სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს – სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 06.09.2006
ძალის დაკარგვა 31.12.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №713
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.027.009189
გამოქვეყნების წყარო სსმ, 124, 11/09/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 05.01.2009
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს – სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Geo_Dumbadze;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.muxli, li.muxli, div.muxli {mso-style-name:muxli; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:121.9pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-121.9pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Dumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.027.009.189
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №713
2006 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს � სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
�სახელმწიფო რეესტრის შესახებ� საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს � სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების თანდართული დებულება.
2. სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს №1 დანართის შესაბამისად.
3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს �სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ� საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №315 ბრძანება (სსმ III, 2005 წ., №19, მუხ. 181).
4. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა (ზ. გუნცაძე) უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის აჟარის თემის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურისათვის მატერიალურ-ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს � სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების დებულება
��� მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს (შემდგომში � სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურები) უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და სამოქმედო ტერიტორიას.
2. სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,� �ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონით, �სახელმწიფო რეესტრის შესახებ� საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
3. სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში � მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილე.
4. სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
��� მუხლი 2🔗. სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის კომპეტენცია
სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭება;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის დარღვევით მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების გამოვლენა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირება;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
��� მუხლი 3🔗. სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურს ხელმძღვანელობს შესაბამისი სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და სამინისტროს მმართველობის სფეროს განაწილების მიხედვით � მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მრჩევლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს მრჩევლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, იუსტიციის სამინისტროში წარადგენს ინფორმაციას სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას დაუყოვნებლივ აწვდის სამინისტროს დამატებით ინფორმაციას სამსახურის მუშაობის თაობაზე;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის მრჩევლებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
თ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ი) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას გამოდის სასამართლოში სათანადო რწმუნების გარეშე და ასრულებს საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის მოქმედებას, მათ შორის შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე და გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება;
კ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ცალკეულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით და მინისტრის თანხმობით.
��� მუხლი 4🔗. სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების მოსამსახურეები
სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების მრჩევლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
��� მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულება
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ბრძანებით.
დანართი №1
სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების სამოქმედო ტერიტორია
სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების სამოქმედო ტერიტორიაა:
ა) კახეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:
ა.ა) ახმეტის რ-ნი;
ა.ბ) გურჯაანის რ-ნი;
ა.გ) დედოფლისწყაროს რ-ნი;
ა.დ) თელავის რ-ნი;
ა.ე) ლაგოდეხის რ-ნი;
ა.ვ) საგარეჯოს რ-ნი;
ა.ზ) სიღნაღის რ-ნი;
ა.თ) ყვარლის რ-ნი;
ბ) მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:
ბ.ა) ახალგორის რ-ნი;
ბ.ბ) დუშეთის რ-ნი;
ბ.გ) თიანეთის რ-ნი;
ბ.დ) მცხეთის რ-ნი;
ბ.ე) ყაზბეგის რ-ნი;
გ) ქვემო ქართლის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:
გ.ა) ქ. რუსთავი;
გ.ბ) ბოლნისის რ-ნი;
გ.გ) გარდაბნის რ-ნი;
გ.დ) დმანისის რ-ნი;
გ.ე) თეთრიწყაროს რ-ნი;
გ.ვ) მარნეულის რ-ნი;
გ.ზ) წალკის რ-ნი;
დ) შიდა ქართლის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:
დ.ა) გორის რ-ნი;
დ.ბ) კასპის რ-ნი;
დ.გ) ქარელის რ-ნი;
დ.დ) ხაშურის რ-ნი;
დ.ე) ჯავის რ-ნი;
დ.ვ) ქ. ცხინვალი;
ე) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:
ე.ა) ადიგენის რ-ნი;
ე.ბ) ასპინძის რ-ნი;
ე.გ) ახალქალაქის რ-ნი;
ე.დ) ახალციხის რ-ნი;
ე.ე) ბორჯომის რ-ნი;
ე.ვ) ნინოწმინდის რ-ნი;
ვ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:
ვ.ა) ამბროლაურის რ-ნი;
ვ.ბ) ლენტეხის რ-ნი;
ვ.გ) ონის რ-ნი;
ვ.დ) ცაგერის რ-ნი;
ზ) იმერეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:
ზ.ა) ქ. ქუთაისი;
ზ.ბ) ბაღდათის რ-ნი;
ზ.გ) ვანის რ-ნი;
ზ.დ) ზესტაფონის რ-ნი;
ზ.ე) თერჯოლის რ-ნი;
ზ.ვ) სამტრედიის რ-ნი;
ზ.ზ) საჩხერის რ-ნი;
ზ.თ) ტყიბულის რ-ნი;
ზ.ი) წყალტუბოს რ-ნი;
ზ.კ) ჭიათურის რ-ნი;
ზ.ლ) ხარაგაულის რ-ნი;
ზ.მ) ხონის რ-ნი;
თ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:
თ.ა) ქ. ფოთი;
თ.ბ) აბაშის რ-ნი;
თ.გ) ზუგდიდის რ-ნი;
თ.დ) მარტვილის რ-ნი;
თ.ე) მესტიის რ-ნი;
თ.ვ) სენაკის რ-ნი;
თ.ზ) ჩხოროწყუს რ-ნი;
თ.თ) წალენჯიხის რ-ნი;
თ.ი) ხობის რ-ნი;
ი) გურიის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:
ი.ა) ლანჩხუთის რ-ნი;
ი.ბ) ოზურგეთის რ-ნი;
ი.გ) ჩოხატაურის რ-ნი;
კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი:
კ.ა) ქ. ბათუმი;
კ.ბ) ქობულეთის რ-ნი;
კ.გ) ხელვაჩაურის რ-ნი;
კ.დ) ქედის რ-ნი;
კ.ე) ხულოს რ-ნი;
კ.ვ) შუახევის რ-ნი;
ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუპლიკის გულრიფშის რაიონის აჟარის თემის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური � გულრიფშის რაიონის აჟარის თემი და მასში გაერთიანებული სოფლები და თემები.