„საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 21.03.2005
ძალის დაკარგვა 22.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №153
სარეგისტრაციო კოდი 200220010.22.033.007162
გამოქვეყნების წყარო სსმ, 34, 25/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
„საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.007.162
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №153
2005 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
„საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის და 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს დებულება „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის შესახებ” თანდართულ დანართთან ერთად.
მუხლი 2🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
საბაჟო ტერიტორიზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმი ნიშნავს უცხოური საქონლის გამოყენებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დადგენილი წესით გადასამუშავებლად, ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად და გადამუშავების პროდუქტების ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებიდან გატანის პირობით.
მუხლი 2🔗
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გადასამუშავებელი საქონელი – უცხოური საქონელი, რომელიც შემოტანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების მიზნით;
ბ) გადამუშავების ობიექტი – გადასამუშავებელი საქონელი, აგრეთვე საქართველოს საქონელი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია გადასამუშავებელ საქონელთან ერთად;
გ) საქართველოს საქონელი – საქართველოში წარმოშობილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი;
დ) სასაქონლო პროდუქცია – გადამუშავების ობიექტიდან გადამუშავების სრული წარმოების პროცესის შედეგად მიღებული საქონელი, რომელიც შესაძლებელია საბოლოო პროდუქტის სახით მოექცეს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო რეჟიმში;
ე) წარმოების ნარჩენები – საქონელი, რომელიც წარმოიშობა სასაქონლო პროდუქციის წარმოების პროცესში როგორც ძირითადი სასაქონლო პროდუქციის თანმდევი პროდუქტი;
ვ) ნაშთი – გადასამუშავებელი საქონლის ნაწილი, რომელიც არ იქნა გამოყენებული გადამუშავების (საწარმოო) პროცესში და სასაქონლო ნომენკლატურაში კლასიფიცირდება იმავე ცხრანიშნა კოდით, რომელიც მიენიჭა მას საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, აგრეთვე გადასამუშავებელი საქონლის ნაწილი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელებულია;
ზ) საწარმოო დანაკარგები – გადამუშავების ობიექტის ნაწილი, რომელიც გაიხარჯა სასაქონლო პროდუქციის წარმოების პროცესში რაიმე პროდუქციის მიღების გარეშე;
თ) გადამუშავების პროდუქტები – სასაქონლო პროდუქცია და წარმოების ნარჩენები;
ი) საწარმოო პროცესი – წარმოების საშუალებებისა და სუბიექტების ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია სასაქონლო პროდუქციის მისაღებად;
კ) ტექნოლოგიური პროცესი – საწარმოო პროცესის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს გადამუშავების ობიექტის მდგომარეობის ცვლილებებისათვის საჭირო მიზანმიმართულ ქმედებათა ერთობლიობას;
ლ) გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავების პროდუქტის რაოდენობის შეფარდება გადასამუშავებელი საქონლის რაოდენობასთან, რომელიც მიიღება გადამუშავების პროცესში;
მ) დეკლარანტი – პირი (ფიზიკური ან იურიდიული), რომელიც უშუალოდ არის საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების რეჟიმში გადამუშავების ობიექტის საბაჟო ორგანოში განმცხადებელი, ამ რეჟიმში საქონლის მოქცევის მიზნით ნებართვის მიმღები და სრული პასუხისმგებელი ამ რეჟიმის პირობების შესრულებაზე;
ნ) გადამუშავების რეჟიმი – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების რეჟიმი;
ო) გადამამუშავებელი – პირი, რომელიც უშუალოდ იყენებს გადამუშავების ობიექტს საწარმოო პროცესში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.
მუხლი 3🔗
გადამუშავების რეჟიმში არ შეიძლება მოექცეს ის საქონელი, რომლის:
ა) შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აკრძალულია;
ბ) იდენტიფიკაცია შეუძლებელია (მათ შორის, ელექტრული, თბური და სხვა სახეობის ენერგიები, თუ სასაქონლო პროდუქციაში მათი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, აგრეთვე ის საქონელი, რომელთა გადამუშავების პროდუქტს წარმოადგენს ელექტრული, თბური და სხვა სახეობის ენერგია).
მუხლი 4🔗
გადამუშავების ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ 10 დღის ვადაში გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთი და გადამუშავების პროდუქტები უნდა მოექცეს სხვა საბაჟო რეჟიმში, ხოლო საწარმოო დანაკარგები საბაჟო გაფორმებას არ ექვემდებარება.
მუხლი 5🔗
გადამუშავება უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
მუხლი 6🔗
გადამუშავების რეჟიმში აქციზური მარკების მოქცევა არ ხორციელდება, ხოლო აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის გადამუშავების რეჟიმში მოქცევისთვის საჭიროა აქციზური მარკების დაზიანება იმ სახით, რაც გამორიცხავს მათ ხელმეორედ გამოყენებას.
მუხლი 7🔗
გადამუშავების წესებისა და გადამუშავების ნებართვის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დეკლარანტს.
თავი II
საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვა
მუხლი 8🔗
1. გადამუშავების რეჟიმში საქონლის გადამუშავება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე.
2. გადამუშავების რეჟიმში საქონლის მოსაქცევად გაცემული ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.
3. გადამუშავების ნებართვის გაცემის, მოქმედების შეჩერების, ნებართვის გაუქმების წესი რეგულირდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 351-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 9🔗
ნებართვა გაიცემა დეკლარანტზე შემდეგი ძირითადი პირობების დაცვით:
ა) შესაძლებელია შემოტანილი საქონლის გადამუშავების პროდუქტების იდენტიფიკაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც განისაზღვრება მოცემული დებულებით;
ბ) გადამუშავება იძლევა საქართველოს საწარმოო სიმძლავრეთა გამოყენებისა და გადამუშავების პროდუქტების ექსპორტის საშუალებას;
გ) წარმოდგენილია საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი გადასამუშავებელი საქონლის იმპორტისათვის დაწესებული გადასახადების ეკვივალენტური თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ფულადი დეპოზიტი, ან შესაბამისი საბანკო გარანტია, ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი. ამასთან, სასაქონლო პროდუქციის მისაღებად გამოყენებულ საქართველოს საქონელზე, როგორც გადამუშავების ობიექტზე, შესაბამისი გადასახდების გადახდა ან საგარანტიო უზრუნველყოფა არ მოითხოვება;
დ) წარმოდგენილია საბაჟო ტერიტორიაზე გადასამუშავებელი საქონლის შემოტანისა და გადამუშავების შედეგად მისაღები საქონლის გატანის საფუძველი (ხელშეკრულება, საქონლის გასხვისების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);
ე) შესრულებულია საბაჟო და საგადასახადო საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
თავი III
საქონლის გადამუშავების ოპერაციები
მუხლი 10🔗
სასაქონლო პროდუქციის მისაღებად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი, აგრეთვე საქართველოში წარმოშობილი საქონელი, ან ამ ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ მოიხმარება გადამუშავების პროცესში და ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტების წარმოებას.
მუხლი 11🔗
საქონლის გადამუშავების ოპერაციები მოიცავს:
ა) საქონლის დამზადებას (დამუშავებას, გადამუშავებას), მათ შორის მონტაჟს, აწყობას და სხვა საქონელზე მორგებას);
ბ) საქონლის შეკეთებას, კერძოდ, მის აღდგენას და წესრიგში მოყვანას;
გ) იმ საქონლის გამოყენებას, რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტების წარმოებას, თუნდაც ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ მოიხმარებოდეს გადამუშავების პროცესში.
მუხლი 12🔗
სასაქონლო პროდუქციის მისაღებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს საქონელი, რომელიც დამატებით მოიხმარება გადამუშავების ტექნოლოგიურ პროცესში. ამასთან, აღნიშნული საქონელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ რაოდენობით, რომელიც აუცილებელია სასაქონლო პროდუქციის მისაღებად.
თავი IV
გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაცია სასაქონლო პროდუქციასთან
მუხლი 13🔗
გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაცია სასაქონლო პროდუქციასთან ნიშნავს იმ ფაქტის დადგენას, რომ სასაქონლო პროდუქცია მიღებულია გადასამუშავებელი საქონლის გადამუშავების შედეგად.
მუხლი 14🔗
გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაცის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იდენტიფიკაციის შემდეგი საშუალებები:
ა) საწარმოს სასაწყობო ნაგებობების, სათავსოებისა და სხვა ადგილების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა პლომბების, ლუქებისა და საბაჟო საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით, სადაც ინახება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, გადამუშავების პროცესში მის სრულ მოხმარებამდე ან სხვა საბაჟო რეჟიმში მოქცევამდე;
ბ) უშუალოდ გადასამუშავებელ საქონლზე და გადამუშავების პროდუქტებზე ბეჭდების, შტამპების, ციფრული ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის განმასხვავებელი ნიშნების დადება;
გ) გადასამუშავებელი საქონლის აღწერა, ფოტოგრაფირება და მასშტაბში გამოსახვა;
დ) გადასამუშავებელი საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღება სასაქონლო პროდუქციასთან შედარების მიზნით;
ე) გადასამუშავებელ საქონელზე არსებული ქარხნული წესით დატანილი მარკირების (საქარხნო ნომერი და ა.შ.) დაფიქსირება;
ვ) იდენტიფიკაციის ელექტრონული, ლაზერული და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებების გამოყენება.
მუხლი 15🔗
საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია საქონლის სპეციფიკის გათვალისწინებით დეკლარანტისაგან მოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ამ საქონლისათვის საჭირო სავალდებულო დოკუმენტაცია.
მუხლი 16🔗
გადასამუშავებელი საქონლის სასაქონლო პროდუქციასთან იდენტიფიკაციის მიზნით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ მოხელეებს უფლება აქვთ დაესწრონ საწარმოო პროცესს.
მუხლი 17🔗
იმ შემთხვევაში, თუ საწარმოო პროცესი მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად, სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით როგორც ერთ, ასევე სხვადასხვა გადამამუშავებელთან, მაშინ იდენტიფიკაციის ზემოხსენებული საშუალებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ყველა ეტაპისათვის ცალ-ცალკე.
მუხლი 18🔗
სასაქონლო პროდუქციაში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის უზრუნველსაყოფად საბაჟო დეპარტამენტში საკმარისია წარმოდგენილ იქნეს დეკლარანტის წერილობითი დასკვნა იმის თაობაზე, რომ:
ა) საქონლის გადამუშავების დროს გამოიყენება მხოლოდ ერთი ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც მიეკუთვნება წარმოების უწყვეტ ციკლს;
ბ) საქონლის გადამუშავების დროს გამოიყენება უნიკალური ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც გამორიცხავს ანალოგიური ან იდენტური სასაქონლო პროდუქციის წარმოებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.
თავი V
გადამუშავების პროდუქტების გამოსავლიანობა
მუხლი 19🔗
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის სავალდებულო გამოსავლიანობის ნორმები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ერთობლივად დადგენილი წესით.
მუხლი 20🔗
დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი გამოსავლიანობის ნორმების უტყუარობაში საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია ასეთი ნორმების დასადგენად მოითხოვოს საქართველოს სახელმწიფო ან დამოუკიდებელი კომპეტენტური ორგანოების, ექსპერტის, ანალოგიური ან იდენტური საქონლის მწარმოებელი ორგანიზაციების, საქართველოს და უცხო ქვეყნების კომპეტენტური სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების დასკვნა.
თავი VI
გადამუშავების ვადა
მუხლი 21🔗
გადამუშავების რეჟიმში გადასამუშავებელი საქონლის გადამუშავების ოპერაციები წარმოებს საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილ ვადაში, სასაქონლო პროდუქციის დამზადებისათვის საჭირო საწარმოო პროცესის სპეციფიკის და სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით.
მუხლი 22🔗
ნებართვაში მითითებული გადამუშავების ვადა, ამავე დროს არის ნებართვის მოქმედების ვადა და შეიცავს დროს, რომელიც საჭიროა:
ა) გადამუშავების ობიექტის საბაჟო გაფორმებისათვის;
ბ) საწარმოო პროცესში გადამუშავების ობიექტების ჩართვისა და მოზიდვისათვის, სასაქონლო პროდუქციის სრულ დამზადებამდე;
გ) გადამუშავების პროდუქტების ექსპორტისა ან\და სხვა საბაჟო რეჟიმებში მოსაქცევად.
მუხლი 23🔗
1. ნებართვის მოქმედების ვადის დასადგენად დეკლარანტი საბაჟო დეპარტამენტში წარადგენს გადამუშავების ობიექტების გადამუშავების საწარმოო პროცესების აღწერას ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების ხანგრძლივობის ჩვენებით, გადასამუშავებელი საქონლის რაოდენობას და ამ რაოდენობის საქონლის გადამუშავების სავარაუდო ვადებს.
2. გადამუშავების ვადა განისაზღვრება საბაჟო დეპარტამენტის მიერ, არა უმეტეს ექვსი თვით. საბაჟო დეპარტამენტს უფლება აქვს, დაადგინოს გადამუშავების უფრო ხანგრძლივი ვადები, თუ ნებართვის მაძიებელი პირი დაამტკიცებს ასეთი ხანგრძლივობის აუცილებლობას გადამუშავების ტექნოლოგიური ციკლის სპეციფიკისა და სხვა ობიექტური გარემოებების მითითებით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.
მუხლი 24🔗
ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებას საბაჟო დეპარტამენტი არ ახორციელებს. საბაჟო ორგანოს მიერ ჩატარებული შემოწმების აქტისა და დეკლარანტის არგუმენტირებული მოტივაციის საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია, გასცეს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვა გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთზე.
მუხლი 25🔗
ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთი და გადამუშავების პროდუქტები ათი დღის ვადაში უნდა მოექცეს სხვა საბაჟო რეჟიმში.
თავი VII
გადამუშავების ობიექტების, გადამუშავების პროდუქტებისა და ნაშთის საბაჟო კონტროლი
მუხლი 26🔗
გადამუშავების ობიექტების, გადამუშავების პროდუქტებისა და ნაშთის საბაჟო კონტროლს ახორციელებს ის საბაჟო ორგანო, რომელიც საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად აწარმოებს გადასამუშავებელი საქონლის გადამუშავების რეჟიმში მოქცევას. ამ მიზნით საბაჟო ორგანოში იწარმოება საქმე, სადაც ჩაეკერება:
ა) საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვისა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის ერთი ეგზემპლარი;
ბ) ნებართვის მისაღებად საბაჟო დეპარტამენტში წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები;
გ) გადასამუშავებელ საქონელზე წარმოდგენილი სატვირთო-საბაჟო დეკლარაციები და საბაჟო გაფორმების პროცედურების ამსახველი სხვა დოკუმენტები;
დ) საბაჟო ორგანოს მიერ შედგენილი აქტების თითო ეგზემპლარი.
დანართი №1