საქართველო ტრანსპორტის მინისტრის ბრძანება №13 „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო – დაწესებულებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 22.03.2000
ძალის დაკარგვა 19.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(2).004.000157
გამოქვეყნების წყარო სსმ, 32, 14/04/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველო ტრანსპორტის მინისტრის ბრძანება №13 „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო – დაწესებულებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPGrigolia;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:14.2pt 45.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.004.157
საქართველო ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება №13
2000 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო – დაწესებულებების სერტიფიცირების წესების„ დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო-დაწესებულებების საქმიანობის მოწესრიგების მიზნით. ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო-დაწესებულებების სერტიფიცირების წესები„ .
2. წესები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი
სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების
წ ე ს ე ბ ი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს „ წესები„ შემუშავებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის, საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსა და საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის ნორმატიული საბუთების, იკაო-ს სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად.
2. „ წესების„ მიზანია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლო დაწესებულებების (შემდგომში – სასწავლო დაწესებულებები) სერტიფიცირების პროცედურების მოთხოვნების გაერთსახოვნება.
3. „ წესებში„ ცვლილებები შეიტანება დადგენილი წესების შესაბამისად საქართველოში სერტიფიცირებაზე უფლებამოსილი ორგანოა საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი.
4. სერტიფიკატის მისაღებად ძირითადი მოთხოვნაა სასწავლო დაწესებულების შესაძლებლობა, განახორციელოს სისტემატური, სათანადო დონის კვალიფიკაციის საავიაციო პერსონალის მომზადება. ამ შესაძლებლობას განსაზღვრავს სტდ.
5. საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი, სასწავლო დაწესებულებების მომსახურებისას, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) საავიაციო სპეციალისტების მომზადების უფლების მიმნიჭებელი მოწმობის გაცემა, მისი მოქმედების ვადის გაგრძელება, შეჩერება და გაუქმება;
ბ) სასწავლო დაწესებულებების სწავლების პროცესზე ზედამხედველობა;
გ) სასწავლო დაწესებულებებისათვის მეთოდური დახმარება;
დ) საავიაციო სპეციალისტების პროფესიული მომზადების დონისადმი მოთხოვნების შემუშავება და სწავლების სისტემის გაერთსახოვნება.
6. სტდ უფლებამოსილია, გააუქმოს, შეაჩეროს ან შეზღუდოს მოწმობით მიცემული უფლებები, თუ სასწავლო დაწესებულებების საქმიანობა არ შეესაბამება საავიაციო სპეციალისტების პროფესიული მომზადებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.
7. სასწავლო დაწესებულებებს აქვს მხოლოდ იმ კურსების გახსნის უფლება, და მხოლოდ იმ მოცულობითა და უფლებამოსილების ჩარჩოებში, რაც განსაზღვრულია სერტიფიკატით (მისი დანართებით).
8. საავიაციო სპეციალისტების მომზადების ნებისმიერი სახეობა უნდა ტარდებოდეს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტთან შეთანხმებული ერთიანი პროგრამებითა და მოთხოვნების შესაბამისად.
9. საავიაციო სპეციალისტების მომზადება ტარდება ქართულ და/ან უცხო ენებზე. ყოველი კონკრეტული კურსის სწავლების ენა უნდა მიეთითოს სასწავლო დაწესებულების განაცხადში და საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ გაცემულ სერტიფიკატში (მის დანართებში).
მუხლი 2🔗. სერტიფიკატის მისაღები პროცედურების ჩამონათვალი
1. სერტიფიკატის მისაღები განაცხადები აღირიცხება სტდ-ში.
2. წარმოდგენილი საბუთების წინასწარი ანალიზი ხორციელდება სტდ-ის სპეციალისტების მიერ. საბუთების სისრულესა და გაფორმებაში ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში, განმცხადებელი იღებს მისი აღმოფხვრის ზომებს, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი უქმდება.
3. თუ განაცხადი მიღებულია, მას განიხილავენ სტდ-ის სპეციალისტები, საბუთებში ნაკლოვანებების უქონლობის შემთხვევაში, მისი განხილვა უნდა დამთავრდეს ერთი თვის განმავლობაში.
4. განაცხადის განხილვის დადებითი შედეგის შემთხვევაში, სტდ ამის შესახებ ატყობინებს განმცხადებელს და, საბუთების მონაცემების ადგილზე შესამოწმებლად, აყალიბებს კომისიას, შემოწმების შედეგებზე დგება აქტი, რომელსაც ამტკიცებს სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარე.
5. შემოწმების აქტი და განმცხადებლის საბუთები წარედგინება სტდ-ის კომისიას, განაცხადში ჩამოთვლილი კურსების გახსნის შესაძლებლობების დასადგენად. კომისია სხდომებს ატარებს საჭიროებისამებრ. განმცხადებლის წარმომადგენლები სხდომაზე მიიწვევიან თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. სხდომის ოქმს ამტკიცებს სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარე.
6. სერტიფიკატი და მისი დანართები განმცხადებელს მიეცემა სტდ-ში რეგისტრირებისშემდეგ. სერტიფიკატს ხელს აწერს სტდ-ის უფროსი, დანართებს - სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარე. ნებისმიერი შემოწმებისას, თუკი აღმოჩნდა შეუსაბამობა მოწმობით მიცემულ უფლებებსა და სასწავლო დაწესებულების საქმიანობას შორის, მოწმობის მოქმედება უნდა შეჩერდეს და ამის შესახებ მოხსენდეს სტდ-ის სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარეს.
7. სასწავლო დაწესებულების შემმოწმებელი კომისიის შემადგენლობა ყალიბდება საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით.
მუხლი 3🔗. სერტიფიკატის გაცემა და მისი მოქმედების ვადის გაგრძელება
1. მოწმობა გაიცემა (მოქმედების ვადა გაგრძელდება) სერტიფიკატში ნაჩვენები ვადით, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა. მოწმობა მოქმედებს ამ ვადის განმავლობაში, სასწავლო დაწესებულების მიერ ყველა დადგენილი მოთხოვნის შესრულების პირობით.
2. მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, სტდ-ს საჭიროა, წარედგინოს განაცხადი და ამ „ წესების„ მე-4 მუხლის ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, ი პუნქტებით ჩამოთვლილი საბუთები.
მუხლი 4🔗. სერტიფიკატის მისაღებად წარსადგენი საბუთები
სასწავლო დაწესებულებები სტდ-ში წარადგენენ შემდეგ საბუთებს:
ა) სასწავლო დაწესებულების დამტკიცებული დებულება (წესდება), მისი დასახელება და მისამართი.
ბ) სასწავლო დაწესებულების სტრუქტურული სქემა, მმართველობის ფორმა, მონაცემები ხელმძღვანელ-მფრინავთა და პროფესორ-მასწავლებელთა (შემდგომში – „ მასწავლებელი„ ) შემადგენლობებზე, მათ განათლებაზე, პრაქტიკულ გამოცდილებასა და მუშაობის სტაჟზე (დანართი 1 და 2).
გ) საავიაციო პერსონალის თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროგრამები.
დ) იმ საჰაერო ხომალდების, საავიაციო აღჭურვილობის, სწავლების ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალი, რომლითაც გათვალისწინებულია საავიაციო პერსონალის მომზადება.
ე) მრავალმხრივი და პროცედურული საწაფების ჩამონათვალი, მათი აღჭურვილობა.
ვ) მფრინავ-მეთაურთა და ინსტრუქტორთა შემადგენლობის საინსტრუქტორო სამუშაოზე დაშვება.
ზ) სასწავლო პროცესის დაგეგმვა (სასწავლო კურსების წლიური გეგმა-გრაფიკი, სასწავლო საათების წლიური განაწილება, მეცადინეობის განრიგი).
თ) მომავალი წლის კურსებზე ადგილების გაანგარიშება.
ი) წლის განმავლობაში სამასწავლებლო და საინსტრუქტორო შემადგენლობების ოსტატობის ამაღლების გრაფიკი.
კ) სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა (სასწავლო კაბინეტებისა და ლაბორატორიების სასწავლო საშუალებებითა და თანამედროვე სტს-ით აღჭურვა).
ლ) სასწავლო დაწესებულებებში წარმოებული საბუთების რეკომენდებული ჩამონათვალი:
– სასწავლო კურსების წლიური გეგმა-გრაფიკი;
– წლიური და თვიური სამუშაო გეგმები;
– სასწავლო გეგმები და პროგრამები სპეციალობისდა მიხედვით;
– ყველა კურსისთვის და ავიასპეციალისტთა შესამოწმებელი საკონტროლო საკითხები;
– საგამოცდო ბილეთები;
– მასწავლებლებისა და საინსტრუქტორო შემადგენლობების კვალიფიკაციის ამაღლების პერსპექტიული გეგმა;
– მეცადინეობების ჟურნალი;
– მეცადინეობების საკონტროლო დასწრებისა და ღია გაკვეთილების ჟურნალი;
– პრაქტიკულ მეცადინეობებზე უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქტაჟის ჟურნალი;
– დღის განრიგი;
– მეცადინეობებისა და გამოცდების განრიგი;
– სლაიდების, დიაფილმების და ვიდეოფილმების ჩამონათვალი;
– საგამოცდო უწყისები;
– მასწავლებლების სია (საგნების მითითებით);
– საგნების მიხედვით სასწავლო საათებისა და მასწავლებლების საჭირო რაოდენობის გაანგარიშება;
– მასწავლებლების სასწავლო დატვირთვის აღრიცხვა;
– სასწავლო ბაზის მოწყობის წლიური და პერსპექტიული გეგმები;
– ხმშ-ის მიერ მეცადინეობების დასწრების წლიური გეგმა-გრაფიკი;
– საგნების კომპიუტერული უზრუნველყოფა;
– სტდ-ის მიერ დამტკიცებული სსმკ-ის ჩამონათვალი;
– ტექნიკური ლიტერატურის ბიბლიოთეკა.
მ) თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად სამოქალაქო ავიაციის საწარმოების შესაბამისი სამსახურების სპეციალისტ-მასწავლებლების მოწვევის შესაძლებლობა და მათი მომზადება.
ნ) მეთოდური სამუშაოს ორგანიზება და წარმართვა; პედაგოგიური საბჭოს ჩამოყალიბება და მისი მოვალეობები.
ო) მსმენელების მიერ სასწავლო დაწესებულებების პროგრამის გავლის მოწმობა.
მუხლი 5🔗. სასწავლო დაწესებულების წესდება
1. საქართველოს კანონმდებლობისა და ამ „ სახელმძღვანელოს„ შესაბამისად, სასწავლო დაწესებულება შეიმუშავებს წესდებას, რომელიც უნდა შეათანხმოს იმ ორგანოსთან, რომელსაც იგი ექვემდებარება.
2. წესდებაში უნდა აისახოს სასწავლო დაწესებულების:
ა) დასახელება, მისამართი, სტატუსი;
ბ) დამფუძნებელი;
გ) საორგანიზაციო-უფლებრივი ფორმა;
დ) მიზანი, სასწავლო პროგრამების ტიპები და სახეობები;
ე) სასწავლო სააღმზრდელო პროცესის ძირითადი მახასიათებლები, მათ შორის:
– სწავლებისა და აღზრდის ენა (ენები);
– სასწავლო დაწესებულებაში მიღების წესი;
– სასწავლო დაწესებულებასა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობების დადგენისა და გაფორმების წესი;
– ყოველ კურსზე სწავლების ხანგრძლივობა;
– თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების რეჟიმი;
– შეფასების სისტემა, ფორმა და წესი;
– მოსწავლეების გარიცხვის საფუძველი და წესი;
– სწავლებაში შესვენებისას სასწავლო დაწესებულებაში აღდგენის წესი;
ვ) მმართველობის წესები, მათ შორის:
– დამფუძნებლის უფლებამოსილება;
– სტრუქტურა, მმართველობის ორგანოების ჩამოყალიბების წესი და მისი უფლებამოსილება, საქმიანობის წარმართვის წესი;
– პირადი შემადგენლობის ჩამოყალიბების წესი და შრომის ანაზღაურების პირობები, სამუშაოდან მათი განთავისუფლების საფუძველი და წესი;
– წესდების შეცვლის წესი;
– სასწავლო დაწესებულების რეგისტრირებისა და გაუქმების წესი;
ზ) სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მონაწილეების უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა.
თ) სასწავლო დაწესებულების საქმიანობის განმსაზღვრელი შიდა ბრძანებების, განკარგულებებისა და სხვა ნორმატიული აქტების სახეობების ჩამონათვალი.
ი) საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის სტრუქტურა, მათ შორის:
– საკუთრების წყაროები და შედგენის წესი;
– საკუთარი ობიექტებით სარგებლობა;
– ფინანსური და/ან მატერიალური შემოსავლის სხვა წყაროების სახეობები (სამეწარმეო საქმიანობა და სხვა).
3. თუ საქმიანობის რომელიმე ფორმა წესდებაში აღნუსხული არ არის, ის უნდა აისახოს შიდა უფლებრივ აქტში და რეგისტრაციაში გატარდეს როგორც წესდების დამატება.
4. შიდა ბრძანებები, განკარგულებები და სხვა ნორმატიული საბუთები წესდების დებულებებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.
5. წესდება, მისი დამატებები და სხვა უფლებრივი აქტები საქართველოს კანონმდებლობას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.
მუხლი 6🔗. სასწავლო დაწესებულების მოსწავლეები
(კურსანტები, მსმენელები, სტუდენტები)
1. კურსანტი ეწოდება სამოქალაქო ავიაციის საშუალო-სპეციალურ სასწავლო დაწესებულებაში სასწავლებლად ჩარიცხულ პირს.
2. კურსანტი უფლებამოსილია:
ა) მიიღოს მეცნიერების განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისი განათლება;
ბ) ამოირჩიოს სპეციალობა სასწავლო გეგმის ფარგლებში;
გ) ისარგებლოს სასწავლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სასწავლო, სამეცნიერი, საინფორმაციო ფონდებით, ბიბლიოთეკებით, სპორტული, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი და სხვა ქვედანაყოფებით;
დ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებისა და მმართველობის ორგანოების მეშვეობით, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო დაწესებულების საქმიანობის საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;
ე) კანონმდებლობით (წესდებით) დადგენილი წესის შესაბამისად, გაასაჩივროს ადმინისტრაციის ბრძანებები და განკარგულებები.
კურსანტებს აქვთ, აგრეთვე, სხვა, საქართველოს კანონმდებლობისა და სასწავლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული, უფლებები.
3. კურსანტი ვალდებულია:
ა) საფუძვლიანად დაეუფლოს ამორჩეული სპეციალობის შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს სასწავლო პროგრამებითა და სწავლების გეგმებით გათვალისწინებული დავალებები;
გ) შეასრულოს წესდების მოთხოვნები და სასწავლო დაწესებულების შიდაგანაწესი;
დ) იმუშაოს საკუთარი პროფესიული და კულტურული თვალსაწიერის გასაფართოებლად;
ე) დაიცვას საზოგადოებაში პიროვნების ქცევის წესები.
4. სწავლასა და პრაქტიკულ საქმიანობაში წარმატებისათვის, კურსანტებისათვის დგინდება მორალური და მატერიალური წახალისების სხვადასხვა ფორმები.
5. წესდებით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის, კურსანტების მიმართ შეიძლება, გამოყენებულ იქნას დისციპლინური ზემოქმედების ზომები, სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხვის ჩათვლით.
6. გარიცხვის, აღდგენისა და სხვა სდ-ში გადაყვანის წესი დგინდება წესდებით. ამასთან, უნდა მიეთითოს აღდგენისა და გადაყვანის გადასახადის ამოღების წესი.
7. ერთი სასწავლო დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა ხორციელდება ორივე სდ-ის ხელმძღვანელების თანხმობით.
8. მსმენელი ეწოდება სასწავლო დაწესებულების ოსტატობის ასამაღლებელ, სპეციალისტების გადასამზადებელ, აგრეთვე, ზოგიერთ სპეციალობაზე პირველადი მომზადების კურსებზე სასწავლებლად ჩარიცხულ პირს.
9. სასწავლო დაწესებულებებში შეიძლება გაიხსნას ოსტატობის ასამაღლებელი, საავიაციო სპეციალისტების გადასამზადებელი, პირველადი მომზადებისა და სხვა კურსები.
ა) ოსტატობის ასამაღლებელი კურსები იხსნება შემდეგი მიზნით:
– საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების ინსტრუქტორებად მომზადება;
– ეკიპაჟის წევრების საერთაშორისო საჰაერო ტრასებზე (სსტ) საფრენად მომზადება;
– პროფესორ-მასწავლებელთა დახელოვნების ამაღლება;
– სამოქალაქო ავიაციის საწარმოების ხელმძღვანელი კადრების მომზადება;
– საავიაციო სპეციალისტებისათვის უცხო ენის სწავლება და ა.შ.
ბ) საავიაციო სპეციალისტების ახალ ტექნიკაზე გადასამზადებელ კურსებზე იგზავნებიან საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრები და სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტები.
გ) პირველადი მომზადების კურსები იხსნება სხ-ის ეკიპაჟებისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებისა და ავიადისპეტჩერების, აგრეთვე, გადაზიდვის სამსახურისა და სხვა სპეციალისტების მოსამზადებლად.
10. სტუდენტი ეწოდება უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დასწრებულ ან დაუსწრებელ განყოფილებაზე სპეციალობის მისაღებად ჩარიცხულ პირს.
11. სასწავლო დაწესებულების განყოფილებებზე, ფაკულტეტებზე და კურსებზე შეიძლება ჩაირიცხონ როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის, აგრეთვე - სხვა უწყებების მუშაკები და უცხო სახელმწიფოების მოქალაქეები.
მოსწავლეები კურსებზე მიიღებიან სასწავლო დაწესებულების მიერ შესაბამის საწარმოსთან, უწყებასთან ან უცხო სახელმწიფოს ორგანიზაციასთან, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
12. სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეები ჩაირიცხებიან მისი ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე.
13. სწავლების ხანგრძლივობა განისაზღვრება დამფუძნებლის ან/და საჰაერო ტრანსოპრტის დეპარტამენტის (უფლებამოსილების მიხედვით) მიერ დამტკიცებული (შეთანხმებული) სასწავლო გეგმებით.
14. სასწავლო დაწესებულების წესდების მოთხოვნები ვრცელდება ყველა მოსწავლეზე, მისი სტატუსის მიუხედავად.
მუხლი 7🔗. პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობა
1. მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მახასიათებლები არის საფუძველი:
ა) სასწავლო დაწესებულების სტატუსის დადგენისა;
ბ) სასწავლო დაწესებულების სტრუქტურაში კადრების შერჩევისა და განლაგებისა;
გ) მათი მოვალეობების, უფლებებისა და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებისა;
დ) ცოდნისა და დახელოვნების განსაზღვრისა;
ე) ატესტაციის ჩატარებისა;
ვ) სპეციალობისა და დახელოვნების მიხედვით მათ გამოყენებაზე ზედამხედველობის განხორციელებისა.
2. საკვალიფიკაციო მახასიათებლები არის ნორმატიული საბუთი, რომელიც ადგენს:
ა) მასწავლებელთა პროფესიულ მოთხოვნებს, დანიშნულებასა და სპეციალობის მიხედვით მათს გამოყენებას;
ბ) პედაგოგიურ და მეთოდურ მოთხოვნებს, მის ხორცშესხმის უნარს;
გ) ატესტაციების წესებსა და ვადებს;
დ) მოსწავლეების მომზადების ხარისხზე პასუხისმგებლობას.
3. საკვალიფიკაციო მახასიათებლები გამოიყენება:
ა) მასწავლებელთა შესარჩევად (მათ შორის – ავიასაწარმოების სპეციალისტებიდან);
ბ) სასწავლო დაწესებულების საკვალიფიკაციო კომისიის ჩამოსაყალიბებლად;
გ) უფრო რთული საავიაციო მეცნიერებისა და ტექნიკის ათვისების შესაძლებლობის დასადგენად;
დ) სასწავლო პროგრამებისა და გეგმების შესამუშავებლად;
ე) სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების შესაქმნელად;
ვ) სწავლების ტექნიკური, ავტომატური და სხვა საშუალებებისა და ხერხების გამოყენების გადასაწყვეტად.
4. მასწავლებელთა, მეცნიერთა, საინჟინრო-ტექნიკური, სასწავლო-დამხმარე და სხვა შემადგენლობა შეირჩევა სასწავლო დაწესებულების მიერ გადასაწყვეტი კონკრეტული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე.
5. ეს თანამდებობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ნუსხას.
6. მასწავლებელთა თანამდებობების შენაცვლების წესი მტკიცდება საქართველოს განათლების სამინსიტროს მიერ.
7. სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, „ საბჭოს„ სხდომაზე გაიტანოს პედაგოგების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან.
8. პროფესიული მოთხოვნები
მასწავლებლების პროფესიული მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიმუშავება ტიპიური თანამდებობრივი ინსტრუქცია, სადაც უნდა იყოს სამი აუცილებელი ნაწილი:
„ თანამდებობრივი მოვალეობები„ - დანიშნულება, რომელიც უნდა შეასრულოს მასწავლებელმა;
„ უნდა იცოდეს„ - ძირითადი მოთხოვნები მასწავლებლის მიმართ;
„ საკვალიფიკაციო მოთხოვნები„ - განსაზღვრავს სპეციალური მომზადების დონესა და სამუშაო სტაჟისადმი მოთხოვნებს.
მასწავლებლების ყოველი კატეგორიისადმი კონკრეტულ მოთხოვნებს, გადასაწყვეტი ამოცანებიდან გამომდინარე, ამტკიცებს სდ-ის ხელმძღვანელი.
9. თანამდებობრივი მოვალეობები
ა) მასწავლებელს ყოველ საგანზე უნდა ჰქონდეს:
– კონსპექტი, სადაც დროულად უნდა შეიტანოს ყველა ცვლილება, ახლად მოსული საბუთების მოთხოვნების მიხედვით;
– თემატური და ლექციების გეგმები;
– შესაბამისი ლიტერატურა და სახელმძღვანელოები.
ბ) მეცადინეობების მომზადებისა და ჩატარებისას უნდა შეიმუშაოს მეთოდიკა, სახელმძღვანელოები, აწარმოოს დადგენილი საბუთები, შეისწავლოს, განაზოგადოს საუკეთესო პედაგოგების გამოცდილება და დანერგოს ის სასწავლო პროცესში, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში.
გ) სასწავლო მასალების გადაცემისას დაცული უნდა იქნას ლოგიკური თანმიმდევრობა და მეცნიერული სიზუსტე. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს საავიაციო ტერმინოლოგია, ფლობდეს ენის (ენების) სტილისტიკასა და გრამატიკას; უზრუნველყოს სწავლების ერთიანი მეთოდიკა.
მასწავლებელი უნდა ფლობდეს პედაგოგიურ მეცნიერებას და ფსიქოლოგიის საფუძვლებს; უნდა ჰქონდეს აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი, სწრაფად ერკვეოდეს მეცადინეობის დროს წარმოქმნილ ნებისმიერ ვითარებაში. იგი ვალდებულია, გამუდმებით სრულყოს საკუთარი ცოდნა (ერთ-ერთი ხერხია ღია ლექციებზე დასწრება). მასწავლებელი უნდა გამოირჩეოდეს მაღალი ზნეობრივი თვისებებით; შეეძლოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების თანამედროვე მოთხოვნების დონეზე მომზადება და აღზრდა.
ის უნდა ფლობდეს ისეთ პირად ღირსებებს, როგორიცაა: დისციპლინა, შემსრულებლობა, თავშეკავება, ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ყოფაქცევის კულტურა.
10. მასწავლებელმა უნდა იცოდეს:
ა) სასწავლო საგანი და ამ საგნის ლიტერატურა და სასწავლო სახელმძღვანელოები;
ბ) მოსწავლეების მომზადების პროგრამა და მეცადინეობის გეგმები;
გ) სასწავლო პროცესის განმსაზღვრელი საბუთები;
დ) მასწავლებლის თანამდებობასა და სასწავლო საგანთან დაკავშირებული სამოქალაქო ავიაციაში მოქმედი საბუთები;
ე) სასწავლო პროცესის წარმართვის წესების მოთხოვნები;
ვ) ზემდგომი ორგანოების მითითებების მოთხოვნები;
ზ) საგნებს შორის კავშირი;
თ) სტს, პროგრამებისა და კომპიუტერული ტექნიკის სასწავლო პროცესში გამოყენების საფუძვლები;
ი) საკლასო ხელმძღვანელის მოვალეობები;
კ) ფრენის უსაფრთხოების ანალიზები, ფრენის დროს ეკიპაჟების დამახასიათებელი შეცდომები, და გამოიყენოს ის სასწავლო პროცესში;
ლ) სპეცსაგნების მასწავლებლებისათვის - საწვრთნელ ფრენებში მონაწილეობა.
11. საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ა) მასწავლებელი თანამდებობაზე ინიშნება სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე, სასწავლო მომზადებაში მისი მოადგილის წარდგინებით, ზოგადი და სპეციალური მომზადებისა და სპეციალობაში სამუშაო სტაჟის შესწავლის მერე.
ბ) დამოუკიდებელ საქმიანობას წინ უნდა უსწრებდეს საგანში საგანგებო მომზადება, ერთიდან ექვსი თვის ვადით, რომელიც შეიცავს სტაჟირებას, საჰაერო ხომალდის ახალ ტიპზე გადამზადებას (საჭიროების შემთხვევაში), საბუთების შესწავლას, საკონტროლო მეცადინეობის ჩატარებას.
გ) მასწავლებელს მიეცემა, როგორც წესი, 4 ტიპის საჰაერო ხომალდის სწავლების უფლება. ამ წესიდან გამონაკლისი შეიძლება დაუშვას სტდ-ის სერტიფიცირების კომისიის თავმჯდომარემ.
დ) პრაქტიკული მუშაობისას, მასწავლებელი ყოველწლიურად ყოველ საგანში გადის სტაჟირებას (ერთ თვემდე ვადით) საავიაციო საწარმოებში, სხვა სასწავლო დაწესებულებებში, საკონსტრუქტორო ბიუროებში, სამეცნიერო საკვლევ ინსტიტუტებში და ა.შ.
ე) ყოველი მასწავლებლისათვის დახელოვნების კურსების დასკვნითი ნაწილი უნდა იყოს საგანში სასწავლო-მეთოდური მასალების მომზადება, სწავლების აქტიური ხერხებისა და საშუალებების გამოყენებით.
შენიშვნა: მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დახელოვნების კურსების გავლისა და სერტიფიცირების წესები იხილეთ „ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეცია-
ლისტების სერტიფიცირებისა და ახალ ტექნიკაზე გადამზადების წესებში„ , კარი 13.
მუხლი 8🔗. მოთხოვნები სასწავლო დაწესებულების ობიექტებისადმი
(ზოგადი მოთხოვნები)
1. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების ობიექტებისადმი მოთხოვნები განისაზღვრება სდ-ის სტატუსის შესაბამისად.
2. სასწავლო დაწესებულების სტანდარტიზაციის ძირითადი ობიექტებია:
ა) სასწავლო ბაზა;
ბ) მასწავლებლების დახელოვნება;
გ) სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა;
დ) საწაფზე მომზადება;
ე) საფრენოსნო მომზადება;
ვ) სწავლების კანდიდატები.
მუხლი 9🔗. სასწავლო ბაზა
(ზოგადი მოთხოვნები)
1. სასწავლო ბაზა წარმოაგენს განსაკუთრებული დანიშნულების ნაგებობებისა (სათავსოების) და მოწყობილობების (აეროდრომებისა და საავიაციო ტექნიკის ჩათვლით) ერთობლიობას, რომლებიც აღჭურვილია სასწავლო პროცესის ეფექტიანად ჩასატარებლად.
2. „ წესებში„ მოცემულია ტიპური მოთხოვნები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს სასწავლო დაწესებულებამ. ეს მოთხოვნები (სტანდარტები) მინიმალურია და საავიაციო სპეციალისტების მომზადების ნებისმიერი სახეობისათვის მისაღები.
3. სასწავლო ბაზის ობიექტების ნუსხა და მისი აღჭურვილობა განისაზღვრება კონკრეტული სასწავლო დაწესებულებისათვის შემუშავებული „ სასწავლო პროცესის წარმართვის დებულებით (წესებით)„ .
მუხლი 10🔗. საერთო დანიშნულების სათავსოები
1. საერთო დანიშნულების სათავსოების სოციალური, სანიტარული და ტექნიკური მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სანიტარულ-ჰიგიენურ და უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებს.
2. სასწავლო აუდიტორიების თვალსაჩინო მოწყობილობებით, დანადგარებითა და სწავლების ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის წესები.
ა) სასწავლო აუდიტორიები (კაბინეტები, სალექციო ოთახები და ლაბორატორიები) აღიჭურვება დადგენილი სისტემით. მან უნდა უზრუნველყოს სწავლების თვალსაჩინოება და მოსწავლეებისათვის აუცილებელი ცოდნის, ჩვევებისა და უნარის შეძენის შესაძლებლობა.
აუდიტორიები აღიჭურვება წინასწარ შედგენილი ნუსხებისა და მოწყობილობის განლაგების გეგმის შესაბამისად.
ბ) სასწავლო აუდიტორიები დაიყოფა საგნების მიხედვით, შესასწავლი საჰაერო ხომალდების ტიპების, ძრავებისა და სხვა საავიაციო ტექნიკის გათვალისწინებით.
გ) აუდიტორიის მოწყობილობის ნუსხებს ადგენს მასწავლებელი, ციკლური კომისიის უფროსის ხელმძღვანელობით. ნუსხებში უნდა შევიდეს აუდიტორიის მთელი მოწყობილობა.
დ) ყოველი აუდიტორიისათვის დგება გეგმა-ნახაზი, სადაც აისახება (მასშტაბით) მთელი მისი მოწყობილობა.
ე) აუდიტორიის მოწყობილობის ნუსხასა და გეგმას განიხილავს საგნობრივი კომისია, ციკლური კომისიის ხელმძღვანელის მონაწილეობით, და ამტკიცებს სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. სასწავლო აუდიტორიების პირად შემადგენლობაზე გაპიროვნების წესი.
სასწავლო აუდიტორიები პირად შემადგენლობაზე (პედაგოგიური, ტექნიკური და საინჟინრო) ნაწილდება სდ-ის ხელმძღვანელის ბრძანებით. პირადი შემადგენლობა პასუხისმგებელია გაპიროვნებული აუდიტორიების მოწყობილობის დაცვა-შენარჩუნებაზე, მათს გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაზე და სისუფთავეზე.
აუდიტორიის კარზე (გარე მხრიდან) მითითებული უნდა იყოს მისი ნომერი, დასახელება და აუდიტორიაზე პასუხისმგებელი პირის გვარი.
4. სასწავლო ჯგუფების ჩამოყალიბების წესები
სასწავლო ჯგუფებში საავიაციო სპეციალისტების (მსმენელების) რაოდენობა უნდა იყოს 6-დან 12 კაცამდე, მაგრამ არა უმეტეს 20 კაცისა (იკაო-ს მოთხოვნა). საფრენოსნო და სამეთვალყურეო-სადისპეტჩერო შემადგენლობების ჯგუფებში, ინგლისური ენის შესწავლისას, უნდა იყოს 4-დან 8 კაცამდე.
5. საწარმოო ბაზით სარგებლობა
საპროგრამო მასალის უკეთ ასათვისებლად და პრაქტიკული ჩვევების მისაღებად, სწავლების დროს უნდა ჩატარდეს პრაქტიკული მეცადინეობები საწარმოო პირობებში: საჰაერო ხომალდებზე, ლაბორატორიებში, საავიაციო ტექნიკური ბაზის (სტბ) სამსახურებსა და საამქროებში, აეროპორტის ობიექტებზე, საწაფებზე, საწარმოს ხელმძღვანელთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. ამ შემთხვევაში, ავიასაწარმოების სამსახურების, საწაფი ცენტრების ტექნიკური და მეთოდური კლასები და მისი აღჭურვილობა შეიძლება, საწარმოს ხელმძღვანელთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, დამატებით ჩაირთოს სასწავლო დაწესებულების სასწავლო ბაზაში, ფილიალების სახით.
მუხლი 11🔗. სასწავლო ბაზის აღჭურვა
1. სასწავლო საშუალებები და მისი შევსების წესები
ა) სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელობა და პედაგოგიური შემადგენლობა ვალდებული არიან, მუდმივად იზრუნონ თანამედროვე სასწავლო და ტექნიკური საშუალებების ფონდის შევსებასა და განახლებაზე, აგრეთვე - მეცადინეობებისას მის ყოველმხრივ ნამოყენებაზე.
ბ) აუდიტორიების თვალსაჩინო მოწყობილობით, დანადგარებითა და ტექნიკური საშუალებებით შევსება ევალება სდ-ის ხელმძღვანელის მოადგილეს, ციკლური კომისიის თავმჯდომარესა და მასწავლებელთა შემადგენლობას, შემდეგნაირად:
- სასწავლო მეთოდური ბაზის განვითარების სამომავლო (რამდენიმე წლით) გეგმის შედგენა;
- ყოველი აუდიტორიის აღჭურვის წლიური გეგმის შედგენა;
- ციკლური კომისიის თვიურ გეგმებში აუდიტორიების აღჭურვის ღონისძიებების შეტანა.
2. სასწავლო თვალსაჩინო საშუალებები და დანადგარები
ა) სასწავლო თვალსაჩინო საშუალებებისა და დანადგარების მიმართ მოთხოვნები შეიცავს შემდეგ ხარისხობრივ მაჩვენებლებს:
- უნდა შეესაბამებოდეს საგნის პროგრამის შინაარსს, ასახოს მისი მთავარი საკითხები და უზრუნველყოს მოსწავლეების მიერ მისი ათვისება;
- ადვილად ასათვისებლად უნდა წარმოაჩენდეს საავიაციო ტექნიკის, სასტემებისა და აგრეგატების ნაწილების ურთიერთქმედებას, პროცესებისა და მოვლენების დინამიკას;
მუშაობისას უნდა იყოს საიმედო და უზრუნველყოს მისით სარგებლობის მოხერხებულობა.
ბ) სასწავლო დანადგარებმა და აპარატურამ უნდა უზრუნველყოს სასწავლო ამოცანების გადაწყვეტა და მოქმედებათა იმ ხერხებისა და თანამიმდევრობის შემუშავების საშუალებას იძლეოდეს, რაც საწარმოო საავიაციო ტექნიკაზე მუშაობას შეესაბამება.
გ) მეცადინეობისას გაუმართავი აპარატურითა და შეცდომებით დაბეჭდილი თვალსაჩინო მოწყობილობებით სარგებლობა დაუშვებელია.
დ) აუდიტორიებში უნდა განთავსდეს სტაციონარული, ყველაზე უფრო საჭირო და ხშირად გამოსაყენებელი თვალსაჩინო მოწყობილობა, ცხრილები, გრაფიკები და სხვა საცნობარო მასალა, რომლებიც, პროგრამის გავლის კვალობაზე, უნდა იცვლებოდეს.
ლაბორატორიის აღჭურვილობა უნდა განთავსდეს საგანგებო თაროებზე, დახლებზე და ა.შ.
მუხლი 12🔗. სწავლების ტექნიკური საშუალებები
1. სწავლების ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:
ა) საფრენოსნო შემადგენლობის პროგრამული თეორიული სწავლება და პირველადი პრაქტიკული ჩვევებისა და უნარის გამომუშავება, საჰაერო ხომალდების სავარაუდო პირობებში ექსპლუატაციისას, როგორც ინდივიდუალურად, ასევე - ჯგუფური მომზადებისას.
ბ) ცოდნის, ჩვევებისა და უნარის ობიექტური კონტროლი, როგორც ავტომატურ, ასევე - ნახევრადავტომატურ (ინსტრუქტორის მეშვეობით) რეჟიმებში;
გ) ინსტრუქტორის მიერ ამოცანების ოპერატიული შეყვანა;
დ) სასწავლო პროცესის მართვა და მასზე ზედამხედველობა;
ე) სასწავლო პროგრამების ოპერატიული ამორჩევა;
ვ) მოსწავლეების მომზადების დონის სტატისტიკური მონაცემების შეკრება, დამუშავება და დოკუმენტირება.
2. სტს უნდა იყოს უნივერსალური, ე.ი. მისი მოხმარება შეიძლებოდეს როგორც საფრენოსნო, ასევე ტექნიკური შემადგენლობის მოსამზადებლად.
3. სტს-ით საფრენოსნო შემადგენლობისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:
ა) ცოდნის შეძენა შემდეგი მოცულობით:
- პლანერის, ძრავის, საბორტო სისტემების, სამართავ-სანაოსნო და რადიოელექტრონული აღჭურვილობის აგებულება, მათი ბლოკებისა და აგრეგატების სხ-ზე განლაგება;
სხ-ის აეროდინამიკა, მდგრადობა და მართვადობა, წინა სერიის სხ-ებისაგან თავისებურებებისა და განსხვავებების გათვალისწინებით;
- აღჭურვილობის შედგენილობა, პულტების, ხელსაწყოების, მართვის ორგანოების აგებულება და ეკიპაჟის კაბინაში მათი განლაგება;
- სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო;
- ავიაძრავების, საბორტო სისტემებისა და აღჭურვილობის შემოწმების ის სახმელეთო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გაუმართაობის მოძებნისა და ეკიპაჟის გაფრენისწინა მზადებისას;
ბ) შემდეგი ჩვევების შეძენა და დამუშავება:
- ფრენის გაანგარიშება;
- ფრენის პროგრამის შეყვანა;
- მართვის ორგანოებით მანიპულირება, ძრავების სამართი დაფებითა და პულტებით, სხ-ის სასტემებითა და აღჭურვილობით სარგებლობა ფრენის ყველა საფეხურზე, სამუშაო ადგილის დაკავებისთანავე;
- ხელსაწყოებიდან მიღებული საფრენოსნო ინფორმაციის აღქმა და შეფასება;
- ძრავებისა და სისტემების მუშაობის კონტროლი;
- ფრენის პროგრამის ოპერატიული შეცვლა ჰაერში;
- მოქმედებები ფრენის განსაკუთრებულ შემთხვევებში;
- ეკიპაჟის წევრებს შორის ურთიერთმოქმედება;
- ძრავების ამუშავება და მოსინჯვა, საჰაერო ხომალდის სეს-ში მითითებულ ყველა შემთხვევაში მათი გასინჯვა.
მუხლი 13🔗. სამუშაო ადგილის მოწყობა
1. მასწავლებლის სამუშაო ადგილი
ა) აუდიტორიაში მეცადინეობის ჩატარებისას მასწავლებლის სამუშაო ადგილის აღჭურვილობა სასწავლო საგნების რაც შეიძლება უფრო თვალსაჩინოდ და ადვილად აღსაქმელად გადაცემას უნდა უზრუნველყოფდეს.
ბ) მასწავლებლის სამუშაო ადგილი უნდა შეესაბამებოდეს სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებს.
2. მოსწავლის (კურსანტის, მსმენელის, სტუდენტის) სამუშაო ადგილი
ა) სწავლების თემატური მიმართულებებისა და მეცადინეობის სახეობის შესაბამისად, მოსწავლის სამუშაო ადგილი შეიძლება მოეწყოს:
– სალექციო კლასებში;
– ლაბორატორიებში ან სახელოსნოებში;
– სტს-ით აღჭურვილ კლასებში;
– ბიბლიოთეკებში;
– ლინგოფონურ კაბინეტებში;
– საწაფების კლასებში;
– ავიასაწარმოების საფრენოსნო-მეთოდურ და ტექნიკურ კლასებში, სასწავლო დაწესებულების სასწავლო ბაზის ფილიალად გამოყენების შემთხვევაში.
ბ) მოსწავლის სამუშაო ადგილი უნდა შეესაბამებოდეს სანიტარულ-ჰიგიენურ და უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებს.
მუხლი 14🔗. საწაფზე მომზადება
(ზოგადი მოთხოვნები)
1. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებას, საავიაციო სპეციალისტების მოსამზადებლად (გადასამზადებლად), უნდა გააჩნდეს საკმაო რაოდენობისა და აღჭურვილობის საწაფები.
2. საწაფის (მრავალმხრივი საწაფის) მთავარი მიზანი - ჩვევების გამომუშავების გზით, მოსწავლის მაქსიმალური მომზადება იმ პარაქტიკული მოქმედებებისათვის, რაც მას პრაქტიკულ სპეციალობაში გამოადგება.
3. მრავალმხრივ საწაფებზე უნდა იყოს დანადგარების, მოწყობილობების, სისტემების, მართვის ორგანოებისა და სხვა აღჭურვილობის ისეთივე ურთიერთგანლაგება, რაც კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდზე ან კონკრეტულ სადისპეტჩერო (სამეთვალყურეო) პულტზე.
4. მრავალმხრივი საწაფების ტექნიკური მახასიათებლები უნდა იძლეოდეს „ მართვის„ , „ ფრენის„ შესრულების შესაძლებლობას, როგორც სავარაუდო პირობებში, ასევე - სხვადასხვა სისტემების მწყობრიდან გამოსვლისას და საგანგებო ვითარებაში.
5. საწაფზე მომზადებისას პროგრამებში უნდა შევიდეს ფრენის განსაკუთრებული შემთხვევების, საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების, საავიაციო სპეციალისტების მცდარი და/ან სწორი მოქმედებების ანალიზების მონაცემები.
6. პროგრამის ყოველი სავარჯიშოს ათვისების ხარისხის შესაფასებლად, ტარდება საბოლოო შემოწმება.
საწაფზე მომზადების საბოლოოო შედეგი უნდა იყოს ისეთი, რომ მოსწავლე დაშვებულ იქნას საჰაერო ხომალდზე საფრენოსნო წვრთნის გასავლელად.
მუხლი 15🔗. საფრენოსნო მომზადება
(ზოგადი მოთხოვნები)
1. საფრენოსნო მომზადების ძირითადი მიზანია მოსწავლის მიერ საჰაერო ხომალდის მართვის ცოდნის, უნარისა და ჩვევების პრაქტიკული ათვისება, მათ შორის:
ა) მართვის ტექნიკა (პილოტირება);
ბ) აერნაოსნობა;
გ) საავიაციო ტექნიკის ექსპლუატირება ჩვეულ (სავარაუდო), განსაკუთრებულ პირობებში და ფრენის განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დ) ურთიერთმოქმედება ეკიპაჟის წევრებთან და საჰაერო მოძრაობის სამსახურთან.
2. ხელმძღვანელ-მფრინავთა, მფრინავ-მეთაურთა შემადგენლობებმა და უფროსმა სპეციალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ საინსტრუქტორო შემადგენლობის მომზადებას.
3. ხმშ, მმშ და უფროსი სპეციალისტები პასუხისმგებელნი არიან სახმელეთო და საფრენოსნო მომზადების სისრულესა და ხარისხზე, ყოველი სპეციალისტის დამოუკიდებელი მუშაობისათვის მზადყოფნის დასკვნის სისწორესა და ობიექტურობაზე.
4. საფრენოსნო მომზადებაში წამყვანი როლი ეკისრება ინსტრუქტორს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი სახმელეთო და საფრენოსნო მომზადების ხარისხზე, მოსწავლის შემდგომ ამოცანასა და სავარჯიშოზე დაშვების გადაწყვეტილების ობიექტურობაზე, დამოუკიდებელ ფრენებზე დასაშვებად მისი წარდგინების საფუძვლიანობაზე.
5. დამოუკიდებელ ფრენებზე დაშვებამდე სრულდება საკონტროლო გაფრენა, რომელსაც მოსწავლესთან ერთად ასრულებს მფრინავ-მეთაურთა ან საინსპექტორო შემადგენლობის პირი.
6. საგამოცდო ფრენებს მოსწავლე ასრულებს მმშ-ის (ესკადრილიის უფროსის მოადგილე და ზემოთ) ან საინსპექტორო შემადგენლობის პირთან ერთად.
მუხლი 16🔗. მომზადების ხარისხი (ზოგადი მოთხოვნები)
1. მასწავლებლების დახელოვნება და ინსტრუქტორების ოსტატობა ჯერ კიდევ არ არის მოსწავლეების ხარისხიანი მომზადების საწინდარი. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო დაწესებულებებში ხორციელდებოდეს სწავლებისადმი კომპლექსური მიდგომა, რისთვისაც ადმინისტრაციამ უნდა შექმნას პირობები, რათა:
ა) მასწავლებლები სარგებლობდნენ ერთიანი ტერმინოლოგიით;
ბ) მასწავლებლებსა და ინსტრუქტორებს, საკუთარი საგნის ცოდნის გარდა, წარმოდგენა ჰქონდეთ სხვა საგნებზე, იცოდნენ, თუ რა ადგილს იკავებს მათი საგანი სხვებს შორის.
2. სასწავლო დაწესებულებაში მომზადება იმ დონეზე უნდა იდგეს, რომ მოსწავლეთა 80% (საშუალოდ) წარმატებით სძლევდეს ყველა სახის შემოწმებასა და გამოცდას.
3. სასწავლო დაწესებულების წესდებით, გათვალისწინებული უნა იყოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ მოსწავლეთა და ინსტრუქტორთა თეორიული და საფრენოსნო შემოწმების ჩატარების შესაძლებლობა.