საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.02.2005
ძალის დაკარგვა 23.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №162
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.029.007114
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29, 15/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 997 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2005 მიღება
23.03.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:16.0pt; font-family:AcadMtavr; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; color:#33CCCC;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.029.007.114 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანება №162 2005 წლის 25 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ე. ასტემიროვა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა ქართლის სამმართველოს სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. 2. სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) არის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 3. სამმართველო თავის სამოქმედო ტერიტორიაზე (გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის რაიონები) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა (შემდგომში – „დევნილთა”), რეპატრიანტთა, სტიქიური მოვლენებით დაზარალებულთა უფლებების დაცვას. 4. სამმართველო იმყოფება სახაზინო მომსახურეობაზე. აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიში ბანკში, აგრეთვე ბეჭედი სამმართველოს სახელწოდების აღნიშვნით. 5. სამმართველოს დებულებას, სტრუქტურას, ხარჯთაღრიცხვას, ბეჭდისა და შტამპის ნიმუშს ამტკიცებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 6. სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 7. სამმართველოს ადგილსამყოფელია ქ. გორი.     მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად დევნილთა და ლტოლვილთა დროებითი განსახლების ორგანიზება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა, ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, რეპატრიანტთა და მიგრანტთა ადაპტაცია-ინტეგრაციისთვის პირობების შექმნა და შესაბამისი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; გ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, სამოქმედო ტერიტორიაზე განსახლებულ დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; დ) სამოქმედო ტერიტორიაზე სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების უზრუნველყოფა; ე) დევნილებისა და ლტოლვილებისთვის კანონით გათვალისწინებული დახმარებისა და შეღავათების განხორციელების მიზნით სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე შემავალი ტერიტორიული ერთეულების წლიური ბიუჯეტის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ვ) სამოქმედო ტერიტორიაზე განსახლებულ დევნილთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებაში ხელშეწყობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა და ლტოლვილთა სოციალური დაცვა.     მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილება 1. სამმართველო თავისი ამოცანების და ფუნქციების შესრულებისას უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს საქმიანობის გეგმები; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სხვა ტერიტორიული ორგანოებიდან მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე განსახლებულ დევნილთა და ლტოლვილთა დასაქმების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოოს მოლაპარაკებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; გ) განიხილოს განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება დასმულ საკითხებზე; დ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში. 2. სამმართველო პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.     მუხლი 4🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი უშუალოდ ემორჩილება მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; გ) კონტროლს უწევს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამმართველოს შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ; ე) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე იმ სახსრების გამოყოფაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; ვ) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე; ზ) იღებს გადაწყვეტილებებს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით დადგენილი წესითა და ფარგლებში; თ) წელიწადში ორჯერ, დეკემბერსა და ივნისში, თვის 20 რიცხვამდე სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს; ი) აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამმართველოს; ლ) შუამდგომლობს სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; მ) ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.     მუხლი 5🔗. სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები 1. სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.     მუხლი 6🔗. სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამმართველოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.