საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 23.07.2003
ძალის დაკარგვა 26.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №373
სარეგისტრაციო კოდი 190040000.11.117.005980
გამოქვეყნების წყარო სსმ, 81, 05/08/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:228.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:1.0in 46.35pt 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.980
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №373
2003 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
“აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კოორდინაციის სამსახურის დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კოორდინაციის სამსახურის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კოორდინაციის სამსახური (შემდგომში – სამსახური) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია.
მუხლი 2🔗.
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანომდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗.
სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. სამსახურის საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც ახორციელებს სამსახურის მიმართ სამსახურებირივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗.
სამსახურის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
თავი II
სამსახურის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
მუხლი 5🔗.
სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების, საგანგებო ლეგიონის, აქციზური მარკების სამსახურის მიერ მინისტრისა და სამინისტროს დავალებების შესრულების პროცესის და ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია და ხელშეწყობა;
ბ) საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების, საგანგებო ლეგიონისა და აქციზური მარკების სამსახურის ერთობლივ კომპეტენციაში შემავალ საკითხთა კოორდინაცია;
გ) ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ოპერატიული (დეკადური) მონიტორინგი, ანალიზი და წინადადებების მომზადება.
მუხლი 6🔗. სამსახურის უფლებამოსილება
სამსახური უფლებამოსილია:
ა) მიიღოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებისაგან, აქციზური მარკების სამსახურისაგან, საგანგებო ლეგიონისაგან, ინფორმაციები მინისტრისა და სამინისტროს დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ;
ბ) კოორდინაცია გაუწიოს სამინისტროსა და ზემოაღნიშნულ საქვეუწყებო დაწესებულებათა შორის ინფორმაციების გაცვლასა და მათ ერთობლივ კომპეტენციაში შემავალ საკითხებს;
გ) მიიღოს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან ოპერატიული და სტატისტიკური ინფორმაციები საბიუჯეტო შემოსავლების, გადამხდელთა რეგისტრაციის, არარეგისტრირებულ პირთა გამოვლენის, ბიუჯეტისადმი ვადაგადაცილებულ დავალიანებათა მობილიზების, ურჩ გადამხდელთა გამოვლენის, გადამხდელთა აუდიტის, აქციზური მარკების გაცემის, აქციზური საქონლის აღრიცხვის მდგომარეობის შესახებ, გააანალიზოს ჩამოყალიბებული ტენდენციები და მოამზადოს სათანადო წინადადებები მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისა და სრულყოფის მიზნით;
დ) მიიღოს სათანადო ინფორმაციები სამინიტროს საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა შესაბამისი სამინიტროებისა და უწყებებისაგან ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებთან დაკავშირებით, გააანალიზოს ჩამოყალიბებული ტენდენციები და მოამზადოს სათანადო წინადადებები;
ე) მოამზადოს შესაბამისი დასკვნები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
მუხლი 7🔗.
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 8🔗.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 9🔗.
სამსახურის უფროსი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამსახურის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
გ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) სამსახურის სახელით იძლევა დასკვნებს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას;
თ) პერიოდულად ისმენს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ი) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების შესახებ;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობების და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
მუხლი 10🔗.
სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საქვეუწყებო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება;
ბ) საგადასახადო შემოსავლების მონიტორინგის განყოფილება.
მუხლი 11🔗.
საქვეუწყებო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება ახორციელებს:
ა) საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების, აქციზური მარკების სამსახურისა და საგანგებო ლეგიონის მიერ მინისტრისა და სამინისტროს დავალებების შესრულების პროცესის კოორდინაციას;
ბ) საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების, აქციზური მარკების სამსახურისა და საგანგებო ლეგიონის მიერ, ამ საქვეუწყებო დაწესებულებათა შორის ინფორმაციების გაცვლას, კოორდინაციასა და ხელშეწყობას;
გ) საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების, აქციზური მარკების სამსახურისა და საგანგებო ლეგიონის მიერ, ამ საქვეუწყებო დაწესებულებათა ერთობლივ კომპეტენციაში შემავალ საკითხთა კოორდინაციას.
მუხლი 12🔗.
საგადასახადო შემოსავლების მონიტორინგის განყოფილება:
ა) ახორციელებს საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების ოპერაციულ (დეკადურ) მონიტორინგს, ანალიზს და ამზადებს სათანადო წინადადებებს;
ბ) ახორციელებს არარეგისტრირებულ პირთა გამოვლენის მიზნით გაწეული საქმიანობის ანალიზს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
გ) აანალიზებს ბიუჯეტისადმი ვადაგადაცილებულ დავალიანებათა მობილიზებისა და ურჩ გადამხდელთა გამოვლენის მდგომარეობას და ამზადებს სათანადო წინადადებებს;
დ) აანალიზებს ანგარიშგებას გადამხდელთა აუდიტის შესახებ და ამზადებს შესაბამის წინადადებებს;
ე) აანალიზებს ინფორმაციებს აქციზური მარკების გაცემისა და აქციზური საქონლის აღრიცხვის შესახებ და ამზადებს შესაბამის დასკვნებს.
მუხლი 13🔗.
1) სამსახურში შემავალ განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2) სამსახურში შემავალი განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს განყოფილებაში მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების უზრუნველყოფას;
დ) წარუდგენს ანგარიშს სამსახურის უფროსს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 14🔗.
სამსახურში შემავალი განყოფილების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე და ასრულებენ მის დავალებებს.
მუხლი 15🔗.
ა) სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
ბ) სამსახურის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 16🔗.
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის ბრძანებით.