„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შიდა ბაზარზე სავალუტო სვოპ-ოპერაციების განხორციელების შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 22.02.2005
ძალის დაკარგვა 14.05.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 220010050.18.011.007106
გამოქვეყნების წყარო სსმ, 24, 01/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| FR= | SR |
| 1+ | R2 *D |
| № | შესასყიდი ლარების მოცულობა |
| შესასყიდი/გასაყიდი ლარების მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი (r1) (მძიმის მარჯვნივ მეასედი სიზუსტით) |
| განაცხადის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შიდა ბაზარზე სავალუტო სვოპ-ოპერაციების განხორციელების შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.75pt; margin-bottom:.0001pt; text-align:right; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-style:italic;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.75pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.25pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.18.011.007.106
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №40
2005 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შიდა ბაზარზე სავალუტო სვოპ-ოპერაციების განხორციელების შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2, 29-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შიდა ბაზარზე სავალუტო სვოპოპერაციების განხორციელების შესახებ.
2. დამტკიცდეს თანდართული დებულების №1, №2, №3, №4 და №5 დანართები.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შიდა ბაზარზე სავალუტო სვოპ-ოპერაციების განხორციელების შესახებ
1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება აწესრიგებს სავალუტო სვოპის პირობებს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს, აგრეთვე უცხოური ბანკების ფილიალებს (შემდგომში – კომერციულ ბანკებს) შორის.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან სვოპ-გარიგებებს დებს 1-დან 90 დღემდე ვადით.
3. სვოპის ტიპს, მოცულობის საერთო ლიმიტებს, ვადიანობას, აგრეთვე კომერციული ბანკის მიერ ლარის რესურსით სარგებლობისათვის მინიმალურ საპროცენტო განაკვეთს, ეროვნული ბანკისათვის ლარის რესურსით სარგებლობისათვის მაქსიმალურ პროცენტს და უცხოური ვალუტის რესურსით სარგებლობისათვის საპროცენტო განაკვეთს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია.
4. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიის მიერ დადგენილი პარამეტრების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა და მონეტარული პოლიტიკის სამმართველოს, სავალუტო სამმართველოსა და ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველოების წინადადებების საფუძველზე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი განსაზღვრავს კონკრეტულ აუქციონზე შესათავაზებელი სვოპის მოცულობას, რაც 16:00 საათამდე ეცნობება საკრედიტო კომიტეტს.
5. შეტყობინებას სვოპის აუქციონის გამართვის შესახებ (დანართი №1) საკრედიტო კომიტეტი როგორც დოკუმენტური, ისე ელექტრონული ფორმით აქვეყნებს აუქციონამდე ერთი დღით ადრე, 16:30 საათზე.
6. სვოპის აუქციონი ტარდება მრავალი ფასის მეთოდით, 12:30 საათზე.
7. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ CAMEL-ის (ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის, აქტივების ხარისხის, მენეჯმენტის, მოგება-შემოსავლიანობისა და ლიკვიდობის შეფასება) რეიტინგული სისტემით პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის მქონე ბანკს, რომელსაც ეროვნულ ბანკთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება (დანართი №2) და ჩართულია SWIFT-ის საერთაშორისო საანგარიშსწორებო სისტემაში.
2. ტერმინთა განმარტება
1. სავალუტო სვოპი – გარიგება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკს (უცხოური ბანკის ფილიალებს) შორის, სადაც ეროვნული ბანკი წინასწარ განსაზღვრული ვადით ყიდულობს უცხოურ ვალუტას ან ლარს კომერციული ბანკისაგან სპოტკურსით, მისი ფორვარდული კურსით უკან გაყიდვის პირობით.
2. უცხოური ვალუტა – აშშ დოლარი, ევრო.
3. გარიგების სპოტ-კურსი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გარიგების დღეს დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი უცხოური ვალუტის მიმართ.
4. გარიგების ფორვარდული კურსი – უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსი, რომლითაც მოხდება მისი გამოსყიდვა გარიგების ვადის გასვლის დღეს. ფორვარდული კურსი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
(
1+
R1 *D
)
FR=
SR
*
365
1+
R2 *D
360
სადაც:
FR არის გარიგების ფორვარდული კურსი, დამრგვალებული მძიმის შემდეგ ოთხ რიცხვამდე;
SR – გარიგების სპოტ-კურსი, დამრგვალებული მძიმის შემდეგ ოთხ რიცხვამდე;
R1 – ლარის რესურსით სარგებლობისათვის საპროცენტო განაკვეთი;
R2 – უცხოური ვალუტის რესურსით სარგებლობისათვის დადგენილი საპროცენტო განაკვეთი;
D – გარიგების ვადა.
5. გარიგების ვადა – სვოპ-გარიგების კალენდარული დღეების რაოდენობა.
6. სპოტ-დღე – სვოპ-გარიგების ვალუტირების დღე (T+1).
7. ფორვარდ-დღე – სვოპ-გარიგების დაფარვის დღე.
8. საჯარიმო განაკვეთი – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით (მუხლი 19🔗, პუნქტი 3) განსაზღვრული განაკვეთი.
9. მრავალი ფასის მეთოდი – აუქციონის ტიპი, როდესაც ყველა წარმატებული განაცხადი კმაყოფილდება წარმოდგენილი ფასით.
3. განაცხადების წარდგენის წესი
1. კომერციული ბანკები აუქციონის დაწყებამდე დადგენილი ფორმით წარმოადგენენ განაცხადებს ელექტრონული კავშირის მეშვეობით (დანართი №3), აუცილებელია აუქციონის დღესვე ანალოგიური განაცხადის წარმოდგენა დოკუმენტური ფორმით ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველოსათვის (დანართი №4).
2. თითოეულ კომერციულ ბანკს უფლება აქვს აუქციონში მონაწილეობა მიიღოს ერთი განაცხადითა და რამდენიმე ლოტით. ერთი განაცხადის მინიმალური მოცულობა შეადგენს 100 000 ლარს.
3. ერთი კომერციული ბანკის მიერ გაკეთებული განაცხადის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული სვოპის მოცულობას, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული განაცხადი გაუქმდება.
4. ეროვნული ბანკის სისტემაში შემოსული განაცხადი, ასევე ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკს შორის შემდგარი გარიგების პირობები შეცვლას არ ექვემდებარება და საბოლოოა.
4. საკრედიტო კომიტეტის მუშაობის წესი
1. აუქციონს ატარებს ეროვნული ბანკის საკრედიტო კომიტეტი.
2. საკრედიტო კომიტეტს სვოპის მომსახურე პროგრამაში შეჰყავს კონკრეტული სვოპის პარამეტრები და კომერციული ბანკების განაცხადები.
3. ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვის შემთხვევაში კომერციული ბანკებისაგან მიღებული განაცხადები ლაგდება მათში ლარის რესურსით სარგებლობისათვის შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთის (R1) კლების მიხედვით და კმაყოფილდება უდიდესი საპროცენტო განაკვეთით დაწყებული, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ განაკვეთამდე განსათავსებელი სახსრების მოცულობის მიხედვით.
4. ეროვნული ბანკის მიერ ლარის შესყიდვის შემთხვევაში კომერციული ბანკებისაგან მიღებული განაცხადები ლაგდება მათში ლარის რესურსით სარგებლობისათვის შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთის (R1) ზრდის მიხედვით და კმაყოფილდება უმცირესი საპროცენტო განაკვეთით დაწყებული, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიის მიერ დადგენილ მაქსიმალურ განაკვეთამდე შესასყიდი სახსრების მოცულობის მიხედვით.
5. თუ ერთნაირი საპროცენტო განაკვეთის მქონე განაცხადები მთლიანად არ დაკმაყოფილდა, განაცხადები კმაყოფილდება პროპორციულად.
6. აუქციონის დამთავრებისთანავე საკრედიტო კომიტეტი აუქციონის მონაწილე კომერციულ ბანკებს ელექტრონული და დოკუმენტური ფორმით უგზავნის ამონაწერებს (დანართი №5 ) აუქციონის შედეგების შესახებ.
7. საკრედიტო კომიტეტი ვალდებულია გააკონტროლოს აუქციონის მონაწილეების მიერ ამ დებულების პირობების დაცვა.
5. ანგარიშსწორება
1. ეროვნული ბანკის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის საფუძველია კომერციული ბანკისათვის საკრედიტო კომიტეტისაგან მიღებული ამონაწერი აუქციონის შედეგების თაობაზე.
2. ეროვნული ბანკი სვოპ-გარიგებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებს კომერციული ბანკის მიერ ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ.
3. ანგარიშსწორება ეროვნული ბანკის მიერ ლარების გაყიდვის შემთხვევაში:
ა) სპოტ-დღეს კომერციული ბანკის მიერ გადმორიცხული უცხოური ვალუტის ეროვნული ბანკის ანგარიშზე 16:00 საათამდე ასახვის შემთხვევაში ეროვნული ბანკი იმავე დღეს ჩარიცხავს გარიგებით გათვალისწინებულ თანხას კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში;
ბ) ფორვარდ-დღეს კომერციული ბანკის მიერ გადმორიცხული ლარის ეროვნული ბანკის ანგარიშზე 15:30 საათამდე ასახვის შემთხვევაში ეროვნული ბანკი იმავე დღეს ჩარიცხავს გარიგებით გათვალისწინებულ თანხას კომერციული ბანკის სავალუტო ანგარიშზე.
4. ანგარიშსწორება ეროვნული ბანკის მიერ ლარების შესყიდვის შემთხვევაში:
ა) სპოტ-დღეს კომერციული ბანკის მიერ გადმორიცხული ლარის ეროვნული ბანკის ანგარიშზე 16:00 საათამდე ასახვის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გადარიცხავს შესაბამის თანხას კომერციული ბანკის სავალუტო ანგარიშზე;
ბ) ფორვარდ-დღეს კომერციული ბანკის მიერ გადმორიცხული უცხოური ვალუტის ეროვნული ბანკის ანგარიშზე 15:30 საათამდე ასახვის შემთხვევაში ეროვნული ბანკი იმავე დღეს ჩარიცხავს გარიგებით გათვალისწინებულ ლარებს კომერციული ბანკის ანგარიშზე.
მუხლი 6🔗. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაკისრებული მოვალეობები
1. თუ სპოტ-დღეს კომერციული ბანკი სრულად არ გადარიცხავს გარიგებით გათვალისწინებულ თანხას ეროვნული ბანკის ანგარიშზე, იგი იხდის ჯარიმას დაგვიანებული თანხის 0.5% ოდენობით (ეროვნული ვალტით, შესაბამის დღეს მოქმედი ლარის გაცვლითი კურსით) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გარიგების ვადის განმავლობაში.
2. თუ ფორვარდ-დღიდან 1 დღის განმავლობაში კომერციული ბანკი გადაიხდის ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას, ეროვნული ბანკი დაარიცხავს ჯარიმას ერთ დღეზე დაუფარავი თანხის 0.5%-ის ოდენობით.
3. თუ კომერციული ბანკი ფორვარდ-დღიდან ერთი დღის გასვლის შემდეგ არ გადაიხდის საჭირო თანხას, ეროვნული ბანკი, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (მუხლი 70🔗) შესაბამისად, გამოიყენებს თავის უპირატეს და უპირობო უფლებას დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, ამასთან თანხის სრულ დაფარვამდე მოახდენს დაუფარავი თანხის 0.5%-ზე ჯარიმის გადახდევინებას.
4. კომერციული ბანკის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხისა და ჯარიმის სრულად გადახდისთანავე ეროვნული ბანკი გადაიხდის გარიგებით განსაზღვრულ თანხას.
5. თუ ეროვნული ბანკი არ გადაიხდის გარიგებით გათვალისწინებულ თანხას, ის იხდის ჯარიმას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაუფარავი თანხის 0,5%-ის ოდენობით.
დანართი №1
საქართველოს ეროვნული ბანკის შეტყობინება
სვოპის ჩატარების თაობაზე
„––“ –––––– 200– წელი
მოცულობა –
ტიპი –
ჩატარების თარიღი –
ჩატარების დრო –
სვოპის ვადა –
დღე –
ფორვარდ-დღე –
ლარის სპოტ-კურსი –
საპროცენტო განაკვეთი (r1) –
განაკვეთი (r2) –
ეროვნულ ბანკთან ანგარიშწორების განსახორციელებლად საჭირო რეკვიზიტები:
რეკვიზიტები უცხოური ვალუტით ანგარიშსწორებისათვის –
რეკვიზიტები ლარით ანგარიშსწორებისათვის –
საკრედიტო კომიტეტი
დანართი №2
ხელშეკრულება
ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკს შორის სავალუტო სვოპის განხორციელების შესახებ
ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ბანკი) მისი ვიცე-პრეზიდენტის ————— სახით და, მეორე მხრივ, კომერციული ბანკი, უცხოური ბანკის ფილიალები (შემდგომში – კონტრაგენტი) მისი მმართველის ———— სახით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
ხელშეკრულება ითვალისწინებს მონაწილე მხარეებს შორის სვოპ-ოპერაციის პერიოდულად შესრულებას, რომლის დროსაც ბანკი მიჰყიდის კონტრაგენტს ლარს ან უცხოურ ვალუტას და, შესაბამისად, ყიდულობს მისგან უცხოურ ვალუტას ან ლარს წინასწარ განსაზღვრული ვადით.
ყოველი ასეთი ოპერაცია განიხილება როგორც გარიგება და იგი ავალდებულებს თითოეულ მხარეს შეასრულონ მათ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო სვოპ-ოპერაციების შესახებ დებულებითა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
2. ხელშეკრულების პირობები
ბანკსა და კონტრაგენტს შორის სვოპ-გარიგება ითვლება დადებულად მას შემდეგ, რაც კონტრაგენტი გაიმარჯვებს აუქციონში და ბანკისაგან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (ან ფაქსით) მიიღებს აუქციონის შედეგებიდან ამონაწერს.
მხარეები იღებენ პასუხისმგებლობას იმ პირებისათვის, რომლებსაც აქვთ წვდომა ინფორმაციასა და კომპიუტერულ ტერმინალზე.
3. ბანკის ვალდებულებები
ბანკი ვალდებულია:
1. დადგენილი ფორმით გაუგზავნოს კონტრაგენტს შეტყობინება აუქციონის ჩატარებისა და მისი შედეგების შესახებ.
2. კონტრაგენტის მიერ სპოტ-დღეს ბანკის ანგარიშზე გარიგებით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში მოახდინოს ლარების ჩარიცხვა კონტრაგენტის საკორესპონდენტო ანგარიშზე.
3. თუ კონტრაგენტმა სპოტ-დღეს არ უზრუნველყო გარიგების პირობების შესრულება, დააჯარიმოს კონტრაგენტი გარიგების მოცულობის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4. თუ კონტრაგენტმა სპოტ-დღეს ბანკის ანგარიშზე ჩარიცხა გარიგებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, დააჯარიმოს კონტრაგენტი შეუსრულებელი თანხის 0.5%-ის ოდენობით.
5. ფორვარდ-დღეს კონტრაგენტის მიერ ბანკის ანგარიშზე თანხის სრულად ჩარიცხვის შემდეგ გადარიცხოს მის ანგარიშზე გარიგებით გათვალისწინებული თანხა.
6. ფორვარდ-დღიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში კონტრაგენტის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობისას დააკისროს ჯარიმა ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.5%-ის ოდენობით.
7. თუ კონტრაგენტი ფორვარდ-დღიდან ერთი დღის გასვლის შემდეგ არ შეასრულებს ვალდებულებებს, გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული უპირატესი უფლება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა (საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, მუხლი 70🔗);
8. კონტრაგენტის ანგარიშზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაგვიანებით ჩარიცხვისათვის გადაუხადოს კონტრაგენტს დაგვიანებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. კონტრაგენტის ვალდებულებები
კონტრაგენტი ვალდებულია:
1. უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო სვოპ-ოპერაციების შესახებ დებულებისა და ამ ხელშეკრულების პირობების დაცვა.
2. აუქციონზე წარმოადგინოს განაცხადის ელექტრონული ვერსია დებულების №2 დანართში ჩამოყალიბებული სტრუქტურის შესაბამისად.
3. აუქციონის დღესვე უზრუნველყოს ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი განაცხადის დოკუმენტური ფორმით წარმოდგენა.
4. აუქციონზე გამარჯვების შემთხვევაში სპოტ-დღეს უზრუნველყოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე გარიგებით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა.
5. ფორვარდ-დღეს უზრუნველყოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე გარიგებით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა.
6. ბანკის ანგარიშზე გარიგებით გათვალისწინებული თანხის არასრულად ჩარიცხვის შემთხვევაში უზრუნველყოს თანხისა და მასზე დარიცხული ჯარიმის სრულად გადახდა.
5. განსაკუთრებული პირობები
1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხიმგებლობისაგან, თუ მათი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი სახის გარემოებებით, რომლებიც წარმოიშობა მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით და მხარეების კონტროლს, ანუ ნებას არ ექვემდებარება.
2. ფორსმაჟორული მდგომარეობის შემთხვევაში მხარები დაუყოვნებლივ წერილობით ატყობინებენ ერთმანეთს ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზსა და მათი შესრულების მოსალოდნელ თარიღს.
3. ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება, თუ ფორსმაჟორული გარემოება გაგრძელდა 3 თვეზე მეტ ხანს.
4. წინამდებარე ხელშეკრულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარიგებები რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
5. მხარეთა შორის წარმოქმნილი ყველა სადავო საკითხი გადაწყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება სასამართლო წესით.
6. მხარეები აღიარებენ, რომ ინფორმაცია გარიგებების შესახებ, რომლებიც წინამდებარე ხელშეკრულებით წესრიგდება, კონფედენციალურია.
7. ხელშეკრულება შედგენილია ორ ცალად. ორივეს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს და ინახება მხარეებთან.
8. ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან.
9. ხელშეკრულება ფორმდება 1 წლის ვადით და დასაშვებია მისი ავტომატურად გაგრძელება, თუ ვადის დამთავრებამდე არა უგვიანეს 10 დღისა ერთ-ერთმა მხარემ არ მიიღო წერილობითი შეტყობინება ხელ-შეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.
„ბანკი“ „კონტრაგენტი“
ხელმოწერა ხელმოწერა
ბ.ა. ბ.ა.
დანართი №3
განაცხადი
საქართველოს ეროვნული ბანკის სვოპ-აუქციონში
მონაწილეობის მისაღებად
№
შესასყიდი ლარების მოცულობა
საპროცენტო განაკვეთი მძიმის მარჯვნივ მეასედი სიზუსტით
SUM
RATE
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
ჯამი:
0
ბანკის კოდი:
საკორესპონდენტო ანგარიში:
უცხოური ვალუტის ანგარიში:
საკონტაქტო ტელეფონი:
დანართი №4
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
საქართველოს ეროვნული ბანკის აუქციონში
მონაწილეობის მისაღებად
თარიღი
წარმოგიდგენთ სსკბ „---------------“ განაცხადს ეროვნული ბანკის სვოპ-აუქციონში მონაწილეობის მისაღებად.
შესასყიდი/გასაყიდი ლარების მოცულობა
საპროცენტო განაკვეთი (r1)
(მძიმის მარჯვნივ მეასედი სიზუსტით)
1.
2.
3.
4.
და ა.შ.
ჯამი:
ბანკის კოდი:
საკორესპონდენტო ანგარიში:
სავალუტო ანგარიში:
საკონტაქტო ტელეფონი:
ხელმოწერა: ბ.ა
დანართი №5
ამონაწერი სსკბ „----------------“თვის
აუქციონის შედეგებიდან
აუქციონზე წარმოდგენილი განაცხადების მოცულობა –
შემდგარი გარიგებების საერთო მოცულობა –
აუქციონზე დაკმაყოფილებული საპროცენტო განაკვეთები:
მინიმალური –
მაქსიმალური –
აუქციონზე დაუკმაყოფილებელი საპროცენტო განაკვეთები –
სსკბ „---------------“ დაკმაყოფილებული განაცხადები:
განაცხადის მოცულობა
საპროცენტო განაკვეთი
თქვენ მიერ სპოტ-დღეს ეროვნული ბანკის ანგარიშზე გადასარიცხი უცხოური ვალუტის ოდენობა –
ფორვარდ-დღეს ეროვნული ბანკის ანგარიშზე გადასარიცხი ლარების ოდენობა –
ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის ანგარიში –
ეროვნული ბანკის სალარე ანგარიში –
საკრედიტო კომიტეტი