საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3413
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.467
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 5, 04/03/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი, გვ.9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 260-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საგადასახადო ორგანოებია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი და საგადასახადო ინსპექციები.“;

2. 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადასახადო ორგანოების შექმნის წესი, სტრუქტურა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კოდექსით, „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“;

3. 260-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ ნაწილი:

„41. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია ცალკეულ შემთხვევებში განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნას საგადასახადო ინსპექცია, რომლის მოქმედება გავრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.“.

4. 264-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული ქვედანაყოფები აწარმოებენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს – ამ უკანასკნელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;“.

6. ამოღებულ იქნეს კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 აპრილიდან.

მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

მუხლი 4. ეს კანონი, გარდა მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 თებერვალი.

№3413–რს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.02.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 24.02.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3413. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.001.467.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №3413, 24.02.2004, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/13504/