საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.03.2005
ძალის დაკარგვა 17.01.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.033.007153
გამოქვეყნების წყარო სსმ, 33, 23/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx; text-shadow:auto; vertical-align:super;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx; text-shadow:auto; vertical-align:super;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New"; text-shadow:auto; vertical-align:super;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; mso-style-link:"satauri_xml Char"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New"; text-shadow:auto; vertical-align:super;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif"; text-shadow:auto; vertical-align:super;} span.sataurixmlChar {mso-style-name:"satauri_xml Char"; mso-style-link:satauri_xml; font-family:"Sylfaen","serif"; text-shadow:auto; font-weight:bold; vertical-align:super;} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; text-shadow:auto; font-weight:bold; vertical-align:super;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.153
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №34
2005 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების თანდართული დებულებები:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დებულება;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დებულება;
გ) ქართლის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დებულება;
დ) კახეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დებულება;
ე) კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დებულება;
ვ) სამცხე-ჯავახეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის 21.02.2001 წლის №6 ბრძანება „ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ”.
3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია (შემდგომში – ობსერვატორია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმიანობას ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში.
2. ობსერვატორიის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ობსერვატორიას აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი სახელწიფო გერბის გამოსახულებითა და ობსერვატორიის სახელწოდებით.
3. ობსერვატორიის იურიდიული მისამართია: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებელის გამზ. №150.
მუხლი 2🔗. კანონმდებლობის სისტემა ობსერვატორიის საქმიანობის სფეროში
ობსერვატორია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის აქტების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ობსერვატორიის საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები
1. ობსერვატორიის საქმიანობის სფეროა აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დარგის რეაბილიტაციის კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
2. ობსერვატორიის ძირითადი ამოცანებია:
ა) აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებამდე წარმოებელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების მასალების დამუშავება-სისტემიზაცია;
ბ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში სახელმწიფო ინფორმაციული რესურსების ფორმირებისა და მონაცემთა ერთიანი ფონდის შექმნაში მონაწილეობა;
გ) თანამშრომლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ მმართველობით ორგანოებთან ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობის სფეროში;
დ) ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მდგომარეობის ამსახველ მონაცემთა დაყვანა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებამდე დადგენილი წესის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) სამოქმედო გეგმების, გაწეული მუშაობისა და საბუღალტრო ანგარიშების დადგენილ ვადებში დეპარტამენტში წარმოდგენა.
მუხლი 4🔗. ობსერვატორიის უფლებამოსილებანი
ობსერვატორიას უფლება აქვს:
ა) დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ჰიდრომეტოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში;
ბ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 5🔗. ობსერვატორიის ქონება
ობსერვატორიის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება ობსერვატორიის ბალანსზე.
მუხლი 6🔗. ობსერვატორიის მართვა
ობსერვატორიას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
მუხლი 7🔗. ობსერვატორიის უფროსის უფლება-მოვალეობანი
1. ობსერვატორიის უფროსი პასუხისმგებელია ობსერვატორიის დებულებით დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების სისრულისა და სისწორისათვის და ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. ობსერვატორიის უფროსი ახორციელებს ობსერვატორიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას და პერსონალურად აგებს პასუხს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
3. ობსერვატორიის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამეტის თავმჯდომარის წარდგინებით (ობსერვატორიის უფროსთან შეთანხმებით) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
4. ობსერვატორიის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ობსერვატორიის უფროსი.
მუხლი 8🔗. ობსერვატორიის დებულების დამტკიცების, მასში ცვლილების შეტანისა და ობსერვატორიის ლიკვიდაციის წესი
1. ობსერვატორიის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ობსერვატორიის ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია (შემდგომში – ობსერვატორია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო, რომელიც აჭარის მხარეში ახორციელებს ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების ქსელის მმართველობას, მის მეთოდურ და ტექნიკურ უზრუნველყოფას, დაკვირვების მონაცემთა შეკრებას, პირველად დამუშავებას და გავრცელებას.
2. ობსერვატორიის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ობსერვატორიას აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი სახელწიფო გერბის გამოსახულებითა და ობსერვატორიის სახელწოდებით.
3. ობსერვატორიის იურიდიული მისამართია: ქალაქი ბათუმი, ვახტანგ გორგასალის №124.
მუხლი 2🔗. კანონმდებლობის სისტემა ობსერვატორიის საქმიანობის სფეროში
ობსერვატორია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის აქტების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ობსერვატორიის ძირითადი ამოცანები
ობსერვატორიის ძირითადი ამოცანებია:
ა) მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების ქსელის ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა, საზომი საშუალებების სტანდარტულ განთავსებასა და გამართულობაზე ტექნიკური ზედამხედველობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური ხელმძღვანელობა, ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს მონიტორინგის დაკვირვებათა მონაცემების წარმოების, შეკრების, პირველადი დამუშავების, ანალიზის, შენახვისა და გავრცელების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
ბ) ჰიდრომეტეოროლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში სახელმწიფო ინფორმაციული რესურსების ფორმირებისა და მონაცემთა ერთიანი ფონდის შექმნაში მონაწილეობა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყლის სახელმწიფო კადასტრის შედგენაში მონაწილეობა;
დ) თანამშრომლობა ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობის სფეროში;
ე) რეგიონში სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებით და ეკოლოგიური ფაქტორებით მიყენებული ზიანის დადგენაში მონაწილეობა.
მუხლი 4🔗. ობსერვატორიის ფუნქციები
ობსერვატორიის ფუნქციებია:
ა) მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მდგომარეობაზე დაკვირვებათა წარმოების ორგანიზება დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად;
ბ) დაკვირვების მონაცემთა შეკრება, პირველადი დამუშავება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურისათვის რეგულარულად მიწოდება;
გ) სახიფათო ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებისა და გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ სათანადო ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და მისი ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამდე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურამდე დადგენილი წესით დაუყოვნებლივ დაყვანა;
დ) სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების და საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებაში მონაწილეობა;
ე) ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მდგომარეობის ამსახველ მონაცემთა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებამდე დადგენილი წესის შესაბამისად დაყვანა;
ვ) სამოქმედო გეგმების, გაწეული მუშაობისა და საბუღალტრო ანგარიშების დადგენილ ვადებში ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში წარმოდგენა;
ზ) თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომითი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მუხლი 5🔗. ობსერვატორიის უფლებამოსილებანი
ობსერვატორიას უფლება აქვს:
ა) ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგინოს წინადადებები სამოქმედო ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ქსელის ორგანიზების – რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის თაობაზე;
ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სადამკვირვებლო ქსელის მეთოდური და ტექნიკური ინსპექტირება და მისი შედეგების ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტამდე დაყვანა;
გ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 6🔗. ობსერვატორიის ქონება
ობსერვატორიის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება ობსერვატორიის ბალანსზე.
მუხლი 7🔗. ობსერვატორიის მართვა
ობსერვატორიას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
მუხლი 8🔗. ობსერვატორიის უფროსის უფლება-მოვალეობანი
1. ობსერვატორიის უფროსი პასუხისმგებელია ობსერვატორიის დებულებით დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების სისრულისა და სისწო-რისათვის და ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. ობსერვატორიის უფროსი ახორციელებს ობსერვატორიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას და პერსონალურად აგებს პასუხს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მუშაობაზე.
3. ობსერვატორიის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით (ობსერვატორიის უფროსთან შეთანხმებით) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
4. ობსერვატორიის უფროსი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ობსერვატორიის თანამშრომლებს, მათ შორის ობსერვატორიის განყოფილების უფროსებს, ჰიდრომეტეოროლოგიური ბიუროებისა და ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების უფროსებს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
მუხლი 9🔗. ობსერვატორიის სტრუქტურა
ობსერვატორიის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) განყოფილებები;
ბ) ბიუროები;
გ) დაკვირვების სადგურები და საგუშაგოები.
მუხლი 10🔗. ობსერვატორიის დებულების დამტკიცების, მასში ცვლილების შეტანისა და ობსერვატორიის ლიკვიდაციის წესი
1. ობსერვატორიის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ობსერვატორიის ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ქართლის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ქართლის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია (შემდგომში – ობსერვატორია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო, რომელიც შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის მხარეში ახორციელებს ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების ქსელის მმართველობას, მის მეთოდურ და ტექნიკურ უზრუნველყოფას, დაკვირვების მონაცემთა შეკრებას, პირველად დამუშავებას და გავრცელებას.
2. ობსერვატორიის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ობსერვატორიას აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ობსერვატორიის სახელწოდებით.
3. ობსერვატორიის იურიდიული მისამართია: ქალაქი თბილისი, ვარკეთილი, რუსთაველის ქ. №8.
მუხლი 2🔗. კანონმდებლობის სისტემა ობსერვატორიის საქმიანობის სფეროში
ობსერვატორია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის აქტების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ობსერვატორიის ძირითადი ამოცანები
ობსერვატორიის ძირითადი ამოცანებია:
ა) მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების ქსელის ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა, საზომი საშუალებების სტანდარტულ განთავსებასა და გამართულობაზე ტექნიკური ზედამხედველობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური ხელმძღვანელობა, ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს მონიტორინგის დაკვირვებათა მონაცემების წარმოების, შეკრების, პირველადი დამუშავების, ანალიზის, შენახვისა და გავრცელების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
ბ) ჰიდრომეტეოროლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში სახელმწიფო ინფორმაციული რესურსების ფორმირებისა და მონაცემთა ერთიანი ფონდის შექმნაში მონაწილეობა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყლის სახელმწიფო კადასტრის შედგენაში მონაწილეობა;
დ) თანამშრომლობა ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობის სფეროში;
ე) რეგიონში სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებით და ეკოლოგიური ფაქტორებით მიყენებული ზიანის დადგენაში მონაწილეობა.
მუხლი 4🔗. ობსერვატორიის ფუნქციები
ობსერვატორიის ფუნქციებია:
ა) მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მდგომარეობაზე დაკვირვებათა წარმოების ორგანიზება დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად;
ბ) დაკვირვების მონაცემთა შეკრება, პირველადი დამუშავება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურისათვის რეგულარულად მიწოდება;
გ) სახიფათო ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებისა და გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ სათანადო ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და მისი ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამდე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურამდე დადგენილი წესით დაუყოვნებლივ დაყვანა;
დ) სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების და საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებაში მონაწილეობა;
ე) ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მდგომარეობის ამსახველ მონაცემთა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებამდე დადგენილი წესის შესაბამისად დაყვანა;
ვ) სამოქმედო გეგმების, გაწეული მუშაობისა და საბუღალტრო ანგარიშების დადგენილ ვადებში ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში წარმოდგენა;
ზ) თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომითი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მუხლი 5🔗. ობსერვატორიის უფლებამოსილებანი
ობსერვატორიას უფლება აქვს:
ა) ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგინოს წინადადებები სამოქმედო ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ქსელის ორგანიზების – რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის თაობაზე;
ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სადამკვირვებლო ქსელის მეთოდური და ტექნიკური ინსპექტირება და მისი შედეგების ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტამდე დაყვანა;
გ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 6🔗. ობსერვატორიის ქონება
ობსერვატორიის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება ობსერვატორიის ბალანსზე.
მუხლი 7🔗. ობსერვატორიის მართვა
ობსერვატორიას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
მუხლი 8🔗. ობსერვატორიის უფროსის უფლება-მოვალეობანი
1. ობსერვატორიის უფროსი პასუხისმგებელია ობსერვატორიის დებულებით დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების სისრულისა და სისწორისათვის და ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. ობსერვატორიის უფროსი ახორციელებს ობსერვატორიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას და პერსონალურად აგებს პასუხს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მუშაობაზე.
3. ობსერვატორიის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით (ობსერვატორიის უფროსთან შეთანხმებით) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
4. ობსერვატორიის უფროსი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ობსერვატორიის თანამშრომლებს, მათ შორის, ობსერვატორიის განყოფილების უფროსებს, ჰიდრომეტეოროლოგიური ბიუროების და ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების უფროსებს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
მუხლი 9🔗. ობსერვატორიის სტრუქტურა
ობსერვატორიის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) განყოფილებები;
ბ) ბიუროები;
გ) დაკვირვების სადგურები და საგუშაგოები.
მუხლი 10🔗. ობსერვატორიის დებულების დამტკიცების, მასში ცვლილების შეტანისა და ობსერვატორიის ლიკვიდაციის წესი
1. ობსერვატორიის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ობსერვატორიის ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
კახეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. კახეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია (შემდგომში – ობსერვატორია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო, რომელიც კახეთის მხარეში ახორციელებს ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების ქსელის მმართველობას, მის მეთოდურ და ტექნიკურ უზრუნველყოფას, დაკვირვების მონაცემთა შეკრებას, პირველად დამუშავებასა და გავრცელებას.
2. ობსერვატორიის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ობსერვატორიას აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ობსერვატორიის სახელწოდებით.
3. ობსერვატორიის იურიდიული მისამართია: ქალაქი თელავი, ქუთაისის პირველი შესახვევი №7.
მუხლი 2🔗. კანონმდებლობის სისტემა ობსერვატორიის საქმიანობის სფეროში
ობსერვატორია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის აქტების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ობსერვატორიის ძირითადი ამოცანები
ობსერვატორიის ძირითადი ამოცანებია:
ა) მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების ქსელის ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა; საზომი საშუალებების სტანდარტულ განთავსებასა და გამართულობაზე ტექნიკური ზედამხედველობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური ხელმძღვანელობა; ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს მონიტორინგის დაკვირვებათა მონაცემების წარმოების, შეკრების, პირველადი დამუშავების, ანალიზის, შენახვისა და გავრცელების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
ბ) ჰიდრომეტეოროლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში სახელმწიფო ინფორმაციული რესურსების ფორმირებისა და მონაცემთა ერთიანი ფონდის შექმნაში მონაწილეობა;
გ) წყლის სახელმწიფო კადასტრის შედგენაში მონაწილეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) თანამშრომლობა სამხარეო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობის სფეროში. რეგიონში სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებით და ეკოლოგიური ფაქტორებით მიყენებული ზიანის დადგენაში მონაწილეობა.
მუხლი 4🔗. ობსერვატორიის ფუნქციები
ობსერვატორიის ფუნქციებია:
ა) მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მდგომარეობაზე დაკვირვებათა წარმოების ორგანიზება დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად;
ბ) დაკვირვების მონაცემთა შეკრება, პირველადი დამუშავება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურისათვის რეგულარულად გადაცემა;
გ) სახიფათო ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებისა და გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ სათანადო ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და მისი ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამდე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურამდე დადგენილი წესით დაუყოვნებლივ დაყვანა;
დ) სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების და საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებაში მონაწილეობა;
ე) ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მდგომარეობის ამსახველ მონაცემთა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებამდე დადგენილი წესის შესაბამისად დაყვანა;
ვ) სამოქმედო გეგმების, გაწეული მუშაობისა და საბუღალტრო ანგარიშების დადგენილ ვადებში ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში წარმოდგენა;
ზ) თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომითი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მუხლი 5🔗. ობსერვატორიის უფლებამოსილებანი
ობსერვატორიას უფლება აქვს:
ა) ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგინოს წინადადებები სამოქმედო ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ქსელის ორგანიზების – რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის თაობაზე;
ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სადამკვირვებლო ქსელის მეთოდური და ტექნიკური ინსპექტირება და მისი შედეგების ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტამდე დაყვანა;
გ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 6🔗. ობსერვატორიის ქონება
ობსერვატორიის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება ობსერვატორიის ბალანსზე.
მუხლი 7🔗. ობსერვატორიის მართვა
ობსერვატორიას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
მუხლი 8🔗. ობსერვატორიის უფროსის უფლება-მოვალეობანი
1. ობსერვატორიის უფროსი პასუხისმგებელია ობსერვატორიის დებულებით დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების სისრულისა და სისწორისათვის და ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. ობსერვატორიის უფროსი ახორციელებს ობსერვატორიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას და პერსონალურად აგებს პასუხს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მუშაობაზე.
3. ობსერვატორიის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით (ობსერვატორიის უფროსთან შეთანხმებით) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;
4. ობსერვატორიის უფროსი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ობსერვატორიის თანამშრომლებს, მათ შორის, ობსერვატორიის განყოფილების უფროსებს, ჰიდრომეტეოროლოგიური ბიუროების და ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების უფროსებს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
მუხლი 9🔗. ობსერვატორიის სტრუქტურა
ობსერვატორიის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) განყოფილებები;
ბ) დაკვირვების სადგურები და საგუშაგოები.
მუხლი 10🔗. ობსერვატორიის დებულების დამტკიცების, მასში ცვლილების შეტანისა და ობსერვატორიის ლიკვიდაციის წესი
1. ობსერვატორიის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ობსერვატორიის ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია (შემდგომში – ობსერვატორია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო, რომელიც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის მხარეში ახორციელებს ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების ქსელის მმართველობას, მის მეთოდურ და ტექნიკურ უზრუნველყოფას, დაკვირვების მონაცემთა შეკრებას, პირველად დამუშავებასა და გავრცელებას.
2. ობსერვატორიის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ობსერვატორიას აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და ობსერვატორიის სახელწოდებით.
3. ობსერვატორიის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის №14.
მუხლი 2🔗. კანონმდებლობის სისტემა ობსერვატორიის საქმიანობის სფეროში
ობსერვატორია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის აქტების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ობსერვატორიის ძირითადი ამოცანები
ობსერვატორიის ძირითადი ამოცანებია:
ა) მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების ქსელის ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა; საზომი საშუალებების სტანდარტულ განთავსებასა და გამართულობაზე ტექნიკური ზედამხედველობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური ხელმძღვანელობა; ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს მონიტორინგის დაკვირვებათა მონაცემების წარმოების, შეკრების, პირველადი დამუშავების, ანალიზის, შენახვისა და გავრცელების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
ბ) ჰიდრომეტეოროლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში სახელმწიფო ინფორმაციული რესურსების ფორმირებისა და მონაცემთა ერთიანი ფონდის შექმნაში მონაწილეობა;
გ) წყლის სახელმწიფო კადასტრის შედგენაში მონაწილეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) თანამშრომლობა სამხარეო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობის სფეროში. რეგიონში სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებით და ეკოლოგიური ფაქტორებით მიყენებული ზიანის დადგენაში მონაწილეობა.
მუხლი 4🔗. ობსერვატორიის ფუნქციები
ობსერვატორიის ფუნქციებია:
ა) მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მდგომარეობაზე დაკვირვებათა წარმოების ორგანიზება დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად;
ბ) დაკვირვების, მონაცემთა შეკრება, პირველადი დამუშავება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურისათვის რეგულარულად გადაცემა;
გ) სახიფათო ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებისა და გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ სათანადო ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და მისი ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამდე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურამდე დადგენილი წესით დაუყოვნებლივ დაყვანა;
დ) სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებისა და საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებაში მონაწილეობა;
ე) ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მდგომარეობის ამსახველ მონაცემთა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებამდე დადგენილი წესის შესაბამისად დაყვანა;
ვ) სამოქმედო გეგმების, გაწეული მუშაობისა და საბუღალტრო ანგარიშების დადგენილ ვადებში ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში წარმოდგენა;
ზ) თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომითი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მუხლი 5🔗. ობსერვატორიის უფლებამოსილებანი
ობსერვატორიას უფლება აქვს:
ა) წარუდგინოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარეს წინადადებები სამოქმედო ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ქსელის ორგანიზების – რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის თაობაზე;
ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სადამკვირვებლო ქსელის მეთოდური და ტექნიკური ინსპექტირება და მისი შედეგების ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტამდე დაყვანა;
გ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
მუხლი 6🔗. ობსერვატორიის ქონება
ობსერვატორიის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება ობსერვატორიის ბალანსზე.
მუხლი 7🔗. ობსერვატორიის მართვა
ობსერვატორიას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
მუხლი 8🔗. ობსერვატორიის უფროსის უფლება-მოვალეობანი
1. ობსერვატორიის უფროსი პასუხისმგებელია ობსერვატორიის დებულებით დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების სისრულისა და სისწორისათვის და ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. ობსერვატორიის უფროსი ახორციელებს ობსერვატორიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას და პერსონალურად აგებს პასუხს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მუშაობაზე.
3. ობსერვატორიის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით (ობსერვატორიის უფროსთან შეთანხმებით) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
4. ობსერვატორიის უფროსი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ობსერვატორიის თანამშრომლებს, მათ შორის ობსერვატორიის განყოფილების უფროსებს, ჰიდრომეტეოროლოგიური ბიუროების და ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების უფროსებს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
მუხლი 9🔗. ობსერვატორიის სტრუქტურა
ობსერვატორიის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) განყოფილებები;
ბ) ბიუროები;
გ) დაკვირვების სადგურები და საგუშაგოები.
მუხლი 10🔗. ობსერვატორიის დებულების დამტკიცების, მასში ცვლილების შეტანისა და ობსერვატორიის ლიკვიდაციის წესი
1. ობსერვატორიის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ობსერვატორიის ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
სამცხე-ჯავახეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სამცხე-ჯავახეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია (შემდგომში – ობსერვატორია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მხარეში ახორციელებს ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის მმართველობას, მეთოდურ ხელმძღვანელობას და ტექნიკურ ზედამხედველობას.
2. ობსერვატორიის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ობსერვატორიას აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ობსერვატორიის სახელწოდებით.
3. ობსერვატორიის იურიდიული მისამართია: ქალაქი ახალციხე, გიორგი ბრწყინველეს №29.
მუხლი 2🔗. კანონმდებლობის სისტემა ობსერვატორიის საქმიანობის სფეროში
ობსერვატორია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის აქტების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ობსერვატორიის ძირითადი ამოცანები
ობსერვატორიის ძირითადი ამოცანებია:
ა) მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების ქსელის ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა, საზომი საშუალებების სტანდარტულ განთავსებასა და გამართულობაზე ტექნიკური ზედამხედველობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური ხელმძღვანელობა, ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს მონიტორინგის დაკვირვებათა მონაცემების წარმოების, შეკრების, პირველადი დამუშავების, ანალიზის, შენახვისა და გავრცელების ერთიან სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
ბ) ჰიდრომეტეოროლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში სახელმწიფო ინფორმაციული რესურსების ფორმირებისა და მონაცემთა ერთიანი ფონდის შექმნაში მონაწილეობა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყლის სახელმწიფო კადასტრის შედგენაში მონაწილეობა;
დ) თანამშრომლობა ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობის სფეროში;
ე) რეგიონში სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებით და ეკოლოგიური ფაქტორებით მიყენებული ზიანის დადგენაში მონაწილეობა.
მუხლი 4🔗. ობსერვატორიის ფუნქციები
ობსერვატორიის ფუნციებია: