საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 18.01.2001
ძალის დაკარგვა 30.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010110000.11.106.004606
გამოქვეყნების წყარო სსმ, 7, 23/01/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 27.02.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 49.6pt 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.11.106.004.606
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №26
2001 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს 1993 წლის 25 მარტის ორგანული კანონის 26-ე, 28-ე და 29-ე მუხლების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ია ანთაძე – ჟურნალ “არილის” სარედაქციო საბჭოს წევრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი;
გ) დავით პაიჭაძე – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ენების კათედრის თანამშრომელი;
დ) სოზარ სუბელიანი – რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი;
ე) დავით დარჩიაშვილი – საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი;
ვ) დავით უსუფაშვილი – ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელი ჯგუფის წევრი;
ზ) ზურაბ ეზუგბაია – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი.
2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თანდართული დებულება.
3. მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტმა (ზ. ეზუგბაია) უზრუნველყოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომების მოწვევისა და საქმიანობის ორგანიზება.
4. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ი. ოქრუაშვილს.
5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 4 მარტის №4/36 დადგენილება “საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შესახებ”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნის, ორგანიზაციისა და მუშაობის წესს, აგრეთვე ადგენს მის კომპეტენციას.
2. ეს დებულება შემუშავებულია “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და “საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულების შესაბამისად.
3. კომისია შექმნილია “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 26-ე, 28-ე და 29-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქედ მიღებისა და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველ პირთა მიერ სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კანონმდებლობის დადგენილ ფარგლებში ცოდნის შესაფასებლად.
4. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრით. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
თავი II
კომისიის მუშაობის ორგანიზაცია
5. კომისიის სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
6. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
7. კომისიის სხდომები მოიწვევა პერიოდულად, საჭიროების შემთხვევაში. კომისიის სხდომების მოწვევისა და მუშაობის ორგანიზაციას უზრუნველყოფს მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტი, მოქალაქეობის მიღებისა და აღდგენის საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და მათი წინასწარი განხილვის ვადების გათვალისწინებით.
8. კომისიის სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომის მოწვევის დრო და სხდომის დღის წესრიგი წინასწარ ეცნობებათ კომისიის წევრებს.
9. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრების ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
10. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც არ შედის კომისიის შემადგენლობაში. კომისიის სხდომის მდივნის მოვალეობებს ასრულებს მოქალაქეობრივი მდგომარეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტის სპეციალურად გამოყოფილი მოხელე. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმებისა და სხვა მასალების სწორად წარმოებაზე.
11. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
12. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების ფორმით. კომისიის დადგენილებაში აღინიშნება დადგენილების მიღების თარიღი, რიგითი ნომერი, საფუძველი და გადაწყვეტილების შინაარსი. კომისიის დადგენილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.
თავი III
კომისიის კომპეტენცია
13. კომისიის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს კანონმდებლობის ცოდნის საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად საჭირო მოთხოვნების შემუშავება;
ბ) საქართველოს ისტორიისა და კანონმდებლობის ცოდნის დონის შესამოწმებელი ტესტების დადგენა და დამტკიცება; ტესტების განახლების, გამოცვლისა და დაცულობის წესის დადგენა;
გ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირთა ცოდნის დონის შემოწმება და შეფასება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კანონმდებლობის სფეროში;
დ) განმეორებითი გამოცდების დანიშვნა;
ე) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირთათვის მეთოდური დახმარების აღმოჩენა და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა დადგენილ ფარგლებში სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კანონმდებლობის შესწავლის პროცესში;
მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
თავი IV
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირთა ცოდნის დონის შემოწმების წესი
14. სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს კანონმდებლობის დადგენილ ფარგლებში ცოდნის შეფასების მიზნით დაინტერესებული პირის შემოწმება ტარდება ტესტირებისა და ზეპირი გამოკითხვის ფორმით.
15. დაინტერესებული პირის სახელმწიფო ენის ცოდნის შესამოწმებლად:
ა) დაინტერესებულმა პირმა სახელმწიფო ენაზე უნდა ისაუბროს შემდეგ თემატიკაზე – “ჩემი ოჯახი”, “ჩემი საქმიანობა”, “საქართველო” (კომისიის თანხმობით დასაშვებია თავისუფალ თემაზე საუბარიც);
ბ) დაინტერესებულმა პირმა უნდა პირადად დაწეროს ავტობიოგრაფია (ერთი გვერდის მოცულობით).
16. საქართველოს ისტორიისა და საქართველოს კანონმდებლობის დადგენილ ფარგლებში ცოდნის შემოწმება კომისიის მიერ ხდება წინასწარ შემუშავებული ტესტების საფუძველზე. საქართველოს ისტორიისა და კანონმდებლობის ცოდნის დონის შესამოწმებელ ტესტებს ადგენს, განიხილავს და ამტკიცებს კომისია. ტესტები არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და მათი გამოქვეყნება ტესტირების დასრულებამდე დაუშვებელია. ტესტების პერიოდულად განახლების, გამოცვლისა და დაცულობის წესს ადგენს კომისია.
17. კომისიის თითოეულ წევრს უფლება აქვს დაინტერესებულ პირს დაუსვას დამატებითი შეკითხვები.
18. დაინტერესებული პირის ცოდნის დონის შემოწმების შედეგად კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებათაგანს:
ა) ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ცოდნის დონე არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს.
19. ამ დებულების მე-18 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს დაუნიშნოს განმეორებითი გამოცდა არა უმეტეს სამი თვის ვადაში (ამასთან, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებული შესაბამისი განცხადების განხილვისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარჩენილ ნაწილს). განმეორებითი გამოცდის შესახებ გამოცდის თარიღის მითითებით უნდა აღინიშნოს კომისიის დადგენილებაში.
20. კომისიის დადგენილება დაინტერესებული პირის ცოდნის დონის საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დაერთვის დაინტერესებული პირის პირად საქმეს.
21. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირის დასწრება კომისიის სხდომაზე სავალდებულოა.
22. სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს კანონმდებლობის ცოდნის საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად საჭირო მოთხოვნებს კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
თავი V
დასკვნითი დებულებები
23. კომისიის სხდომის ოქმები, დადგენილებები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
24. ამ დებულებაში და კომისიის შემადგენლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.