⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.05.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების შესახებ

მიღების თარიღი 18.01.2001
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010240020.11.106.004605
გამოქვეყნების წყარო სსმ, 7, 23/01/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,539 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2001 მიღება
08.05.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:GeoDumba;} @font-face {font-family:GEO-Kolkhety;} @font-face {font-family:DumbaMtavr;} @font-face {font-family:DumbaNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif"; font-weight:normal;} h4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"GEO-Kolkhety","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoList, li.MsoList, div.MsoList {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoList2, li.MsoList2, div.MsoList2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoList3, li.MsoList3, div.MsoList3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-14.2pt; font-size:16.0pt; font-family:DumbaNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; border:none; padding:0in; font-size:20.0pt; font-family:DumbaMtavr;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:7.1pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-7.1pt; font-size:16.0pt; font-family:DumbaNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:16.0pt; font-family:DumbaNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:2.1pt; margin-bottom:0in; margin-left:-56.7pt; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 49.55pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  010.240.020.11.106.004.605 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №25 2001 წლის 18 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების შესახებ “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონისა და “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-­­­სამეურნეო დეპარტამენტის თანდართული დებულება (დანართი №1). 2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს დებულება (დანართი №2). 3. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს საწარმოო უბნის სანიმუშო წესდება (დანართი №3); 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი დანართი №1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. წინამდებარე დებულება აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპენტენციას, ანგარიშვალდებულებას და დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. 3. დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და მითითებებით, წინამდებარე დებულებით. 4. დეპრტამენტს აქვს მრგვალი ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და სრული სახელწოდების აღნიშვნით. 5. დეპარტამენტი თავისი ბეჭდით მინისტრის ბრძანების საფუძველზე განკარგავს და აღრიცხავს სამინისტროს საბიუჯეტო და სპეციალურ სახსრებს. თავი II დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: 7. დეპარტემენტის ძირითადი ამოცანაა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა. 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, აჭარისა და აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროების ,,ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის” საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს რედაქციის, სასჯელაღსრულების დაწესებულებების და დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ბიუჯეტის ფორმირება, განაწილება და ოპერატიული მართვა, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება. 9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგრიშგების წარმოება და კონტროლი. 10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფა, მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის საკითხების კოორდინაცია, არსებული საწარმოო პოტენციალის განვითარება. ახალი მშენებლობებისა და კაპიტალური რემონტების დაგეგმვა და განხორციელება. 11. საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის გადაყვანა თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე. ამ მიმართებით არსებული სისტემის ტექნიკური და მეთოდოლოგიური სრულყოფა. 12. კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების დამზადება, მათი შენახვისა და გამოყენების შესახებ ნორმატიული აქტების მომზადება, სახეობებისა და ნუსხის განსაზღვრა. 13. სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში საფინანსო-სამეურნეო კადრების შერჩევა, მომზადება და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათ დანიშვნაში მონაწილეობის მიღება. თავი III დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: 14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და არსებული წესით ფინანსთა სამინისტროში წარდგენა და განხილვის დროს სამინისტროს ინტერესის დაცვა. საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა-ანგარიშგება, განხილვა-დამუშავება. 15. „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს ხარჯების გადანაწილება. სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებზე საპროგნოზო მაჩვენებლების მიღების შემდეგ ყოველთვიური დაფინანსების ლიმიტის შემუშავება და ადგილებზე დროული დაყვანა. 16. სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება. კვარტალური და წლიური საფინასო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დროულად წარდგენა ფინანსთა სამინისტროში. 17. ყოველკვარტალურად იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სამინისტროს საფინანსო-სამეურნო საქმიანობის დეტალური ანალიზის წარდგენა შესაბამისი წინადადებების დაყენებით. 18. იუსტიციის სამინისტროს სისტემის ცენტრალიზებული მომარაგება კვების პროდუქტებით, სანივთე ქონებით, საწვავ-საპოხ მასალებით, შეიარაღებით, მედიკამენტებით, მანქანა-მოწყობილობით, ტრანსპორტით, სამშენებლო, საკანცელარიო და სხვა დანარჩენი აუცილებელი საქონელით. განაცხადების მიღება, ანალიზი და მარკეტინგი.  19. სამინისტროსათვის აუცილებელი პროდუქტების, შეიარაღებისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ხელუხლებელი მარაგის შექმნა, მისი საიმედო დაცვა და შენახვის უზრუნველყოფა. 20. სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, ამ მიმართებით ხელშეკრულებების განხილვა და გაფორმება მომწოდებელ ორგანიზაციებთან, კომპანიებთან, ინდივიდუალურ მეწარმეებთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 21. სამინისტროს ქვემდებარე ორგანიზაციების, სამსახურებისა და დაწესებულებების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზია-შემოწმება, სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად, ამ სფეროში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. 22. ეკონომიკური, საფინანსო, სამეურნეო დარგის მუშაკების პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა. 23. სამინისტროს სისტემაში ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება მომქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. 24. სამინისტროს სისტემის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის, ყოველწლიურად მათი ტეკნიკური დათვალიერების ორგანიზაციის განახორციელება. 25. სამინისტროს სისტემის კუთვნილი ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღის ცენტრალიზებული აღრიცხვა. 26. ყოველწლიურად სამინისტროს სისტემისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა, შესაბამისი დეფექტური აქტების, პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვა და დამტკიცება. 27. კაპიტალური სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება როგორც სამეურნეო წესით, ასევე გენერალური სუბმოიჯარადე ორგანიზაციების მეშვეობით, დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. 28. სამინისტროს სისტემის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზაცია. თავი IV საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფლებამოსილებანი 29. მოთხოვოს სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროებს, სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ბიუჯეტისა და სპეციალური სახსრების შემოსავლებისა და ხარჯთა ნუსხის საპროგნოზო მაჩვენებლების წარმოდგენა, დამტკიცებული ვადების შესაბამისად. 30. ბიუჯეტის შედგენის, ფინანსირების, ანგარიშგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცალკეული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მოიწვიოს ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების, სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირების ხელმძღვანელი მუშაკები. 31. შეზღუდოს ან აუცილებლობის შემთხვევაში შეაჩეროს იმ სტრუქტურული ერთეულის ფინანსირება, რომელსაც არა აქვს წარმოდგენილი ხარჯების გაწევის აუცილებლობის დამადა-სტურებელი დოკუმენტები, ან გამოუვლინდათ საბიუჯეტო და სპეციალური სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტები. თავი V დეპარტამენტის სტრუქტურა 32. დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის 5 სამმართველო: ა) აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ბიუჯეტთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის შემადგენლობაში შედის: ა.ა) ცენტრალური ბუღალტერია; ა.ბ) საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილება; ბ) საკონტროლო-სარევიზიო სამმართველო; გ) ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობის სამმართველო; დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო; ე) მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველო. თავი VI დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები 33. დეპარტამენტის საერთო საქმიანობას წარმართავს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი. 34. დეპარტამენტის უფროსი: ა) ახორციელებს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის საქმიანობის ხელმძღვანელობას. შეიმუშავებს წინადადებებს მისი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით; ბ) ორგანიზაციას უწევს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შედგენას წარმოდგენილი მოთხოვნების საფუძველზე; გ) საბიუჯეტო პოლიტიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ბიუჯეტს ხარჯვითი ნაწილის მიმართულებებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად; დ) ორგანიზაციას უწევს მარკეტინგული სამუშაოების ჩატარებას, მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმებას და მათი შესრულების კონტროლს; ვ) კონტროლს უწევს დამტკიცებული ბიუჯეტისა და სპეცსახსრების შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას; ვ) ორგანიზაციას უწევს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წლიური პროგრამისა და ცალკეული განკარგულებების საფუძველზე რევიზია-შემოწმების ჩატარებას; ზ) კონტროლს უწევს იუსტიციის სამინისტროს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერებას, მატე-რიალური და ფულადი რესურსების დაცვას და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების სისწორეს; თ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მათ მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს; ი) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; კ) წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს და დეპარტამენტს, მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტისას; ლ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებული მოსამსახურეებისათვის ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; მ) პერიოდულად ისმენს დპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 35. დეპარტამენტის უფროს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 36. თავმჯდომარის მოადგილე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის პასუხს აგებს დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მინისტრის წინაშე. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. 37. დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 38. დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.  39. დეპარტამენტის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. თავი VII დასკვნითი დებულებანი 40. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. აღნიშნული დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. დანართი №2 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 2. სამმართველოს დანიშნულებაა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის ორგანიზება. 3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებით, სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულებითა და სხვა ნორმატული აქტების საფუძველზე. 4. სამმართველო საქმიანობას წარმართავს კანონიერების, პიროვნების პატივისცემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებით.     მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები სამმართველოს საქმიანობის ძირითადი ამოცანებია: 1. მსჯავრდებულთა ნებაყოფლობით შრომაში ჩაბმის მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებათა ტერიტორიებზე ნებისმიერი სახის სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. 2. სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზების სწორი, მიზანდასახული ექსპლუატაციით მოგების მიღების მიზნით ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა. 3. სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის საჭირო საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნებისა და ინვენტარის წარმოების პრიორიტეტული განვითარება. ასევე სახალხო მეურნეობისა და ფართო მოხმარების საგნების წარმოება. 4. სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფა, კაპიტალური მშენებლობისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. 5. სამმართველო შეიმუშავებს და საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს წარუდგენს საწარმოო უბნის შექმნისათვის, წარმოების განვითარებისა და მატერიალური ბაზის სრულყოფისათვის საჭირო წინადადებებს. 6. სამეურნეო საქმიანობის შედეგებს ამტკიცებს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი. საწარმოო უბნების საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილების წესს განსაზღვრავს მინისტრი.     მუხლი 3🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, არჩევს სამმართველოს და საწარმოო უბნების მუშაკების კანდიდატურებს, ათანხმებს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსთან, რომელიც შემდგომ წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მუშაკთა შორის, განსაზღვრავს პრიორიტეტებს საწარმოო უბნებში ამა თუ იმ პროდუქციის გამოშვებისათვის, ამუშავებს მიმდინარე და პერსპექტიულ გეგმებს; გ) მონაწილეობს ხელშეკრულების მომზადებაში, შეაქვს მასში აუცილებელი კორექტივები და ამზადებს მათ ხელმოსაწერად; დ) ახორციელებს ამ დებულებითა და საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ მის კომპენტეციაში შემავალ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 4🔗. სამმართველოს სტრუქტურა 1. სამმართველო წარმოდგენილია შემდეგი სტრუქტურით: ა) უფროსი; ბ) მრჩეველი – 3; გ) საწარმოო უბნები, რომელთა საშტატო განრიგი განისაზღვრება ცალკეული უბნების სპეციფიკიდან გამომდინარე. 2. საწარმოო უბნების წესდებას შეიმუშავებს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი და ამტკიცებს მინისტრი. 3. საწარმოო უბნები იქმნება და უქმდება მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 5🔗. სამმართველოს ქონება სამმართველოს არ გააჩნია საკუთარი ქონება ძირითადი, საბრუნავი და სხვა მატერიალური ფასეულობების სახით.     მუხლი 6🔗. სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანა, ფუნქციონირების შეჩერება 1. სამმართველოს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით. 2. სამმართველოს ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. დანართი №3 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს საწარმოო უბნის სანიმუშო წ ე ს დ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „საწარმოო უბანი” წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულს. 2. საწარმოო უბნის იურიდიული მისამართია – – – – – – – – – – – – – 3. საწარმოო უბანი იქმნება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 2🔗. საწარმოო უბნის იურიდიული სტატუსი 1. საწარმოო უბანს, როგორც საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულს, აქვს განცალკევებული ქონება, რომელიც მას გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონებიდან მინიტრის ბრძანებით, სარგებლობის უფლებით. 2. საწარმოო უბანს გააჩნია: დამოუკიდებელი ბალანსი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილია, ბეჭედი და შტამპი.     მუხლი 3🔗. საქმიანობის საგანი და მიზნები 1. საწარმოო უბნის შექმნის მიზანია: ა) მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი შრომითი უზრუნველყოფა; ბ) “პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლით დადგენილი წესით სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციასთან ერთად შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა; გ) წარმოებული პროდუქციითა და მისი რეალიზაციით მიღებული შემოსავლით პატიმართა მოთხოვნილების დაკმაყოფილება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საწარმოო უბანი ახორციელებს: ა) მოთხოვნის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის საჭირო ინვენტარისა და პროდუქციის პრიორიტეტულ წარმობას; ბ) შეკვეთების საფუძველზე სახალხო მეურნეობის დარგებისათვის საჭირო პროდუქციის წარმოებას; გ) ფართო მოხმარების საქონლის წარმოებასა და რეალიზაციას, ყველა სახის საქმიანობას, რომელიც ნებადართულია კანონმდებლობით და შეიძლება განხორციელდეს პატიმართა დასაქმების მიზნით; დ) საწარმოო უბნები ეკონომიკურ საქმიანობას წარმართავს ძირითადად სასჯელაღსრულების დაწესებულებათა დაცული ტერიტორიების შიგნით. ამ ტერიტორიების გარეთ მსჯავრდებულთა გამოყენების წესს განსაკუთრებულ შემთხვევაში განსაზღვრავს მინისტრი.     მუხლი 4🔗. საწარმოო უბნის ხელმძღვანელობა 1. საწარმოო უბნის ხელმძღვანელობას ახორციელებს საწარმოო უბნის უფროსი, რომელსაც საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის წარდგენით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი; 2. საწარმოო უბნის უფროსი ვალდებულია საწარმოს საქმიანობა წარმართოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. საშტატო განრიგს შეიმუშავებს საწარმოო უბნის უფროსი, ათანხმებს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტთან და ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. 4. საწარმოო უბნის უფროსის მოადგილეს (მოადგილეებს) და თანამდებობის პირებს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოსთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს საწაროო უბნის უფროსი.     მუხლი 5🔗. წარმომადგენლობა 1. საწარმოო უბნის წარმომადგენლობა ეკისრება მის უფროსს. იგი წარმოადგენს საწარმოო უბანს მესამე პირებთან ურთიერთობაში. მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოსთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამზადებს და დებს გარიგებებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საწარმოო უბნის უფროსი ამუშავებს გამოსაშვები პროდუქციის საპროგნოზო მოცულობებს სახეობების მიხედვით და ათანხმებს მას მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოსთან. 3. საწარმოო უბნის უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში უბნის წარმომადგენლობა ეკისრება უბნის უფროსის მოდგილეს, ვიდრე დანიშნული იქნება საწარმოო უბნის ახალი უფროსი.     მუხლი 6🔗. იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებანი საწარმოო უბნის მართვის სფეროში 1. იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებებს იღებს შემდეგ საკითხებზე: ა) წლიური ანგარიშის დამტკიცება; ბ) სამეურნეო შედეგების გამოყენება; გ) უფროსის დანიშვნა-განთავისუფლება; დ) საწარმოო უბნის წესდების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა.     მუხლი 7🔗. საწრმოო უბნის ქონება, ფონდები, მოგებისა და ზარალის განაწილება 1. საწარმოო უბნის ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მინისტრის ბრძანებით გადაცემული აქვს ბალანსზე სარგებლობის უფლებით. 2. საწარმოო უბნის ქონება შედგება სამინისტროს მიერ საწარმოსათვის გადაცემული ძირითადი ფონდების, საბრუნავი საშუალებების და სხვა მატერიალური ფასეულობებისაგან, რომელთა ღირებულებაც ასახულია საწარმოო ბალანსზე. 3. საწარმოო უბნის ქონება იქმნება აგრეთვე მისი სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისაგან. 4. საწარმოო უბნის კვარტალური და წლიური მოგება მიემართება იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე და მისი განაწილების წესს განსაზღვრავს იუსტიციის სამინისტრო.     მუხლი 8🔗. ანგარიშგება 1. საწარმოო უბანი კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს იუსტიციის სამინისტროს. 2. სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს უფლება აქვს ჩაატაროს საწარმოო უბნის საწარმოო-საფინანსო საქმიანობის რევიზია. რევიზიის ჩატარების პერიოდულობა განისაზღვრება ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ. ნებისმიერი სახის შემოწმების ჩატარებისას არ უნდა დაირღვეს საწარმოო უბნის მუშაობის რიტმი.     მუხლი 9🔗. დავების გადაწყვეტა საწარმოო უბნის საქმიანობისას მესამე პირთან წარმოშობილი დავების გადაწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 10🔗. საწარმოო უბნის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია საწარმოო უბნის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი.