საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4677-Iს
სარეგისტრაციო კოდი
390000000.05.001.016319
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110601009, 01/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“−„ხ“ქვეპუნქტები:

„შ) ხე-ტყე−საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი;

ჩ) სოციალური ჭრა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში არაკომერციული მიზნით, მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით უზრუნველყოფის ა თვის შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება;

ც) მრგვალი ხე-ტყე (მორი)−ხე-ტყის დამზადების შედეგად (მათ შორის,მოთხრილ-მოტეხილი სგან) მიღებული,12 სმ-ზე მეტი(წვრილი ბოლოდან) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი;

ძ) ხე-ტყის მარკირება– საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ დადგენილი წესით მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის საშუალებით აღრიცხვა;

წ) სპეციალური ფირნიში−ფირნიში, რომელიც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე-ტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება  მონაცემთა ერთიან ბაზაში;

ჭ) სახერხი საამქრო−მეწარმე სუბიექტის მფლობელობაში არსებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტი;

ხ) საკონტროლო ფირნიში−სპეციალური ფირნიშის განუყოფელი ნაწილი, რომელიც სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების შემდეგ აღრიცხვა-ანგარიშ გ ების მიზნით,დადგენილი წესით წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ შ ი −ბუნებრივი რესურსების სააგენტოში.“.

2. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შე მ დეგი რედაქციით:

     „მუხლი 52. ტყითსარგებლობის ვადები

საქართველოს ტყის ფონდი გაიცემა მოკლევადიანი (1 წლამდე, მათ შორის, სეზონური) და გრძელვადიანი (49 წლამდე) სარგებლობისათვის. გრძელვადიანი სარგებლობისას,  ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვადაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის თანხმობით, შესაძლებელია გაგრძელებულ იქნეს ტყის ფონდით სარგებლობის ვადა.“.

3. XXVII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოძრაობისა და პირველადი გადამუშავების ზოგადი მოთხოვნები“.

4. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 93. მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოძრაობისა და პირველადი გადამუშავების ზოგადი მოთხოვნები

1. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული, ასევე იმპორტირებული ხე-ტყის მოძრაობის, მარკირებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის)პირველადი გადა მამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო ს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტ ს გასცემს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო. თვითმმართველი ერთეულისა და კერძო საკუთრების ტერიტორი ებ ზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის პირველადი გადამუშავების მიზნით მერქნული რესურსის შესაბამის წარმოშობის დოკუმენტ ს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს ბუნებრივი რესურსების სააგენტო.

3. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული იმ ხე-ტყის ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელსაც ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით დადგენილ  შემთხვევებში არ აქვს შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, აგრეთვე იმ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელიც დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, ასევე მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ნებისმიერი ფორმით გასხვისება.“.

5. 116-ე მუხლის „ვ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში გამოსცეს ბრძანება„საქართველოს ტერიტორიაზე ხ ე-ტყის მოძრაობის წესისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო ს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“.

2. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყით სარგებლობასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღ სარიცხავად იქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომლის წარმოების ინსტრუქცია ს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. მონაცემთა ერთიან ბაზ ა ს აწარმოებენ საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული,საქართველოს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოები, მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოების ინსტრუქციის შესაბამისად.

3. საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლისა და116-ე მუხლის „ვ“ქვეპუნქტი ს საფუძველზე 2011 წლის 1იანვრამდე გაცემულ დოკუმენტებს იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ 2011 წლის1ივლისამდე.

4. საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლისა და116-ე მუხლის „ვ“ქვეპუნქტი ს საფუძველზე 2011 წლის1იანვრი დან1 ივლისამდე გაცემულ დოკუმენტებს იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ 2011 წლის 1 აგვისტომდე −მხოლოდ დადგენილი წესით შეცვლისთვის. იკრძალება აღნიშნული დოკუმენტებით ნებისმიერი ქმედების განხორციელება  დადგენილი წესით მათ შეცვლამდე.

5. 2011 წლის 1 ივლისიდან სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით მარკირება, მიუხედავად მისი განთავსების ადგილისა.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, მე-2 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი, მე-2 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 17მაისი.

№4677-Iს