საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 17.03.2005
ძალის დაკარგვა 08.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/107
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.028.007168
გამოქვეყნების წყარო სსმ, 35, 28/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 13.11.2001
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:42.55pt; text-align:justify; text-indent:-21.55pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.saTauri, li.saTauri, div.saTauri {mso-style-name:saTauri; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:AcadMtavr;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.168
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/107
2005 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კულტურის მინისტრის 2001 წლის 13 ნოემბრის №3/297 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე”.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი (შემდეგში – ეროვნული კინოცენტრი) არის „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ეროვნული კინოცენტრი თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა შესაბამისი კანონებითა და ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით.
3. ეროვნულ კინოცენტრს აქვს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით გადაცემული განცალკევებული ქონება, რომელსაც იგი თავისი მიზნების მისაღწევად მოიხმარს და განკარგავს დანიშნულებისამებრ, ამასთან, პასუხისმგებელია ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის.
4. ეროვნულ კინოცენტრს უფლება აქვს თავისი სახელით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დადოს გარიგებები, შეიძინოს უფლებები და მოვალეობები, იკისროს ვალდებულებები.
5. ეროვნულ კინოცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, ასევე იურიდიული პირის ყველა სხვა ატრიბუტი.
6. ეროვნული კინოცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მარჯვენა სანაპიროს ქუჩა №4.
მუხლი 2🔗. ეროვნული კინოცენტრის მიზნები და ამოცანები
1. ეროვნული კინოცენტრი ახორციელებს სახელმწიფოებრივ ამოცანებს ქართული კინოკულტურის დაცვის, მისი განვითარების ხელშეწყობის, სახელმწიფო მხარდაჭერისა და ამასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ურთიერთობების კოორდინაციის თვალსაზრისით.
2. ეროვნული კინოცენტრის მიზანია ქართული კინემატოგრაფიის არსებობისა და განვითარებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა და კოორდიანცია, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოებისა და გავრცელებისათვის ხელის შეწყობა, მსოფლიო კინოპროცესებში ქართული კინოს ინტეგრაცია.
3. ეროვნული კინოცენტრის ამოცანებია:
ა) შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა და სრულყოფა;
ბ) კინოს განვითარებისათვის მისი მატერიალურ-ტექნიკური, სამეცნიერო, საინფორმაციო, საწარმოო და საგანმანათლებლო ბაზის სრულყოფა;
გ) ეროვნული კინოპროდუქციის წარმოების ფინანსური უზრუნველყოფა;
დ) ქართული კინოს დაცვისა და განვითარების მიზნით შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების რეალიზაცია;
ე) კინოს ინფრასტრუქტურისა და კინოქსელისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის კოორდინაცია;
ვ) კინემატოგრაფიაში ერთიანი საინფორმაციო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვა-ამოქმედება;
ზ) საქართველოს ეროვნული კინოარქივის შექმნა;
თ) კინოგანათლებისა და კინომეცნიერების განვითარების, შემოქმედებითი და საინჟინრო-ტექნიკური კადრების მომზადებისათვის ხელშეწყობა;
ი) კინოს დარგში საერთაშორისო კავშირების განვითარება, საერთაშორისო კინოორგანიზაციებში წარმომადგენლობა;
კ) კინოფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარების, აგრეთვე საერთაშორისო კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. ეროვნული კინოცენტრის კომპეტენცია, მისი უფლებები და მოვალეობანი
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობა.
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეროვნულ კინოცენტრს უფლება აქვს:
ა) მოამზადოს საკანონმდებლო წინადადებები, შეიმუშაოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტები კინოს სფეროში და წარუდგინოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს;
ბ) მოამზადოს ქართული კინოს დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამები, კოორდინაცია გაუწიოს და მონაწილეობა მიიღოს მათ განხორციელებაში;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს და წარადგინოს სათანადო წინადადებები კინემატოგრაფიისათვის გამოსაყოფი ასიგნებების ნაწილში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მართოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან მიღებული ფინანსები. საკონკურსო დებულების საფუძველზე, საექსპერტო კომისიის მეშვეობით მოახდინოს შესაბამისი თანხების განაწილება ეროვნული ფილმების წარმოებისა და გაქირავების დაფინანსების მიზნით;
ე) განახორციელოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფინანსური რესურსების მობილიზება და შესაბამისი პროგრამების დაფინანსება;
ვ) კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვროს საკუთარი სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებები;
ზ) მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი ინფორმაცია;
თ) თავის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევის შემთხვევაში მიმართოს შესაბამის ორგანოს უკანონო მოქმედებათა შეწყვეტის მიზნით;
ი) თავისი მიზნების მისაღწევად კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას ფილიალები და წარმომადგენლობები;
კ) დაამყაროს ურთიერთობები იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დადგენილი წესით გააფორმოს მათთან ხელშეკრულებები;
ლ) მოამზადოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროგრამები და კონკრეტული წინადადებანი, განახორციელოს ისინი, საჭიროების შემთხვევაში კი განსახილველად წარუდგინოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს;
მ) განახორციელოს ღონისძიებები ქართული კინოს ინფრასტრუქტურის კოორდინაციის მიზნითა და სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად;
ნ) მონაწილეობა მიიღოს სახელმწფო სექტორში არსებული კინოორგანიზაციების აღჭურვის, მოდერნიზების, რესტრუქტურიზაციისა და საჭიროების შემთხვევაში რეორგანიზაციის პროცესების მართვაში; აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ მართოს აღნიშნული პროცესები; მოამზადოს სათანადო წინადადებები შესაბამისი ორგანიზაციების მართვის სისტემის სრულყოფისათვის;
ო) კოორდნაცია გაუწიოს ქვეყნის კინოქსელისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო მხარდაჭერის განხორციელებას;
პ) ჩამოაყალიბოს ფილმების ერთიანი საინფორმაციო-სააღრიცხვო ბანკი და განსაზღვროს მისი საქმიანობის წესი;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს იურიდიული პირები და/ან მონაწილეობა მიიღოს მათ დაფუძნებაში, მათ შორის – მასობრივი ინფორმაციის საშუალებები;
რ) გამართოს კონფერენციები, სემინარები, მოაწყოს ფესტივალები, მათ შორის, საერთაშორისო;
ს) დადგენილი წესით წარმართოს თავისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა, მოამზადოს წინადადებები მათი რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა თუ ახალი სტრუქტურების შექმნის შესახებ;
ტ) კინოს დარგში სტატისტიკური აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვის მიზნით, შექმნას კინოორგანიზაციების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელშიც აღირიცხება ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი სათანადო წესით რეგისტრირებული ყველა კინოორგანიზაცია;
უ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ეროვნული ფილმის დებულება;
ფ) პროპაგანდა გაუწიოს ქართულ კინოკულტურას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ქ) განახორციელოს ნებისმიერი სხვა მოქმედება, რაც დაკავშირებულია მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და ამ დებულებას.
ღ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის სამეურნეო-კომერციული საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს მხოლოდ ამ დებულებით გათვალისწინებულ მიზნებისა და ამოცანების შესრულებას;
3. ეროვნული კინოცენტრი მოვალეა:
ა) რაციონალურად და ოპტიმალურად გამოიყენოს შრომითი და ფინანსური რესურსები;
ბ) ხელი შეუწყოს კინოინდუსტრიის სხვადასხვა შტოების შეთანხმებულ მუშაობას;
გ) თავისი საქმიანობა განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
მუხლი 4🔗. ეროვნული კინოცენტრის მართვა და სტრუქტურა
1. ეროვნული კინოცენტრის მართვა ხორციელდება სამეთვალყურეო საბჭოს მეშვეობით.
2. სამეთვალყურეო საბჭო შედგება ცხრა წევრისაგან, რომელთაც ოთხი წლის ვადით ნიშნავს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს როგორც შემოქმედი მუშაკი, ასევე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანამდებობის პირი, აგრეთვე სხვა პირები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება დაინიშნოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ან სხვა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი.
4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები თავიანთი მოვალეობების შესრულებისათვის იღებენ შრომის ანაზღაურებას სხდომათა რაოდენობის მიხედვით.
5. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები თავისი შემადგენლობიდან ირჩევენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს, განსაზღვრავს სხდომების დღის წესრიგს. თავმჯდომარის არყოფნისას მის მოვალეობებს ასრულებს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება თვეში ერთხელ მაინც. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება ან წარმოდგენილია წევრთა, სულ მცირე, ნახევარი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
7. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) განსაზღვრავს ეროვნული კინოცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ბ) კონტროლს უწევს დირექტორის საქმიანობას და უფლებამოსილია მოითხოვოს მისგან კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ნებისმიერი ინფორმაცია;
გ) ირჩევს საექსპერტო კომისიის წევრებს;
დ) ავალებს დირექტორს კონკურსის გამოცხადებას;
ე) იღებს გადაწყვეტილებას ფილიალებისა და წარმომადგენლობების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ.
8. ეროვნული კინოცენტრის მართვის, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ფუნქციები ეკისრება კინოცენტრის დირექტორს, რომელსაც კინოცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით, თანამდებობაზე 3 წლის ვადით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
9. ეროვნული კინოცენტრის დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კინოცენტრის დირექტორი. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის პირველი მოადგილე ან დირექტორის დავალებით მისი მოადგილე. ფუნქციებს დირექტორის მოადგილეებს შორის ანაწილებს დირექტორი.
10. დირექტორი წარმოადგენს ეროვნულ კინოცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობებში.
11. დირექტორი, როგორც ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი:
ა) უძღვება ეროვნული კინოცენტრის საქმიანობას და აწესრიგებს იმ საკითხებს, რომლებიც განეკუთვნება ეროვნული კინოცენტრის გამგებლობის სფეროს;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების ფარგლებში, განსაზღვრავს ეროვნული კინოცენტრის მიმდინარე საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს, იხილავს წლიური ბიუჯეტის პროექტებს, სამუშაო გეგმებსა და საქმიანობის ანგარიშებს;
გ) პასუხისმგებელია ეროვნული კინოცენტრის საქმიანობაზე;
დ) ამტკიცებს ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და წარმომადგენლობების (ფილიალების) მიერ ნაკისრ ვალდებულებათა აღსრულებას და დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლების საქმიანობაზე;
ე) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით ამტკიცებს კინოცენტრის საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს; კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებს, ასევე წარმომადგენლობების (ფილიალების) დირექტორებს და წყვეტს სხვა საკადრო საკითხებს. ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის;
ვ) დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად თავისი უფლებამისილების ფარგლებში განაგებს ფინანსურ სახსრებს, სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამტკიცებს საორგანიზაციო და ადმინისტრაციული ხარჯების ხარჯთანუსხას, ხსნის საბანკო ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულოა ეროვნული კინოცენტრისა და მისი წარმომადგენლობების (ფილიალების) ყველა თანამშრომლისათვის;
თ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული კინოცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების პროექტს;
ი) ხელს აწერს ეროვნული კინოცენტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
კ) მონაწილეობს კინემატოგრაფიის საკითხებზე გამართულ სახელმწიფო, სხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ღონისძიებებში;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მ) კინემატოგრაფისტთა კავშირის მოთხოვნის საფუძველზე, კინემატოგრაფისტთა კავშირს ყოველწლიურად აწვდის ინფორმაციას კინოცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
12. დირექტორის საქმიანობას კონტროლს უწევს ეროვნული კინოცენტრის სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს დირექტორისაგან კინოცენტრის საქმიანობის ანგარიში.
13. ეროვნული კინოცენტრის დირექტორს სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით შეუძლია:
ა) საჭიროების შემთხვევაში შექმნას დროებითი კომისიები და სამუშაო ჯგუფები.
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო ფესტივალებში ეროვნული ფილმების მონაწილეობის დაფინანსების შესახებ.
14. კინოცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;
ბ) იურიდიული სამსახური;
გ) საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური;
დ) საინფორმაციო-სააღრიცხვო სამსახური;
ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.
15. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურული ერთეულები და წარმომადგენლობები (ფილიალები) თავიანთი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენენ კინოცენტრის დირექტორს კინოცენტრის მიერ დადგენილი წესით.
16. ეროვნულ კინოცენტრში შემოქმედ მუშაკთა და ექსპერტთა შემადგენლობით იქმნება საექსპერტო კომისია, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობისა და საკუთარი დებულების საფუძველზე.
მუხლი 5🔗. ეროვნული კინოცენტრის საქმინობის სახელმწიფო კონტროლი
1. ეროვნული კინოცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;
2. ეროვნული კინოცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. ეროვნულ კინოცენტრს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) ფილიალების გახსნა და ლიკვიდაცია;
ვ) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება კინოცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 6🔗. ეროვნული კინოცენტრის ფინანსები და ქონება, აღრიცხვა და ანგარიშგება
1. ეროვნული კინოცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს პროგრამული დაფინანსებიდან მიღებული თანხები, აგრეთვე სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;
დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ე) შემოწირულობანი და გრანტები;
ვ) ეროვნული კინოცენტრის ეგიდით დაფინანსებული და წარმოებული ფილმების დემონსტრაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება მხოლოდ ეროვნული კინოცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, მისი უფლებამოსილებისა და ფუნქციების აღსრულებას.
3. ეროვნული კინოცენტრის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომლებიც კინოცენტრს გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ეროვნული კინოცენტრის საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება და შეფასება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ეროვნული კინოცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ამტკიცებს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
ეროვნული კინოცენტრის დებულებას შეიმუშავებს კინოცენტრი და ამტკიცებს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იმავე წესით, როგორც თვით დებულების მიღება.
მუხლი 8🔗. კინოცენტრის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია
ეროვნული კინოცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.