საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედებისა და რადიოლოკაციური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.03.2005
ძალის დაკარგვა 15.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.007135
გამოქვეყნების წყარო სსმ, 30, 16/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,268 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.03.2005 მიღება
15.02.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედებისა და რადიოლოკაციური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadMtavr;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:70.9pt 42.55pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.007.136 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №32 2005 წლის 11 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედებისა და რადიოლოკაციური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის №641 ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედებისა და რადიოლოკაციური უზრუნველყოფის სამსახურის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედებისა და რადიოლოკაციური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედებისა და რადიოლოკაციური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის №641 ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით, არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. 2. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშები ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები. 3. სამსახური მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში თავისი სახელით დებს გარიგებებს (ხელშეკრულებებს), კისრულობს ვალდებულებებს, გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 4. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 5. სამსახურის იურიდიული მისამართია: 0112, ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. № 50.     მუხლი 2🔗. სამსახურის მიზნები სამსახურის ძირითადი მიზნებია: ა) არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებისაგან ქვეყნისათვის მიყენებული მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების შერბილება ან თავიდან აცილება; ბ) ქვეყნის საჰაერო სივრცის მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური გაშუქება.     მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები და საქმიანობის საგანი სამსახურის ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს: ა) საქართველოს ტერიტორიის დარაიონება არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების განმეორადობის სიხშირისა და ინტენსივობის მიხედვით; ბ) არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებისაგან ქვეყნისათვის მიყენებული მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების შერბილების ან თავიდან აცილების სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისი რეალიზაცია; გ) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების სამუშაოების წარმოება; დ) შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთად მსოფლიო პრაქტიკაში გამოყენებული აქტიური ზემოქმედებისა და მათი რეალიზაციის ტექნიკური საშუალებების ქვეყნის სფეციფიკისათვის მისადაგება, ახალი მეთოდიკების შექმნაში მონაწილეობის მიღება და მათი დანერგვა; ე) საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ვ) არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებისაგან ქვეყნისათვის მიყენებული ზიანის დადგენაში მონაწილეობის მიღება, ზიანის განზოგადება; თ) ქვეყნის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური რადიო-ლოკაციური დაკვირვებების წარმოება, ავიაციის მეტეოროლოგიურ რადიოლოკაციურ მომსახურებაში მონაწილეობის მიღება; ი) ატმოსფერული ნალექების სივრცეში და დროში განაწილების რადიოლოკაციური რუკების შედგენა; კ) თოვლის ზვავების ხელოვნურად ჩამოშვების სამუშაოების წარმოება; ლ) ნალექების ხელოვნურად რეგულირების სამუშაოების წარმოება; მ) სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების წარმოება; ნ) გაზაფხულის წაყინვების ნეგატიური გავლენების თავიდან აცილების ან შერბილების საცდელ-საექსპერიმენტო სამუშაოების წარმოება; ო) აეროდრომების თავზე და მიმდებარე ტერიტორიებზე ნისლების ხელოვნურად გაფანტვის სამუშაოების წარმოება; პ) სხვა არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების სამუშაოების წარმოება; ჟ) აქტიური ზემოქმედების ტექნიკური საშუალებების, მათ შორის ფეთქებადი ნივთიერებებისა და ქიმიური რეაგენტების უსაფრთხო შენახვა და ექსპლუატაცია; რ) საქართველოს მთიანი რეგიონების დასახლებული პუნქტებისა და სატრანსპორტო გზებისათვის ზვავსაშიშროების შესახებ სპეციალიზებული პროგნოზებისა და გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ს) მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგურების მოქმედების რადიუსში წყალმოვარდნებისა და ღვარცოფული მოვლენების შესახებ შტორმული გაფრთხილებების შედგენაში მონაწილეობის მიღება.     მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 2. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე (ან მოადგილეები), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. უფროსის მოადგილე თავის საქმიანობას ახორციელებს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში. 3. სამსახურის უფროსი სამსახურის საქმიანობას უძღვება ერთპიროვნულად და პასუხისმგებელია მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე. 4. სამსახურის უფროსი: ა) თავის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს (ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს), კონტროლს უწევს მათი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას; ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს: გ) კონკრეტული ამოცანების გათვალისწინებით ქმნის ან აუქმებს დროებით სამუშაო ჯგუფებს; დ) პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, მის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების სწორად ხარჯვისათვის; ე) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით უდგენს მას ანგარიშებს სამსახურის საქმიანობის შესახებ; ვ) სამსახურის უფროსი უფლებამოსილია იმოქმედოს სამსახურის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას.     მუხლი 5🔗. სამსახურის ქონება 1. სამსახურის ქონება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა, იგი სამსახურს გადაეცემა უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით, ფლობისა და სარგებლობისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სამსახურის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომელიც აისახება მის დამოუკიდებელ ბალანსში. 3. სამსახურის უძრავი ქონების გასხვისება, შეძენა და დატვირთვა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სამსახურის ქონება შეიძლება გაიზარდოს მიღებული შემოსავლების და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროების ხარჯზე.     მუხლი 6🔗. სამსახურის საფინანსო საქმიანობა 1. სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. 2. სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. 3. სამსახურის დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები; დ) საწევროები და შენატანები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. სამსახურის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.     მუხლი 7🔗. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობაზე, ეფექტურობაზე და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობასა და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლება აქვს სამსახურისაგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის გადაწყვეტილება, მათ შორის მიზანშეუწონლობის მოტივით.     მუხლი 8🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანის წესი სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 9🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.