"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სა ჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონში ც ვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997,გვ. 55) შე ტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო მოსამსახურე (შემდგომ − მოსამსახურე) ამ კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.“.
2. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) Curriculum Vitae (CV);“.
3. 31-ე და 32-ე მუხლ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით, ხოლო ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში −სურვილისამებრ, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი კი −საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით და შესაბამის ბეჭდვით ორგანოში; ამასთანავე, კანდიდატებს განცხადების წარსადგენად ეძლევათ არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდა ნ. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი, მიუხედავად მისი ფორმისა.
2. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა) სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;
ბ) სამუშაოს აღწერილობა;
გ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
დ) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;
ე) შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.
მუხლი 32. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებას უნდა ერთოდეს Curriculum Vitae (CV) და კონკურსის შესახებ შეტყობინებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სხვა აუცილებელი დოკუმენტები, რომლებიც შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე წარდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ან არაელექტრონული ფორმით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 17 მაისი.
№4676-Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.05.2011.
- როდის იქნა მიღებული "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.05.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4676-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.05.001.016318.
- რამდენი მუხლისგან შედგება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.05.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4676-Iს, 17.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.016318 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1348872/