⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.08.2007)
გაუქმებულია:

"ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის წესის" შესახებ

მიღების თარიღი 10.06.1999
ძალის დაკარგვა 15.08.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(2).003.000625
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29(36), 19/06/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,334 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.06.1999 მიღება
15.08.2007 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

"ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის წესის" შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 45.0pt 35.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                180.012.003.625 საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ბრძანება №37 1999 წლის 10  ივნისი ქ. თბილისი "ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის წესის" შესახებ "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №145 ბრძანებულების "საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ" შესაბამისად ავტოვაგზლის, ავტოსადგურის და ავტოსალაროს დანიშნულების, უფლება-მოვალობის და პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით: 1. დამტკიცდეს ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის თანდართული წესი. 2. "ავტოვაგზლისა და ავტოსადგურის მუშაობის წესი" ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. ადეიშვილი ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წესი შემუშავებულია "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. რეგულარული სამარშრუტო ავტობუსებით მგზავრების მომსახურება ხორციელდება ავტოვაგზლების, ავტოსადგურების და ავტოსალაროების მეშვეობით. 3. ავტოვაგზლის და ავტოსადგურის ფუნქციებია: მგზავრებისა და გადამყვანების მომსახურება; ავტობუსების გასვლა-მოსვლაზე სადისპეტჩერო ხელმძღვანელობა და კონტროლი; ტექნიკური ოპერაციები; მგზავრთა გადაყვანის აღრიცხვა და ანალიზი; ავტობუსების მძღოლების რეისებს შორის დასვენებისა და მომსახურების ორგანიზაცია; შენობა-ნაგებობების და შიდა სატრანსპორტო ტერიტორიის მოვლა-პატრონობის, წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა.     მუხლი 2🔗. ავტოვაგზლის, ავტოსადგურის და ავტოსალაროს სტრუქტურა ავტოვაგზალი წარმოადგენს შესაბამისი პროექტით აგებული შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიის კომპლექსს, რომელიც განცალკევებულია საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის ქსელიდან. ავტოვაგზალს უნდა გააჩნდეს: ა) შესაბამისი პროექტით აგებული შენობა შემდეგი სათავსებით: - მგზავრების მოსაცდელი დარბაზი; - საბილეთო სალაროები; - ცნობათა ბიურო; - სანიტარიულ-ჰიგიენური დანიშნულების ბლოკი; - კვების ბლოკი; - ხელბარგის შემნახველი საკანი; - მძღოლების დასასვენებელი ოთახი; - სასტუმრო; - დედათა და ბავშვთა ოთახი; - ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური დანიშნულების ოთახები; - მძღოლების წინასარეისო სამედიცინო შემოწმების პუნქტი. ბ) საგზაო ტრანსპორტის მოძრაობიდან იზოლირებული ტერიტორია ავტობუსების მანევრირებისათვის, რომელიც მოიცავს: - ავტობუსებში მგზავრების ჩასხდომა-ჩამოსლის ბაქნებს; - რეისებს შორის ავტობუსების სადგომ მოედანს; - ავტობუსების წინასარეისო დათვალიერებისა და დასუფთავების პოსტს. გ) ვააგზლისწინა იზოლირებული ტერიტორია საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის, მსუბუქი ტაქსებისა და ავტომობილებისათვის. 3. ავტოსადგური წარმოადგენს შესაბამისი პროექტით აგებული შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიის კომპლექსს, რომელიც განთავსებულია საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 4. ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს: ა) შესაბამისი პროექტით აგებული შენობა შემდეგი სათავსებით: - მგზავრების მოსაცდელი დარბაზი; - საბილეთო სალაროები; - მძღოლების დასასვენებელი ოთახი; - სანიტარიულ-ჰიგიენური დანიშნულების ბლოკი; - კვების ბლოკი; - ხელბარგის შემნახველი საკანი; - ცნობათა ბიურო; - მძღოლების წინასარეისო სამედიცინო შემოწმების პუნქტი. - დედათა და ბავშვთა ოთახი. ბ) საგზაო ტრანსპორტის მოძრაობიდან იზოლირებული ტერიტორია, რომელიც მოიცავს: - ავტობუსში ჩასხდომა-ჩამოსვლის ბაქნებს; - რეისებს შორის ავტობუსების სადგომ მოედნებს-ავტობუსების წინა სარეისო დათვალიერების პოსტს. 5. ავტოსალარო წარმოადგენს ნაგებობას, რომელიც ეწყობა საავტომობილო მაგისტრალებზე და დასახლებულ პუნქტებში. მისი დანიშნულებაა დამტკიცებულ მარშრუტებზე ბილეთების რეალიზაცია, დაჯავშნა, მათი ადგილზე მიტანა, მგზავრებზე სათანადო ინფორმაციის მიწოდება და სხვა. 6. ავტოსალაროს უნდა გააჩნდეს: ა) შენობა-ნაგებობა შემდეგი სათვსებით: - საბილეთო სალარო; - საინფორმაციო საშუალებები; - კავშირგაბმულობის აპარატურა.     მუხლი 3🔗. ავტოვაგზლისა და ავტოსადგურის  გამტარუნარიანობა 1. ავტოვაგზლის და ავტოსადგურის გამტარუნარიანობა (სიმძლავრე) და საექსპლოატაციო-ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრება პროექტით და შესაბამისი მეთოდიკით. 2. ქალაქის (რაიონული ცენტრის) სატრანსპორტო-სამარშრუტო სქემის, მოძრაობის ორგანიზაციის და ეკოლოგიის ფაქტორების გათვალისწინებით, აგრეთვე ავტოვაგზლების და ავტოსადგურების გამტარუნარიანობის შესაბამისად საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი ამტკიცებს თითოეული ავტოვაგზლისა და ავტოსადგურისათვის საავტობუსო მარშრუტების ნუსხას, რომლებზეც უნდა განახორციელონ მათ გადამყვანებისა და მგზავრების მომსახურება.     მუხლი 4🔗. ავტოვაგზლის, ავტოსადგურისა და ავტოსალაროს ფუნქციები 1. ავტოვაგზლისა და ავტოსადგურის ფუნქციებია: მგზავრებისა და გადამყვანების მომსახურება, ავტობუსების მოძრაობის სადისპეტჩერო ხელმძღვანელობა; კომერციული ოპერაციები; კონტროლი; ტექნიკური ოპერაციები; გადაზიდვების აღრიცხვა და ანალიზი; ავტობუსის მძღოლების რეისებს შორის დასვენებისა და მომსახურების ორგანიზაცია; შენობისა და შიდა სატრანსპორტო ტერიტორიის მოვლა-პატრონობა და დასუფთავება. მძღოლების წინასარეისო სამედიცინო შემოწმებისა და ავტობუსების წინასარესიო დათვალიერების ორგანიზაცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს: ა) ავტოვაგზალში (ავტოსადგურში) ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მგზავრების საყოფაცხოვრებო მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება, სანიტარიულ-ჰიგიენური და კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურების მაღალი კულტურა; ბ) გადამყვანების მომსახურება საბილეთო სალაროებით და მგზავების ავტობუსში ჩასხდომის და ჩამოსვლის ბაქნებით, რეისებს შორის ავტობუსების გასაჩერებელი ტერიტორიით; გ) ავტობუსების მოძრაობის სადისპეტჩერო ხელმძღვანელობა, მოძრაობის განრიგების დაცვაზე სათანადო კონტროლის განხორციელება. მგზავრებზე სათანადო ინფორმაციის მიწოდება, საგზაო-სატრანსპორტო დოკუმენტაციის წარმოებაზე სათანადო კონტროლის განხორციელება და ა.შ; დ) გადამყვანებთან სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, კუთვნილი შემოსავლების მიღება, ხელბარგის შემნახველი საკნიდან, სავაჭრო, საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური ობიექტებიდან კუთვნილი შემოსავლების მოზიდვა; ე) გადამყვანების მიერ მოწოდებული ავტობუსების ეკიპირების, მათი სალონის სანიტარიული მდგომარეობის, მგზავრების გაბილეთიანების, საგზაო-სატრანსპორტო დოკუმენტაციის წარმოებისა და ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებული მგზავრების მომსახურებისათვის განკუთვნილი ობიექტების მუშაობის კონტროლი; ვ) რეისებს შორის ავტობუსების დათვალიერება სპეციალურად მოწყობილი პოსტის მეშვეობით, ატობუსის სალონის დაგვა-დასუფთავება და გარეგანი გარეცხვა; ზ) მგზავრთა გადაყვანის აღრიცხვა და ანალიზი, მგზავრთნაკადების შესწავლა, მგზავრთნაკადის მოთხოვნების მიხედვით საჭირო ინფორმაციის შეკრება და ანალიზი, რომლის საფუძველზეც სათანადო წინადადებები და რეკომენდაციები მიეწოდება გადამყვანებს, მოძრაობის განრიგების შეცვლის, ახალი მარშრუტის დანიშვნის, რეისების დამატების, ავტობუსის მარკის და ტევადობის შეცვლის და ა.შ. მიზნით; თ) ავტობუსის მძღოლების დასვენებისა და მომსახურების ორგანიზაცია რეისებს შორის შუალედში, ცუდი კლიმატური პირობებისა და უგზოობის გამო რეისის იძულებით შეწყვეტის, აგრეთვე ტრანზიტული რეისების შემთხვევებში უზრუნველყოს მძღოლების ნორმალური დასვენების პირობების შექმნა საყოფაცხოვრებო-სანიტარიული და კვების ობიექტებით; ი) შენობა-ნაგებობების და შიდა სატრანსპორტო ტერიტორიის მოვლა-პატრონობა, წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა მოიცავს ღონისძიებათა კომპლექსს, ბაქნების და სატრანსპორტო ტერიტორიის შენახვისა და კეთილმოწყობის თვალსაზრისით. 2. ავტოსალაროს ფუნქციებია: ა) მგზავრებზე ბილეთების წინასწარი რეალიზაცია; ბ) მგზავრებზე სათანადო ინფორმაციის მიწოდება. გ) ბილეთების დაჯავშნა და მათი ადგილზე მიტანა.     მუხლი 5🔗. ავტოვაგზლის, ავტოსადგურის და ავტოსალაროს უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა 1. ავტოსადგური (ავტოვაგზალი, ავტოსალარო) ვალდებულია: ა) არ დაუშვას გადამყვანი რეგულარული მარშრუტის შესასრულებლად და მგზავრების გადსაყვანად, თუ მას არ გააჩნია შესაბამისი ნებართა (ლიცენზია); ბ) არ დაუშვას ავტობუსი რესიში მისი ანტისანიტარიული, ეკოლოგიური, გარე და შიგა გაფორმების წესების უგულვებელყოფის, მძღოლების წინასარეისო სამედიცინო შემოწმების და ავტობუსების წინასარეისო დათვალიერების გარეშე; გ) უზრუნველყოს მგზავრებისა და გადამყვანების მომსახურება დადგენილი წესით; დ) უზრუნველყოს ავტოსადგურის (ავტოვაგზლის ავტოსალაროს) ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და სისუფთავის დაცვა. 2. ავტოსადგურს (ავტოვაგზალს, ავტოსალაროს) უფლება აქვს: ა) გააფორმოს ხელშეკრულება გადამყვანთან შესაბამისი პირობებით; ბ) გადამყვანის მიერ ხელშეკრულების მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გააუქმოს მასთან ხელშეკრულება; გ) მოაწყოს მის კუთვნილ ტერიტორიაზე სხვადასხვა სავაჭრო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები. 3. ავტოსადგური, ავტოვაგზალი და ავტოსალარო პასუხისმგებელია: ა) "საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესების დაცვაზე; გ) მგზავრებისა და გადამყვანების მომსახურებაზე.     მუხლი 6🔗. ავტოსადგურის, ავტოვაგზის ავტოსალაროს შემოსავალი ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) შემოსავალი განისაზღვრება: ა) საბილეთო სალაროებისა და მგზავრების ავტობუსში ჩასაჯდომი ბაქნების გადამყვანებზე მიქირავების შედეგად მიღებული შემოსავლებით; ბ) კუთვნილ შენობასა და შიდა ტერიტორიაზე განლაგებული სხვადასხვა სავაჭრო, საყოფაცხოვრებო, სანიტარიული და კვების ბლოკებიდან მიღებული შემოსავლებით; გ) ავტოსალაროს შემოსავალი განისაზღვრება მგზავრებზე ბილეთების რეალიზაციისა და მასთან დაკავშირებული სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებით.     მუხლი 7🔗. ავტოვაგზლის, ავტოსადგურის, ავტოსალაროს მოწყობის წესი 1. ავტოვაგზალი და ავტოსადგური ეწყობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ამ დანიშნულებისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე. 2. ავტოვაგზალი და ავტოსადგური განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი პროექტით აგებულ შენობა-ნაგებობაში. 3. ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) ტერიტორიული მდებარეობა, მისი სამსახურებისა და საყოფაცხოვრებო ობიექტების ტექნოლოგიური განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს მგზავრთა მომსახურებისათვის საჭირო მოთხოვნებს. 4. ავტოსადგურში და ავტოვაგზალში, სამგზავრო ავტობუსების სადგომების რაოდენობამ უნდა უზრუნველყოს მათი გაჩერებისა და დგომის შესაძლებლობა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის გამოყენების გარეშე. 5. ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) ტერიტორიაზე მგზავრების გადაადგილება არ უნდა კვეთდეს სადგომებიდან სამგზავრო ავტობუსების შესვლა, გამოსვლის ტრაექტორიას, მოძრაობის ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება და არ შეუქმნას დაბრკოლება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე მოძრავ საგზაო ტრანსპორტს, არ გააუარესოს ეკოლოგიური უსაფრთხოების პირობები. 6. ავტოსადგურის და ავტოვაგზლის ტერიტორიულმა მდებარეობამ არ უნდა შეამციროს მიმდებარე საავტომობილო გზების გამტარუნარიანობა. 7. ავტოსადგურის და ავტოვაგზლის შენობა-ნაგებობებში და მის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარიული, ეკოლოგიური პირობების დაცვა და მგზავრთა უსაფრთხოება. 8. მგზავრების ინფორმირებისათვის ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მოსაცდელი დარბაზი, საბილეთო სალაროები და ტექნოლოგიური დანიშნულების სათავსები, ბაქნები და ტერიტორია გაფორმებული უნდა იყოს შესაბამისი საინფორმაციო მაჩვენებლებით დადგენილი წესით. 9. ავტოსალარო ეწყობა მისთვის გამოყოფილ ფართში, სადაც განთავსებული უნდა იყოს საბილეთო სალარო, საინფორმაციო საშუალებები და კავშირგაბმულობის აპარატურა.     მუხლი 8🔗. კონტროლი ავტოვაგზლის, ავტოსადგურის და ავტოსალაროს დადგენილი წესების დაცვით მუშაობაზე კონტროლს ახორციელებენ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კომპეტენციის ფარგლებში.