⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.12.2003)
გაუქმებულია:

„სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 03.06.1999
ძალის დაკარგვა 29.12.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 000000300.01(2).003.000619
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 09/06/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,473 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.06.1999 მიღება
29.12.2003 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt .5in 35.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                         300.012.003.619 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება № 71 1999 წლის 3 ივნისი ქ.თბილისი „სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე „ცხოველთა სამყაროს შესახებ” 1996 წლის 26 დეკემბრის საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, №1-2 /33-347) 29-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ტ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ: I. დამტკიცდეს თანდართული დებულება ,,სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ.” II. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში მისი შეტანიდან მე-20 დღეს. III. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღეში. ნ. ჩხობაძე დებულება სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც და რომლის შესასრულებლადაც გამოიცა ,,სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ” დებულება წინამდებარე დებულება მომზადებულია საქართველოს კანონის „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის შესასრულებლად.     მუხლი 2🔗. დებულების რეგულირების საგანი ეს დებულება არეგულირებს ძირითად სამართლებლივ ურთიერთობებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ასევე სახელმწიფოს შორის, სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესებთან დაკავშირებით.     მუხლი 3🔗. კანონმდებლობის სისტემა სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის სფეროში სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის სფეროში შედგება ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის, ამ სფეროში სხვა საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.     მუხლი 4🔗. დებულების მიზნები და ამოცანები წინამდებარე დებულების მიზანს წარმოადგენს სამონადირეო მეურნეობსა და სხვა ტერიტორიებზე გარემოსდაცვითი და სამეურნეო ღონისძიებების კომპლექსური განხორციელება, კერძოდ: ა) გარეულ ცხოველთა რესურსების დაცვა და მათი ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა; ბ) მათი სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) სამონადირეო მეურნეობის საქმიანობის იმ ხერხებითა და ღონისძიებებით განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე ბუნებრივი პირობების შენარჩუნებას და გარეული ცხოველებისათვის თანაბარი საარსებო პირობების შექმნას.     მუხლი 5🔗. დებულებაში გამოყენებული ძირითადი ცნებები ამ დებულებაში გამოყენებულ ცნებას, თუ განსაკუთრებული მითითება არ არის, შემდეგი მნიშვნელობა აქვთ: სამონადირეო მეურნეობა – წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ ტერიტორიულ-სამეურნეო ერთეულს, რომელიც მოიცავს მიწის, წყლის და ტყის ფონდის ფართობებს და შექმნილია გარეულ ცხოველთა დაცვის, აღწარმოების და მოპოვების მიზნით. თავი II უფლებები და ვალდებულებები სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის სფეროში     მუხლი 6🔗. უფლებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (მიუხედავად მათი საკუთრებისა და სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა), შეიძლება მიეცეთ სამონადირეო მეურნეობის შექმნისა და გაძღოლის უფლება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და ამ დებულების მიხედვით, აგრეთვე მიიღონ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები.     მუხლი 7🔗. ვალდებულებები 1. სამონადირეო მეურნეობა ფუნქციონირებს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, რომელიც განსაზღვრულია ლიცენზიით. 2. ცხოველთა სამყაროს ობიექტები სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე შეიძლება მოპოვებულ იქნეს ცხოველთა სამყაროს ობიექტთათვის დადგენილი კვოტის ფარგლებში. 3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ლიცენზიაში განსაზღვრული პირობები. თავი III კომპეტენციათა გამიჯვნა სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის სფეროში     მუხლი 8🔗. საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციები სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის სფეროში 1. სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის სფეროში საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით. 2. სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად შეიძლება გამოყოფილ იქნეს სამონადირეო სავარგულები მხოლოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (სამინისტრო) წინასწარი ეკოლოგიური, ბიოლოგიურ-ეკონომიკური გამოკვლევის, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი აღრიცხვისა და მდგომარეობის დაფიქსირების, ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენის შემდეგ, რაც ფორმდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დასკვნის სახით და წარმოადგენს სამონადირეო მეურნეობის შექმნის საკითხის განხილვის საფუძველს. 3. სამონადირეო სავარგულების წინასწარი გამოყოფა ხდება მიწის, წყლისა და ტყის ფონდის მესაკუთრის თანხმობით.     მუხლი 9🔗. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის სფეროში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ,” ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონებით, ამ დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით.     მუხლი 10🔗. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენცია სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენცია სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ,” ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ”, ამ დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით. თავი IV ძირითადი სადებულებო მუხლები     მუხლი 11🔗. სამონადირეო მეურნეობის შექმნა და გაძღოლა 1. სამონადირეო მეურნეობა იქმნება გენერალური ლიცენზიის საფუძველზე, რომელსაც გასცემს სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სამონადირეო მეურნეობა იქმნება მისი ორგანიზებისა და განვითარების გრძელვადიანი პროგრამის (პროექტის) საფუძველზე, რომელიც მოიცავს: ა) ნადირ-ფრინველის იმ სახეობათა ჩამონათვალს, რომელთა მოპოვება - აღწარმოებისათვის ეწყობა მეურნეობა; ბ) სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და გაძღოლის ეტაპობრივ გრძელვადიან გეგმას; გ) მეურნეობის მოწყობისა და გაძღოლისათვის საჭირო წლიური კაპიტალდაბანდებისა და შემოსავლების სავარაუდო მოცულობას (ბიზნეს-გეგმა). 3. სამონადირეო მეურნეობის შექმნა და გაძღოლა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.     მუხლი 12🔗. სამონადირეო მეურნეობის სტრუქტურა 1. სამონადირეო მეურნეობის ტერიტორია შიდასამეურნეო დანიშნულების მიხედვით იყოფა შემდეგ ერთეულებად: ა) სანადირო უბანი; ბ) აღკვეთილი; გ) აღწარმოების უბანი; დ) ნადირ-ფრინველის საშენი. 2. სამონადირეო მეურნეობის შიდასამეურნეო ერთეულებს გააჩნიათ შემდეგი დანიშნულება:  ა) სანადირო უბანი – არის სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიის ნაწილი, სადაც უშუალოდ წარმოებს იმ სახეობების გარეული ნადირ-ფრინველის მოპოვება, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია ლიცენზიით;  ბ) აღკვეთილი – არის სამონადირეო მეურნეობის უბანი, რომელიც შექმნილია გარეული ნადირ-ფრინველის ოპტიმალური რიცხოვნობის აღდგენის მიზნით მათთვის გამრავლების ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, აგრეთვე მცენარეული ჯგუფებისა და სხვა ბუნებრივი წარმონაქმნების შესანარჩუნებლად; გ) აღწარმოების უბანი – არის სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ნადირ-ფრინველი ბინადრობს ბუდობის, გამრავლების და ნამატის გამოზრდის პერიოდში; დ) ნადირ-ფრინველის საშენები – არის სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიის ნაწილი, სადაც წარმოებს ნადირ-ფრინველის ხელოვნური მოშენება და მიღებული ნამატის სავარგულებში გასაშვებად მომზადება. 3. სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიის შიდასამეურნეო სტრუქტურული განაწილება უნდა მიესადაგებოდეს ადგილობრივ ბუნებრივ პირობებს და უნდა იქნას ასახული კონკრეტული მეურნეობის სალიცენზიო დოკუმენტაციაში.     მუხლი 13🔗. სამონადირეო მეურნეობისა და სხვა ტერიტორიების ფარგლებში ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესი  1. ერთჯერად სახელობით ლიცენზიებს სამონადირეო მეურნეობისა და სხვა ტერიტორიების ფარგლებში, რომლებიც უკვე გადაცემულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის, გასცემენ ამ ტერიტორიაზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელები. სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ხოლო ამ ტერიტორიის გარეთ, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში – სამინისტრო. 2. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განაცხადის საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება: ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები; ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები; გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალი; დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადა; ე) განმცხადებლის ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის და მათი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. 3. სამონადირეო მეურნეობისა და სხვა ტერიტორიების ფარგლებში გენერალური ლიცენზიის მფლობელები ერთჯერად სახელობით ლიცენზიებს გასცემენ მათ მიერ დადგენილი საფასურით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების ფორმა, რომლებსაც გასცემს სამინისტრო სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიის გარეთ, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში განსაზღვრულია დებულებით: „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ" . თავი V პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის     მუხლი 14🔗. პასუხისმგებლობა ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. თავი VI დებულებაში ცვლილებები და დამატებები     მუხლი 15🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ.