⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.05.2000)
გაუქმებულია:

"სასამართლო აღმასრულებლობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.08.1999
ძალის დაკარგვა 05.05.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №237
სარეგისტრაციო კოდი 000000380.01(2).003.000719
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39(46), 11/08/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,030 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.08.1999 მიღება
05.05.2000 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

"სასამართლო აღმასრულებლობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 1.0in 35.95pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი      380.012.003.719 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №237 1999 წლის 5 აგვისტო ქ. თბილისი "სასამართლო აღმასრულებლობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: დამტკიცდეს "სასამართლო აღმასრულებლობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი" (დანართი №1) ჯ. ხეცურიანი სასამართლო აღმასრულებლობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. სასამართლო აღმასრულებლობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის შემუშავების სამართლებრივი საფუძვლები სასამართლო აღმასრულებლობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი შემუშავებულია საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" და "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. თავი II საკონკურსო-საატესტაციო კომისია     მუხლი 2🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიები  1. სასამართლო აღმასრულებლობის კანდიდატების შესარჩევად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურში, შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროებში იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიები. 2. კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე წესის შესაბამისად.     მუხლი 3🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავჯდომარე, თავჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) თავმჯდომარე ინიშნება კონკურსის ჩატარებამდე 10 დღით ადრე სახელმწიფო სამსახურის ბიუროს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის უფროსთან, შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის მინისტრებთან შეთანხმებით, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე და წევრები – თავმჯდომარის მიერ. 3. კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში. 5. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ პროფკავშირების წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.     მუხლი 4🔗. კომისიის წევრის დანიშვნის წესი კომისიის წევრს ნიშნავს თავმჯდომარე შემდეგი წესით: ა) სააღსრულებო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და პროფესიული დონის გათვალისწინებით; ბ) ზემდგომი დაწესებულების, მოხელეთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ინიშნებიან შესაბამისი დაწესებულების ან გაერთიანების წინადადებით; გ) მეცნიერები და დამოუკიდებელი სპეციალისტები ინიშნებიან მათი თანხმობით.     მუხლი 5🔗. კომისიის რეგლამენტი 1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შენიშვნა.     მუხლი 6🔗. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება კომისიაში მოწვეულ იმ პირთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლები, ექვემდებარება ანაზღაურებას. თავი III კონკურსი     მუხლი 7🔗. სასამართლო აღმასრულებლობის კანდიდატების კონკურსის მიზანი 1. აღმასრულებლობის კანდიდატების შესარჩევი მიზანია სასამართლო აღმასრულებლის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა. 2. კონკურსის შედეგად შერჩეული აღმასრულებლობის კანდიდატი წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის უფროსს, შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის მინისტრებს, სააღსრულებო ბიუროებში გასამწესებლად, კანონით დადგენილი წესით.     მუხლი 8🔗. კონკურსის გამოცხადება 1. საჯარო კონკურსს სასამართლო აღმასრულებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის უფროსის, შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის მინისტრების წინადადებით კონკურსის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე. 2. კანდიდატთა რეგისტრაცია წყდება კონკურსის ჩატარებამდე 7 დღით ადრე. 3. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განცხადებები არ მიიღება.     მუხლი 9🔗. კონკურსის მომზადების სამდივნო 1. კონკურსის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე, კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის, შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამნისტროების სააღსრულებო სამსახურების უფროსების ბრძანებით იქნება კონკურსის მომზადების სამდივნო (შემდგომში– სამდივნო). 2. კონკურსის გავლის მსურველებს განცხადება შეაქვთ სამდივნოში. სამდივნოს მუშაობას ხელმძღვანელობს სააღსრულებო სამსახურის აპარატის მოხელე, რომელსაც ნიშნავს სამსახურის უფროსი. 3. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, კონკურსის გავლის მსურველთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება. 4. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო არსებობას წყვეტს.     მუხლი 10🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება აღმასრულებლობის კანდიდატს აღმასრულებლობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს იურიდიული განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა.     მუხლი 11🔗. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აღმასრულებლობის კანდიდატმა კომისიის სახელზე უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის მიერ გაცემული ცნობა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ; გ) ავტობიოგრაფია; დ) უკვე გაცემული შრომის წიგნაკი; ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; ვ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.     მუხლი 12🔗. კანდიდატის უფლება შეცვალოს განცხადებაში მითითებული ადგილი კანდიდატების რეგისტრაციის ვადის განმავლობაში პირს უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით.     მუხლი 13🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა 1. კომისია კანდიდატებთან წინასწარი გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს კანდიდატურებს მათ დაუსწრებლად. 2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს.     მუხლი 14🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას. 2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. 3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.     მუხლი 15🔗. კონკურსის შედეგი 1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. 2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა წერილობით აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ წარმოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წარმოყენებაზე უარის შესახებ.