⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.11.2006)
გაუქმებულია:

„საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების რეგლამენტის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 03.06.1999
ძალის დაკარგვა 14.11.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №65
სარეგისტრაციო კოდი 000000300.01(2).003.000613
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 09/06/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,797 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.06.1999 მიღება
14.11.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების რეგლამენტის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.karixml, li.karixml, div.karixml {mso-style-name:kari_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml {mso-style-name:kari_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:46.3pt 45.0pt 44.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                   300.012.003.613 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №65 1999 წლის 3 ივნისი ქ.თბილისი „საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების  რეგლამენტის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს 1996 წლის 26 დეკემბრის საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება – საქართველოს კანონები, 1997 წელი, №1-2 /33-34/7/) 61-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „წ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით ვბრძანებ: I. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების  რეგლამენტის შესახებ”. II. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში მისი შეტანიდან მე-20 დღეს. III. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღეში. ნ. ჩხობაძე დებულება საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების  რეგლამენტის შესახებ კარი I ზოგადი ნაწილი თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც და რომლის შესასრულებლადაც გამოიცა „საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების რეგლამენტის შესახებ” დებულება წინამდებარე დებულება მომზადებულია „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის, მე-6 პუნქტის და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,წ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის შესასრულებლად.     მუხლი 2🔗. დებულების რეგულირების საგანი წინამდებარე დებულება არეგულირებს საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების მუშაობის რეგლამენტს.     მუხლი 3🔗. კანონმდებლობის სისტემა საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების მუშაობის რეგლამენტის შესახებ კანონმდებლობის სისტემა საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების მუშაობის რეგლამენტის შესახებ შედგება „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.     მუხლი 4🔗. დებულების მიზნები და ამოცანები წინამდებარე დებულების მიზანს წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების მუშაობის რეგლამენტის განსაზღვრა. თავი II უფლებები და ვალდებულებები საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების რეგლამენტის განსაზღვრის სფეროში     მუხლი 5🔗. ექსპერტთა საბჭოს უფლებები და ვალდებულებები ექსპერტთა საბჭოს უფლება-ვალდებულებებს წარმოადგენს: ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის დასაშვები ტერიტორიებისა და აკვატორიების განსაზღვრა და ამ ტერიტორიებზე (აკვატორიებზე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) სალიცენზიო ცხოველთა სამყაროს ობიექტებით  სარგებლობის რაოდენობის (კვოტის) განსაზღვრა მათი სახეობების და გავრცელების ადგილების მიხედვით; გ) ამა თუ იმ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის გამოცხადება და კონკურსში გამარჯვებულის განსაზღვრა „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის კონკურსისა და აუქციონის ჩატარების ვადების, წესისა და პირობების შესახებ” დებულების შესაბამისად; დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემაზე, შეწყვეტაზე, შეჩერებაზე, შეზღუდვაზე და ლიცენზიის პირობების შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღება; ე) არანაკლებ ერთი თვით ადრე პრესის და მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ორგანოების სხვა საშუალებებით განცხადების გამოქვეყნება ამა თუ იმ ცხოველური რესურსით სარგებლობაზე კონკურსის  ჩატარების შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კონკურსში მონაწილეობის წესის შემუშავება და დამტკიცება; ვ) სალიცენზიო ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაციის დროულად მომზადება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაინტერესებული სუბიექტებისათვის; ზ) კონკურსის ჩატარება  წინასწარ დადგენილ (გამოცხადებულ) ვადებში; თ) გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ორი კვირის ვადისა ლიცენზიის გაცემა გამარჯვებული პრეტენდენტებისათვის; ი) ლიცენზიის მფლობელთა პრეტენზიების მიღება და განხილვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სადავო საკითხის საექსპერტო შესწავლის ორგანიზება. თავი III კომპეტენციები საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების მუშაობის რეგლამენტის განსაზღვრის სფეროში     მუხლი 6🔗. საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციები საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების რეგლამენტის განსაზღვრის სფეროში 1. საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციები საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის  საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების  რეგლამენტის განსაზღვრის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონით,  სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით. 2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (სამინისტრო) არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით  სარგებლობის საუწყებათაშორისო  ექსპერტთა საბჭო (საექსპერტო საბჭო) წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით  სარგებლობის ლიცენზიების გაცემაზე, შეწყვეტაზე, შეჩერებაზე შეზღუდვაზე და ლიცენზიის პირობების შეცვლაზე  გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო ორგანოს. 3. საბჭოს ფუნქციაა ლიცენზიის მისაღებად ან გასაუქმებლად წარმოდგენილი განცხადებების,  კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის და მასალების განხილვა, შეფასება და  გადაწყვეტილების მიღება, რაც ფორმდება სხდომის ოქმით. 4. საბჭოზე განსახილველ მასალებს ამზადებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტი, სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად.     მუხლი 7🔗. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციები საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს და რეგიონალური საექსპერტო კომისიების  რეგლამენტის განსაზღვრის სფეროში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების  რეგლამენტის განსაზღვრის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „ცხოველთა სამყაროს შესახებ,” „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონებით, ამ დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით.     მუხლი 8🔗. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენციები საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების რეგლამენტის განსაზღვრის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენციები საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის  საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების  რეგლამენტის განსაზღვრის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „ცხოველთა სამყაროს შესახებ,” „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს კანონებით, ამ დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით. კარი II ძირითადი ნაწილი თავი IV ძირითადი სადებულებო მუხლები     მუხლი 9🔗. საექსპერტო საბჭო 1. საექსპერტო საბჭო შედგება შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების, მეცნიერებათა აკადემიის, სხვა დაინტერესებული უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი წევრებისაგან. 2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ამტკიცებს საექსპერტო საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას. 3. საექსპერტო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 4. საბჭოს წევრებად, სათათბირო ხმის უფლებით, განსახილველი საკითხების  სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება მოწვეული იყვნენ სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტები. მათ კონკრეტულ რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას დღის წესრიგთან ერთად ამტკიცებს საბჭო.     მუხლი 10🔗. რეგიონალური საექსპერტო კომისიები 1. რეგიონალური საექსპერტო კომისია წარმოადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოსთან არსებულ, რეგიონში ცხოველთა სამყაროს ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებით  სარგებლობის ლიცენზიების გაცემაზე, შეწყვეტაზე, შეჩერებაზე შეზღუდვაზე და ლიცენზიის პირობების შეცვლაზე  გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს. 2. რეგიონალური საექსპერტო კომისია შედგება შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების, სხვა დაინტერესებული უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი წევრებისაგან. 3. რეგიონალური საექსპერტო კომისია ჩატარებული აღრიცხვების საფუძველზე ადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის სახეობების ცხოველთა სამყაროს ობიექტებით  სარგებლობის კვოტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.   4. რეგიონალური საექსპერტო კომისიები ლიცენზიებს გასცემს საექსპერტო საბჭოს მიერ რეგიონისათვის დამტკიცებული კვოტის ფარგლებში.     მუხლი 11🔗. საექსპერტო საბჭოს და რეგიონალური საექსპერტო კომისიის სხდომის ჩატარების წესი 1. სხდომა ტარდება დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით. 2. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე ან  მოადგილე თავმჯდომარის დავალებით. 3. სხდომაზე განსახილველი საკითხები და შესაბამისი მასალები არანაკლებ სამი დღით ადრე უნდა ეცნობოს საბჭოს ყველა მუდმივ წევრს, მოწვეულ სპეციალისტებს და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს. 4. საბჭო უფლებამოსილია სხდომა დაიწყოს, თუ მას ესწრება მუდმივ წევრთა ორი მესამედი. დასაშვებია საბჭოს მუდმივი წევრის განცხადების საფუძველზე სხდომას დაესწროს მისი ნდობით აღჭურვილი პირი კენჭისყრის უფლებით. 5. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობამ. თანადროულად ოქმში უნდა დაფიქსირდეს ნებისმიერი მუდმივი წევრის გადაწყვეტილებაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან განსხვავებული აზრი. დასაშვებია საბჭოს გადაწყვეტილებაში დამატების შეტანა შემოვლის წესით. დამატება ძალაში შედის, თუ მას ხელს აწერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ორი მესამედი.  6. სხდომის თავმჯდომარე პასუხისმგებელ მდივანთან ერთად ხელს აწერს სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია ოქმში დაფიქსირებულ შინაარსის სისწორეზე. 7. საბჭოს გამოაქვს  გადაწყვეტილება მოცემულ სხდომაზე კენჭისყრის წესის შესახებ (ღია ან ფარული). 8. საბჭოს გადაწყვეტილების მიღება ხდება დახურულ სხდომაზე კენჭისყრის არჩეული წესის მიხედვით. 9. ხმათა თანაფარდობის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარე სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით.     მუხლი 12🔗. ლიცენზიების გაცემის შესახებ 1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით  სარგებლობისათვის ლიცენზიები (გარდა რეგიონალური საექსპერტო კომისიების მიერ გაცემული ლიცენზიისა) გაიცემა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტის მიერ საექსპერტო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან ორი კვირის განმავლობაში ლიცენზიის მიმღები სუბიექტების მიერ სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ. 2. რეგიონალური საექსპერტო კომისიების მიერ გაცემული ლიცენზიები გაიცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეგიონალური სამსახურების მიერ. 3. შავ ზღვაზე სამრეწველო თევჭერის ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები შეიძლება გამოიწეროს ადგილებზე ამ მიზნით დეპარტამენტის მიერ  მივლინებული პასუხისმგებელი მუშაკების მიერ. განსაკუთრებულ შემთხვევებში საბჭოს გადაწყვეტილებით ლიცენზიების ადგილებზე გამოწერა შეიძლება დაევალოს გარემოს დაცვის შესაბამის რეგიონალურ ორგანოს. 4. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით არ არის შეზღუდული მოსარგებლის მიერ თევზის მარაგით სარგებლობის პერიოდი, ლიცენზიები გაიცემა ამა თუ იმ წყალსატევისათვის სხვადასხვა სახეობის თევზისათვის თევზჭერის წესებით განსაზღვრული ვადით, ამავე დროს ლიცენზია გამოიწერება ორჯერ თევზჭერის დაწყებისა და ახალი საანგარიშო წლის დასაწყისში. თუ მოსარგებლეს არ ძალუძს განაცხადში მოყვანილ დასაჭერი თევზის რაოდენობაზე სალიცენზიო მოსაკრებლის ერთჯერადი გადახდა, ლიცენზიები გამოიწერება ეტაპობრივად. 5. გადამფრენ ფრინველებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემა შეიძლება განხორციელდეს მოსარგებლე სუბიექტის მიერ განაცხადის წარდგენის გარეშე. 6. გადამფრენ ფრინველებზე საექსპერტო საბჭოსა და რეგიონალური კომისიების გადაწყვეტილების საფუძველზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გამოწერა მხოლოდ თავიანთ წევრებზე შეიძლება განახორციელონ მონადირეთა საზოგადოებრივმა გაერთიანებებმა, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რითვისაც მათ გადაეცემათ ზონარგაყრილი დანომრილი ლიცენზიები მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიერ შესაბამისი გადასახადების გადახდაზე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ აღნიშნულ გაერთიანებებს.      მუხლი 13🔗. საექსპერტო საბჭოს სახსრები 1. საექსპერტო საბჭოს სახსრებს წარმოადგენს: ა) კონკურსზე გამოტანილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების ფულადი შეფასების ნაწილი, რომელიც განისაზღვრება  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც იხდის კონკურსში გამარჯვებული; ბ) ფასიანი საკონკურსო დოკუმენტაციის გაყიდვის შედეგად შემოსული თანხები. 2. საექსპერტო საბჭოს სახსრები გამოიყენება: ა) კონკურსის მოწყობასთან დაკავშირებული დანახარჯების ანაზღაურებისათვის მოწვეული ექსპერტებისა და საექსპერტო ორგანიზაციების მომსახურების ანაზღაურებისათვის; ბ) ლიცენზირებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და ბლანკების დაბეჭდვა-მომზადებისათვის; გ) შესაბამისი საბუღალტრო სამუშაოების ანაზღაურებისათვის; დ) საექსპერტო სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო სხვადასხვა სახის მატერიალური ფასეულობის შეძენისათვის; ე) ლიცენზირებასთან დაკავშირებულ სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებას. 3. თანხები შედის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტის ანგარიშზე და მათი განკარგვა წარმოებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 14🔗. საექსპერტო საბჭოს და  წევრის შრომის ანაზღაურების წესი  საექსპერტო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურება ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კარი III დასკვნითი ნაწილი თავი V პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის     მუხლი 15🔗. პასუხისმგებლობა ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით თავი VI დებულებაში ცვლილებები და დამატებები     მუხლი 16🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.