პარტიების (საარჩევნო ბლოკების) მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის თაობაზე მიღებული დოკუმენტების განხილვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 17.08.1999
ძალის დაკარგვა 04.10.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №36/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000010.00(8).003.000867
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48(55), 01/10/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
პარტიების (საარჩევნო ბლოკების) მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის თაობაზე მიღებული დოკუმენტების განხილვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.867
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №36 /1999
1999 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
პარტიების (საარჩევნო ბლოკების) მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის თაობაზე მიღებული დოკუმენტების განხილვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
"საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე, მე-60, 61-ე, 62-ე და 65-ე მუხლების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება უნდა მოხდეს კანონის ამოქმედებიდან 45 დღის ვადაში – 19 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიებისა - არჩევნებამდე არა უგვიანეს 45 დღისა – 16 სექტემბრის ჩათვლით. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის 7 წევრს ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პროპორციული სისტემით 1998 წლის არჩევნებში (ქალაქების თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთისა და რაიონების საკრებულოების შედეგების მიხედვით) 7 საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია (საარჩევნო ბლოკი). საოლქო საარჩევნო კომისიის ამ წესით ახლად დანიშნული წევრების უფლებამოსილება გრძელდება 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5 საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიიდან (საარჩევნო ბლოკიდან) ერთ-ერთის მიერ თავისი წევრის დანიშვნამდე.
"საოლქო საარჩევნო კომისიებში კანდიდატების დანიშვნის თაობაზე მიღებული წარდგინების განხილვის წესის შესახებ" საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 10 აგვისტოს №25/1999 დადგენილების მე-9 პუნქტის თანახმად საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშვნის უფლების მქონე პარტიები დანიშვნის შესახებ დოკუმენტებს წარუდგენენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. ბათილად იქნეს ცნობილი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებს არ გადაეცეთ ინფორმაცია ამ კომისიებში წევრების დანიშვნის შესახებ, აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი დანიშვნები, თუ:
ა) დანიშვნას ხელს არ აწერს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში წარდგენილ საარჩევნო დოკუმენტებზე ხელის მოწერის უფლების მქონე პირი;
ბ) დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ არის შესრულებული პარტიის სატიტულო ფურცელზე, ხოლო სატიტულო ფურცლის გარეშე წარმოდგენილ დანიშვნას არა აქვს დასმული პარტიის ბეჭედი;
გ) დანიშვნის დოკუმენტში არ არის მითითებული რომელიმე ამ მონაცემთაგანი:
გ.ა) სახელი და გვარი;
გ.ბ) დაბადების თარიღი (წელი);
გ.გ) თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო ადგილი;
გ.დ) მისამართი;
გ.ე) არ არის წევრად დანიშვნის შესახებ თანხმობა;
დ) დანიშვნის შესახებ დოკუმენტს არა აქვს თარიღი.
2. დაწესდეს დანიშვნების შესახებ შემოსული დოკუმენტების განხილვის შემდეგი პროცედურა:
ა) დანიშვნის შესახებ მიღებული დოკუმენტები შესაბამისად გადაეცემა:
ა.ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანცელარიაში რეგისტრაციის შემდეგ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის რეზოლუციით – საორგანიზაციო განყოფილებას დაუყოვნებლივ;
ა.ბ) საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან მოადგილის რეზოლუციით – საუბნო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს ორი დღისა;
ბ) საორგანიზაციო განყოფილება კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ შესაბამის ინფორმაციას იმავე დღეს გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შესახებაც დანიშვნის დოკუმენტზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა;
გ) ის დოკუმენტები, რომლებიც წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ცენტრალური საარჩვნო კომისიის თავმჯდომარის ან მოადგილის, ან შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან მოადგილის რეზოლუციით წარიმართება საქმეში;
დ) ფაქსით და ქსეროასლებით მიღებული დოკუმენტები წევრის დანიშვნის შესახებ არ განიხილება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან მოადგილის, ან შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის ან მოადგილის რეზოლუციით წარიმართება საქმეში.
3. ერთზე მეტი პარტიული ორგანოს მიერ კანონით დადგენილ ვადაში, ერთსა და იმავე კომისიაში წევრის დანიშვნის შემთხვევაში, კომისიის წევრად ჩაითვლება ზემდგომი ორგანოს მიერ დანიშნული პირი
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე