თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.02.2005
ძალის დაკარგვა 11.12.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.007101
გამოქვეყნების წყარო სსმ, 21, 22/02/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Dumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Dumbadze","sans-serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.5in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Dumbadze","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.101
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №80
2005 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯის წესდება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ალ. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯის წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯი (შემდგომში _ კოლეჯი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით და წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამას.
2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „განათლების შესახებ,” შესაბამისი საკანონმდებლო აქტებითა და წინამდებარე წესდებით.
3. კოლეჯი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა.
4. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა.
5. კოლეჯის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქუჩა №8.
მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. კოლეჯი მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო სპეციალური განათლების მქონე კვალიფიციური სპეციალისტები.
2. კოლეჯში განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება.
3. კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი მოიცავს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტს.
4. კოლეჯი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით.
5. კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო ფინანსირებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან. იგი ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ნებისმიერ საქმიანობას.
მუხლი 3🔗. საგანმანათლებლო პროცესი
1. კოლეჯის საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით.
2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
3. საგანმანათლებლო პროცესი კოლეჯში განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ”, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗. მართვის ორგანოები
1. კოლეჯის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.
2. კოლეჯის მართვის ორგანოებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) პედაგოგიური საბჭო.
მუხლი 5🔗. დაწესებულების ადმინისტრაცია. მისი უფლებამოსილება
1. კოლეჯის ადმინისტრაცია შედგება დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილის, მოადგილეების, საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსისა და კანცელარიის გამგისაგან.
2. კოლეჯის ადმინისტრაცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს კოლეჯის საქმისწარმოებას, ზედამხედველობს კოლეჯის წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებათა შესრულებას.
3. კოლეჯის ადმინისტრაცია:
ა) დირექტორის დავალებით შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის სასწავლო-აღმზრდლობით და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ პროექტებს;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის, დაწესებულების წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად წარმართავს საქმისწარმოებასა და ბუღალტერიას;
გ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს კოლეჯის არასაბიუჯეტო საფინანსო რესურსების ხარჯთაღრიცხვის პროექტს;
დ) ამზადებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს წლიური ანგარიშის პროექტს;
ე) ახორციელებს კოლეჯის წესდებითა და დირექტორის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო
1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის დაწესებულების მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნის, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება „განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, კანონქვემდებარე აქტებითა და ამ წესდებით.
2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს დაწესებულების სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობასა და არდადეგების გრაფიკს.
4. პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების პედაგოგთა მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან, რომელთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს.
5. პედაგოგიური საბჭო წესდებით განსაზღვრული წესითა და რაოდენობით წარადგენს თავის წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) დაწესებულების სამეურვეო საბჭოში.
6. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებულთაგან.
7. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს დაწესებულების ყველა პედაგოგი.
მუხლი 7🔗. კოლეჯის დირექტორი
1. დირექტორი არის დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი ხელმძღვანელობს დაწესებულების მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში.
2. კოლეჯის დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. დირექტორი უფლებამოსილია გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, იგი ხელშეკრულების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თანამშრომლებს. დირექტორი პედაგოგიური საბჭოსთან ერთად ადგენს დადგენილი წესის შესაბამისად პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გავლის გრაფიკს.
4. დირექტორი უფლებამოსილია, პედაგოგიური საბჭოს თანხმობით, დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებებთან.
5. „განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და დაწესებულებების წესდებით განსაზღვრულ ფარგლებში დირექტორი გამოსცემს განკარგულებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად მასში მითითებული პირისათვის.
6. კოლეჯის დირექტორი პასუხისმგებელია კოლეჯის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.
7. კოლეჯის დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინაშე.
მუხლი 8🔗. კოლეჯის პედაგოგები
1. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები.
2. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას.
3. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება:
ა) შესასრულებული სამუშაო და მისი შესრულების პირობები;
ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის;
გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.
4. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით.
5. კოლეჯის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემოქმედებით წინსვლაში.
6. კოლეჯის ყველა მუშაკი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
გ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;
დ) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა, მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;
ე) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით.
7. პედაგოგს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა;
ბ) აირჩიოს სწავლისა და აღზრდის მეთოდები მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს კოლეჯის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;
დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.
მუხლი 9🔗. კოლეჯის მოსწავლეები
1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პროფესიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესასწავლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება სასწავლებელში.
2. კოლეჯში მოსწავლეები მიიღებიან 15 წლის ასაკიდან.
2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგილების დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პირობებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ადგენს პედაგოგიური საბჭო.
3. კოლეჯში ჩარიცხვისას მოსწავლეს, მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება:
ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების სახე და მისი განხორციელების პირობები;
ბ) განათლების მიღების ფორმა;
გ) საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შესრულების პირობები;
დ) ორივე მხარის პასუხსმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
4. მოსწავლეს უფლება აქვს:
ა) აირჩიოს პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) მოითხოვოს თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა;
გ) თავისუფლად გამოთქვას აზრი;
დ) დაეუფლოს დამატებით, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს;
ე) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწეოდეს თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას.
5. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:
ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფლონ არჩეულ პროფესიას;
ბ) დაიცვან კოლეჯის შინაგანაწესი;
გ) პატივი სცენ თანატოლებს, პედაგოგებსა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს;
დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი;
ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები, მათ შორის, გარიცხვა.
მუხლი 10🔗. კოლეჯის სამეურვეო საბჭო
1. კოლეჯში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის, რაციონალური გამოყენების განკარგვისა და კონტროლის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. სამეურვეო საბჭო შედგება არანაკლებ სამი და არა უმეტეს შვიდი წევრისაგან, რომელსაც ირჩევს კოლეჯის პედაგოგიური საბჭო.
3. სამეურვეო საბჭო აირჩევა 3 წლის ვადით.
4. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
მუხლი 11🔗. კოლეჯის ქონება
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კოლეჯს სახელმწიფოს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.
2. კოლეჯი მისთვის გადაცემულ ქონებას განკრგავს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗. კოლეჯის დაფინანსება
1. კოლეჯი ფინანსდება ცენტრალური (ადგილობრივი) ბიუჯეტიდან და ყველა იმ წყაროდან, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს კანონები „განათლების შესახებ”, „საჯარო სასამართლოს იურიდიული პირის შესახებ” და მოქმედი კანონმდებლობა.
2. დაწესებულებას შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიზიდოს და განკარგოს არასაბიუჯეტო ფინანსები. კოლეჯი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად იჯარით გასცეს ის ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ნორმატივებს.
3. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულების საბიუჯეტო სახსრებს განკარგავს დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია მის მიზნობრივ ხარჯვაზე.
მუხლი 13🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.
4. კოლეჯი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის დირექტორის არამართლზომიერი აქტი.
6. კოლეჯი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.
მუხლი 14🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი
1. კოლეჯის წესდებაში ცვლილებათა პროექტს ერთობლივად შეიმუშავებს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან:
ა) კოლეჯის დირექტორი (ან მის მიერ დანიშნული ერთი წარმომადგენელი);
ბ) პედაგოგიური საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს მიერ დანიშნული თითო წარმომადგენელი.
2. დირექტორი ვალდებულია სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი პროექტი წარუდგინოს პედაგოგიურ საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს. თუ დირექტორი არ ეთანხმება პედაგოგიური საბჭოსა და/ან სამეურვეო საბჭოს მიერ წერილობით გამოთქმულ შენიშვნებს, იგი ვალდებულია პედაგოგიურ საბჭოსა და/ან სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები.
3. პედაგოგიურ საბჭოსა და/ან სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დირექტორი ვალდებულია წესდების პროექტი პედაგოგიურ საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს დასკვნისა და თავისი მოსაზრებების თანხლებით დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
მუხლი 15🔗. კოლეჯის შექმნა და ლიკვიდაცია
1. დაწესებულება იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
2. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.