⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.04.2005)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №50 „მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და დოკუმენტების წარმოებისა და გამოყენების წესების შესახებ

მიღების თარიღი 24.04.2000
ძალის დაკარგვა 12.04.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).004.000220
გამოქვეყნების წყარო სსმ, 38, 01/05/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,207 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.04.2000 მიღება
12.04.2005 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №50 „მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და დოკუმენტების წარმოებისა და გამოყენების წესების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.3pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:269.35pt; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-39.8pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; line-height:13.5pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 52.05pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.004.220 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №50 2000 წლის 24 აპრილი ქ. თბილისი მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და დოკუმენტების წარმოებისა და გამოყენების წესების შესახებ “ლატარიის ბილეთების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 6 სექტემბრის №1079 განკარგულებიდან გამომდინარე ბიუჯეტის შემოსავლების სრულყოფილი დაგეგმვის, დაფარული შემოსავლების საბიუჯეტო პროცესში ჩართვის, ახალი რეზერვების ამოქმედებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლის გაძლიერების მიზნით ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც გამოიყენება ფულადი ანგარიშსწორებისათვის და არ რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით (დანართი 1). 2. დამტკიცდეს საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების აღრიცხვის, შენახვისა და გამოყენების წესი (დანართი 2). 3. დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების განმხილველი მუდმივმოქმედი მუშა კომისიის შემადგენლობა (დანართი 3). 4. დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების წარმოების ერთიანი წესი (დანართი 4). 5. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაეკისროს მინისტრის მოადგილეს გიორგი ხანიშვილს. დ. ონოფრიშვილი დანართი 1 მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც გამოიყენება ფულადი ანგარიშსწორებისათვის 1. ბაზრებსა და ბაზრობებზე ვაჭრობისათვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; 2. სატრანსპორტო საგზაო ბარათი; 3. სადღეღამისო ავტოსადგომების მომსახურებისათვის გადასახდელი თანხების დამადასტურებელი ქვითარი; 4. ავტოპარკირებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 5. ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სერტიფიცირების დამადასტურებელი ქვითარი; 6. ვეტერინალურ-საექსპერტო შემოწმებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 7. საქალაქო და საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტით მგზავრობის ბილეთი; 8. საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 9. მსუბუქი და სატვირთო ტაქსის ბილეთი; 10. ინდივიდუალური მეწარმის ავტოსერვისის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 11. ტროლეიბუსის ბილეთი; 12. ტრამვაისა და საბაგირო გზის ბილეთი; 13. რკინიგზის ბილეთი; 14. თვითმფრინავის ბილეთი; 15. ავიახაზებზე ბარგის შეფუთვისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 16. აეროპორტის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 17. კინოს და თეატრის ბილეთი; 18. კონცერტსა და სპორტულ თამაშზე დასასწრები ბილეთი; 19. მუზეუმის ბილეთი; 20. ცირკის ბილეთი; 21. ზოოლოგიური პარკის ბილეთი; 22. გამაჯანსაღებელი ცენტრის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 23. დასასვენებელი სახლის საგზურის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; 24. სანატორიუმის საგზურის ღირებულების დამადასტურებელი გადახდის ქვითარი; 25. სათამაშო კომპიუტერული ცენტრის ბილეთი; 26. სწავლების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (უმაღლესი სასწავლებლები, სკოლა, კოლეჯი, სკოლამდელი დაწესებულება და სხვა); 27. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 28. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 29. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიღებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 30. შრომის წიგნაკი და მის მისაღებად გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 31. სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; 32. სასტუმროს მიერ გაწული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 33. რესტორნებსა და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტებში მომსახურებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 34. კავშირგაბმულობის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 35. კომერციული ტელევიზიით სარგებლობისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 36. ტელეფონით სარგებლობისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 37. ელექტროენერგიის მოხმარებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 38. ელექტროენერგიის მოხმარებისათვის ხელფასიდან და პენსიიდან დაკავებული თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 39. ბუნებრივი აირის მოხმარებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 40. კომუნალური მომსახურებისათვის (სახეობათა მიხედვით) გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 41. საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის (სახეობათა მიხედვით) გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 42. სახლმმართველობიდან ცნობების გაცემისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 43. ავტოტრანსპორტის ტექმომსახურებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 44. ავტოტრანსპორტის მართვის მოწმობის აღებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 45. ავტოტრანსპორტის ტექპასპორტის აღებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 46. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; 47. იარაღის ტარების უფლების მიღებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 48. მონკავშირის წევრის (კანდიდატის) მოწმობის მიღებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 49. ნასამართლობის დადგენის ცნობის გაცემისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 50. ტექბიუროს მიერ გაცემული ცნობისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 51. საარქივო ცნობის გაცემისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 52. სადაზღვევო პოლისის მისაღებად გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 53. სავალუტო ოპერაციის ქვითარი; 54. ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; 55. პრესაში განცხადების გამოქვეყნებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; 56. საბაჟო პროცედურებისა და მომსახურების მოსაკრებლის ქვითარი; 57. სალიცენზიო მოსაკრებლების ქვითრები; 58. სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების მოსაკრებლის ქვითარი; 59. ხე-ტყის ნედლეულის საექპერტო-სალიცენზიო მოსაკრებლის ქვითარი; 60. ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლის ქვითარი (სახეობათა მიხედვით); 61. სხვა სალიცენზიო მოსაკრებლის ქვითარი; 62. სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებლის ქვითარი; 63. მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების სახელმწიფო სარეგისტრაციო მოსაკრებლის ქვითარი; 64. სასამართლოში სარეგისტრაციო მოსაკრებლის ქვითარი; 65. სხვა სარეგისტრაციო მოსაკრებლის ქვითარი; 66. სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებლის ქვითარი; 67. საერთო სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების ქვითარი; 68. მოქალაქის მდგომარეობის აქტის რეგისტრაციისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების ქვითარი; 69. რეგისტრაციის, მოქალაქეობისა და პირადობის დამადასატურებელი დოკუმენტების გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების ქვითრები; 70. ემიგრაცია-მიგრაციის საკითხების განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების ქვითარი; 71. საკონსულო მოსაკრებლის ქვითარი; 72. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის ქვითარი; 73. თანამდებობის პირთა დეკლარაციებისა და თანდართული მასალების ასლების გადაღებისათვის გადახდილი თანხების დამადასტურებელი ქვითრები; 74. ავიამგზავრთა მომსახურების საფასურის გადახდევინების ქვითარი; 75. სატენდერო მოსაკრებლის ქვითარი; 76. იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ნაღდი ანგარიშსწორებით თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა ნებისმიერი ქვითარი, ბილეთი და დოკუმენტი, რომელთა შემუშავება, დამზადება, შენახვა და გამოყენება არ რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.                                              დანართი 2 საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების აღრიცხვის, შენახვისა და გამოყენების წესი 1. მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებით მომარაგებას საწარმოები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, (შემდგომში – ”საწარმოები”), მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ახორციელებენ დამოუკიდებლად. 2. იმ ფორმებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა მიხედვითაც საწარმოების მომარაგება ხდება ცენტრალიზებულად, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. 3. მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების ბეჭდვას ახორციელებენ უფლებამოსილი პოლიგრაფიული საწარმოები მწარმოებელთა შეკვეთების საფუძველზე დადგენილი წესისამებრ. 4. მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებით დროული უზრუნველყოფისა და სათანადო მარაგების შექმნაზე კონტროლს ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელი და მთავარი ბუღალტერი. 5. პოლიგრაფიული საწარმოებიდან მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების გაცემაზე გამოიწერება ანგარიშ-ფაქტურა სამ ეგზემპლარად, რომელშიც აღინიშნება ფორმის დასახელება, სერია, ნომერი, რულონების ან წიგნების რაოდენობა, ბლანკის რაოდენობა და სხვა აუცილებელი რეკვიზიტები. ანგარიშ-ფაქტურების ორი ეგზემპლარი გადაეცემა ფორმების შემკვეთ საწარმოს, რომელთაგან ერთი მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით წარედგინება ბუღალტერიას, ხოლო მეორე რჩება პასუხისმგებელ პირს. მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების გაცემა წარმოებს სათანადოდ გაფორმებული მინდობილობების საფუძვლზე. 6. მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები მიღებისას, თუ მათი ფაქტიური რაოდენობა და ნუმერაცია არ შეესაბამება თანმხლებ დოკუმენტებში აღნიშნულს, შედგება აქტი, რომელიც წარედგინება ფორმების მიმწოდებელ საწარმოს სხვაობის მიზეზების დასადგენად და სათანადო ზომების მისაღებად. 7. მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები ინახება პასუხისმგებელ პირთან, რომელსაც განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელი. ამავე დროს ხელმძღვანელი ვალდებულია ყველა მუშაკს, რომელსაც ევალებათ მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების შენახვა, გაცემა და ამ ფორმების გამოყენების შედეგად მიღებული თანხების საწარმოსთვის ჩაბარება, შეუქმნას სათანადო პირობები ამ ფორმებით შესაბამისი ოპერაციების წარმოებისათვის. 8. მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების შენახვა წარმოებს ამისათვის გამოყოფილ, სათანადოდ დაცულ ადგილას. 9. გამოუყენებელი მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ლატარიების, აზარტული თამაშების და ექსპერტიზა უტილიზაციის სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 10. მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების გადაცემა ანგარიშვალდებული პირისათვის, ხორციელდება მოთხოვნის საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება ფორმის დასახელება, რაოდენობა და სხვა აუცილებელი რეკვიზიტები. 11. საქვეანგარიშოდ მიღებული მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების დაცულობისა და ანგარიშის ჩაბარებისათვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ანგარიშვალდებულ პირებს. 12. მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები აღირიცხება მასალების ბუღალტრულ ანგარიშზე მათი შეძენის ფაქტობრივი თვითღირებულებით.                     დანართი 3 მკაცრი აღრიცხვა ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების განმხილველი მუდმივმოქმედი მუშა კომისიის შემადგენლობა 1. გიორგი ხანიშვილი – (კომისიის თავმჯდომარე) ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2. მალხაზ ბებერაშვილი – ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საშინაო ვალის დეპარტამენტის დირექტორი 3. ჟულიენ ბუბაშვილი – ფინანსთა სამინისტროს სამეურნეო სამმართველოს უფროსი 4. ლევან გრიგალაშვილი – ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი 5. ალექსანდრე გრიგოლია – (კომისიის პასუხისმგებელი მდივანი) ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო-საბაჟო პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური პროგნოზირების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი 6. ზურაბ ვაშაკიძე – ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო-საბაჟო პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური პროგნოზირების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 7. გრიგოლ კვერნაძე – ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორი 8. ანზორ მატკავა – ფინანსთა სამინისტროს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებთან მუშაობის დეპარტამენტის დირექტორი 9. ოთარ მახარაძე – ფინანსთა სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვის დეპარტამენტის დირექტორი 10. პავლე მაწკეპლაძე – ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 11. იაკობ მესხია – ფინანსთა სამინისტროს ”ფინანსების” სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი 12. ზაზა მუზაშვილი – ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილე 13. არონ სოხაძე – (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო-საბაჟო პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური პროგნოზირების დეპარტამენტის დირექტორი 14. ირაკლი წიკლაური – ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამეურნეო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი 15. ივანე ღარიბაშვილი – ფინანსთა სამინისტროს ლატარიების, აზარტული თამაშებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახურის უფროსი.                     დანართი 4 მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების წარმოების ერთიანი წესი ეს დოკუმენტი აღრიცხვის სახელმწიფო სისტემის პრინციპებზე დაყრდნობით განსაზღვრავს საქმიანობის ყველა სფეროში მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, წარმოების, შენახვის და გამოყენების წესს.     მუხლი 1🔗. ძირითადი ტერმინები და ცნებები 1. მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმა (შემდგომში – ”ფორმა”) – კონკრეტული შინაარსის, ფორმის და ზომის ბლანკი, რომელიც გამიზნულია საქმიანობის ნებისმიერ სფეროში შესრულებულ სამუშაოსთან (პროდუქციასთან, მომსახურებასთან) დაკავშირებული ანგარიშსწორების დასაფიქსირებლად და შემოღებულია სამოქმედოდ ამ წესის მოთხოვნათა დაცვით. 2. მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტი (შემდგომში – ”დოკუმენტი”) – კონკრეტული შინაარსის, ფორმისა და ზომის ბარათი, რომელიც საქმიანობის ნებისმიერ სფეროში განსაზღვრავს შესრულებული სამუშაოს ღირებულებას და შემოღებულია სამოქმედოდ ამ წესების და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით. 3. პოლიგრაფიული საწარმო (შემდგომში – ”საწარმო”), რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება დადგენილი წესით დაამზადოს მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტები, განახორციელოს მათი აღრიცხვა, შენახვა და რეალიზაცია. 4. უნიფიცირებული ფორმა, დოკუმენტი – ფორმა, დოკუმენტი, რომელსაც ნებისმიერი სამართალსუბიექტი გამოიყენებს საქმიანობის ყველა სფეროში და რომელთაც შეიმუშავებს და დაამტკიცებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 5. სპეციფიკური ფორმა, დოკუმენტი – ფორმა, დოკუმენტი, რომელსაც გამოიყენებს ერთი ან რამდენიმე სამართალსუბიექტი დარგობრივი ნიშნით. 6. სამართალსუბიექტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს ”მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები. 7. მატერიალურად პასუხისმგებელი პირი – პირი, რომელსაც სამართალსუბიექტის საქმიანობაში მიღებული აქვს კონკრეტული დავალება და ეკისრება პასუხისმგებლობა დადგენილი წესის მიხედვით.     მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებები 1. ქვეყანაში ფორმებისა და დოკუმენტების წარმოებას მეთოდოლოგიურად წარმართავს და მის მიმართ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 2. ფორმებისა და დოკუმენტების წარმოება, მომარაგება, შენახვა, გაცემა და ანგარიშგება ხორციელდება მოქმედი წესების მკაცრი დაცვით. 3. დაუშვებელია ფორმებისა და დოკუმენტების გადაცემა ერთი სამართალსუბიექტისაგან მეორისათვის, გადანაწილების ან სესხის წესით. 4. მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მიღებული ფორმებისა და დოკუმენტების დაცვისა და მათი ბრალეული დამოკიდებულებით გამოწვეული ზარალისათვის, რისთვისაც კანონით დადგენილი წესით ფორმდება ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ. 5. სამართალსუბიექტთა ხელმძღვანელებმა მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს უნდა შეუქმნან აუცილებელი პირობები ნორმალური მუშაობისათვის. 6. სამართალსუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ ფორმებისა და დოკუმენტების შენახვის, გაცემისა და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესასრულებლად განკუთვნილი ჩასატარებელ სათავსოების აღჭურვა დადგენილი წესისამებრ. 7. სამართალსუბიექტთა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ფორმებისა და დოკუმენტების წარმოებაში გამოვლენილი დარღვევებისას იმოქმედონ დაუყოვნებლივ არსებული წესის შესაბამისად. 8. უნიფიცირებული ფორმებისა და დოკუმენტების წარმოების მეთოდები განისაზღვრება ამ წესით. 9. წესების მოთხოვნათა დარღვევა, შეუსრულებლობა ან უგულებელყოფა ისჯება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 3🔗. ფორმებისა და დოკუმენტების სახეობები 1. უნიფიცირებული ფორმები და დოკუმენტებია: ა) სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერი; ბ) საქონლის, მასალის და სხვა მატერიალური ფასეულობის გასავლის ზედდებული; გ) მატერიალურ ფასეულობათა მისაღებად გაცემული მინდობილობები; დ) ბაზრებსა და ბაზრობებზე ვაჭრობისათვის საფასურის გადახდის ქვითარი; ე) ყველა სახის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; ვ) შრომის წიგნაკი და მის მისაღებად გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი; ზ) ყველა სახის სანახაობასა თუ თამაშობაზე დასასწრები ბილეთი; თ) ყოველგვარი დარღვევის შესახებ გადახდილი თანხის (ჯარიმის) დამადასტურებელი ქვითარი; ი) პოლიგრაფიულ საწარმოში უნიფიცირებული ფორმების (დოკუმენტების) მოძრაობის აღრიცხვის დავთარი; კ) უნიფიცირებული ფორმების (დოკუმენტების) მოძრაობის დავთარი სამართალსუბიექტთათვის (სასაწყობო, ძირითადი); ლ) უნიფიცირებული ფორმების (დოკუმენტების) ოპერატიული მოძრაობის აღრიცხვის დავთარი. 2. სპეციფიკური (დარგობრივი, უწყებრივი) ფორმები და დოკუმენტებია: ნებისმიერი ფორმა და დოკუმენტი, რომელთა შემოღების აუცილებლობას განსაზღვრავენ ცალკეული სამართალსუბიექტები.     მუხლი 4🔗. ფორმებისა და დოკუმენტების წარმოების ორგანიზება 1. უნიფიცირებული ფორმებისა და დოკუმენტების წარმოების ორგანიზება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც: ა) შეიმუშავებს და არსებული წესით ამტკიცებს ამა თუ იმ უნიფიცირებული ნორმატიული დოკუმენტის ფორმას, ხარისხს, დაცვის დონეს და სხვა პარამეტრებს; ბ) განსაზღვრავს უნიფიცირებული ფორმებისა და დოკუმენტების აუცილებელ რაოდენობას და პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით ახორციელებს მათ ტირაჟირებას; გ) მიაწვდის სამართალსუბიექტებს შესაბამის ინფორმაციას უნიფიცირებული ფორმებისა და დოკუმენტების მოპოვების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების თაობაზე; დ) განსაზღვრავს და ახორციელებს საინფორმაციო მონაცემების ბანკის ჩამოყალიბების წესს; ე) განახორციელებს ზედამხედველობას სამართალსუბიექტთა მიერ უნიფიცირებული ფორმების, დოკუმენტების წარმოების და გამოყენების წესების დაცვის თვალსაზრისით; 2. დარგობრივი (დარგობრივ-სპეციფიკური) ფორმებისა და დოკუმენტების წარმოებას განახორციელებენ სამართალსუბიექტები, რომლებიც: ა) შეიმუშავებენ ამა თუ იმ კონკრეტულ ფორმას და დოკუმენტს მათი ხარისხის, დაცვის დონის და სხვა პარამეტრების აღნიშვნით, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმების შემდეგ წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასამტკიცებლად; ბ) პოლიგრაფიულ საწარმოებს წარუდგენენ დამტკიცებული ფორმებისა და დოკუმენტების ტირაჟირებაზე განაცხადს; გ) ახორციელებენ ზედამხედველობასა და კონტროლს მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების გამოყენებისადმი დადგენილი წესის მიხედვით. 3. უნიფიცირებული და სპეციფიკური ფორმებისა და დოკუმენტების ბლანკების ღირებულება განისაზღვრება ”ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” დადგენილი კანონის შესაბამისად.