⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.04.2006)
გაუქმებულია:

„საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალის ფორმის განსაზღვრისა და მისი წარმოების წესის ინსტრუქციის” დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 16.02.2005
ძალის დაკარგვა 07.04.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №88
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.007093
გამოქვეყნების წყარო სსმ, 20, 21/02/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,225 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.02.2005 მიღება
07.04.2006 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
1 2
თარიღი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალის ფორმის განსაზღვრისა და მისი წარმოების წესის ინსტრუქციის” დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-style:italic;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:19.05pt 85.05pt 42.55pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:841.9pt 595.3pt; margin:85.05pt 29.9pt 85.05pt 70.0pt;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section3 {page:Section3;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.093 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №88 2005 წლის 16 თებერვალი ქ. თბილისი „საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალის ფორმის განსაზღვრისა და მისი წარმოების წესის ინსტრუქციის” დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლისა და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალის ფორმის განსაზღვრისა და მისი წარმოების წესის ინსტრუქცია” (თანდართულ დანართებთან ერთად). 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 1 მარტიდან. ზ. ნოღაიდელი ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალის ფორმის განსაზღვრისა და მისი წარმოების წესის თაობაზე     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალის (შემდგომში _ ჟურნალი) ფორმა და მისი წარმოების წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და იგი გამოიყენება გადამხდელთან არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საგადასახადო აღრიცხვისათვის. ჟურნალის შევსება წარმოებს შავი ან ლურჯი ფერის მელნიანი ბურთულიანი კალმისტრით. 2. ამ ინსტრუქციის მიხედვით დადგენილი წესით ჟურნალში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოებული ჩანაწერები უნდა იძლეოდეს სრულ და ნათელ წარმოდგენას გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის შესახებ. 3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები მოიცავს პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებულ ნედლეულს, მასალებს, ნახევარფაბრიკატებს, მარაგ-ნაწილებს, ტარას და მზა პროდუქციას (საქონელს) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. 4. პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულია ყოველი ცალკეული ეკონომიკური საქმიანობის ადგილის მიხედვით, სადაც ხდება საქონლის (ამ ინსტრუქციაში გამოყენებული ტერმინი „საქონელი” მოიცავს მხოლოდ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს) მიღება, შენახვა ან მიწოდება, იქონიოს და აწარმოოს ჟურნალი. იმ შემთხვევაში, თუ პირს გააჩნია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების რამდენიმე ადგილი, თითოეული ადგილის მიხედვით ხდება ერთი ჟურნალის გახსნა და წარმოება. მაგალითი 1: ბაზრობის დირექციასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ინდივიდუალურ მეწარმეს ბაზრობის ტერიტორიაზე იჯარით აქვს აღებული 3 სავაჭრო ფარდული (ჯიხური), საიდანაც ის დაქირავებული თანამშრომლების (გამყიდველების) მეშვეობით ახორციელებს ტანსაცმლით ვაჭრობას. გარდა ამისა, ამავე ბაზრობის ტერიტორიაზე მას იჯარით აქვს აღებული საწყობი, საიდანაც ცენტრალიზებულად ხდება როგორც ზემოაღნიშნული ობიექტებისათვის საქონლის გადაცემა, ასევე საწყობიდან ვაჭრობა. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია თითოეულ ობიექტზე (მ.შ.საწყობზეც) ჰქონდეს და აწარმოოს თითო-თითო ჟურნალი. 5. ჟურნალი სავალდებულოა იქონიონ აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელმა იმ პირებმა, რომლებიც ახორციელებენ საქონლის წარმოებას (ნედლეულისა და გასული საქონლის აღრიცხვისათვის) ან გათავისუფლებული არიან გადასახადებისაგან. მაგალითი 2: საწარმოს საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოება-რეალიზაცია. აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად საწარმოს მფლობელობაში გააჩნია ტერიტორიულად ერთმანეთისაგან დაშორებული რამდენიმე ადგილი. კერძოდ: სათავო ოფისის ტერიტორია, სადაც განთავსებულია საჩამომსხმელო საამქრო, რამდენიმე საწყობი ნედლეულისათვის და საბითუმო ბაზა, საიდანაც ხდება წარმოებული საქონლის რეალიზაცია. გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე განთავსებულია საცალო რეალიზაციის რამდენიმე პუნქტი. აღნიშნული ტერიტორიისაგან დაშორებით საწარმოს მფლობელობაში აქვს ეთილის სპირტის ბაზა, რომლიდანაც ხდება როგორც ნედლეულის მიღება წარმოებისთვის, ასევე ეთილის სპირტის რეალიზაცია სხვადასხვა პირებზე. იმ შემთხვევაში, თუ სათაო ოფისი, საჩამომსხმელო საამქრო, ნედლეულის საწყობები, მზა პროდუქციის სარეალიზაციო საბითუმო და საცალო ობიექტები სხვადასხვა შენობებშია განთავსებული და ამასთან ამ ობიექტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ტერიტორიაც გადასახადის გადამხდელის მფლობელობაშია, მაშინ საკმარისია ერთი ჟურნალის წარმოება საწარმოო ტერიტორიაზე და ერთი ჟურნალის წარმოება ბაზის ტერიტორიაზე. თუ, შენობებს შორის დამაკავშირებელი ტერიტორია სხვა პირ(ებ)ის მფლობელობაშია, გადამხდელმა თითოეულ ობიექტზე უნდა აწარმოოს თითო ჟურნალი. ამასთან, ასეთ შემთხვევაში შენობებს შორის საქონლის გადატანისას უნდა გამოიწეროს გამარტივებული ზედნადები, რომელიც წარმოადგენს როგორც საქონლის შემოსვლის, ასევე საქონლის გასავლის ფორმებში საქონლის ასახვისათვის აუცილებელ პირველად დოკუმენტს. მაგალითი 3: ინდმეწარმეს იჯარით აქვს აღებული 10 მ2-ის ფართი, სადაც ის უშუალოდ თვითონ, დამოუკიდებლად ახდენს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის” (NACE) 18.22.1 ქვეკლასით გათვალისწინებული ზედა ტანსაცმლის წარმოებას (გარდა მოდელების დემონსტრირებისა და ჩვენებისა) და მის რეალიზაციას ამავე ფართიდან. ამ მიზნით ის ყიდულობას წარმოებაში გამოსაყენებელ სხვადასხვა საქონელს (ქსოვილები, ღილები, ძაფები და ა.შ.). მეწარმე თავის საქმიანობის არც ერთ ეტაპზე არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ” და 270-ე მუხლის „ვ” ქვეპუნქტების საფუძველზე ასეთი ინდ.მეწარმე თავისუფლდება საშემოსავლო და სოციალური გადასახადებისაგან, მაგრამ იგი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები. კერძოდ, ჰქონდეს და აწარმოოს ჟურნალი, შემოსავლებისა და ხარჯების წიგნი, ჩააბაროს დეკლარაციები, მომხმარებლებთან ფულადი ანგარიშსწორება განახორციელოს საკონტროლო-სალარო აპარატების ან მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტების გამოყენებით და ა.შ. 6. პირები, რომელთა ეკონომიკური საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია საქონლის მიღებასთან და მის გადაცემასთან (მაგ: ტვირთების გადაზიდვების განმახორციელებელი, საშემნახველო/სასაწყობო მეურნეობის ორგანიზატორი პირები და სხვა), ასეთ საქონელზე საკუთრების უფლების მიღება/გადაცემის გარეშე, ვალდებულნი არიან იქონიონ და აწარმოონ ჟურნალი საქონლის მიღების, შენახვის ან გადაცემის ადგილების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილ(ებ)ი არის მომსახურების გამწევი პირის მფლობელობაში არსებული სტაციონარული ობიექტები. მაგალითი 4: ავიასაწარმო ახორციელებს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას. კერძოდ, მოსკოვიდან თბილისში ჩამოაქვს სხვადასხვა პირთა მფლობელობაში არსებული ტვირთები. თბილისში ჩამოტანილი ტვირთები თვითმფრინავიდან პირდაპირ იტვირთება საბაჟო საწყობში, რომელიც ეკუთვნის სხვა გადასახადის გადამხდელს, რომელიც ტვირთების მფლობელებისაგან იღებს ჩატვირთვა-გადმოტვირთვასთან და ტვირთების შენახვისათვის შესაბამის ანაზღაურებას. მოცემულ შემთხვევაში ჟურნალის ქონისა და წარმოების ვალდებულება ეკისრება არა ავისაწარმოს, არამედ საბაჟო საწყობს. მაგალითი 5: სატრანსპორტო საწარმო ახორციელებს საავტომობილო გადაზიდვებს. ამასთან, სხვა პირთა მფლობელობაში არსებული ტვირთები შესაბამის პირებზე მის გადაცემამდე, ინახება სატრანსპორტო საწარმოს მფლობელობაში არსებულ შენობებში. მოცემულ შემთხვევაში სატრანსპორტო საწარმომ უნდა იქონიოს და აწარმოოს ჟურნალი საქონლის მიღების, შენახვის და გაცემის ადგილების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ადგილები თავმოყრილია ერთ შენობაში, გადამხდელს უნდა ჰქონდეს ერთი ჟურნალი. 7. საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალი მუდმივად უნდა ინახებოდეს და მისი შევსება უნდა ხორციელდებოდეს იმ ტერიტორიის ფარგლებში, სადაც ხდება საქონლის მიღება, შენახვა ან გადაცემა. დაუშვებელია ჟურნალის ეკონომიკური საქმიანობის ადგილის გარდა სხვა ადგილას შენახვა. ამასთან, იმ შემთხვევაში, როცა ერთი და იმავე საქონლის მიღების, შენახვის ან მიწოდების ადგილი სხვადასხვაა, ჟურნალი უნდა ინახებოდეს საქონელთან ერთად. მაგალითი 6: ინდივიდუალური მეწარმე ახდენს საქონლის მიწოდებას ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული 2 დახლიდან (ერთი დახლიდან ვაჭრობს თვითონ, ხოლო მეორე დახლთან დაყენებული ჰყავს დაქირავებული გამყიდველი), ხოლო სამუშაო დღის დამთავრების ბოლოს, საქონელს შესანახად, გარკვეული საფასურის გადახდით (ან მის გარეშე) აბარებს პირს, რომელსაც ბაზრობის ტერიტორიაზე მფლობელობაში აქვს საწყობი. ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია სამუშაო დღის განმავლობაში, ვაჭრობის განხორციელების პროცესში იქონიოს 2 ჟურნალი (თითო ჟურნალი ერთ დახლზე), იმ შემთხვევაში, თუ დახლები ერთმანეთისაგან დაშორებულია. დღის ბოლოს იგი ვალდებულია საქონელთან ერთად საწყობში შეინახოს ორივე ჟურნალი. ამასთან, თუ საქონლის შესანახად ინდივიდუალური მეწარმე იყენებს თავის მფლობელობაში არსებულ საწყობს, სადაც დამატებით ინახავს იმ საქონელს, რომელიც არ არის შეტანილი ზემოაღნიშნულ ორ ჟურნალში, იგი ვალდებულია საწყობისათვის დამატებით გახსნას და აწარმოოს ერთი ჟურნალი. 8. დროის შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული და დახურული ყველა ჟურნალი გადასახადის გადამხდელთან უნდა ინახებოდეს 6 კალენდარული წლის განმავლობაში იმ პერიოდიდან, როცა ხდება ჟურნალის დახურვა. 9. იმ გადამხდელებმა, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებენ ელექტრონული სისტემების (კომპიუტერ(ებ)ის) მეშვეობით და/ან სურვილი აქვთ გამოიყენონ კომპიუტერი საქონლის მოძრაობისა და აღრიცხვის ჟურნალის წარმოებისათვის, ჟურნალის წარმოება უნდა განახორციელონ საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ელექტრონული (კომპიუტერული) ფორმების (დანართი №2 და დანართი №3 მიხედვით) მეშვეობით, რომლის ჩატვირთვას გადამხდელის კომპიუტერში უზრუნველყოფს იმ საგადასახადო ორგანოს შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომელი, სადაც გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე. ამასთან, ასეთ გადამხდელს კომპიუტერი უნდა ჰქონდეს და მისი მეშვეობით აწარმოოს ჟურნალი ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, ყველა იმ ადგილას, სადაც ხდება საქონლის მიღება, შენახვა ან მიწოდება. ასეთ ფორმებში შეტანილი ინფორმაციის რედაქტირება ბლოკირებულია. შეცდომით შეტანილი მონაცემის გასწორების შესახებ ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ველში „შენიშვნა”. ასეთი გადამხდელები ვალდებულნი არიან ამ ბრძანებით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყონ კომპიუტერულ ფორმებში შესაბამისი მონაცემების შეტანა და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ის მოთხოვნის შემთხვევაში, ამობეჭდვა, ხელმოწერით დამოწმება და მისთვის გადაცემა. 10. ვალდებული პირების მიერ ჟურნალის საერთოდ უქონლობა, შესაბამის ადგილზე (ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ადგილას) არქონა და/ან ამ ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით მისი წარმოება, განიხილება საგადასახადო სამართალდარღვევად.     მუხლი 2🔗. საქონლის მოძრაობისა და აღრიცხვის ჟურნალის ფორმა 1. საქონლის მოძრაობისა და აღრიცხვის ჟურნალი შედგება თავსართისაგან (დანართი 1-ის მიხედვით) და ორი ფორმისაგან, რომლებიც წარმოადგენენ ჟურნალის შემადგენელ ნაწილებს: ა) საქონლის შემოსვლის აღრიცხვის ფორმა (დანართი №2)-ის მიხედვით); ბ) საქონლის გასავლის აღრიცხვის ფორმა (დანართი №3)-ის მიხედვით). 2. მეორე და მესამე დანართებით განსაზღვრული ფორმების ერთობლიობისაგან შემდგარი ჟურნალი წარმოადგენს რბილი ქაღალდის ყდაში ჩასმულ 100, 200, 300, 400 ან 500 ფურცლისგან შემდგარ ზონარ-გაყრილ, დანომრილ, გადასახადის გადამხდელისა და შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერილ და საგადასახადო ინსპექციის ბეჭედდასმულ ჟურნალს, სადაც ყდის გარე ზედაპირზე განთავსებულია ჟურნალის თავსართი, ხოლო საქონლის შემოსვლისა და გასავლის აღრიცხვის ფორმების ფურცლები შეადგენენ ჟურნალის ფურცლების საერთო რაოდენობის ნახევარს. ჟურნალის თავსართი შესაძლებელია განთავსებულ იყოს არა ყდაზე, არამედ პირველ ფურცლად ყდის შიგნით. ამ შემთხვევაში, ის არ გაითვალისწინება ამ პუნქტით განსაზღვრულ ფურცლების რაოდენობაში. მაგალითი7: 200 ფურცლიან ჟურნალში ფორმების განთავსების თანმიმდევრობა და სტრუქტურა უნდა იყოს შემდეგნაირი: ა) ჟურნალის ცვეთისაგან დასაცავი ქაღალდის რბილი ყდა – 2 ფურცელი; ბ) ჟურნალის თავსართი – 1 ფურცელი; გ) საქონლის შემოსავლის აღრიცხვის ფორმიანი ფურცლები – 100 ფურცელი; დ) საქონლის გასავლის ფორმიანი ფურცლები – 100 ფურცელი. 3. გარდა მე-2 პუნქტში მითითებული ფორმებისა, ჟურნალი დამატებით შეიძლება მოიცავდეს ჟურნალის ფორმების წარმოების წესების შემცველ და შენიშვნებისათვის განსაზღვრულ ფურცლებს, არა უმეტეს საერთო ფურცლების რაოდენობის 5 პროცენტის ფარგლებში. 4. ჟურნალი შეძენილ ან დამზადებულ უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის მიერ. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ზემოაღნიშნული თანმიმდევრობით აკინძული და ზონარგაყრილი, გვერდებდანომრილი და თავსართზე როგორც თავისი, ასევე ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი ჟურნალი დასამოწმებლად მიიტანოს იმ საგადასახადო ინსპექციაში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხვდება ის ეკონომიკური საქმიანობის ადგილი, სადაც გამოყენებულ უნდა იქნეს ჟურნალი. 5. საგადასახადო ინსპექციის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირმა, თუ ჟურნალი აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს მისი დამოწმება თავისი ხელმოწერითა და ინსპექციის ბეჭდით. ჟურნალი დამოწმებისათვის აუცილებელია, რომ შევსებული იყოს ჟურნალის თავსართის ყველა რეკვიზიტი. დამოწმება წარმოებს ჟურნალის უკანა ყდის გარე გვერდზე ზონრის ბოლოების გადაბმის (კვანძის) ადგილას დაწებებულ კვადრატული ფორმის სუფთა ფურცელზე, რომელიც მთლიანად ფარავს კვანძის ბოლოებს და მჭიდროდ ეკვრის უკანა ყდას. დამოწმებისას ფურცელზე უნდა მიეთითოს შესაბამისი თარიღი. დამოწმების შემდეგ ჟურნალი უბრუნდება გადასახადის გადამხდელს. საგადასახადო ორგანოს მიერ ხდება თითოეული ჟურნალის რეგისტრაცია და მას ენიჭება ცალკე ნომერი.     მუხლი 3🔗. ჟურნალის წარმოებისა და შევსების წესი 1. ყოველი ახალი ჟურნალი უნდა გაიხსნას წინა ჟურნალის საქონლის შემოსვლის და/ან საქონლის გასავლის ფორმების სრულად შევსების შემდეგ. 2. საქონლის შემოსვლის ან გაცემის სამეურნეო ოპერაციის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეორე დღეს გადასახადის გადამხდელი ვალდებულია უზრუნველყოს ჟურნალის საქონლის შემოსვლის და გასვლის აღრიცხვის ფორმების შესაბამისი სვეტების იმ უჯრების შევსება, რომელიც სავალდებულოა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით. როგორც საქონლის შემოსვლის, ასევე საქონლის გასავლის ფორმების წარმოებისას, ყოველი დღის მიხედვით არსებული ყველაზე გრძელი ჩანაწერის ქვეშ არსებული სამ ცარიელ სტრიქონი უნდა გადაიხაზოს Z ფორმის ხაზებით და მის ქვეშ „შენიშვნის” ველის უჯრაში ხელი მოაწეროს ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელმა პირმა. აღნიშნული ქმედებით ხდება დღის დახურვა. 3. ჟურნალის საქონლის შემოსვლის აღრიცხვის ფორმის შევსების წესი: ა) პირველ სვეტის უჯრაში მიეთითება საქონლის მიღების ოპერაციის რიგითი ნომერი ქრონოლოგიურად. მიღება მოიცავს საქონლის ფაქტობრივ გადაცემას (როგორც ამ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემის, ასევე მის გარეშე) გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის შემოსვლის ფორმის რომელიმე სვეტის შევსება მოითხოვს ერთზე მეტი უჯრის გამოყენებას, მეორე რიგითი ნომრის ჩაწერამდე, ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი რიგითი ნომრის ქვეშ პირველ სვეტში X ფორმით ხაზავს იმ უჯრებს, რომელთა გასწვრივ ჟურნალის სხვა სვეტების მიხედვით უჯრაში არსებობს ბოლო ჩანაწერი; ბ) მე-2 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს ის თარიღი, რომელშიც ახდენს საქონლის მიღების ფაქტის ჟურნალში ასახვას. თარიღის აღნიშვნა ხორციელდება ციფრებით შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი, თვე და წელი. მაგალითად, 11.01.05; გ) მე-3 სვეტში მიეთითება იმ დოკუმენტების დასახელება, რომელთა საფუძველზეც ხდება საქონლის მიღება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიღების დამადასტურებელ ერთ-ერთ ან ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტი (საბაჟო-სატვირთო დეკლარაცია, საგადასახადო ა/ფაქტურა(მ.შ.სპეციალური)) ან სასაქონლო ზედნადები, უჯრაში დამატებით უნდა მიეთითოს მათი ნომრები და/ან სერია. იმ გადასახადის გადამხდელებმა, რომელთა ეკონომიკური საქმიანობის სახე უკავშირდება საქონლის თავის თანამშრომლებზე გადაცემას მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თანამშრომლებზე გადაცემული საქონლიდან გაუყიდავი ნაწილის მობრუნების დროს, ამ სვეტის შესაბამის უჯრაში უნდა ჩაწეროს იმ დოკუმენტის დასახელება, რომლის მიხედვითაც მოხდა საქონლის გადაცემა თანამშრომელზე, საქონლის გადაცემის თარიღი, საქონლის დასახელება და რაოდენობა, ხოლო ამ უჯრის გასწვრივ „შენიშვნის” (მე-9) სვეტის უჯრაში უნდა მიუთითოს „საქონლის უკან დაბრუნება”. ანალოგიური ასახვის წესი ვრცელდება ისეთ შემთხვევაზეც, როდესაც გადასახადის გადამხდელს აქვს რამდენიმე სავაჭრო ობიექტი, სადაც არ ხდება საქონლის დატოვება და ეს საქონელი ბრუნდება (ინახება) ამავე გადასახადის გადამხდელის სხვა ობიექტში; მაგალითი 8: სადისტრიბუციო კომპანიას აქვს საწყობი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა საქონელი. თავისი თანამშრომლების მეშვეობით საწარმო ავტომანქანებით ახდენს სხვადასხვა საქონლის დისტრიბუციას მეურნე სუბიექტებზე რეალიზაციის მიზნით, რისთვისაც ყოველ დილით ახდენს ერთი ავტომანქანით მოძრავ თანამშრომელთა ჯგუფზე საქონლის გადაცემას შესაბამისი სასაქონლო ზედნადების გაფორმებით. დღის ბოლოს თითოეული ჯგუფი უკან აბრუნებს გაუყიდავ საქონელს საწყობში. ამ შემთხვევაში დღის ბოლოს საქონლის მობრუნების შემთხვევაში, საქონლის შემოსვლის ფორმაში ჩვეულებრივი წესით ივსება მობრუნებულ საქონელთან დაკავშირებული რეკვიზიტები (შემოსვლის თარიღი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ზომის ერთეული, ერთეულის ფასი დღგ-ს გარეშე, საერთო ღირებულება). რაც შეეხება მე-3 სვეტს, შესაბამის უჯრებში უნდა ჩაიწეროს იმ ზედნადების ნომერი და თარიღი, რომლითაც გადაეცა ჯგუფს უკან მობრუნებული საქონელი, ამ ზედნადებში მითითებული საქონლის დასახელება და რაოდენობა (აღნიშნული ზედნადების მიხედვით საქონლის გასვლის ფაქტი უკვე ასახული უნდა იყოს საქონლის გასავლის ფორმაში), ხოლო ამ უჯრის გასწვრივ „შენიშვნის” სვეტის შესაბამის უჯრაში უნდა ჩაიწეროს „საქონლის უკან დაბრუნება”. დ) მე-4 სვეტში უნდა მიეთითოს მიღებული საქონლის დასახელება და ის მახასიათებლები, რომლებიც იძლევა საქონლის იდენტიფიცირების საშუალებას. ამასთან, იმ შემთხვეაში, როდესაც პირველადი დოკუმენტის მიხედვით ხდება რამდენიმე დასახელების ან ერთი და იგივე ოღონდ სხვადასხვა მახასიათებლების მქონე საქონლის მიღება, ამ სვეტის თითოეულ უჯრაში უნდა ჩაიწეროს მხოლოდ ერთი საქონელი შესაბამისი მახასიათებლების აღწერით. ის გადამხდელები, რომლებიც თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე (მაგ. საბაჟო საწყობი, საშემნახველო საკნები, ტვირთების გადაზიდვით დაკავებული საწარმოები და ა.შ.) დროებით მფლობელობაში (და არა საკუთრებაში) იღებენ შეფუთულ საქონელს, რომლის მესაკუთრეთა მიმართ განსახორციელებელი მომსახურების გაწევის საფასური საზოგადოდ განისაზღვრება საქონლის წონით და/ან ადგილით (მოცულობით), ამ სვეტს ავსებენ საქონლის იმ მახასიათებლის მიხედვით, რომელიც მოცემულია ტვირთის თანამდევ დოკუმენტაციაში. აღნიშნული ტიპის გადამხდელების მიერ ტვირთის თანამდევ დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაციის მიხედვით ხდება ფორმის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 სვეტების შევსება; ე) მე-5 სვეტის („ზომითი ერთეული”) უჯრაში უნდა მიეთითოს მე-4 სვეტის შესაბამის უჯრაში მითითებული საქონლის ერთი ან რამდენიმე (თუ საზოგადოდ ამ საქონელის ერთეულის აღწერა ითხოვს რამდენიმე მახასიათებელს) ზომითი მახასიათებელი (ცალი, კგ, ლიტრი, ტონა, კუბური მეტრი, გრძივი მეტრი, კოლოფი და ა.შ); ვ) მე-6 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს მიღებული საქონლის რაოდენობა შესაბამის ზომით ერთეულებში (მაგ.: 35 ცალი, 278 ლიტრი, 12000 კოლოფი და ა.შ.); ზ) მე-7 სვეტის („ერთეულის ფასი დღგ-ის გარეშე”) უჯრაში უნდა მიეთითოს პირველადი დოკუმენტის მიხედვით მიღებული საქონლის ფასი ერთეულზე. ფასი იწერება არაბული ციფრებით მძიმის გამოყენებით, სადაც მძიმის მარცხენა მხარეს არსებული ციფრები წარმოადგენს ლარებს, ხოლო მძიმის მარჯვნივ არსებული ორი ციფრი თეთრებს (მაგ: 27,00 ლარი, 5,67 ლარი, 17,10 ლარი). ციფრის შემდეგ იწერება სიტყვა „ლარი”. საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ შემთხვევებში ფასი შეიძლება მიეთითოს უცხოურ ვალუტაში. ასეთ შემთხვევაში სიტყვა „ლარის” ნაცვლად უნდა ჩაიწეროს შესაბამისი ვალუტის დასახელება სიტყვიერად. ციფრების მიმართ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ჟურნალის ყველა ფორმის იმ რეკვიზიტებზე, რომლითაც მოთხოვნილია თანხის, ფასის, ღირებულების და ა.შ. შესაბამის უჯრაში ჩაწერა. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული საქონლის ფასი არ მოიცავს დღგ-ს (საქონლის გამყიდველი არ არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული პირი), უჯრაში უნდა ჩაიწეროს ერთეულის ფასი პირველადი დოკუმენტის მიხედვით. ის გადასახადის გადამხდელები, რომლებიც საქონელს იღებენ დროებით მფლობელობაში და ამასთან ასეთი მიღება მათი მხრიდან საზოგადოდ და ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში არ ითხოვს მიღებული საქონლის ერთეულის ფასის ცოდნას როგორც მე-7, ასევე მე-8 სვეტის შესაბამის უჯრებში ახდენენ ვერტიკალური ხაზის გასმას; თ) მე-8 სვეტის უჯრაში იწერება მიღებული საქონლის მთლიანი ღირებულება და იგი წარმოადგენს მე-6 და მე-7 სვეტებში მითითებული ციფრების ნამრავლის შედეგად მიღებულ ციფრს. 4. ჟურნალის საქონლის გასავლის აღრიცხვის ფორმის შევსების წესი: ა) პირველ სვეტის უჯრაში მიეთითება საქონლის გასვლის ოპერაციის რიგითი ნომერი ქრონოლოგიურად. გაცემა მოიცავს საქონლის ფაქტობრივ გატანას გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის გარეთ. შესაბამისად, საქონლის გასვლის ყველა შემთხვევა ასახული უნდა იყოს ჟურნალში. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გასავლის ფორმის რომელიმე სვეტის შევსება მოითხოვს ერთზე მეტი უჯრის გამოყენებას, პირველ სვეტში მეორე რიგითი ნომრის ჩაწერამდე, ჟურნალის მწარმოებელი რიგითი ნომრის ქვეშ არსებულ სვეტში X ფორმით ხაზავს იმ უჯრებს, რომელთა გასწვრივ ჟურნალის სხვა სვეტების მიხედვით უჯრაში არსებობს ბოლო ჩანაწერი; ბ) მე-2 სვეტის უჯრაში უნდა მიეთითოს ის თარიღი, რომელშიც ხდება გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული ტერიტორიიდან საქონლის გატანა; გ) მე-3 სვეტის უჯრაში უნდა ჩაიწეროს იმ დოკუმენტაციის დასახელება, რომლის საფუძველზეც ხდება საქონლის გატანა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გატანის დამადასტურებელ ერთ-ერთ ან ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტი (საბაჟო-სატვირთო დეკლარაცია, საგადასახადო ა/ფაქტურა (მ.შ.სპეციალური)) ან სასაქონლო ზედნადები, უჯრაში დამატებით უნდა მიეთითოს მათი ნომრები და/ან სერია. იმ გადამხდელებმა, რომლებიც შემოსულ საქონელს იყენებენ თავისი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში, როგორც ნედლეულს, მასალებს, ნახევარ-ფაბრიკატებს, მარაგ-ნაწილებს და ტარას, მათი გამოყენებისთანავე უნდა უზრუნველყონ საქონლის გასავლის ფორმის ყველა სვეტის შესაბამის უჯრებში იმ ოპერაციის ასახვა, რომლის მიხედვით ხდება საქონლის ნაშთების შემცირება. ამასთან, მე-3 სვეტის უჯრაში უნდა ჩაიწეროს ის დოკუმენტი, რომელიც დადგენილია ასეთი ოპერაციის გაფორმებისათვის (მაგ. ნედლეულისა და მასალების ჩამოწერის აქტი), ხოლო ამ უჯრის გასწვრივ „შენიშვნის” სვეტში უნდა ჩაიწეროს განხორციელებული ოპერაციის დასახელება და თარიღი, საქონლის დასახელება, რომელშიც გამოყენებულ იქნა სხვა საქონელი და მისი რაოდენობრივი მახასიათებლები (მაგ. ლიმონათის ჩამოსხმა, ჩამოსხმის თარიღი 26.01.05, ჩამოისხა 100 ნახევრალიტრიანი ბოთლი ტარხუნის ლიმონათი). ანალოგიური წესი ვრცელდება საქონლის ჩამოწერის შემთხვევაში; დ) მე-4 სვეტში უნდა მიეთითოს გატანილი საქონლის დასახელება. ამასთან, საქონლის დასახელების გრაფაში ჩანაწერი უნდა იძლეოდეს მისი იდენტიფიცირების საშუალებას. ის გადასახადის გადამხდელები, რომლებიც საცალო წესით ახორციელებენ საბოლოო მომხმარებლებზე საქონლის მიწოდებას და ამასთან, მათი დეკლარირებული ბრუნვა უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში საშუალო თვიურად აღემატება 10000 ლარს და ამავდროულად ცალკეული ობიექტიდან ყოველღიურად გასავლისთვის განკუთვნილი სხვადასხვა საქონლის სახეობა აღემატება 100 ერთეულს, არ ახდენენ ამ ფორმის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 სვეტების შესაბამისი უჯრების ყოველდღიურ შევსებას. მათ მიერ ყოველდღიურად (თუ ამ დღეს ქონდა ადგილი საქონლის გასვლის ფაქტს) წარმოებს ფორმის მე-8 სვეტის დადგენილი წესის მიხედვით შევსება. ის გადამხდელები, რომლებიც თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე (მაგ. საბაჟო საწყობი, საშემნახველო საკნები, ტვირთების გადაზიდვით დაკავებული საწარმოები და ა.შ.) დროებით მფლობელობაში (და არა საკუთრებაში) იღებენ შეფუთულ საქონელს, რომლის მესაკუთრეთა მიმართ განსახორციელებელი მომსახურების გაწევის საფასური საზოგადოდ განისაზღვრება საქონლის წონით და/ან ადგილით (მოცულობით), ამ სვეტს ავსებენ საქონლის იმ მახასიათებლის მიხედვით, რომელიც მოცემულია ტვირთის თანამდევ დოკუმენტაციაში. აღნიშნული ტიპის გადამხდელების მიერ ტვირთის თანამდევ დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაციის მიხედვით ხდება ფორმის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 სვეტების შევსება; ე) მე-5, მე-6 და მე-7 სვეტების შესაბამის უჯრებში ჩანაწერების წარმოება ხდება საქონლის შემოსვლის აღრიცხვის ფორმის ამავე რეკვიზიტების შევსებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნტში დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ვ) მე-8 სვეტის („გასული საქონლის საერთო ღირებულება”) ერთ უჯრაში ხდება დღის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ტერიტორიიდან გატანილი საქონლის ღირებულების თანხის ჩაწერა. ამ უჯრაში იწერება ციფრი, რომელიც შედგება როგორც დღის განმავლობაში რეალიზებული საქონლიდან მიღებული/მისაღები თანხების (საგადასახადო ა/ფაქტურების და/ან ზედნადებების და სალარო აპარატის მაჩვენებლების მიხედვით), ასევე ფაქტობრივად გატანილი საქონლის საერთო ღირებულებისაგან დღგ-ის გარეშე. ამასთან, იმ გადამხდელებმა, რომლებიც საქონლის რეალიზაციას ახდენენ როგორც საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებით, ასევე საგადასახადო ა/ფაქტურებით და ზედნადებებით, ამ უჯრაში ჩაწერილი ციფრის ქვეშ სიტყვიერად უნდა მიუთითონ „მ.შ. ჩეკებით” და შესაბამისი თანხა. დანართი №1 საქონლის მოძრაობის დარიცხვის ჟურნალი გადასახადის გადამხდელის დასახელება ------------------------------------------------ საიდენტიფიკაციო ნომერი ----------------------------------------------------------------- ეკონომიკური საქმიანობის იმ ადგილის მისამართი, სადაც ხდება ჟურნალის გამოყენება --------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- იმ პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა, რომელიც აწარმოებს ჟურნალს----------------------------------------- გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა (იურიდიული პირის შემთხვევაში აგრეთვე სავალდებულოა ბეჭდით დამოწმება)----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ჟურნალის გახსნის თარიღი: დანართი №2 საქონლის შემოსვლის აღრიცხვის ფორმა № თარიღი დოკუმენტაციის დასახელება მიღებული საქონლის დასახელება ზომითი ერთეული რაოდენობა ერთეულის ფასი დღგ-ის გარეშე საერთო ღირებულება შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 დანართი №3 საქონლის გასავლის აღრიცხვის ფორმა № თარიღი დოკუმენტაციის დასახელება გასული საქონლის დასახელება ზომის ერთეული რაოდენობა ერთეულის ფასი დღგ-ის გარეშე გასული საქონლის საერთო ღირებულება შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9