„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ.42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ქალაქ თბილისის პრემიერის კანდიდატურაზე თანხმობის მიცემა; ქალაქ თბილისის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება; პრემიერის წარდგინებით პრემიერის მოადგილეთა, ქალაქ თბილისის მთავრობის წევრ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა და ქალაქ თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა თანამდებობის პირთა კანდიდატურების დამტკიცება;“.
2. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პრემიერის წარდგინებით ნიშნავს საქალაქო სამსახურების იმ ხელმძღვანელებს, რომლებიც არ შედიან ქალაქ თბილისის მთავრობის შემადგენლობაში;“;
გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) უფლებამოსილია პრემიერის წარდგინებით, 6 თვის ვადით დანიშნოს პრემიერის მოადგილის, აპარატის უფროსის ან ქალაქ თბილისის მთავრობის წევრი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, თუ საკრებულომ ორჯერ ზედიზედ არ დაამტკიცა პრემიერის მიერ წარდგენილი კანდიდატურა და 2 კვირის ვადაში, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ვერ აირჩია შესაბამისი თანამდებობის პირი;“;
დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს გამგებლების აქტები;“.
3. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მთავრობის შემადგენლობას ამტკიცებს საკრებულო პრემიერის წარდგინებით. მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და ქალაქ თბილისის მერიის დებულებით, რომელსაც ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.
4. 24-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს პრემიერის მოადგილის, მთავრობის წევრი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელისა და აპარატის უფროსის კანდიდატურებს;“;
ბ) მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საკრებულოს წარუდგენს დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
დ) საკრებულოს წარუდგენს დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს;“.
5. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პრემიერს ჰყავს პირველი მოადგილე (ვიცე-პრემიერი) და მოადგილეები.“.
6. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოსა და მთავრობის საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს აპარატი. აპარატის საქმიანობას უძღვება აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერი საკრებულოსთან შეთანხმებით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 თებერვალი.
№3419–რს.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.02.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.02.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3419. სარეგისტრაციო კოდი — 010.270.000.05.001.001.468.
- სად არის „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №3419, 24.02.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.05.001.001.468 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/13510/