საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 03.08.1999
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №221
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).003.000713
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 38(45), 05/08/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 37.9pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.003.713
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №221
1999 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-19, 29-36-ე, 81-87-ე და 113-120-ე მუხლების შესაბამისად ვბრძანებ:
დამტკიცებულ იქნეს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, მოხელეთა რეზერვის ფორმირებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულება.
დებულება თან ერთვის.
ჯ. ხეცურიანი
იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, მოხელეთა რეზერვის ფორმირებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
წინამდებარე დროებითი დებულება შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, მოხელეთა რეზერვის ფორმირებისა და საკონკურო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს და განკუთვნილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემისათვის.
თავი II
საკონკურო-საატესტაციო კომისია
მუხლი 2🔗. საკონკურო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) თავმჯდომარე ინიშნება სახელმწიფო სამსახურის ბიუროს მიერ, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან (შემდგომში – მინისტრი) შეთანხმებით, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე და წევრები თავმჯდომარის მიერ.
3. კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებლობის გათვალისწინებით.
4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
5. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ პროფკავშირების წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.
მუხლი 3🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1. საჭიროების შემთხვევაში კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗. კომისიის წევრის დანიშვნის წესი
კომისის წევრს ნიშნავს თავმჯდომარე შემდეგი წესით:
ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და პროფესიული დონის გათვალისწინებით;
ბ) ზემდგომი დაწესებულებების, მოხელეთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ინიშნებიან შესაბამისი დაწესებულების ან გაერთიანების წინადადებით;
გ) მეცნიერები და დამოუკიდებელი სპეციალისტები ინიშნებიან მათი თანხმობით.
მუხლი 5🔗. კომისიის რეგალმენტი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომიისის თავმჯდომარე.
2. კომისიის თიოთოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.
5. იუსტიციის სამინისტროს კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობასა და ატესტაციის ჩატარებას.
მუხლი 6🔗. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება
კომისიაში მოწვეულ იმ პირთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლები, ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III
კონკურსი
მუხლი 7🔗. კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა და და მოხელეთა რეზერვის ფორმირება.
მუხლი 8🔗. კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით.
2. კონკურსი ცხადდება გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკაში“, აგრეთვე სხვა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ან ტელევიზიით. ამასთან, კანდიდატებს ეძლევათ ორკვირიანი ვადა შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან განცხადების შესატანად.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 9🔗. საკონკურსო კომისიის სამდივნო
1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით მინისტრის ბრძანებით იქმნება საკონკურსო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი.
2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის მოხელეობის კანდიდატების განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება.
3. კონკურისის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო არსებობას წყვეტს.
მუხლი 10🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენა მოხელის კანდიდატს
მოხელის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას.
მუხლი 11🔗. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საკონკურო კომისიის სახელზე სამდივნოში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) შრომის წიგნაკი.
ვ) ორი ფოტოსურათი (3C4).
მუხლი 12🔗. კანდიდატის უფლება შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი
კანდიდატების რეგისტრაციის ვადის განმავლობაში პირს უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით.
მუხლი 13🔗. კონკურსის პირობები
1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ორ ეტაპად, ტესტირებისა და გასაუბრების ფორმით.
2. ტესტირებისა და გასაუბრების, აგრეთვე საკონკურსო თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ერთი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებული.
მუხლი 14🔗. ტესტირება
1. კონკურსის პირველი ეტაპია ტესტირება, რომელიც ტარდება წერილობითი ფორმით.
2. კონკურსანტმა დადებითი შეფასების მისაღებად სწორედ უნდა უპასუხოს ტესტების 75%-ს, რათა დაშვებულ იქნეს მეორე ეტაპზე.
მუხლი 15🔗. გასაუბრება
1. მოხელის თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის მეორე ეტაპია გასაუბრება. გასაუბრების მიზანია კანდიდატის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმება და გაღრმავება.
2. აუცილებელია გასაუბრებამდე კომისიის წევრების კანდიდატის შესახებ მონაცემებით უზრუნველყოფა.
მუხლი 16🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
1. კომისია კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ, თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად.
2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს.
მუხლი 17🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება
1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას.
2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
4. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ეწყობა კენჭისყრა.
5. თუ კვლავ იგივე შედეგი დაფიქსირდა, უპირატესობა მიეცემა იმას, ვისაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი. იმავე დროს ყურადღება ექცევა კანდიდატის საქმიან რეპუტაციას.
6. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომიისის თავმჯდომარე და წევრები.
მუხლი 18🔗. კონკურსის შედეგი
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
2. კომიისის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა წერილობით აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
მუხლი 19🔗. ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არცერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
თავი IV
მოხელეთა რეზერვი
მუხლი 20🔗. მოხელეთა რეზერვის მიზანი
მოხელეთა რეზერვის მიზანს წარმოადგენს:
ა) მოხელეთა კანდიდატების შერჩევა;
ბ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხელისათვის სამსახურის ადგილის გამოძებნა;
გ) სამსახურიდან გათავისუფლებული პირებისათვის სამსახურის ახალი ადგილის გამოძებნა.
მუხლი 21🔗. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვა
რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს საკონკურსო-საატესატაციო კომისია.
მუხლი 22🔗. რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსი
რეზერვში ჩარიცხული პირის სამართლებრივი სტატუსი, მისი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 113-120-ე მუხლებით.
თავი V
მოხელის ატესტაცია
მუხლი 23🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) რეზერვში ჩარიცხული პირი;
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა იქნეს დაკავებული.
2. ატესტირებას არ ექვემდებარება:
ა) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით;
ბ) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 24🔗. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც.
მუხლი 25🔗. ატესტაციის ჩატარების წესი
1. ა) ატესტაციის ჩასატარებლად 2 კვირით ადრე დგება დახასიათება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც მოიცავს პირის ყოველმხრივ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებებსა და მუშაობის ანალიზს;
ბ) მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
2. ატესტაცია ტარდება იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს.
3. კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მასზე წარმოდგენილ დახასიათებას.
4. მოხელის არასაპატიო მიზეზით ატესტაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მის დაუსწრებლად.
მუხლი 26🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-17 მუხლის 1-3 პუნქტებით.
2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას;
ბ) ნაწილობრივ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას) და ერთი წლის შემდეგ გაივლის ხელახალ ატესტაციას;
გ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება;
დ) უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.
3. კომისია ვალდებულია მოტივირებული დასაბუთებით გამოიტანოს დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
4. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება დაუყოვნებლივ კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელში მისი ხელმოწერით.
5. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
მუხლი 27🔗. ატესტაციის შედეგები
1. ატესტაციის შედეგები მინისტრს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
2. მინისტრი საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის მოხელის წახალისების, სპეციალური წოდების მინიჭების ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 28🔗. შრომითი დავები ატესტაციასთან დაკავშირებით
შრომითი დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.