⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.06.2001)
გაუქმებულია:

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-57 - მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ

მიღების თარიღი 13.04.2000
ძალის დაკარგვა 01.06.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-57
სარეგისტრაციო კოდი 000000150.01(2).004.000205
გამოქვეყნების წყარო სსმ, 38, 01/05/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,827 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.2000 მიღება
01.06.2001 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-57 - მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Gogebashvily;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Gogebashvily","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Gogebashvily","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Gogebashvily","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 841.7pt; margin:70.9pt 56.7pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 150.012.004.205 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-57 2000 წლის 13 აპრილი  ქ. თბილისი მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ 1. შეტანილ იქნეს ნაწილობრივი ცვლილება სამინიტროს 1999 წლის 4 ოქტომბრის №2-243 ბრძანებით დამტკიცებული მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულების მე-5 თავში (32-ე პუნქტი) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "32. ინსპექციის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი". 2. დამტკიცდეს მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულება ახალი რედაქციით მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით (დანართი №1). 3. დაევალოს მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციას (ბ-ნი გ. გეწაძე) იურიდიულ და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოსთან ერთად უზრუნველყოს იუსტიციის სამინისტროში ამ ბრძანების რეგისტრაცია "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 4. წინამდებარე ბრძანება დანართთან ერთად გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში". 5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სამინისტროს 1999 წლის 4 ოქტომბრის №2-243 ბრძანებით დამტკიცებული ინსპექციის დებულება და სამინისტროს 2000 წლის 7 მარტის №2-31 ბრძანება "მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ". 6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ ნ. დუჩიძეს. ბ. გულუა დანართი №1 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულება I. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში "სამინისტრო") მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექცია (შემდგომში "ინსპექცია") არის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და ფუნქციონირებს, როგორც მისი დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი. იგი შექმნილია პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის რეორგანიზაციის შედეგად. ინსპექციის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, 380014, გ. გულუას ქ.№6. ინსპექცია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. ინსპექციის დებულებასა და ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, ხოლო საშტატო განრიგს – ინსპექციის უფროსი. 2. ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 3. ინსპექციის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საქართველოში დამზადებული და შემოტანილი ყველა სახის მარცვლეულის, კერძოდ: თავთავიანი, მარცვალპარკოსანი და ზეთოვანი კულტურების, სიმინდის, წიწიბურას, ბრინჯის, მარცვლეულის, მათგან მიღებული ფქვილის, ბურღულეულის, აგრეთვე კომბინირებული საკვებისა და მისი წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის (შემდგომში "მარცვლეული და ფქვილი") ხარისხის კონტროლი უფლებამოსილების ფარგლებში. 4. საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ინსპექციის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული მითითებები და მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად ქვეყნის ტერიტორიაზე მოღვაწე ყველა (მათ შორის უცხოეთის) ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა, საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა (შემდგომში "ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი"). 5. ინსპექციას აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში და საქართველოს კანონის "საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" შესაბამისად სპეცანგარიში ხაზინაში, ხარჯთნუსხა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით. 6. ინსპექციის დაფინანსების წყაროებია: სახელმწიფო ბიუჯეტი, კანონით გათვალისწინებული არასაბიუჯეტო შემოსავლები. ინსპექციას უფლება აქვს მიიღოს დახმარებები, შემოწირულობანი და სხვა შემოსავლები. 7. ინსპექციის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული, აგრეთვე შეძენილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც ასახვას პოულობენ ინსპექციის დამოუკიდებელ ბალანსში. II. ინსპექციის ამოცანები და ფუნქციები მარცვლეულსა და ფქვილის ხარისხზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით ინსპექციის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს შეადგენს: ა) მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის სავალდებულო სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ბ) მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში ხარისხის სერტიფიკატის (მოწმობის) გაცემა; გ) სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხარისხის კონტროლის პროგრესული მეთოდების გამოყენება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის (მეწარმის) მიმართ; დ) სამინისტროსთან ერთად წინადადებების შემუშავება მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ამაღლების მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად; ე) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება მარცვლეულისა და ფქვილის რაოდენობრივ-ხარისხობრივ აღრიცხვაზე, განლაგებაზე, ხარისხზე, შენახვაზე (მათ შორის სახელმწიფო რეზერვში) და რაციონალურ გამოყენებაზე; ვ) რესპუბლიკაში შემოსულ, ადგილზე დამზადებულ და ტრანზიტით გამავალ მარცვლეულსა და ფქვილზე ხარისხის სახელმწიფო ინსპექტირების ჩატარება; ზ) ახალი დამზადების მარცვლეულის ხარისხისა და ტექნოლოგიური თვისებების დადგენა, მათი განთავსებისა და რაციონალურად გამოყენების მიზნით სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; თ) სამომხმარებლო ბაზრის სუბიექტების კუთვნილი მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის კონტროლის განხორციელება; ი) მარცვლეულის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოსავლიანობის ნორმებისა და ხარისხის კონტროლის განხორციელება; კ) ქვეყნის შიგნით და საგარეო-სავაჭრო ოპერაციებში გამოყენებული მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხთან დაკავშირებით სადაო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებშ;. ლ) პურის მიმღებ და მარცვალგადამმუშავებელ საწარმოებში მარცვლეულისა და ფქვილის აღრიცხვიანობის სისწორის კონტროლი და მათი გადამუშავების შედეგებისა და საწარმო კორპუსიის ჩაწმენდის აქტების (ფორმა 30, 30ა, 117, 121) განხილვა-დამტკიცება ბუნებრივი დანაკარგების დადგენის მიზნით. მ) პურის მიმღები და მარცვალგადადამუშავებელი საწარმოების მიერ მარცვლეულისა და ფქვილის შენახვის, გადამუშავების, ტრანსპორტირების და რეალიზაციის პირობების კონტროლის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ნ) მარცვლეულისა და ფქვილის სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების დაცვისადმი კონტროლის განხორციელება; ო) მარცვლეულისა და ფქვილის საწარმოების ხარისხის ლაბორატორიებისთვის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; პ) შენახვის ვადაგასული და ხარისხდაქვეითებული მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის განსაზღვრა და დასკვნის გაცემა მათი შემდგომი გამოყენების შესახებ; ჟ) მარცვლეულისა და ფქვილის ბეღლის მავნებლებით დაავადება-დაზიანების კონტროლის განხორციელება. III. ინსპექციის უფლება-მოვალეობანი ინსპექციის უფლება-მოვალეობებს შეადგენს: 8. მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენა და შედეგებზე დასკვნის გაცემა. 9. ინსპექციის კონტროლქვემდებარე დაფასოებული პროდუქციის სტანდარტული წონების შემოწმება. 10. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის განსაზღვრასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტა. 11. მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის, შენახვისა და რაციონალური გამოყენების საკითხებზე ნორმატიულ-სამართლებრივი და ნორმატიულ-ტექნიკური აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. 12. მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის, შენახვის, რაციონალური გამოყენებისა და მიწოდების საკითხებში აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ ორგანოებთან თანამშრომლობა. 13. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინსტრუქციების, ინსპექტირების წესებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება, რომელთა შესრულება, სათანადო დამტკიცების შემდეგ, სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის. აუცილებლობის შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან ერთად, ან მათთან შეთანხმებით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. 14. ინსპექციისათვის სათანადო კადრების მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება. 15. მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებში დადგენილი წესით მონაწილეობის მიღება. 16. ინსპექციის მუშაკთა სოციალური დაცვის, შრომისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების და სამედიცინო მომსახურების საკითხებში ღონისძიებების განხორციელება. 17. მარცვლეულსა და ფქვილზე ხარისხის სერტიფიკატის (მოწმობის) ფორმებისა და მათი შევსების წესების შემუშავება, შესაბამის ორგანოებთან შეთანხმება და დადგენილი წესით დამტკიცება. 18. ინსპექციის კონტროლქვემდებარე პროდუქციაზე გაცემულ შესაბამისობის სერტიფიკატებზე კონტროლის განხორციელება და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში კანონით მინიჭებული უფლებების გამოყენება. 19. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფორმით არსებული სასურსათო პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია და მათი მართვა დელეგირებული უფლებების ფარგლებში. 20. მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხთან დაკავშირებით გამოცემული აქტების, მათ შორის ბრძანებების, დადგენილებების, მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლის დაწესება. 21. მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის გაუარესებისა და არასტანდარტული მარცვლეულისა და ფქვილის რეალიზაციის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება. 22. მარცვლეულისა და ფქვილის დანაკარგებისა და გაფუჭების გამოვლენის შემთხვევებში პასუხისმგებელ პირებზე მასალების გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისათვის. 23. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შემოსული და დამზადებული მარცვლეულისა და ფქვილის შესაბამისობის სერტიფიკატების გარეშე რეალიზაციისა და გამოყენების შეჩერება ან აკრძალვა კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით. 24. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ მასალების შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა. 25. შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე მიწერილობის გაცემა, კანონმდელობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების (მათ შორის სანქციების) გამოყენება. 26. ინსპექციის თანამდებობის პირებსა და მუშაკებს თავიანთი კომპეტენცენციის შესაბამისად უფლება აქვთ: ა) შესაბამისი ბრძანების საფუძველზე დაუბრკოლებლად შევიდნენ შესამოწმებელი ორგანიზაციის ტერიტორიაზე და დღე-ღამის ნებისიმერ დროს ჩაატარონ შემოწმება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისა, რომლებიც ახორციელებენ მარცვლეულისა და ფქვილის დამზადებას, შესყიდვას, გადამუშავებას და რეალიზაციას. ბ) შემოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოითხოვონ და მიიღონ ყველა საჭირო დოკუმენტები და განმარტებები შესამოწმებელი ორგანიზაციისაგან. გ) შესამოწმებელ ორგანიზაციებში დადგენილი წესით აიღონ მარცვლეულისა და ფქვილის სინჯები, შემოწმებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად ისარგებლონ მათი ლაბორატორიებითა და ტექნიკური საშუალებებით. დ) მარცვლეულისა და ფქვილის სინჯების დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევის აუცილებლობის შემთხვევაში შესამოწმებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მისცენ წინადადებები; ე) მოახდინონ მარცვალგადამამუშავებელ და პურის მიმღებ საწარმოებში შეტანილი მარცვლეულისა და ფქვილის პარტიების წონების საკონტროლო გადამოწმება; ვ) საჭიროების შემთხვევაში დანიშნონ სახელმწიფო რეზერვსა და სამხარეო ფონდებში არსებული მარცვლეულის ადა ფქვილის ნაშთების ინვენტარიზაცია; ზ) აკრძალონ მარცვლეულისა და ფქვილის მიზნობრივი ხარჯვა, თუ ისინი არ პასუხობენ სტანდარტის, ტექნიკური პირობების და ხარისხის სხვა ნორმატივების მოთხოვნებს. თ) აკრძალონ ან შეაჩერონ მარცვლეულისა და ფქვილის გადმოტვირთვა, რომლებიც არ პასუხობენ კონტრაქტის პირობებს ან სხვა ნორმატიულ დოკუმენტებს. 27. ინსპექციის თანამდებობის პირები და მუშაკები მოვალეობის შესრულებისას არიან სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ სახელმწიფო იცავს. ამ მუშაკთა დებულებიდან გამომდინარე, კანონიერი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა. 28. ინსპექციის მუშაკებს მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო, მარცვლეულის და ფქვილის ინსპექტირებული პარტიის ხარისხის არასწორი შეფასებისათვის და დაუსაბუთებელი მითითებების გაცემისათვის, რაც მატერიალურ ზარალს აყენებს სამეურნეო საქმიანობის სუბიექტებს, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების გამჟღავნებისთვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. IV. ინსპექციის სტრუქტურა - ინსპექციის ხელმძღვანელობა. - საქმეთა მმართველობის სამმართველო. - პროდუქციის სერტიფიკაციის სამმართველო. - საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება. - მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის სამმართველო (სექტორული დაყოფით). - ლაბორატორია. - აჭარის ავრ მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექცია. - ფოთის საქალაქო სამმართველო. V. საქმიანობის ორგანიზაცია 29. ინსპექცია შედგება აპარატში შემავალი სამსახურებისა და დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. 30. ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში, მინდობილობის გარეშე მოქმედებს ინსპექციის სახელით. 31. ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. 32. ინსპექციის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი. 33. ინსპექციის უფროსი: ა) წარმოადგენს ინსპექციას სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, ბ) წარმართავს ინსპექციის, მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, გ) ინსპექციის თანამდებობის პირების მეშვეობით წყვეტს ინსპექციის ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს, დ) საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს წინადადებებს მინისტრს ინსპექციის დებულებაში, სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ, ე) განსაზღვრავს მოადგილისა და სხვა თანამდებობის პირების ფუნქციებსა და მათ პასუხისმგებლობას, ვ) უზრუნველყოფს პრეზიდენტის, პარლამენტის, სამინისტროს და სხვა ორგანოების ნორმატიული აქტების, დავალებებისა და მითითებების შესრულებას დადგენილ ვადებში. ზ) ამტკიცებს სამსახურებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს. თ) კანონმდებლობის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სამუშაოდან ინსპექციის თანამშრომლებს, ი) კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან დისციპლინურ ღონისძიებებს შეუფარდებს ინსპექციის თანამშრომლებს, კ) განსაზღვრავს ინსპექციის არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯვის წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს, ლ) უშუალოდ წარმართავს მის გამგებლობაში არსებული სამსახურების და ორგანიზაციების საქმიანობას, სამინისტროსთან შეთანხმებით. არსებული წესის შესაბამისად ახდენს მათ რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას. 34. ინსპექციის უფროსის მოადგილე ცვლის უფროსს მისი არყოფნის დროს. აგრეთვე ახორციელებს თავის ფუნქციონალური მოვალეობებით განსაზღვრულ საკითხებს. 35. სამსახურებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ თავიანთ საქმიანობას ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. VI. ინსპექციის ანგარიშგება და კონტროლი 36. ინსპექცია კანონით დადგენილი წესით წარადგენს ბალანსს სამინისტროში და სათანადო ანგარიშგებას გაწეული მუშაობის შესახებ. VII. დასკვნითი დებულებები 37. ინსპექციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით. 24. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.