საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.09.1999
ძალის დაკარგვა 03.08.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №269
სარეგისტრაციო კოდი 000000380.01(2).003.000842
გამოქვეყნების წყარო სსმ, 53(60), 21/10/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,163 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.09.1999 მიღება
03.08.2001 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .6in 56.7pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი           380.012.003.842 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №269 1999 წლის 16 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ  „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონების და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №46 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების” საფუძველზე ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულება. 2. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. ჯ. ხეცურიანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის  დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საბიუჯეტო საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ცენტრი საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, ანგარიშსწორების და სპეციალური ანგარიშები ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 5. ცენტრი ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს, კოორდინაციას უწევს ცენტრის საქმიანობას და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. 6. ცენტრის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-3 კვარტალი, მე-8ა კორპუსი.     მუხლი 2🔗. საქმიანობის საგანი, ცენტრის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია 1. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით სავალდებულო ექსპერტიზის განხორციელება. 2. მოკვლევის, წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო ორგანოების მოთხოვნით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში თემატური შემოწმებების და რევიზიების ჩატარება. 3. ხელშეკრულების საფუძველზე, სათანადო ანაზღაურებით, სათანადო დაწესებულებებისათვის, ფიზიკური და იურიდიული (მათ შორის უცხო სახელმწიფოს) პირებისათვის საექსპერტო შემოწმებების, საექსპერტო გამოკვლევების, კონსულტაციების გამართვა. 4. სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის განხორციელება, სპეციალურ გამოკვლევათა მეთოდიკის სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა, კადრების სტაჟირება. 5. საექსპერტო პრაქტიკის მეცნიერული განზოგადება და აქტუალური პრობლემატიკის გამოყოფა. 6. უცხო სახელმწიფოების საექსპერტო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, საერთაშორისო საექსპერტო და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების ორგანიზაცია, სტაჟირების მიზნით თანამშრომელთა გაცვლა, ბეჭდვითი პროდუქციის ერთობლივი გამოცემა და გაცვლა, თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებათა მომზადება და დადება, ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოთა შესრულება. 7. საექსპერტო კვლევათა, შემოწმებათა და რევიზიათა განხორციელებისათვის სათანადო პირობების შექმნა. 8. საქართველოში მოქმედი საექსპერტო და სარევიზიო პროფილის დაწესებულებებთან თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების გაზიარება. 9. ცენტრის ტერიტორიული ორგანოების ორგანიზაციული ხელმძღვანელობა. 10. დადგენილი წესით ცენტრის თანამშრომლებისათვის ექსპერტის (მთავარი ექსპერტის) კვალიფიკაციის მინიჭება გარკვეული სახეობის ექსპერტიზის ჩატარების უფლებით. 11. კანონით ან კანონის საფუძველზე დაკისრებული სხვა ამოცანები ან მინიჭებული სხვა უფლებები.     მუხლი 3🔗. ცენტრის სისტემა და სტრუქტურული ერთეულები 1. ცენტრი შედგება ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ცენტრის ტერიტორიული ორგანოებისაგან. 2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: 1. ცენტრის აპარატი; 2. საფინანსო-სარევიზიო სამსახური; 3. ხელწერისა და დოკუმენტების ექსპერტიზის განყოფილება; 4. დოკუმენტების კრიმინალისტიკური ექსპერტიზის განყოფილება; 5. ბალისტიკა ტრასოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება; 6. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილება; 7. ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილება; 8. ნმნკ-ე ექსპერტიზის განყოფილება; 9. ფიზიკო-ქიმიური ექსპერტიზისა და კვლევის ინსტრუმენტალური მეთოდების განყოფილება; 10. საბუღალტრო ეკონომიკური ექსპერტიზის განყოფილება; 11. სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილება; 12. კომპიუტერული, ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილება; 13. ბიოლოგიური და ეკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება. 3. ცენტრის ტერიტორიული ერთეულებია: 1. აფხაზეთის ფილიალი; 2. აჭარის ფილიალი; 3. ქუთაისის ჯგუფი. 4. ცენტრის აპარატის ქვედანაყოფებია: 1. საქმის წარმოების და რეგისტრაციის ჯგუფი; 2. საბუღალტრო აღრიცხვის ჯგუფი; 3. პერსონალის ჯგუფი; 4. უცხოეთთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი; 5. შემოსული დავალებების კონტროლის ჯგუფი; 6. სამეურნეო საქმიანობის ჯგუფი.     მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე საკურატორო დარგების მიხედვით, რომელთაც ცენტრის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. ცენტრის აპარატის უფროსს და სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი ცენტრის დირექტორის წარდგინებით. 4. ცენტრის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი ცენტრის დირექტორის წარდგინებით. 5. ცენტრის აპარატის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსის და  ტერიტორიული ორგანოების უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის დირექტორი მინისტრთან წინასწარი შეთანხმებით. 6. ცენტრის სხვა საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი. ცენტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა წარდგინებით და შეთანხმებით. 7. ცენტრის დებულებას, საშტატო განრიგს და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი ცენტრის დირექტორის წარდგინებით. 8. ცენტრის აპარატის, ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების დებულებას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ზემოხსენებული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა წარდგინებით. 9. ცენტრის თანამშრომელთა სტაჟირების დებულებას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი. 10. ცენტრის საექსპერტო-საკვალიფიკაციო კომისიის დებულებას ამტკიცებს მინისტრი, რომელიც ქმნის ექსპერტის (მთავარი ექსპერტის) კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საექსპერტო-საკვალიფიკაციო კომისიის შემადგენლობას თავისი ბრძანებით. 11. ცენტრის მუშაობის რეგლამენტს და შინაგანაწესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი, ცენტრის შტატგარეშე თანამშრომელთა საქმიანობის დებულებას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი. 12. ცენტრის დირექტორის არყოფნის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი დავალებით ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე ცენტრის დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლებით. 13. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 14. ცენტრის დირექტორის მოადგილეები, ცენტრის აპარატის და ტერიტორიული ორგანოების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან ცენტრის დირექტორის წინაშე. 15. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან ცენტრის დირექტორის, შესაბამისად კურატორი-მოადგილეების და აპარატის უფროსის წინაშე. 16. ცენტრის სხვა საჯარო მოსამხურეები ანგარიშვალდებულნი არიან ცენტრის დირექტორის, შესაბამისად კურატორი-მოადგილეების, აპარატის, ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების უფროსების წინაშე. 17. ცენტრის დირექტორის სათათბირო ორგანოა მრჩეველთა საბჭო, რომელთა ფუნქციები განისაზღვრება ამ წესით.     მუხლი 5🔗. ცენტრის დირექტორი 1. წარმოადგენს ცენტრს და ანიჭებს ცენტრს წარმომადგენლობას. 2. პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებების, განკარგულებების და დავალებების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც ცენტრის მმართველობას წარმოადგენს. 3. მინისტრს წარუდგენს ამ წესით გათვალისწინებული თანამდებობის პირების კანდიდატურებს დასამტკიცებლად და გასათავისუფლებლად და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას, ახორციელებს მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას. 4. ამ დებულებით გათვალისწინებული წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო მოსამხურეებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს. 5. შედის წარდგინებით მინისტრთან იმ საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შესახებ, რაც მის კომპეტენციას სცილდება. 6. შედის წინადადებით მინისტრთან საჯარო მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ. 7. ანაწილებს საკურატორო ფუნქციებს დირექტორის მოადგილეებს შორის. 8. აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას. 9. ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, წყვეტს დავას მათ შორის, აბარებს მინისტრს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს. 10. კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია მის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე. 11. ძალადაკარგულად ცნობს ცენტრის თანამდებობის პირების უკანონო აქტებსა და მოქმედებებს. 12. კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობას უწევს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აჩერებს უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას. 13. „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით დადგენილი წესით მოიწვევს სპეციალისტებს (მათ შორის უცხოელ სპეციალისტებს). 14. ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის. აძლევს მათ სათანადო მითითებებს. 15. აკონტროლებს ცენტრის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. 16. ხელს აწერს ცენტრში მომზადებულ დოკუმენტებს. 17. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სახელით დებს და ხელს აწერს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან (მათ შორის უცხო სახელმწიფოს) საექსპერტო შემოწმების, გამოკვლევების, რევიზიების, კონსულტაციების მოწყობის შესახებ. 18. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საზღვარგარეთ მივლინებებში, სტაჟირებაზე გაგზავნის ცენტრის მოსამსახურეებს. ორგანიზაციას უწევს ამ მიზნით თანამშრომელთა გაცვლას. 19. გეგმავს სამეცნიერო კვლევით, მეთოდურ და სხვა სახის მუშაობას და აკონტროლებს მათ შესრულებას. ორგანიზაციასა და კონტროლს უწევს საექსპერტო პრაქტიკაში ახალი მეთოდებისა და მიღწევების დანერგვას. 20. აკონტროლებს სავალდებულო და სახელშეკრულებო ექსპერტიზების ან რევიზიის კანონის შესაბამისად და ხარისხიანად განხორციელებას. 21. ამოწმებს საექსპერტო და სარევიზიო მასალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და გასცემს განკარგულებას ექსპერტიზის ან რევიზიის ჩატარების შესახებ, რომლის განხორციელებასაც ავალებს ცენტრის ერთ ან რამდენიმე მოსამსახურეს. 22. ორგანიზაციას უწევს ექსპერტიზის ან რევიზიის ჩატარებას, უზრუნველყოფს გამოკვლევის ობიექტების დაცვა-შენახვას, განსაზღვრავს ექსპერტიზის ან რევიზიის დამთავრების ვადებს. 23. ექსპერტიზაზე ან რევიზიისათვის შემოსული მასალების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ასევე მაშინ, როცა ექსპერტიზის ან რევიზიის სახეობა არ მიეკუთვნება ცენტრის კომპეტენციას, ექსპერტიზიის ან რევიზიის ჩატარების შეუძლებლობის  შესახებ აცნობებს ექსპერტიზის  ან რევიზიის დამნიშვნელ პირს. 24. აქტებს ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნებს, შემოწმების და რევიზიის აქტებს უზენაესი ექსპერტიზის, შემოწმების ან რევიზიის დამნიშვნელ პირს. 25. სათანადო შემთხვევებში უზრუნველყოფს ექსპერტიზის, შემოწმების ან რევიზიის განხორციელებას უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, ასევე ხელს უწყობს მათ განხორციელებას უცხო სახელმწიფოში. 26. ეცნობა ცენტრის მოსამსახურეთა მიერ განხორციელებულ საექსპერტო, სარევიზიო და სამეცნიერო გამოკვლევათა მიმდინარეობას და შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩენს მათ სათანადო დახმარებას. 27. ატარებს ცენტრის თანამშრომელთა თათბირებს, ისმენს მუშაობის შედეგებს. 28. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 29. დირექტორის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით.     მუხლი 6🔗. ცენტრის დირექტორს ეკრძალება 1. ცენტრის ექსპერტიზის ჩამტარებელი პირებისათვის ისეთი მითითებების მიცემა ან მათ საქმიანობაში ისეთი ჩარევა, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს კვლევის შედეგებსა და დასკვნის შინაარსს. 2. მოიწვიოს ექსპერტიზის ან რევიზიის ჩატარებისას პირი, რომელიც არ მუშაობს ცენტრში. 3. ექსპერტიზის დამნიშვნელი პირის დადგენილების გარეშე მოითხოვოს სხვა დაწესებულებებიდან ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო დოკუმენტები, ნივთიერი და სხვა მტკიცებულებები. 4. სათანადო მოთხოვნის გარეშე ჩაატაროს შემოწმებები და რევიზიები.     მუხლი 7🔗. ცენტრის დირექტორის მოადგილეები 1. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი ცენტრის დირექტორის წარდგინებით. 2. დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით, თუ მინისტრის ბრძანებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობას და კოორდინაციას უწევს ცენტრის დირექტორის არყოფნისას, მათ შორის ცენტრის დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლებით. 4. დირექტორის მოადგილეები კურატორობას უწევენ ცენტრის საქმიანობის მათთვის განკუთვნილ სფეროს, ვიზირებას უკეთებს შესაბამის დოკუმენტებს. 5. დირექტორის მოადგილეებს ცენტრის დოკუმენტზე ხელმოწერის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორის ნებართვით.     მუხლი 8🔗. ცენტრის აპარატის უფროსი 1. ცენტრის აპარატის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი ცენტრის დირექტორის წარდგინებით. 2. აპარატის უფროსი კოორდინაციას უწევს აპარატის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, უზრუნველყოფს ცენტრის შინაგანაწესის დაცვას და შესრულებას, შეიმუშავებს და დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციებს, გეგმებს და წინადადებებს ცენტრის ორგანიზაციული საქმიანობის ეფექტური მართვისათვის, აპარატის მოხელეთა პროფესიული დონის ამაღლებისათვის, ცენტრის მოსამსახურეთა მატერიალური წახალისების, დაწინაურების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, კონტროლს უწევს მოსამსახურეთა შორის ფუნქციების განაწილებას, ორგანიზაციას უკეთებს მოქალაქეთა მიღებას, ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. 3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე.     მუხლი 9🔗. ცენტრის თანამდებობის პირები 1. ცენტრის თანამდებობის პირები არიან: – ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები და მათი მოადგილეები. – ცენტრის ტერიტორიული ორგანოების უფროსები. 2. ცენტრის თანამდებობის პირების თანამდებობაზე დანიშვნის, დისციპლინური პასუხისმგებლობის და გათავისუფლების წესი დადგენილია ამ დებულების მე-4 მუხლით.     მუხლი 10🔗. ცენტრის მოხელეები 1. ცენტრის საშტატო შემადგენლობაში არიან: – ჯგუფის უფროსები; – მთავარი სპეციალისტები; – წამყვანი სპეციალისტები; – ინსპექტორები; – დამხმარე მოსამსახურეები. 2. ცენტრის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნის, დისციპლინარული პასუხისმგებლობის და გათავისუფლების წესი დადგენილია ამ დებულების მე-4 მუხლით. 3. ცენტრის კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად შესაძლებელია შტატგარეშე თანამშრომელთა ინსტიტუტის არსებობა.     მუხლი 11🔗. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფი 1. ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფს არ გააჩნია უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან მოხელეები. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, ხელმძღვანელობა, ძირითადი ამოცანები და ქვემდებარეობა განისაზღვრება სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულია წესით. 3. ცენტრის ქვედანაყოფის უფროსი: – ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს; – თვალყურს ადევნებს მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; – ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტს; – აბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს; – პირადად ატარებს გამოკვლევებს, რევიზიებს, ექსპერტიზებს; – წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და  მისი სახელით იძლევა დასკვნებს; – წარუდგენს ცენტრის ხელმძღვანელობას წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოხელეების ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; – შუამდგომლობს ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებელი საჭირო თანხების გამოყოფის თაობაზე; – შუამდგომლობს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; – ხელმძღვანელობს სტაჟირებას; – მონაწილეობს ცენტრის დირექტორის სათათბირო ორგანოს მუშაობაში, ესწრება ოპერატიულ თათბირებს, მოახსენებს საკითხებს; – ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის, ცენტრის დირექტორის ან კურატორი მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს; – ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების მოხელეთა უფლებამოსილება განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.     მუხლი 12🔗. ცენტრის დირექტორის სათათბირო ორგანო 1. ცენტრის დირექტორის სათათბირო ორგანოა ცენტრის დირექტორის მრჩეველთა საბჭო (შემდგომში – მრჩეველთა საბჭო). 2. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს და ცვლის დირექტორი ბრძანებით. 3. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან ცენტრის დირექტორი, დირექტორის მოადგილეები, ცენტრის აპარატის უფროსი, ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 4. მრჩეველთა საბჭოში სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელთა რაოდენობას და პირად შემადგენლობას განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი. 5. მრჩეველთა საბჭოს სხდომას ესწრებიან ცენტრის თანამდებობის პირები. 6. მრჩეველთა საბჭო იხილავს ცენტრის საქმიანობის საჭირბოროტო საკითხებს, საბჭოს წევრები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, მოახსენებენ ანგარიშებს გაწეული მუშაობის ცალკეულ საკითხებზე, ხოლო გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს ცენტრის დირექტორი. 7. მრჩეველთა საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ.     მუხლი 13🔗. ცენტრის სიმბოლიკა 1. ცენტრს გააჩნია მრგვალი ბეჭედი, რომლის ცენტრში გამოსახულია სახელმწიფო გერბი. ასევე გააჩნია ბეჭედი ექსპერტიზის დასკვნისათვის და პაკეტებისათვის. 2. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება ცენტრის ბლანკებზე და ცენტრის შესასვლელ აბრაზე. 3. ცენტრს გააჩნია საკუთარი ბლანკი და იგი გამოიყენება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილებათა განხორციელებისას. მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულებები 1. ამ დებულებით გათვალისწინებული ცენტრის სხვა სამუშაო ნორმატიული აქტები შემუშავებული იქნება ამ დებულების მინისტრის მიერ დამტკიცების შემდეგ. 2. ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ.