) საგარეჯოს რ-ნი; ა.ზ) სიღნაღის რ-ნი; ა.თ) ყვარლის რ-ნი; ბ) მცხეთის საპასპორტო და მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახური; მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური: ბ.ა) ახალგორის რ-ნი; ბ.ბ) დუშეთის რ-ნი; ბ.გ) თიანეთის რ-ნი; ბ.დ) მცხეთის რ-ნი; ბ.ე) ყაზბეგის რ-ნი; გ) რუსთავის საპასპორტო და მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახური; ქვემო ქართლის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური: გ.ა) ქ. რუსთავი; გ.ბ) ბოლნისის რ-ნი; გ.გ) გარდაბნის რ-ნი; გ.დ) დმანისის რ-ნი; გ.ე) თეთრიწყაროს რ-ნი; გ.ვ) მარნეულის რ-ნი; გ.ზ) წალკის რ-ნი; დ) გორის საპასპორტო და მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახური; შიდა ქართლის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური: დ.ა) გორის რ-ნი; დ.ბ) კასპის რ-ნი; დ.გ) ქარელის რ-ნი; დ.დ) ხაშურის რ-ნი; დ.ე) ჯავის რ-ნი; დ.ვ) ქ. ცხინვალი; ე) ახალციხის საპასპორტო და მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახური; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური: ე.ა) ადიგენის რ-ნი; ე.ბ) ასპინძის რ-ნი; ე.გ) ახალქალაქის რ-ნი; ე.დ) ახალციხის რ-ნი; ე.ე) ბორჯომის რ-ნი; ე.ვ) ნინოწმინდის რ-ნი; ვ) ამბროლაურის საპასპორტო და მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახური; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური: ვ.ა) ამბროლაურის რ-ნი; ვ.ბ) ლენტეხის რ-ნი; ვ.გ) ონის რ-ნი; ვ.დ) ცაგერის რ-ნი; ზ) ქუთაისის საპასპორტო და მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახური; იმერეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური: ზ.ა) ქ. ქუთაისი; ზ.ბ) ბაღდათის რ-ნი; ზ.გ) ვანის რ-ნი; ზ.დ) ზესტაფონის რ-ნი; ზ.ე) თერჯოლის რ-ნი; ზ.ვ) სამტრედიის რ-ნი; ზ.ზ) საჩხერის რ-ნი; ზ.თ) ტყიბულის რ-ნი; ზ.ი) წყალტუბოს რ-ნი; ზ.კ) ჭიათურის რ-ნი; ზ.ლ) ხარაგაულის რ-ნი; ზ.მ) ხონის რ-ნი; თ) ზუგდიდის საპასპორტო და მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახური; სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური: თ.ა) ქ. ფოთი; თ.ბ) აბაშის რ-ნი; თ.გ) ზუგდიდის რ-ნი; თ.დ) მარტვილის რ-ნი; თ.ე) მესტიის რ-ნი; თ.ვ) სენაკის რ-ნი; თ.ზ) ჩხოროწყუს რ-ნი; თ.თ) წალენჯიხის რ-ნი; თ.ი) ხობის რ-ნი; ი) ოზურგეთის საპასპორტო და მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახური; გურიის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური: ი.ა) ლანჩხუთის რ-ნი; ი.ბ) ოზურგეთის რ-ნი; ი.გ) ჩოხატაურის რ-ნი; კ) ბათუმის საპასპორტო და მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახური; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი: კ.ა) ქ. ბათუმი; კ.ბ) ქობულეთის რ-ნი; კ.გ) ხელვაჩაურის რ-ნი; კ.დ) ქედის რ-ნი; კ.ე) ხულოს რ-ნი; კ.ვ) შუახევის რ-ნი. ლ) აფხაზეთის ა/რ მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დევნილების, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის აჟარის თემის მოსახლეობაზე პირადობის მოწმობას გასცემენ (შეცვლიან) შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურები. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის პირებზე პასპორტის გაცემას (შეცვლას ან/და მოქმედების ვადის გაგრძელებას) ახორციელებენ ამ უფლებამოსილების მქონე, შესაბამისი საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურები, სადაც დროებით ცხოვრობს ან აპირებს დასახლებას იძულებით გადაადგილებული ან/და აჟარის თემის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი. შენიშვნა: ქურთისა და ერედვის მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახურების სამოქმედო ტერიტორიაა ქ. ცხინვალი, ჯავის რაიონი და ყოფილი ცხინვალის რაიონი. დანართი №2 სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების საშტატო ნუსხა და თანამდეობობრივი სარგოები № სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურები თანამდებობა საშტატო ერთეული კატეგორია თანამდებო ბრივი სარგოს განაკვეთი 1 იმერეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური სამსახურის უფროსი 1 I 250 II 230 III 210 მრჩეველი 2 I 200 II 190 2 კახეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური სამსახურის უფროსი 1 I 250 II 230 III 210 მრჩეველი 2 I 200 II 190 3 სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური სამსახურის უფროსი 1 I 250 II 230 III 210 მრჩეველი 2 I 200 II 190 4 ქვემო ქართლის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური სამსახურის უფროსი 1 I 250 II 230 III 210 მრჩეველი 2 I 200 II 190 5 შიდა ქართლის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური სამსახურის უფროსი 1 I 250 II 230 III 210 მრჩეველი 2 I 200 II 190 6 გურიის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური სამსახურის უფროსი 1 I 250 II 230 III 210 მრჩეველი 2 I 200 II 190 7 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური სამსახურის უფროსი 1 I 250 II 230 III 210 მრჩეველი 2 I 200 II 190 8 მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური სამსახურის უფროსი 1 I 250 II 230 III 210 მრჩეველი 2 I 200 II 190 9 რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური სამსახურის უფროსი 1 I 250 II 230 III 210 მრჩეველი 2 I 200 II 190