საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის” დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.02.2006
ძალის დაკარგვა 01.09.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №91
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.008163
გამოქვეყნების წყარო სსმ, 21, 15/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 29.08.2008
📋 აუქმებს — 3 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედებისა და რადიოლოკაციური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.03.2005
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.03.2005
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრ „სტიქიის” დებულების დამტკიცების შესახებ გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება 28.11.2000
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის” დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx; color:black;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in 81.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.008.163
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №91
2006 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის” დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულების პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის” თანდართული დებულება.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს დაცვის ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 3 ივნისის №123 ბრძანება (სსმ III, 2005 წ., №69, მუხ. 752);
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედებისა და რადიოლოკაციური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 11 მარტის №32 ბრძანება (სსმ III, 2005 წ., №30, მუხ. 283);
გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 4 აგვისტოს №255 ბრძანება (სსმ III, 2005 წ. №93, მუხ. 1056);
დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 11 მარტის №31 ბრძანება (სსმ III, 2005 წ., №30, მუხ. 282);
ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრ-„სტიქიას” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 28 ნოემბრის №41-საწ. ბრძანება (სსმ III, 2000 წ., №114, მუხ. 936).
3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის”
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს „მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი” (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულების პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად. ინსტიტუტი არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. ცენტრს აქვს დასრულებული ბალანსი, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, ემბლემა, სიმბოლიკა, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშები ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები.
3. ცენტრი მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, თავისი სახელით დებს გარიგებებს (ხელშეკრულებებს), კისრულობს ვალდებულებებს, გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
4. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია: 0112, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. №150.
მუხლი 2🔗. ცენტრის ამოცანები და საქმიანობის სფერო
1. ცენტრის ამოცანებს განეკუთვნება:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოდინამიკური პირობებისა და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა და ინფორმაციული პროდუქციის მომზადება და გავრცელება;
ბ) ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური მოვლენების, აგრეთვე გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების პროგნოზირების შემთხვევაში შესაბამისი გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება;
გ) არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებით ქვეყნისათვის მიყენებული შესაძლო ნეგატიური შედეგების (ადამიანთა მსხვერპლი, მატერიალური ზიანი) შერბილების ან თავიდან აცილების მიზნით ჰიდრომეტეოროლოგიურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების სამუშაოთა შესრულება;
დ) ეკონომიკის დარგების ეფექტურად მართვაში საქართველოს ჰიდროლოგიური, კლიმატური რესურსებისა და გარემოს ფონური დაბინძურების მდგომარეობის გათვალისწინების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საცნობარო-ინფორმაციული პროდუქციის მომზადება და გავრცელება;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის, სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის სფეროში;
ვ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სფეროში საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებული ეროვნული მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) სტიქიურ უბედურებათა საშიშროების შემცირების სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებაში, სტიქიით გამოწვეული ზიანის შედეგების შეფასებისა და მათი სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
თ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სფეროში კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა.
2. ცენტრის საქმიანობის სფეროა:
ა) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოზე დაკვირვების ქსელის (მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, საზღვაო ჰიდრომეტეოროლოგიური, აგრომეტეოროლოგიური, თოვლსაზვავე, გლაციოლოგიური, აეროლოგიური, რადიოლოკაციური, ოზონომეტრიული, აქტინომეტრიული, წყალბალანსური სადგურები/საგუშაგოები; ატმოსფერული ჰაერის, ატმოსფერული ნალექების, ზედაპირული წყლების, ზღვის, ზღვის წყლის ბიოტის, ნიადაგების დაბინძურებაზე დაკვირვების პუნქტები) ორგანიზება და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) ჰიდრომეტეოროლოგიურ, გეოდინამიკურ და გარემოს მონიტორინგის მონაცემთა შეკრების, დამუშავების, ანალიზის, შენახვისა და გავრცელების (მათ შორის, საერთაშორისო გლობალურ ქსელში) თავსებადი სისტემების წარმოება;
გ) ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოდინამიკური და გარემოს მდგომარეობის შესახებ პროგნოზებისა და გაფრთხილებების შედგენა, ფაქტობრივი და პროგნოზული ინფორმაციის შემცველი ბიულეტენების, მიმოხილვების, ცნობებისა და სხვა მასალების მომზადება და დადგენილი წესით გავრცელება;
დ) ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს მონიტორინგის სფეროში საინფორმაციო ბაზების და სხვა სახის პროდუქციის მომზადება და გამოცემა, ჰიდრო-მეტეოროლოგიური პირობებისა და გარემოს მდგომარეობის ამსახველ მონაცემთა ერთიანი ფონდის შექმნა და წარმართვა;
ე) მოსახლეობის, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების, ეკონომიკის დარგების, საქართველოს სამხედრო ძალების და სხვა მომხმარებლების უზრუნველყოფა ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს მდგომარეობის შესახებ ფაქტობრივი და პროგნოზული ინფორმაციით, მათ შორის, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოდინამიკური მოვლენებისა და გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ;
ვ) ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოდინამიკური და გარემოს მონიტორინგის სპეციალიზირებული სამუშაოების შესრულება, მათ შორის, პროგნოზებისა და გაფრთხილებების შედგენა სახელშეკრულებო საფუძველზე;
ზ) ზვავების ხელოვნურად ჩამოშვების, სეტყვის საწინააღმდეგო, ნალექების სტიმულირების და სხვა სახის არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების სამუშაოების წარმოება;
თ) არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური და საშიში გეოლოგიური მოვლენების განმეორადობის სიხშირისა და ინტენსივობის მიხედვით საქართველოს ტერიტორიის დარაიონება;
ი) შესაბამის პროფილის სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთად მსოფლიო პრაქტიკაში გამოყენებული აქტიური ზემოქმედებისა და მათი რეალიზაციის ტექნიკური საშუალებების ქვეყნის სპეციფიკისათვის მისადაგება, ახალი მეთოდიკების შექმნაში მონაწილეობის მიღება და მათი დანერგვა;
კ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში ახალი ტექნიკურ-ტექნოლოგიური საშუალებებისა და პროგნოზული მეთოდების გამოცდა და ოპერატიულ-საწარმოო საქმიანობაში დადგენილი წესით დანერგვა;
ლ) ცენტრის გამგებლობაში არსებულ ჰიდრომე-ტეოროლოგიურ, საშიშ გეოლოგიურ მოვლენებზე და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების ხელსაწყო-დანადგარების, სატელეკომუნიკაციო და გამოთვლითი ტექნიკის სამონტაჟო-სარემონტო სამუშაოების წარმოება და გამზომი საშუალებების მეტროლოგიური დამოწმების ორგანიზება;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის საინჟინრო-გეოეკოლოგიური დასაბუთებისათვის საჭირო გამოკვლევების ჩატარება და მსხვილი სამეურნეო ობიექტების პროექტირების საინჟინრო-გეოეკოლოგიური ექსპერტიზა გარემოს შესაძლო ცვლილებებზე მათი ზეგავლენის დასადგენად, მათი ერთიანი გეომონიტორინგული კვლევების წარმოება, დაკვირვებათა ქსელში შეტანა;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობისათვის გამოყოფილი მიწის ფართობების დაკანონებისათვის საჭირო წინასწარი საინჟინრო-გეოეკოლოგიური დასკვნების მომზადებაში მონაწილეობის მიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) საქართველოს ტერიტორიაზე, სანაპირო ზოლსა და კონტინენტურ შელფზე მიმდინარე გეოდინამიკური პროცესების მონიტორინგი, არახელსაყრელი სტიქიური და გეოდინამიკური პროცესების პროგნოზირება, პრევენციული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციების შემუშავება და შესაძლო ნეგატიური გავლენის შესუსტების ან თავიდან აცილების მიზნით საკონსუტაციო და საპროექტო სამუშაოების შესრულება;
პ) სამოქალაქო, სამრეწველო, ჰიდროტექნიკურ-მელიორაციული და სამთო-მოპოვებითი ობიექტებისათვის საინჟინრო-გეოლოგიური, გეოტექნიკური, გეოეკოლოგიური კვლევები პროექტირების ყველა სტადიისათვის, განურჩევლად დამკვეთისა;
ჟ) გარემოზე ანთროპოგენული ზემოქმედების შეფასება;
რ) საინჟინრო-გეოდინამიკური და საინჟინრო-გეოლოგიური საკონსულტაციო სამუშაოების წარმოება საკარმიდამო ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების გეოლოგიური საშიშროების მდგრადობის შეფასების მიზნით;
ს) ზღვის, მისი სანაპირო ეკოსისტემების, მდინარეების და შიდა წყალსატევების ბიომრავალფეროვნების და ბიოლოგიური რესურსების მონიტორინგი, წყლის ეკოსიტემების სხვადასხვა კომპონენტების (ბაქტერიო-ზოოპლანქტონი, მაკროზოობენთოსი, იქთიოფაუნა, ზღვის ძუძუმწოვრები და სხვა) კვლევა და მის საფუძველზე დასკვნების, რეკომენდაციების, წინადადებების შემუშავება;
ტ) გარემოს ფიზიკურ-ქიმიური და რადიაქტიული დაბინძურების მონიტორინგი;
უ) ჰიდრომეტეოროლოგიის, გარემოს და გეოდინამიკური პროცესების მონიტორინგის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში და დადგენილი წესით სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და მათ შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს მონიტორინგის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება; ამ დარგებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეცნიერულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრისა და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობის წინადადებების შემუშავება;
ქ) ნიადაგების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასება.
მუხლი 3🔗. ცენტრის მართვა
1. ცენტრს ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის უფროსი.
3. ცენტრის უფროსი:
ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აფორმებს ხელშეკრულებებს, სამუშაოდ იღებს და სამუშაოდან ათავისუფლებს ცენტრის მუშაკებს, წყვეტს მათი წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხებს;
ბ) ხსნის ცენტრის ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშებს საბანკო-საფინანსო დაწესებულებებში;
გ) მოქმედებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებსა და სხვა პირებთან საქმიან ურთიერთობებში;
დ) პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ე) კონკრეტული ამოცანების გათვალისწინებით ქმნის ან აუქმებს დროებით სამუშაო ჯგუფებს;
ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით უდგენს მას ანგარიშებს ცენტრის საქმიანობის შესახებ;
ზ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის უფროსის მოადგილეებს შორის.
მუხლი 4🔗. ცენტრის სტრუქტურა
1. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი;
გ) გარემოს მონიტორინგის დეპარტამენტი;
დ) სტიქიური პროცესების მართვის დეპარტამენტი.
2. ცენტრის ფილიალებია:
ა) აჭარის ფილიალი;
ბ) კოლხეთის ფილიალი;
გ) ქართლის ფილიალი;
დ) კახეთის ფილიალი.
მუხლი 5🔗. ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. ცენტრი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობით ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და დატვირთვისათვის აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
3. ცენტრს საკუთარი შემოსავლებით შეძენილი ქონების, გასხვისებისა და დატვირთვისათვის ესაჭიროება მხოლოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 6🔗. ცენტრის ქონება
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ცენტრს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომელიც აისახება მის დამოუკიდებელ ბალანსში.
3. ცენტრის ქონება შეიძლება გაიზარდოს მიღებული შემოსავლების და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროების ხარჯზე.
მუხლი 7🔗. ცენტრის საფინანსო საქმიანობა
1. ცენტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
3. ცენტრის დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ცენტრის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 8🔗. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობაზე, ეფექტურობაზე და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობასა და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლება აქვს ცენტრისაგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი უფლებამოსილია სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის უფროსის გადაწყვეტილება, მათ შორის, მიზანშეუწონლობის მოტივით.
მუხლი 9🔗. ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.