⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.05.2006)
გაუქმებულია:

"სასამართლო აღმასრულებლობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის" დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.07.1999
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №50&2
სარეგისტრაციო კოდი 000000410.01(2).003.000657
გამოქვეყნების წყარო სსმ, 35(42), 24/07/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,470 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.07.1999 მიღება
08.05.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

"სასამართლო აღმასრულებლობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის" დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 44.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                    410.012.003.657 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №50 §2 1999 წლის 8 ივლისი ქ. თბილისი "სასამართლო აღმასრულებლობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის" დამტკიცების შესახებ "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: დამტკიცდეს "სასამათლო აღმასრულებლობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი (დანართი №1). ჯ. ხეცურიანი სასამართლო აღმასრულებლობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების, სკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. სასამართლო აღმასრულებლობის საკვალიფიკაციო გამოცდის საფუძველი და მიზნები 1. "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და ამ წესის შესაბამისად ტარდება სასამართლო აღმასრულებლობის საკვალიფიკაციო გამოცდა. 2. საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანია კვალიფიციური იურისტების შერჩევა შემდგომში სასამართლო აღმასრულებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 3. საკვალიფიკაციო გამოცდამ უნდა განსაზღვროს შესწევს თუ არა გამოსაცდელ პირს (კანდიდატს) უნარი პრაქტიკულად გამოიყენოს თეორიული ცოდნა და მიუსადაგოს იგი ცხოვრებისეულ რეალობას.     მუხლი 2🔗. გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები აღმასრულებლობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს ოცდაერთი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.     მუხლი 3🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის მომზადების სამდივნო 1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე, საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის, შესაბამისად აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების სააღსრულებო სამსახურების უფროსების ბრძანებით იქმნება გამოცდების მომზადების სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). 2. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსრულველებს განცხადება შეაქვთ სამდივნოში. სამდივნოს მუშაობას ხელმძღვანელობს სააღსრულებო სამსახურის აპარატის მოხელე, რომელსაც ნიშნავს სამსახურის უფროსი. 3. სამდივნოს ევალება გამოცდების მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება. 4. გამოცდის დამთავრებისა და გამოცდის შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო არსებობას წყვეტს.     მუხლი 4🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნა 1. სასამართლო აღმასრულებლების საკვალიფიკაციო გამოცდას ნიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2. საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, რომლის საფუძველზეც შესაბამისი განცხადება გამოცდის ჩატარებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.     მუხლი 5🔗. გამოცდაზე დასაშვებად საბუთების მიღება 1. საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით განცხადებების მიღება იწყება გამოცდის ჩატარების თარიღის გამოცხადებიდან მეორე სამუშაო დღეს და მთავრდება გამოცდის ჩატარებამდე ხუთი დღით ადრე. დაგვიანებით შემოსული განცხადება არ მიიღება. 2. გამოცდის ჩაბარების მსურველმა სამდივნოში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის უფროსის სახელზე, გამოცდაზე დაშვების შესახებ; ბ) იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ავტობიოგრაფია; დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე. 3. გამოცდამდე 5 დღით ადრე თითოეულ კანდიდატს გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი ბეჭდით. საგამოცდო ბარათი წარმოადგენს პირის გამოცდაზე დაშვების დამადასტურებელ დოკუმენტს, სადაც აღინიშნება კანდიდატის სახელი და გვარი. 4. კანდიდატი, რომელიც დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს აღნიშნული წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს ან ისინი არ შეესაბამება დადგენილ წესს, იგი გამოცდაზე არ დაიშვება და მისი საბუთები არ მიიღება. თავი II საკვალიფიკაციო გამოცდა     მუხლი 6🔗. საკვალიფიკაციო გამოცდა 1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური ფორმით. 2. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება სახელმწიფო ენაზე. 3. გამოცდა ტარდება საკვალიფიკაციო - საგამოცდო პროგრამის მიხედვით.     მუხლი 7🔗. საკვალიფიკაციო-საგამოცდო საკითხთა პროგრამა 1. საკვალიფიკაციო-საგამოცდო საკითხთა პროგრამას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2. საგამოცდო პროგრამა უნდა გამოქვეყნდეს გამოცდის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე. 3. საქართველოს იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთაც დაევალებათ საგამოცდო ტესტების შედგენა.     მუხლი 8🔗. საგამოცდო ტესტი 1. საგამოცდო ტესტი შედგება ასი საკითხისაგან. 2. საგამოცდო ტესტის ყოველი საკითხი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი, აღწერილობითი ნაწილი, შეიცავს ფაქტობრივი, ცხოვრებისეული შემთხვევის აღწერას, ხოლო მეორე ნაწილი, ამ შემთხვევის სამართლებრივი გადაწყვეტის ოთხ შესაძლო ვარიანტს (პასუხს). გამოსაცდელის ამოცანაა, გამოიცნოს სწორი პასუხი და შემოხაზოს ამ პასუხის აღმნიშვნელი ანბანის ასო თვითონ ტექსტში და საგამოცდო ტესტის წინსართში, რომელიც ტესტს უძღვის წინ. 3. ტესტის ოთხი პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი, გამოსაცდელმა უნდა შემოხაზოს მხოლოდ ერთი პასუხი. თუ შემოხაზულია ერთზე მეტი პასუხი, მაშინ ტესტის ამოხსნა შეფასდება 0-ით. თუ არ არის შემოხაზული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნაც შეფასდება 0-ით. 4. შეფასება 0-ს დაიმსახურებს ტესტის ისეთი ამოხსნაც, როცა ტესტის პასუხი გადასწორებულია ან პასუხების შემოხაზვა ტექსტში და მის წინასართში არ ემთხვევა ერთმანეთს.     მუხლი 9🔗. ტესტის შეფასება 1. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით. 2. ტესტური გამოცდის მინიმალური შეფასება არის - 0, ხოლო მაქსიმალური შეფასებაა – 100.     მუხლი 10🔗. გამსვლელი ქულა ტესტური გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ გამოსაცდელმა ტესტურ გამოცდაში მოაგროვა 75 ან მეტი ქულა.     მუხლი 11🔗. საგამოცდო დრო 1. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა 6 ასტრონომიული საათი. დროის გადაცილების შემდეგ საგმოცდო კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელ პირს დაეწერება შეფასება – 0. 2. გამოსაცდელები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე. 30 წუთით ადრე გაფრთხილების შემდეგ არავის არა აქვს უფლება, დატოვოს საგამოცდო დარბაზი საგამოცდო ტესტის ჩაბარების გარეშე.     მუხლი 12🔗. საგამოცდო ტესტის დარიგების წესი 1. ტესტური გამოცდის დაწყების წინ ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია საგამოცდო ტესტი. 2. კონვერტის გახსნამდე თითოეული გამოსაცდელი ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი. თუ კონვერტი გახსნილია ან ლუქი დაზიანებულია, ან სხვაგვარად იწვევს ეჭვს კონვერტის მთლიანობა, გამოსაცდელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ვიდრე იგი დაიწყებდეს კითხვებზე პასუხის გაცემას, განაცხადოს ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მას მიეცემა ახალი ტესტი. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება.     მუხლი 13🔗. სავალდებულო ინსტრუქტაჟი ტესტური გამოცდის დაწყებამდე სააღსრულებო სამსახურის წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, წინსართის შევსების წესი და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის.     მუხლი 14🔗. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა 1. ტესტური გამოცდის განმავლობაში გამოსაცდელს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის გამოქვეყნებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0. 2. ტესტურ გამოცდაზე დაუშვებელია პირველ პუნქტში აღნიშნული მასალის, ასევე აუდიო და სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა.     მუხლი 15🔗. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმება 1. ტესტური გამოცდის შედეგად მიღებული პასუხები მოწმდება მოწვეული სპეციალისტის მიერ, საკვალიფიკაციო-საგმოცდო კომისიის წევრის თანდასწრებით, კომპიუტერის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით. 2. ტესტის გასწორების დროს დაცული უნდა იყოს როგორც გამოსაცდელების, ისე გამომცდელების ანონიმურობა: მოწვეული სპეციალისტისათვის და კომისიის წევრისათვის უცნობია, თუ ვის ნაშრომს ამოწმებს, ასევე გამოსაცდელებისათვის უცნობია, თუ ვინ გაასწორა მისი ნაშრომი. თავი III საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისია     მუხლი 16🔗. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შემადგენლობა 1. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიას (შემდგომში – კომისია) ქმნის საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე 5 დღით ადრე. 2. კომისიის შემადგენლობა ანონიმურია. 3. კომისიის შედეგები აისახება შესაბამის ოქმში.     მუხლი 17🔗. პრეტენზიების მიღება პრეტენზია მიიღება გამოცდის შეფასების გამოცხადების დღეს საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადების სამდივნოში. დაგვიანებული პრეტენზიები არ მიიღება. თავი IV გამოცდაზე გამოცხადების წესი და ზედამხედველობა გამოცდის მიმდინარეობაზე     მუხლი 18🔗. გამოცდაზე გამოცხადების დრო 1. გამოცდის დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე დილის 8 საათსა და 30 წუთზე. გამოსაცდელმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და საგამოცდო ბარათი. 2. პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და საგამოცდო ბარათის გარეშე გამოცხადებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება. 3. გამოსაცდელი დარბაზის კარები იხურება 9 საათზე და დაგვიანებული პირები გამოცდაზე არ დაიშვებიან.     მუხლი 19🔗. გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები გამოცდაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩაბარება. ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა გამოცდაზე გამოუცხადებლობის მოტივს.     მუხლი 20🔗. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი 1. საგამოცდო დარბაზში შესვლამდე გამოსაცდელები იღებენ ადგილის ბარათებს და ამ ბარათების ნომრის მიხედვით იკავებენ ადგილს საგამოცდო დარბაზში. 2. საგამოცდო დარბაზში ადგილის თითნებურად დაკავების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.     მუხლი 21🔗. საჯაროობა გამოცდების ჩატარებისას 1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას, საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე მეთვალყურეებად დაიშვებიან საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. 2. დაინტერესებულმა პირებმა გამოცდის ჩატარებამდე ათი დღით ადრე განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის უფროსს. მეთვალყურეები აკრედიტაციას გადიან საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადების სამდივნოში. 3. მეთვალყურეები საგამოცდო დარბაზში დაიკავებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. საგამოცდო პრცესში ჩარევის უფლება მათ არა აქვთ. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მეთვალყურე დათხოვილი იქნება საგამოცდო დარბაზიდან. თავი V საკვალიფიკაციო გამოცდები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში     მუხლი 22🔗. გამოცდის ჩატარების წესი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში 1. საკვალიფიკაციო გამოცდები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ტარდება "სასამართლო აღმასრულებლობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის" შესაბამისად. 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიები იქმნება წინამდებარე წესის შესაბამისად. 3. საკვალიფიკაციო გამოცდა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ტარდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილ დროს.