"პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირებისათვის სწავლებების ჩატარება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონფერენციების მოწყობა ;“.
2. 22-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური, მათ შორის:
ბ.ა) აკრედიტაციის და აკრედიტებული პირების კონტროლის სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი;
ბ.ბ) ცენტრის მიერ ორგანიზებული სწავლებებიდან და კონფერენციებიდან მიღებული შემოსავალი ;“;
ბ)მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.“.
3 . კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32-ე მუხლი:
„მუხლი 32. გარდამავალ ეტაპზე შემოსავლების რეგულირება
1. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2011 წლის 1 ივლისისა დაადგინოს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი.
2. განაცხადზე, რომელზედაც საქმისწარმოება ცენტრში მიმდინარეობდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესის ამოქმედებამდე, გავრცელდეს ის საფასურები, რომლებიც მოქმედებდა განაცხადის ცენტრში შეტანის დროს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 20 მაისი .
№4704-Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.05.2011.
- როდის იქნა მიღებული "პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- "პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.05.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4704-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 300170000.05.001.016333.
- რამდენი მუხლისგან შედგება "პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის "პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.05.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი "პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4704-Iს, 20.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 300170000.05.001.016333 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1349498/