,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010240060.21.014.016020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110602001, 03/06/2011

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №13

2011 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანები თ (ვებპორტალი, 08.04.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჭ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები – ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი სამი რაუნდი (შემდგომში – დამატებითი რაუნდები), რომელიც იწყება ამ პუნქტის „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძირითადი დროის დასრულებისთანავე და გრძელდება ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყებამდე. პირველი დამატებითი რაუნდი იწყება ხუთწუთიანი შესვენებით, ხოლო შემდგომი თითოეული დამატებითი რაუნდის დაწყებამდე მიმდინარეობს ორწუთიანი შესვენება. თითოეულ დამატებით რაუნდში პრეტენდენტს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ შეამციროს წინადადების ფასი, რისთვისაც თითოეულ პრეტენდენტს განესაზღვრება ორი წუთი;”.

2. მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ძირითად დროში სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა ვინაობის ანონიმურობას, აგრეთვე მათ მიერ მითითებული წინადადების ფასისა და ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის დაფარვას. პრეტენდენტის მიერ მითითებული წინადადების ფასი ხელმისაწვდომი ხდება დამატებითი რაუნდების დაწყებიდან.”.

3. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტ. ურჯუმელაშვილი