საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2005
ძალის დაკარგვა 23.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №258
სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.007161
გამოქვეყნების წყარო სსმ, 34, 25/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:125%; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:125%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS; layout-grid-mode:line;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:13.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:125%; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:600.0pt 750.0pt; margin:49.65pt 54.25pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.007.161
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №258
2005 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის „კ” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებასა და დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტატუსი
1. დეპარტამენტი წარმოადგენს გასამხედროებულ დაწესებულებას, რომელიც შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. „საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დეპარტამენტის სასაზღვრო ძალები შედიან საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაში.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით, მინისტრის ბრძანებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. დეპარტამენტი სამინისტროს მეშვეობით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ, ასევე სხვა ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან, ამყარებს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, მონაწილეობს ტრანსასაზღვრო დანაშაულებათა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო საქმიანობაში.
5. დეპარტამენტის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილს.
6. დეპარტამენტს აქვს ნამდვილი და პირობითი სახელწოდება, ემბლემა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, ბლანკები და შტამპები.
7. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: საქართველო, 0160, თბილისი, სიმონ კანდელაკის ქ. №12.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში;
ბ) მოსაზღვრე სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე, სახელწიფო საზღვრის დაცვის ორგანიზაციული საკითხებისა და საერთაშორისო შეთანხმებების რეალიზაციის უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ფიზიკური პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთის, საქონლის, ცხოველთა გატარებისა და კონტროლის ორგანიზაცია;
დ) ერთობლივ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით თანამშრომლობა იმ ორგანოებთან, რომლებიც ეწევიან სამართალდაცვით, სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში.
2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მიიღოს მონაწილეობა საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკისა და სასაზღვრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში;
ბ) მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლის, ცხოველთა გატარების, აგრეთვე სხვა საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;
გ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების ორგანიზაცია, რომლებიც აწესრიგებენ ურთიერთობებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში;
დ) თანამშრომლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თავდაცვის სამინისტროსთან, უცხო სახელმწიფოების სასაზღვრო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში, მონაწილეობა სასაზღვრო საკითხებზე საერთაშორისო მოლაპარაკებაში;
ე) სასაზღვრო წარმომადგენლების – სასაზღვრო კომისრების საქმიანობისადმი ხელმძღვანელობა;
ვ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის კონცეფციის შემუშავება, მუშაობის სრულყოფის მიზნობრივი კომპლექსური პროგრამების მომზადება და ამ პროგრამების რეალიზაციის სამართლებრივი, ორგანიზაციული, ეკონომიკური და სხვა მექანიზმების შემუშავება;
ზ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ შეცვლის თავიდან აცილებისა და აღკვეთის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის შენარჩუნების, სასაზღვრო რეჟიმისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო გამტარ პუნქტებში რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავება და მათი რეალიზაციის კონტროლი;
თ) დეპარტამენტის ორგანოთა საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიზური და სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზაცია;
ი) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში საქართველოს უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უზრუნველყოფა, საქმიანობის ანალიზის მიზნით გამოკვლევების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება;
კ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის ორგანიზაცია;
ლ) დეპარტამენტის შესაბამისი ორგანოების მიერ თავიანთი კონპეტენციის ფარგლებში მოკვლევის უზრუნველყოფა;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების დაცვის უზრუნველყოფა;
ნ) დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის უშიშროების უზრუნველყოფა;
ო) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურისა და საშტატო რიცხოვნობის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა;
პ) შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ცვეთისა და შესყიდვის გეგმის შემუშავება და სახელმწიფო დამკვეთის უზრუნველყოფა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სპეციალური სამხედრო, საკადრო, ფინანსური, სამხედრო, ტექნიკური, მატერიალური და სხვა სახის უზრუნველყოფის ორგანიზაცია, აგრეთვე კაპიტალური მშენებლობის წარმოება, დეპარტამენტის ორგანოთა საყაზარმო და საბინაო ფონდის ექსპლუატაცია, დადგენილი წესის მიხედვით საცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-გადანაწილება;
რ) მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების საფუძველზე სასაზღვრო ძალების შეიარაღებისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (ტექნოლოგიების) ძირითად მოთხოვნათა დაგეგმვა;
ს) დეპარტამენტის მიერ შეკვეთილი ტექნიკისა და შეიარაღების დამზადების კონტროლი, ახალი და მოდერნიზებული ტექნიკის სახელმწიფო გამოცდა და მოქმედი დებულებებისა და მიწოდების შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად წარმოებიდან მათი მიღების უზრუნველყოფა;
ტ) მეცნიერულ გამოკვლევათა შედეგების პრაქტიკაში დანერგვა;
უ) დადგენილი წესით მასმედიასთან თანამშრომლობა.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრის წარდგინებით პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინებით.
3. თავმჯდომარის მიერ მოვალეობების განაწილების შესაბამისად დეპარტამენტის საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს ხელმძღვანელობენ თავმჯდომარის მოადგილეები. ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის დავალებითა და მის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე.
5. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) პერსონალურად აგებს პასუხს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე დეპარტამენტისათვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე;
ბ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის სისტემის ორგანოთა მუშაობას და ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას მათდამი;
გ) განკარგავს საბიუჯეტო სახსრებს დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში, რომლის შესრულებას აკონტროლებს სამინისტრო და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, განსაზღვრავს დეპარტამენტის სხვა თანამდებობის პირთა უფლებამოსილებასა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანებს;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დადგენილი წესით განსახილველად წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს დეპარტამენტის გამგებლობაში შემავალ საკითხებზე;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და რიცხოვნობის შესახებ;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ;
თ) ამტკიცებს სატრანსპორტო საშუალებათა, საბრძოლო და სპეციალური ტექნიკის ოდენობას;
ი) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ორგანოთა სადაზვერვო, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მოკვლევას და მის კონტროლს დეპარტამენტის ორგანოთა მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს სამსახურებრივ საკითხებზე, აკონტროლებს მათ შესრულებას;
ლ) ახდენს დეპარტამენტის ორგანოთა სამსახურებრივ-საბრძოლო, ადმინისტრაციული, საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის კონტროლს და დარღვევის შემთხვევაში შესაბამის დასკვნას შემდგომი რეაგირებისათვის აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან განსახილველად შეაქვს წინადადებები დეპარტამენტის საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანის შესახებ;
ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან განსახილველად შეაქვს წინადადებები დეპარტამენტის დანაყოფთა სამხედრო მოსამსახურეების დანიშვნის, ოფიცრის წოდების მინიჭების, სამხედრო სამსახურიდან მათი დათხოვნის, სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვაში მონაწილე სხვა პირებისათვის სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების შესახებ;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის დანაყოფთა სამხედრო სამსახურში ჩარიცხავს და გადააადგილებს, თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებს, სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებს სამხედრო მოსამსახურეებს თადარიგში ან გადააყენებს მათ;
პ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კადრების შერჩევის, განაწილებისა და აღზრდის, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის საკითხების გადაწყვეტის ერთიან სისტემას, საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს კადრების როტაციას;
ჟ) უზრუნველყოფს სასაზღვრო ოპერატიული, საბრძოლო და სპეციალური მომზადების ორგანიზაციისა და მოწყობის ფორმებისა და მეთოდების ერთიანობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს მათ მომზადებასა და სწავლებას;
რ) სამსახურებრივ მივლინებაში გზავნის დეპარტამენტის დანაყოფთა სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, ორგანიზაციას უწევს სანაპირო დაცვის ხომალდების საზღვარგარეთის ნავსადგურებში ვიზიტებსა და საქმიან გასვლებს, დადგენილი წესით სასაზღვრო თვითმფრინავების საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგზავნას;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს დეპარტამენტის დანაყოფთა სამხედრო მოსამსახურეების, სამოქალაქო პერსონალისა და მათი ოჯახების წევრთა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის მონაწილე მოქალაქეების სამართლებრივი და სოციალური დაცვის საკითხებს;
ტ) წარმოადგენს დეპარტამენტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უზრუნველყოფს დეპარტამენტის თანამშრომლობას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან;
უ) წარმოადგენს დეპარტამენტს მოსაზღვრე და სხვა სახელმწიფოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში, სასაზღვრო, სპეციალურ, სამართალდაცვით და სამხედრო ორგანოებში;
ფ) ფასიანი საჩუქრებით აჯილდოებს დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პერსონალს, უცხო სახელმწიფოების სასაზღვრო ორგანოების წარმომადგენლებს, აგრეთვე სხვა პირებს დეპარტამენტის წინაშე მდგომი ამოცანების გადაჭრაში აქტიური დახმარებისათვის;
ქ) პრეზიდენტის მიერ დასამტკიცებლად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარუდგენს შინაგან საქმეთა მინისტრს სასაზღვრო ძალების სამხედრო ფორმის ტანსაცმელსა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშს;
ღ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად დებულებას სამკერდე ნიშნების დაწესებისა და დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის დაჯილდოების შესახებ;
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამდივნო;
ბ) სახმელეთო საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველო;
გ) სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველო;
დ) სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;
ე) ოპერატიულ-სამძებრო სამმართველო;
ვ) მართვის ცენტრი (სამმართველოს სტატუსით);
ზ) სწრაფი რეაგირების რაზმი (სამმართველოს სტატუსით);
თ) სპეციალური დანიშნულების ავიაციის სამმართველო;
ი) სისტემა „იორის” მომსახურებისა და განვითარების ცენტრი (სამმართველოს სტატუსით).
მუხლი 6🔗. სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციები
1. სამდივნოს ძირითადი ამოცანაა დეპარტამენტში ნებისმიერი დოკუმენტისა და კორესპონდენციის რეგისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის დადგენილებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების, მისი და მისი მოადგილეების მითითებების შესრულების კონტროლი, მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და აღრიცხვა.
2. სახმელეთო საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველო:
სახმელეთო საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველოს რეგიონული ორგანოებია:
ა) საზღვრის დაცვის №1 რეგიონული სამმართველო (აჭარა);
ბ) საზღვრის დაცვის №2 რეგიონული სამმართველო (ახალციხე);
გ) საზღვრის დაცვის №3 რეგიონული სამმართველო (ბოლნისი);
დ) საზღვრის დაცვის №4 რეგიონული სამმართველო (გარდაბანი);
ე) საზღვრის დაცვის №5 რეგიონული სამმართველო (ქიზიყი);
ვ) საზღვრის დაცვის №6 რეგიონული სამმართველო (ლაგოდეხი);
ზ) საზღვრის დაცვის №7 რეგიონული სამმართველო (ბარისახო);
თ) საზღვრის დაცვის №8 რეგიონული სამმართველო (ყაზბეგი);
ი) საზღვრის დაცვის №9 რეგიონული სამმართველო (ონი);
კ) საზღვრის დაცვის №10 რეგიონული სამმართველო (მესტია);
ლ) საზღვრის დაცვის №11 რეგიონული სამმართველო (აარა);
მ) საზღვრის დაცვის №12 რეგიონული სამმართველო (ეუთო);
ნ) საჰაერო მიმოსვლის გზებზე სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის №13 სამმართველო.
სახმელეთო საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველო ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის დაცვას, სასაზღვრო კონტროლს, სასაზღვრო ნაწილების მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას, მართვის ცენტრში შემოსული მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფს ოპერატიულ-ტექნიკურ გათვლასა და ამზადებს წინადადებებს მეთაურის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, დროულად განსაზღვრავს სასაზღვრო ძალების ამოცანებს, გეგმავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანიზაციას, კოორდინაციას უწევს სასაზღვრო წარმომადგენელთა მუშაობას.
რეგიონული ორგანოების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება რეგიონული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) სასაზღვრო საქმიანობის განხორციელებას საქართველოს საზღვაო სივრცეში, ორგანიზაციას უკეთებს საქართველოს საზღვაო სივრცეში სამართლებრივი რეჟიმის დაცვას და საქართველოს ნავსადგურებში კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის შესრულების კონტროლს;
ბ) საქართველოს შიდა წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, მიმდებარე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, კონტინენტურ შელფზე საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა გემების საქმიანობის კონტროლს;
გ) როგორც დამოუკიდებლად, ასევე საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელ სხვა ორგანოებთან ერთობლივად ახორციელებს სასაზღვრო, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ, ოპერატიულ-სამძებრო, გარემოსდაცვით, ძებნა-გადარჩენისა და საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს;
დ) საქართველოს სუვერენული უფლებებისა და იურისდიქციის დარღვევის საწინააღმდეგო ზომების განხორციელებას;
ე) არალეგალური მიგრაციის, იარაღის, ფეთქებადი და ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდის აღკვეთის ღონისძიებებს;
ვ) სანაპირო დაცვისადმი დაქვემდებარებული დანაყოფებისათვის დაკისრებული ამოცანის სრულად გაცნობას და გეგმავს საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის კონტროლის ღონისძიებებს;
ზ) სანაპირო დაცვის საქმიანობას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) დეპარტამენტის და სხვა შესაბამის უწყებებს შორის საზღვაო სფეროში არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, საინჟინრო და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, მთავარი სამმართველოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და მათ ეფექტურ გამოყენებას.
4. სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო:
ა) წარმართავს, გეგმავს და კონტროლს უწევს სასაზღვრო პოლიტიკის ერთიანი საერთაშორისო, სამართლებრივი, საკადრო და საფინანსო პოლიტიკის ორგანიზაციასა და მათ კომპლექსურად განხორციელებას;
ბ) უზრუნველყოფს სასაზღვრო ძალების საერთაშორისო საქმიანობის განხორციელებას, წარმოადგენს სასაზღვრო ძალებს საერთაშორისო არენაზე, ამყარებს ორმხრივ და მრავალმხრივ კონტაქტებს საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, შეიმუშავებს და ამზადებს საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებს და მათ შესაბამისად კონტროლს ახორციელებს სასაზღვრო ძალებისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე, სახელმწიფო ევროინტეგრაციული კურსის შესაბამისად ახორციელებს დეპარტამენტის სრულფასოვან მონაწილეობას ამ პროცესში, კოორდინაციას უწევს სასაზღვრო ძალების საერთაშორისო საქმიანობას არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლაში, კოორდინაციას უწევს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობას, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში, ახორციელებს სასაზღვრო ძალების მიერ ოფიციალური ვიზიტების, საერთაშორისო ღონისძიებების, მაღალი რანგის დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული საპროტოკოლო ღონისძიებების ჩატარებას;
გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მოიპოვებს ინფორმაციას, აანალიზებს მას და წარუდგენს ხელმძღვანელობას, საზოგადოებასა და მასმედიას ინფორმაციას აწვდის სასაზღვრო ძალებში მიმდინარე პროცესების თაობაზე და ხელს უწყობს საზოგადოებაში სასაზღვრო ძალების შესახებ ობიექტური აზრის ჩამოყალიბებას;
დ) ახორციელებს დეპარტამენტის ერთიან საკადრო პოლიტიკას, საკონტრაქტო სისტემის დანერგვას, სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ და ხარისხობრივ ანალიზსა და თვისობრივ გაუმჯობესებას, რეზერვთან მუშაობას, პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ზრდას – მათ შორის ფიზიკურ მომზადებასა და მხედრული სულისკვეთების ამაღლებას, მათი უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვას, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას;
ე) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის სისტემაში ერთიანი ფინანსური პოლიტიკის გატარებას, ფულადი სახსრების მომჭირნე, დანიშნულებისამებრ ხარჯვას, ადგენს და ამუშავებს დეპარტამენტის ბიუჯეტს, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსურად უზრუნველყოფს დეპარტამენტის თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის ღონისძიებებს, აკეთებს ბიუჯეტის შესრულების ანალიზს, კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს სახელმწიფო შესყიდვებს, აკონტროლებს მიწოდებული საქონლის ხარისხს, ახორციელებს დეპარტამენტის ორგანოთა სამეურნეო და ზურგის მომარაგების უზრუნველყოფას, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, მშენებლობას და მის სწორ ექსპლუატაციას, ორგანიზებას უწევს შიდა საუწყებო დაცვის სამსახურის საქმიანობას.
5. ოპერატიულ-სამძებრო სამმართველო:
ა) თავმჯდომარის ბრძანებით აკონტროლებს დეპარტამენტისა და სასაზღვრო ძალების საქმიანობაში კანონიერების, ნორმატიული აქტებისა და სხვა მარეგლამენტირებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დანაშაულის, დისციპლინური დარღვევების თავიდან აცილებისა და დანაშაულის ხელმშემწყობი გარემოებების გამოვლენის ღონისძიებებს, შეიმუშავებს დანაშაულთან ბრძოლის სამოქმედო გეგმებს;
ბ) უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე სამართალდარღვევათა პროფილაქტიკისა და აღკვეთა-გამოვლენის მიზნით, ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო ზოლსა და ზონაში პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ხასიათის, ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი ინფორმაციების მოპოვებას, ანალიზსა და ოპერატიული ვითარების პროგნოზირებას, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, დეპარტამენტის ოპერატიულ-სამძებრო დანაყოფების თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაციას, სათანადო საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივ ოპერატიულ ღონისძიებათა განხორციელებასა და გამოცდილების გაზიარებას.
6. მართვის ცენტრი უზრუნველყოფს სასაზღვრო ქვედანაყოფების სადღეღამისო უწყვეტ ოპერატიულ მართვას სახელმწიფო საზღვრის დარღვევისა და მცდელობის აღსაკვეთად, ასევე კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას და კონტროლს უწევს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებას.
7. სისტემა „იორის” მომსახურებისა და განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს სასაზღვრო სისტემა „იორის” გამართულ მუშაობას, მის რეალიზაციასა და ექსპლუატაციას, ასევე აწარმოებს სამეცნიერო საქმიანობას, მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების საფუძველზე, სისტემა „იორის” განვითარების გეგმების შემუშავებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით.
8. სწრაფი რეაგირების რაზმი განსაკუთრებულ შემთხვევებში სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოების შესაბამისი დანაყოფების, აგრეთვე დეპარტამენტის რეგიონული ორგანოების მოთხოვნით ახორციელებს სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
9. სპეციალური დანიშნულების ავიაციის სამმართველო, განსაკუთრებულ შემთხვევებში სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოების შესაბამისი დანაყოფების, აგრეთვე დეპარტამენტის რეგიონული ორგანოების მოთხოვნით ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვას საჰაერო სივრციდან და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლს, მონაწილეობას იღებს სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი განსაკუთრებული სიტუაციების დროს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულება
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.