"მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესის" შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 02.07.1999
ძალის დაკარგვა 28.02.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(2).003.000656
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 34(41), 20/07/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
"მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესის" შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.9pt 1.0in 62.9pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.656
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება №43
1999 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
"მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესის" შესახებ
"საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის № 145 ბრძანებულების "საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ" საფუძველზე რეგულარულ საავტობუსო მარშრუტებზე მგზავრთა მომსახურების პირობებისა და გადაზიდვის სატრანსპორტო პროცესების მოწესრიგების მიზნით:
1. დამტკიცდეს მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის თანდართული წესი;
2. "მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესი" ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი
სახელმძღვანელო დოკუმენტი
საავტომობილო ტრანსპორტში
მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სდ 200522344-00-99
შემოღებულია ................... 1999 წ.
მუხლი1. გამოყენების სფერო. ზოგადი დებულებანი
1. მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესი (შემდგომში – წესი) აწესრიგებს ქვეყანაში რეგულარულ საავტობუსო მარშრუტებზე გადამზიდავების კონკურსით შერჩევისა და კონკურსის ჩატარების ორგანიზაციულ საკითხებს, კონკურსში მონაწილეთა შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის პირობებს.
2. წესი ვრცელდება იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, რომელნიც სამგზავრო საავტომობილო ტრანსპორტით ახორციელებენ ან სურვილი აქვთ განახორციელონ მგზავრთა გადაყვანა.
3. წესის აღსრულებისას ურთიერთობის სუბიექტები არიან: გადამზიდავი, მეწარმენი, რომელნიც ქმნიან რესურსს სამგზავრო-საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად; სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები.
4. წესით რეგულირებად ურთიერთობათა ობიექტია რეგულარული სამარშრუტო ქსელი.
5. რეგულარულ მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევა ხდება კონკურსის წესით.
6. კონკურსის მოწყობის მიზანია:
ა) ქვეყნის მოსახლეობის სამგზავრო ავტოტრანსპორტით მომსახურების ოპტიმალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად სახელმწიფო რეგულირება;
ბ) ავტოსატრანსპორტო ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა;
გ) მგზავრთა გადაყვანის პროცესში გადამზიდავის მიერ ტექნიკურ-საექსპლუატაციო ნორმებისა და წესების დაცვა;
დ) მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ე) შესრულებული სატრანსპორტო სამუშაოს აღრიცხვა და ანგარიშსწორების უზრუნველყოფა.
7. კონკურსის ორგანიზატორები არიან: საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მარშრუტებზე – საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი, საქალაქო მარშრუტებზე – ადგილობრივი მმართველობის ორგანოები.
8. კონკურსში მონაწილეობის გადასახადი გამოიყენება კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული და ტექნიკური ხარჯების დასაფარავად.
მუხლი 2🔗. ტერმინები და ცნებები
1. გადამზიდავი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. რეგულარული მარშრუტი – მარშრუტი, რომელზეც მგზავრთა გადაყვანა და ბარგის გადატანა ხორციელდება დადგენილი მოძრაობის განრიგით და ტარიფით.
3. მომსახურების პარიტეტული პრინციპი – რეგულარულ მარშრუტზე კიდური პუნქტებიდან თანაბარი ოდენობის რეისების მომსახურება.
4. მარშრუტი – დადგენილ პუნქტებს შორის, გზაზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სვლაგეზი.
5. რეგულარული მარშრუტი – მარშრუტი, რომელზეც სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლა წარმოებს მოძრაობის განირიგის შესაბამისად.
6. მოძრაობის განრიგი – მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლის პერიოდულობისა და დროის მაჩვენებელი წინასწარ დადგენილი თანამიმდევრობა, დამტკიცებული შესაბამისი ორგანოების მიერ არსებული წესით.
7. რეისი – მარშრუტის საწყისი პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე შესრულებული გადაადგილება.
მუხლი 3🔗. კონკურსის ორგანიზაციისა და ჩატარების წესი
1. რეგულარული საავტობუსო მარშრუტის მომსახურების უფლების მოსაპოვებლად გადამზიდავის შერჩევა ხდება კონკურსის წესით.
2. კონკურსი მარშრუტზე ტარდება ხუთ წელიწადში ერთხელ.
3. ქვეყანაში კონკურსის ჩატარების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ცენტრალური საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ბრძანებით, დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლობით, არსებული წესით.
4. ცენტრალური საკონკურსო კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ტერიტორიული საკონკურსო კომისიების მუშაობის კოორდინაცია;
ბ) მეთოდური სახელმძღვანელო დებულებებისა და ინსტრუქციების შემუშავება;
გ) კონკურსში მონაწილეთა საჩივრების განხილვა;
დ) კონკურსის ჩატარების დროს გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში შედეგების გაუქმება.
5. ცენტრალური საკონკურსო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სათანადო ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.
6. ცენტრალური საკონკურსო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების უმრავლესობით.
7. ცენტრალური საკონკურსო კომისიის სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრათა 2/3 -ზე მეტი.
8. საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მარშრუტებზე გადამზიდავების შესარჩევი კონკურსების მოწყობის ორგანიზაციული და ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებთან შეთანხმებით იქმნება ტერიტორიული საკონკურსო კომისიები საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
9. საქალაქო მარშრუტებზე გადამზიდავების შესარჩევი კონკურსების მოწყობის ორგანიზაციული და ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად იქმნება ადგილობრივი კომისიები ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ.
10. ტერიტორიული საკონკურსო კომისია ხელმძღვანელობს ამ წესით და ცენტრალური კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით.
11. კონკურსის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ტერიტორიული და ადგილობრივი საკონკურსო კომისია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აქვეყნებს განცხადებას კონკურსის ჩატარებისა და პირობების შესახებ.
12. კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებით უნდა გამოქვეყნდეს:
ა) მარშრუტის დასახელება და მგზავრთა ნაკადი დროის განსაზღვრულ მონაკვეთში;
ბ) კონკურსის ჩატარების თარიღი და ადგილი;
გ) კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი;
დ) განაცხადის მიღების ბოლო ვადა;
ე) კონკურსში მონაწილეობის საფასური და მისი გადახდის წესი;
ვ) საკონკურსო კომისიის სრული მისამართი.
13. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს გადამზიდავს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის შესაბამისობის სერტიფიკატი.
14. კონკურსის ყველა მონაწილე სარგებლობს თანაბარი უფლებით.
15. კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა ნიშნავს კონკურსის წესების აღიარებას.
16. გადამზიდავს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა ერთდროულად რამდენიმე მარშრუტის კონკურსში, თუ იგი ფლობს ან განკარგავს სათანადო რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებებს.
17. კონკურსში დაიშვება გადამზიდავი, რომელიც დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს:
ა) განაცხადის და სხვა აუცილებელი დოკუმენტების საკონკურსო კომისიაში წარდგენას დადგენილ ვადაში;
ბ) კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდას მოქმედი წესით.
18. კონკურსში მონაწილეობისათვის გადამზიდავი იხდის საფასურს, რომელსაც განსაზღვრავს საკონკურსო კომისია (ტერიტორიული, ადგილობრივი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
19. კონკურსში მონაწილეებისათვის გადახდილი თანხა გადამზიდავებს უკან არ უბრუნდებათ, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა იგი მონაწილეობას კონკურსში.
მუხლი 4🔗. გადამზიდავის შეფასების კრიტერიუმები
1. მარშრუტის მომსახურების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება:
ა) დაბალი ფასი – 10 ქულა
ბ) საშუალო ფასი – 5 ქულა
გ) მაღალი ფასი – 1 ქულა
2) საქმიანობის წარმოების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დონე;
ა) კარგი – 7-10 ქულა
ბ) საშუალო – 3-6 ქულა
გ) დამაკმაყ. – 1-2 ქულა
3. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებების საერთო მახასიათებლები:
ა) კარგი – 7-10 ქულა
ბ) საშუალო – 3-6 ქულა
გ) დამაკმაყ. – 1-2 ქულა
4. საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფის ინტელექტუალური პოტენციალი:
ა) მაღალი – 10 ქულა
ბ) საშუალო – 5 ქულა
გ) დაბალი – 1 ქულა
მუხლი 5🔗. კონკურსის შედეგების გაფორმება
1. კონკურსის შედეგები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
2. კონკურსში გამარჯვებულად ითვლება ის გადამზიდავი, რომელიც მეტ ქულებს დააგროვებს.
3. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გადამზიდავს, რომელიც:
ა) წარმოადგენს დაბალ ფასს;
ბ) ფლობს ახალ სატრანსპორტო საშუალებებს;
გ) წარმოადგენს მომსახურების უკეთეს პირობებს.
4. კონკურსის შედეგები ცხადდება საჯაროდ.
5. კომისიის საოლქო გადაწყვეტილების საფუძველზე, კონკურსში გამარჯვებულ გადამზიდავს ეძლევა დადგენილი ნიმუშის:
ა) "ნებართვა" – ხელშეკრულება", რომლითაც განისაზღვრება გადამზიდავის უფლებამოსილება მარშრუტის მომსახურების შესახებ და საქმიანობის განსაკუთრებული პირობები;
ბ) ფირნიშები – თითოეული სატრანსპორტო საშუალებისათვის მოთხოვნის შესაბამისად;
გ) მარშრუტის პასპორტი.
6. ფირნიშანის დაკარგვის, დაზიანების, სატრანსპორტო საშუალების შეცვლის და ა.შ. მოთხოვნის შესაბამისად, გადამზიდავს ეძლევა ახალი ფირნიშანი არსებული წესით.
7. პირობების სისტემატური შეუსრულებლობისათვის გადამზიდავი იხსნება მარშრუტის მომსახურებიდან და მარშრუტზე ცხადდება ხელახალი კონკურსი.
8. გადამზიდავს, რომელსაც ჩამოერთმევა "ნებართვა-ხელშეკრულება", ეკრძალება კონკურსებში მონაწილეობა 5 წლის ვადით.
9. მარშრუტზე კონკურსის ჩატარებამდე ფორმდება დროებითი ხელშეკრულება მომდევნო ადგილზე გასულ გადამზიდავთან, ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, საჭირო რაოდენობის ინდივიდუალურ გადამზიდავებთან სათანადო პირობებით.
მუხლი 6🔗. ვალდებულებანი და უფლებები
1. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები ვალდებულნი არიან:
ა) ჩაატარონ რეგულარულ საავტობუსო მარშრუტებზე გადამზიდავების შესარჩევი კონკურსები ორგანიზებულად;
ბ) შესაბამისი საკონკურსო კომისიის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გასცენ კონკურსში გამარჯვებულ გადამზიდავზე დადგენილი ნიმუშის "ნებართვა-ხელშეკრულება", ფირნიშები და მარშრუტის პასპორტი;
გ) გადამზიდავების ურთიერთობათა სუბიექტები უზრუნველყოს სატრანსპორტო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციით ნორმატიული აქტებისა და სხვა სახელმძღვანელო მასალების შესახებ;
დ) გაუწიონ საკონსულტაციო მომსახურება ურთიერთობათა სუბიექტებს გადაზიდვების საკითხებთან დაკავშირებით;
ე) დაიცვან გადამზიდავის ინტერესები სატრანსპორტო ბაზარზე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
2. გადამზიდავი ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) სატრანსპორტო პროცესის განხორციელება "საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესებისა" და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ბ) მარშრუტზე დადგენილი რეისების შესრულება განრიგების შესაბამისად;
გ) თითოეული სატრანსპორტო საშუალების აღჭურვა დადგენილი ნიმუშის ფირნიშანით;
დ) სატრანსპორტო პროცესის განხორციელება არა უმეტეს 65 წელზე მეტი წლოვანების მძღოლებით;
ე) მგზავრის უფლებების დაცვა;
ვ) შესრულებული სატრანსპორტო სამუშაოს აღრიცხვა და ანგარიშსწორება;
ზ) შემმოწმებლისათვის ხელის შეწყობა.
3. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილნი არიან:
ა) განახორციელონ კონტროლი დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე;
ბ) პირობების დარღვევისათვის გააუქმონ და ჩამოართვან გადამზიდავს შესაბამისი საბუთი.
4. გადამზიდავი უფლებამოსილია მოითხოვოს:
ა) მისთვის მინიჭებული უფლებების დაცვა;
ბ) დეპარტამენტიდან ან მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფიდან მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია;
გ) ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით წარმოქმნილი გაუგებრობის შემთხვევაში მიმართოს დეპარტამენტს.
მუხლი 7🔗. კონტროლი
1. კონტროლს წესების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა, ტერიტორიული და ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების შესაბამისი ქვედანაყოფები, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.