საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.03.2005
ძალის დაკარგვა 17.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №430
სარეგისტრაციო კოდი 010240010.22.027.007129
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29, 15/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.22.027.007.129
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №430
2005 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” №70 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს თანდართული დებულება.
2. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვლოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 18 მარტის №158 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”.
3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიურო (შემდგომში – მინისტრის ბიურო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗.
მინისტრის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, მინისტრის ცალკეული დავალებებით.
მუხლი 3🔗.
მინისტრის ბიურო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
მუხლი 4🔗.
მინისტრის ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე, რომელიც თავის მხრივ წარმართავს მინისტრის ბიუროს საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗.
მინისტრის ბიუროს აქვს ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, რომელსაც იგი იყენებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთობისას.
თავი II
მინისტრის ბიუროს ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 6🔗. მინისტრის ბიუროს ამოცანებია:
ა) საჯარო ინფორმაციის გაცემა;
ბ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის შექმნა;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკურ, საინფორმაციო და სამართლებრივი მომსახურების გაწევა;
დ) სამინისტროს საქმიანობის რეპრეზენტირება;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან.
მუხლი 7🔗. მინისტრის ბიუროს ფუნქციებია:
ა) მინისტრის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება;
ბ) სტატისტიკური მონაცემებისა და ინფორმაციის მომზადება სამინისტროს წარმოსაჩენად და მისი ფუნქციების საზოგადოებისათვის გასაცნობად, სამინისტროს რეპრეზენტირება;
გ) მინისტრის სახელზე შემოსული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მასალებისა და ინფორმაციის მინისტრისათვის ოპერატიულად მოხსენება;
დ) პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, პარლამენტის აპარატთან, მთავრობის კანცელარიასთან და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც კონკრეტული დეპარტამენტის ფუნქციებს სცილდება;
ე) ცენტრალურ კანცელარიაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო პირობების შექმნა და თანამშრომელთა სამუშაო ოთახებით უზრუნველყოფა. ცენტრალური აპარატის შენობაში ღონისძიებების ორგანიზება;
ზ) შიდა საინფორმაციო მუშაობა;
თ) მონაცემთა დაცვის კუთხით მუშაობის კოორდინაცია. დოკუმენტთა დაარქივებასა და არქივის მუშაობაზე კონტროლი;
ი) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზაციული მხარის კოორდინაცია;
კ) იუსტიციის მინისტრის საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია;
ლ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა პროფესიულ გაერთიანებებთან და კავშირებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
მ) სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება.
ნ) საჯარო ინფორმაციის გაცემის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობის საფუძველზე;
ო) სამინისტროს ცენტრალური საინფორმაციო სამსახურის ფუნქციების განხორციელება. მოქალაქეთა მიღება. მოქალაქეთა საჩივრების განხილვა. მინისტრისა და მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება. მოქალაქეთა განცხადებებზე პასუხის გაცემა, თუკი ეს არ მიეკუთვნება კონკრეტულ დეპარტამენტზე დაკისრებულ ფუნქციებს;
პ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის შექმნა, კოორდინაცია და კონტროლი; სამინისტროს კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება;
ჟ) მინისტრის უშუალო დავალებების შესრულება.
თავი III
მინისტრის ბიუროს სტრუქტურა
მუხლი 8🔗.
მინისტრის ბიუროში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის:
ა) ინფორმატიზაციის სამმართველო.
მუხლი 9🔗.
1. მინისტრის ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი.
2. მინისტრის ბიუროს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. მინისტრის ბიუროს უფროსი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.
მუხლი 10🔗.
მინისტრის ბიუროს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ბიუროს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს მისადამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) წარუდგენს მინისტრს კანდიდატურებს მინისტრის ბიუროში დასანიშნად;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბიუროს მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს მინისტრის ბიუროში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) ანგარიშს აბარებს მინისტრს მინისტრის ბიუროს მუშაობის შესახებ;
ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს მინისტრის ბიუროს სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მინისტრის ბიუროს მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მინისტრის ბიუროს ამოცანების შესასრულებლად;
ი) ასრულებს მინისტრის უშუალო დავალებებს;
კ) პასუხისმგებელია მინისტრის ბიუროზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
მუხლი 11🔗.
მინისტრის ბიუროს უფროსის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი თანაშემწე, ბიუროს უფროსის დავალებითა და მინისტრთან შეთანხმებით.
მუხლი 12🔗.
ინფორმატიზაციის სამმართველო:
ა) სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის შექმნა, კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და იუსტიციის სამინისტროს სისტემის შემადგენელი ერთეულების კომპიუტერული ქსელის მართვა;
გ) იუსტიციის სამინისტროს კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფის სამუშაოების კოორდინაცია;
დ) სამინისტროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების დანერგვის ხელშეწყობა;
ე) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირება და სრულყოფა;
ვ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;
ზ) სამინისტროს კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება;
თ) იუსტიციის სამინისტროს კომპიუტერიზაციის პროცესის ხელმძღვანელობა.
მუხლი 13🔗.
მინისტრის თანაშემწე მოქალაქეებთან ურთიერთობის სფეროში:
ა) მოქალაქეთა მიღება. მოქალაქეთა საჩივრების განხილვა. მინისტრისა და მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება. მოქალაქეთა განცხადებებზე პასუხის გაცემა, თუკი ეს არ მიეკუთვნება კონკრეტულ დეპარტამენტზე დაკისრებულ ფუნქციებს;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობის საფუძველზე;
გ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 14🔗.
მინისტრის თანაშემწე პროტოკოლის სფეროში:
ა) მინისტრის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება;
ბ) სტატისტიკური მონაცემებისა და ინფორმაციის მომზადება სამინისტროს წარმოსაჩენად და მისი ფუნქციების საზოგადოებისათვის გასაცნობად, სამინისტროს რეპრეზენტირება;
გ) შიდა საინფორმაციო მუშაობა – სამინისტროს სისტემის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შესაბამისი ინფორმაციის სისტემატური გავრცელება. ოპერატიული თათბირების ორგანიზება, თათბირის ოქმის შედგენა. თათბირზე მიღებულ დავალებათა რეგისტრაცია და კონტროლი;
დ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზაციული მხარის კოორდინაცია;
ე) იუსტიციის მინისტრის საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია: შესაბამისი ბილატერალური და მულტილატერალური შეხვედრების ორგანიზება;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა პროფესიულ გაერთიანებებთან და კავშირებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
ზ) მინისტრისა და მინისტრის ბიუროს უფროსის უშუალო დავალებების შესრულება.
მუხლი 15🔗.
მინისტრის თანაშემწე:
მინისტრისა და მინისტრის ბიუროს უფროსის უშუალო დავალებების შესრულება.
მუხლი 16🔗.
სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 17🔗.
მინისტრის ბიუროში შემავალი სამმართველოს უფროსი უშუალოდ ექვემდებარება ბიუროს უფროსსა და მინისტრს.
მუხლი 18🔗.
ბიუროში შემავალი სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას;
დ) ანგარიშს წარუდგენს ბიუროს უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მინისტრისა და ბიუროს უფროსის უშუალო დავალებათა შესრულებას.
მუხლი 19🔗.
1. მინისტრის ბიუროს მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მინისტრის ბიუროს მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 20🔗.
მინისტრის ბიუროს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 21🔗.
მინისტრის ბიუროს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.