საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ბრძანება №1-3/198 სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 27.03.2000
ძალის დაკარგვა 25.11.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
ნომერი №1-3/198
სარეგისტრაციო კოდი 000000020.01(2).004.000156
გამოქვეყნების წყარო სსმ, 28, 03/04/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 1 | 2 |
| ინვ. № | ძირითადი საშუალების დასახელება |
| შეძენილი'01.10.92 წ.–მდე ათ. მან. | შეძენილი 01.10.92 წ-დან – 01.04.93 წ-მდე ათ. მან. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მეწარმეთა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონი 28.10.1994
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ბრძანება №1-3/198 სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:18.0pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-style:italic;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.75pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 37.9pt 13.5pt 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:21.3pt 45.1pt 38.0pt 13.6pt;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახემწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.012.004.156.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/198
2000 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულების შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება “სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ”.
2. დაევალოს სამინისტროს საწარმოთა ლიკვიდაციისა და აქტივების პრივატიზების დეპარტამენტს იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად დებულების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დადგენილი წესით რეგისტრაცია.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 5 თებერვლის №1-3/81 ბრძანება “სახელმწიფო ქონებით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”
4.დაევალოს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და საინფორმაციო დეპარტამენტს დებულების რეგისტრაციის შემდეგ მისი გამოქვეყნება გაზეთ “მესაკუთრესა” და “საკანონმდებლო მაცნეში”
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს დ. გელაშვილს.
მ. უკლება
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულება
ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების საფუძველზე, საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ” შესაბამისად და აწესრიგებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების სადაც სახელმწიფოს წილი არანაკლებ 50 %-ია ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების (შემდგმომში “ძირითადი საშუალებები”) განკარგვისა და გადაცემის პროცესს.
სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა ბალანსზე რიცხული “ძირითადი საშუალებებში” არსებული ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების განკარგვის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონის “ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ”
1. ძირითადი საშუალებების განკარგვის ან გადაცემის ფორმები
1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას განკარგვის შემდეგი ფორმები:
ა) – ბალანსიდან ჩამოწერა (მათ შორის, ვადაზე ადრე);
ბ) – რეალიზაცია;
გ) – სხვა საწარმოთა საწესდებო კაპიტალში შეტანა;
2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია იჯარით, ქირავნობით და სასყიდლიანი უზუფრუქტით.
2. ძირითადი საშუალებების ბალანსიდან (მათ შორის ვადამდე) ჩამოწერა
1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერა ხდება საწარმოს ხელმძღვანელის წარდგინებით საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს (პარტნიორთა კრების) გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით.
2. გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის (ვადამდელი) საკითხს განიხილავს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში არსებული მუდმივმოქმედი კომისია ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროებისა და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით.
იმ შემთხვევაში თუ ხდება რომელიმე საზოგადოების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერა, რომლის ღირებულება შეადგენს საზოგადოების ქონების საბალანსო ღირებულების 10%-ზე მეტს, საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს აქციონერთა საერთო კრება (პარტნიორთა კრება).
3. “ძირითადი საშუალებების” ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით საწარმოს ხელმძღვანელი შესაბამისი ბრძანებით ქმნის კომისიას, რომელშიც შედიან საწარმოს ხელმძღვანელები, ინჟინერი, ბუღალტერი და სხვა თანამშრომლები, აგრეთვე კომისიის წევრი შესაძლებელია იყოს მოწვეული პირი. კომისია სწავლობს ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს მისი საწარმოს ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ბალანსიდან ჩამოსაწერად საჭირო დოკუმენტაციას – თითოეულ ძირითად საშუალებაზე ამზადებს ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოსაწერ ქონებას სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ამ დებულების თანდართული ტიპიური №1 და №2 დანართების შესაბამისად, აგრეთვე აფასებს საწარმოს ბალანსიდან ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებულ ვარგის ნაწილებს და საწარმოო მარაგების სახით აჰყავს ბალანსზე. საწარმოს ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ქონების ღირებულების შეფასების სისწორის შემოწმებასა და დამტკიცებას დამოუკიდებელი აუდიტის მიერ, რის შემდეგაც იგი ამტკიცებს ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერის აქტს და ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების შეფასების აქტს.
4. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა ბალანსზე რიცხული “ძირითადი საშუალებებში” არსებული ძვირფასი ლითონებისა და ქვების განკარვის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონის “ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ” შესაბამისად.
5. დაუმთავრებელი მშენებლობის ჩამოწერისას საჭიროა სათანადო ექსპერტიზის დასკვნა.
3. ძირითადი საშუალებების რეალიზაცია
1. ძირითადი საშუალებების რეალიზაციისას ქონების მყიდველი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს რეზიდენტი ასევე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი. რეალიზების შედეგად საწარმოს დირექტორის მიერ მყიდველთან ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და მასზე გადადის მესაკუთრის ყველა უფლებები.
2. გადაწყვეტილებას ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების რეალიზების თაობაზე საწარმოს დირექტორის წარდგინებით, შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს სამეთვალყურეო საბჭო (პარტნიორთა კრება), რაც მტკიცდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს ბრძანებით.
იმ შემთხვევაში, თუ ხდება სააქციო საზოგადოების ქონების რეალიზაცია, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოების ქონების საბალანსო ღირებულების 10%-ს, გადაწყვეტილებას იღებს აქციონერთა საერთო კრება.
3. ქონების რეალიზაცია ხორციელდება კონკურსის ან აუქციონის წესით, რომლის ორგანიზაციასაც ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.
4. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების იჯარით, ქირავნობით და სასყიდლიანი უზურფრუქტით გაცემა
1. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების იჯარით, ქირავნობით და სასყიდლიანი უზუფრუქტით გაცემა ხორციელდება კონკურსის ან აუქციონის წესით სამეთვალყურეო საბჭოს (პარტნიორთა კრების) გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით.
2. ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე ფორმდება ხელშეკრულება საწარმოს დირექტორსა და ქონების დროებით სარგებლობაში ამღებ პირს შორის.
5. სხვა საწარმოთა საწესდებო კაპიტალში შეტანა
1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების სხვა საწარმოთა საწესდებო კაპიტალში შეტანაზე გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭო (პარტნიორთა კრება) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით.
2. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია სახელმწიფოს 100 პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული და დადგენილი წესით პრივატიზებული იქნეს საწარმოს ქონება.
6. “ძირითადი საშუალებების” ღირებულების შეფასება
1. “ძირითადი საშუალებების” ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულება.
7. კონკურსისა და აუქციონის ორგანიზება ძირითადი საშუალებების რეალიზაციის ან გადაცემის დროს
1. ძირითადი საშუალებების რეალიზაციის ან დროებით სარგებლობაში გადაცემის დროს კონკურსის (აუქციონის) ორგანიზაციას ანხორციელებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. კონკურსის და აუქციონის ორგანიზებისას გამოიყენება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/150 და 1-3/151 ბრძანებებით დამტკიცებული დებულება კონკურსის და აუქციონის შესახებ.
8. ძირითადი საშუალებების რეალიზების შედეგად მიღებული სახსრების გამოყენება
1. ძირითადი საშუალებების რეალიზაციისას შემოსული სახსრები კონკურსის და აუქციონის ხარჯების გამოკლებით ჩაირიცხება საწარმოს ანგარიშზე, რომლის მიზნობრივ გამოყენების საკითხს წყვეტს საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო (პარტნიორთა კრება) და ამტკიცებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო საკონკურსო (სააუქციონო) კომისიის დასკვნების გათვალისწინებით.
2. ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის შედეგად შემოსული ქირა ირიცხება საწარმოს ანგარიშზე კონკურსის და აუქციონის ორგანიზების ხარჯების გამოკლებით.
3. კონკურსის და აუქციონის ორგანიზაციული ხარჯები ირიცხება სამინისტროს ანგარიშზე.
9. სხვა დებულებები
1. იმ საწარმოთა “ძირითადი საშუალებების” რეალიზაცია, რომლებიც შესული არ არიან საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ხორციელდება ამ დებულების შესაბამისად საქართველოს ეკონომიკის და შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების თანხმობის საფუძველზე.
2. აღნიშნული დებულების საფუძველზე წარმოშობილი სადაო საკითხები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №1
ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობათა და გადასაცემ მოწყობილობათა) ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის
ა ქ ტ ი
2000 წლის 1 –––––––––––––– მდგომარეობით
(საწარმოს, ობიექტის, ორგანიზაციის დასახელება)
ინვ. №
ძირითადი საშუალების დასახელება
ექსპლუატაციაში შესვ-ლის წელი
ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა
საწყისი ^(საბალანსო) ღირ–ბა
გადაფასების ინდექსები
აღდგენითი ღირებულება
საამ-ორტ. ანარიცხის ნორმა ძირ. ფონდის სრულ აღდგე-ნაზე
ცვეთა
ნარჩენი ღირებულება გადაფასებამდე ლარებში
გადაფასების კოდი
გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.07.97 წ. ბრძანებულებით №295
ღირებულება ლარებში გადაფასების შემდეგ
ახალი საამორტ. ანარიცხის ნორმა ძირ. ფონდის სრულ აღდგენაზე
ფიზიკური ცვეთა ახალი ნორმებით
ნარჩენი
ღირ-ბა
შეძენილი'01.10.92 წ.–მდე ათ. მან.
შეძენილი 01.10.92 წ-დან – 01.04.93 წ-მდე ათ. მან.
შეძენილი ათ. კუპ.
შეძენილი ლარებში
1992წ. 14 სექტემბ-რის ადგენილებით №926
1993 წ. 23 დეკემბრის დადგენილებით №933
1995 წ. 16 მაისის დადგენ-ილებით № 263
ათ. კუპ.
გრ12/1000 ლარებში
ბუღალტრული %
ფაქტობრივი მდგომარეობის %
ლარებში
ბუღალტრული ცვეთის^%
ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით %
საბოლოო ცვეთის %
ლარებში
ლარებში
აშშ დოლარებში
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
შენიშვნა: 1. ქონების საბაზრო ფასით განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 18.07.97 წ. №79-ს ბრძანების “საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. ძირითადი ფონდების ღირებულების გაანგარიშებისას გრ. 21-დან გრ.25-ის ჩათვლით ძალაში შედის 1998 წლის 1 ივლისიდან.
დანართი №2
ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარების და სხვა) ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის
ა ქ ტ ი
2000 წლის 1 –––––––––––––– მდგომარეობით
(საწარმოს, ობიექტის, ორგანიზაციის დასახელება)
ინვ. №
ძირითადი საშუალების დასახელება
ექსპლუატაციაში შესვლის წელი
ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა
საწყისი ^(საბალანსო) ღირ–ბა
გადაფასების ინდექსები
აღდგენი-თი ღირებუ-ლება
საამორტ. ანარიცხის ნორმა ძირ. ფონდის სრულ აღდგე-ნაზე
ცვეთა
ნარჩენი ღირებულება გადაფასებამდე ლარებში
გადაფასების კოდი
გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.07.97 წ. ბრძანებულე-ბით №295
ღირებულება ლარებში გადაფასების შემდეგ
ახალი საამორტ. ანარიცხის ნორმა ძირ. ფონდის სრულ აღდგენაზე
ფიზიკური ცვეთა ახალი ნორმებით
ნარჩენი
ღირ-ბა
შეძენილი'01.10.92 წ.–მდე ათ. მან.
შეძენილი 01.10.92 წ-დან – 01.04.93 წ-მდე ათ. მან.
შეძენილი ათ. კუპ.
შეძენილი ლარებში
1992წ. 14 სექტემბრის დადგენილებით №926
1993 წ. 23 დეკემბრის დადგენილებით №933
1995 წ. 16 მაისის დადგენილებით №263
ათ. კუპ.
გრ12/1000 ლარებში
ბუღალტრული %
ფაქტობრივი მდგომარეობის %
ლარებში
ბუღალტრული ცვეთის^%
ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით %
საბოლოო ცვეთის %
ლარებში
ლარებში
აშშ დოლარებში
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
სულ:
შენიშვნა: 1. ქონების საბაზრო ფასით განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 18.07.97 წ. №79-ს ბრძანების “საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად.“
2. ძირითადი ფონდების ღირებულების გაანგარიშებისას გრ. 21-დან გრ.25-ის ჩათვლით ძალაში შედის 1998 წლის 1 ივლისიდან.