საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.03.2005
ძალის დაკარგვა 15.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.007135
გამოქვეყნების წყარო სსმ, 30, 16/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის” დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.02.2006
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx; color:black;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-18.1pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:53.5pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx; color:black;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:6.2pt; margin-bottom:0in; margin-left:-18.1pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; color:black;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.007.135
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №31
2005 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის №641 ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის №641 ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით, არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშები ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები.
3. სამსახური მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში თავისი სახელით დებს გარიგებებს (ხელშეკრულებებს), კისრულობს ვალდებულებებს, გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
4. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: 0112, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. №150.
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სფერო
სამსახურის საქმიანობის სფეროა ქვეყნის მოსახლეობის, სახელმწიფო მმართველობითი ორგანოების, შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების, ეკონომიკის დარგების და სხვა დაინტერესებული მომხმარებლების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ საერთო დანიშნულების ოპერატიული ინფორმაციისა და ინფორმაციული პროდუქციის რეგულარულად მომზადება;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და მოსალოდნელი საშიში და სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებისა და გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ გაფრთხილებების მომზადება;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების მონაცემთა ბაზების ფორმირება, აღნიშნულ სფეროში ცნობარების, კადასტრების, მიმოხილვების და სხვა სახის საცნობარო მასალების მომზადება და გამოცემა;
დ) ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში სპეციალური დანიშნულების (მომხმარებლის მოთხოვნით) სამუშაოების წარმოება.
მუხლი 3🔗. სამსახურის ამოცანები
სამსახურის ამოცანებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს დაბინძურებაზე (ატმოსფერული ჰაერი, ატმოსფერული ნალექები, ზედაპირული წყლები, ნიადაგი) დაკვირვების პუნქტების (მათი იურიდიული სტატუსის მიუხედავად) მეთოდური და ტექნიკურ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარების, თოვლის საფარის, თოვლის ზვავების, წყალდიდობების, წყალმო-ვარდნების, ღვარცოფული კერების, კალაპოტური პროცესების და სხვა ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებსა და გარემოს დაბინძურების მახასიათებლებზე რეგულარული ან ეპიზოდური დაკვირვებების წარმოება;
გ) ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების ქსელში გამზომი ხელსაწყო-დანადგარების, სატელეკომუნიკაციო სისტემების, გამოთვლითი და სხვა საშუალებების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ჰარმონიზაცია;
დ) ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების მონაცემთა შეკრების, დამუშავების, ანალიზის, შენახვისა და გავრცელების (მათ შორის საერთაშორისო გლობალურ ქსელში) ურთიერთდაკავშირებული სისტემის ფუნქციონირების განხორციელება;
ე) ჰიდრომეტეოროლოგიური, აგრომეტეოროლოგიური, საზღვაო, თოვლსაზვავე, გარემოს დაბინძურების და სხვა სახის პროგნოზებისა და გაფრთხილებების შედგენა. ფაქტობრივი და პროგნოზული ინფორმაციის შემცველი ბიულეტენების, მიმოხილვების, ცნობებისა და სხვა მასალების მომზადება და დადგენილი წესით გავრცელება;
ვ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში აქტუალური საკითხების მეცნიერულ კვლევაში მონაწილეობის მიღება;
ზ) ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში ახალი ტექნიკურ-ტექნოლოგიური საშუალებებისა და პროგნოსტიკული მეთოდების გამოცდა და ოპერატიულ-საწარმოო საქმიანობაში დადგენილი წესით დანერგვა;
თ) სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების და მწვავე ეკოლოგიური სიტუაციების გავრცელების არეალის დადგენაში, მათგან მიყენებული ზარალის შეფასებაში და მათი სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ი) ჰიდრომეტეოროლოგიური მდგომარეობის ამსახველი რეჟიმული საცნობარო მასალების მომზადების, გამოცემის და გავრცელების უზრუნველყოფა;
კ) ზედაპირული წყლების სახელმწიფო კადასტრისა და გარემოს დაბინძურების მდგომარეობის ამსახველი რეჟიმული საცნობარო მასალების მომზადების, გამოცემის და გავრცელების უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნებისათვის კლიმატური და წყლის რესურსების შეფასებასა და ამ რესურსების გამოყენების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
მ) ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების ამსახველი მონაცემებით ეროვნული ფონდის რეგულარულად შევსება;
ნ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება და მისი შემდგომი განვითარება.
მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე (ან მოადგილეები), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. უფროსის მოადგილე თავის საქმიანობას ახორციელებს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში.
3. სამსახურის უფროსი სამსახურის საქმიანობას უძღვება ერთპიროვნულად და პასუხისმგებელია მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
4. სამსახურის უფროსი:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს (ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს), კონტროლს უწევს მათი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს:
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის, ზეგანაკვეთურ სამუშაოთა შესრულებისას უზრუნველყოფს თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას;
დ) კონკრეტული ამოცანების გათვალისწინებით ქმნის ან აუქმებს დროებით სამუშაო ჯგუფებს;
ე) პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, მის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების სწორად ხარჯვისათვის;
ვ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით უდგენს მას ანგარიშებს სამსახურის საქმიანობის შესახებ;
ზ) სამსახურის უფროსი უფლებამოსილია იმოქმედოს სამსახურის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას.
მუხლი 5🔗. სამსახურის ქონება
1. სამსახურის ქონება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა, იგი სამსახურს გადაეცემა უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით, ფლობისა და სარგებლობისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომელიც აისახება მის დამოუკიდებელ ბალანსში.
3. სამსახურის უძრავი ქონების გასხვისება, შეძენა და დატვირთვა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, ფლობისა და სარგებლობისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამსახურის ქონება შეიძლება გაიზარდოს მიღებული შემოსავლების და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროების ხარჯზე.
მუხლი 6🔗. სამსახურის საფინანსო საქმიანობა
1. სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.
2. სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
3. სამსახურის დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) საწევროები და შენატანები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. სამსახურის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 7🔗. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობაზე, ეფექტურობაზე და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობასა და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლება აქვს სამსახურისაგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის გადაწყვეტილება, მათ შორის, მიზანშეუწონლობის მოტივით.
მუხლი 8🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.