⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.11.2004)
გაუქმებულია:

„საქართველოში იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესის” დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.10.1999
ძალის დაკარგვა 18.11.2004
გამომცემი ორგანო საბაჟო დეპარტამენტი
ნომერი №186
სარეგისტრაციო კოდი 000000360.01(3).003.000878
გამოქვეყნების წყარო სსმ, 50(57), 09/10/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,923 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.10.1999 მიღება
18.11.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოში იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესის” დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.75pt 59.15pt 1.0in 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                  360.013.003.878 საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება №186 1999 წლის 4 ოქტომბერი ქ. თბილისი „საქართველოში იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესის” დამტკიცების შესახებ „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 20 მარტის №1316 კანონის მე-10 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მიზნით საქართველოში იმპორტირებული საქონლის კლასიფიცირებისა და შეფასების, იმპორტირებული საქონლის საბაჟო გადასახადით დაბეგვრისა და სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში საბაჟო გადასახადების თანხების მაქსიმალური მობილიზაციის უზრუნველსაყოფად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საქართველოში იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესი“ (დანართი №1); 2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის კოორდინაციის სამმართველომ (მ. ლელაშვილი) უზრუნველყოს აღნიშნული წესის ამოქმედებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ექსპერტების მონაწილეობა; 3. საბაჟო სტატისტიკისა და ფინანსური მონიტორინგის სამმართველომ (ბ. პაიჭაძე) უზრუნველყოს მეთოდური მითითებების მომზადება უცხოელ ექსპერტებთან ერთად; 4. კადრების სამმართველომ (დ. შველიძე) უზრუნველყოს მეთოდური მითითებების სწავლების ორგანიზება უცხოელ ექსპერტებთან ერთად; 5. აღნიშნული წესი ამოქმედეს 1999 წლის 1 ნოემბრიდან; 6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ გ. მალაზონიას. თავმჯდომარე                                                                                                          თ. მაღლაკელიძე საქართველოში იმპორტირებული საქონლის  საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესები ნაწილი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 წინამდებარე წესები შემუშავებულია საქართველოს საბაჟო კოდექსისა და “საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. ეს წესები განსაზღვრავს  საქართველოში იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულებას. საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ითვალისწინებს იმპორტირებული საქონლის კლასიფიცირებასა და შეფასებას გადასახადების ამოღებისა და სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვების მიზნით.     მუხლი 2🔗. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველი 1. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესები ეფუძნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმებას ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის შესრულების თაობაზე (“შეთანხმება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ”), რომელიც მოიცავს აგრეთვე გადაწყვეტილებებს იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების საპროცენტო დაბეგვრისა (VAL/6/REV.1) და მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების შეფასების შესახებ (VAL/8). 2. ზემოაღნიშნული შეთანხმების I დანართში მოყვანილი შენიშვნები წარმოადგენს წინამდებარე წესების განუყოფელ ნაწილს და გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ წესების I დანართში მოყვანილი შენიშვნების გამოყენებისას. ნაწილი II. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგადი წესები     მუხლი 3🔗 1. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება მოიცავს  გარიგების ფასს, ანუ საქართველოში საექსპორტოდ  გაყიდულ საქონელში გადახდილ ან გადასახდელ ფასს,  რომელიც შესაბამისობაშია მოყვანილი ამ წესების მე-10, მე-12 და მე-13 მუხლებთან იმ პირობით, თუ: ა. არ არსებობს შეზღუდვები მყიდველის მიერ საქონლის განკარგვაზე ან გამოყენებაზე, გარდა იმ შეზღუდვებისა,  რომლებიც: 1) დადგენილია ან მოითხოვება საქართველოს კანონებით ან საქართველოს ხელისუფლების მიერ; 2) ადგენენ იმ გეოგრაფიული რაიონების ლიმიტს, რომლებშიც დაშვებულია საქონლის ხელახლა გაყიდვა; 3) დიდ გავლენას არ ახდენენ საქონლის ღირებულებაზე. ბ. გაყიდვა ან ფასი არ წარმოადგენს  რაიმე პირობის საგანს, რომლის გაუთვალისწინებლობაც შეუძლებელს გახდის შესაფასებელი საქონლის ღირებულების განსაზღვრას; გ. მყიდველის მიერ საქონლის გამოყენების, გადაცემის ან შემდგომი გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის არც ერთი ნაწილი არც პირდაპირ და არც ირიბად არ გადავა გამყიდველზე, ვიდრე შესაძლებელი არ გახდება სათანადო შესწორების შეტანა მე-10 მუხლის დებულებების მიხედვით; დ. მყიდველი და გამყიდველი არ არიან ურთიერთდაკავშირებულნი, ან მყიდველი და გამყიდველი იმგვარად არიან დაკავშირებულნი, რომ გარიგების ღირებულება მისაღებია საბაჟო მიზნებისათვის ამ მუხლის მე-2 პარაგრაფის მიხედვით. 2. ა. იმის განსაზღვრისას, მისაღებია თუ არა გარიგების ღირებულება ამ მუხლის 1-ლი პარაგრაფის მიხედვით, ის ფაქტი, რომ მყიდველი და გამყიდველი დაკავშირებულნი არიან, ამ წესების მე-17 მუხლის მიხედვით, არ უნდა წარმოადგენდეს გარიგების ღირებულების მიუღებლობის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს გაყიდვის ყველა გარემოება და გარიგების ღირებულება მიღებულ უნდა იქნეს იმ პირობით, რომ ამ ურთიერთკავშირს  ფასზე გავლენა არ მოუხდენია. თუკი იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საბაჟო ადმინისტრაციას აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ამ ურთიერთკავშირმა გავლენა იქონია ფასზე, საბაჟო ადმინისტრაციამ უნდა აცნობოს თავისი შეხედულება იმპორტიორს და მისცეს მას რეაგირების  საშუალება. თუ იმპორტიორი მოითხოვს, მას ინფორმაცია მიეწოდება წერილობითი ფორმით. ბ. ურთიერთდაკავშირებულ პირებს შორის საქონლის გაყიდვის შემთხვევაში გარიგების ღირებულება მიღებული და საქონელი შეფასებული უნდა იყოს ამ მუხლის 1-ლი პარაგრაფის დებულების მიხედვით, თუ იმპორტიორი უჩვენებს, რომ აღნიშნული ღირებულება მიახლოებულია იმავე ან თითქმის იმავე დროს შემოტანილი საქონლის ღირებულებასთან: 1) გარიგების ღირებულება საქართველოში საექსპორტო იდენტური ან მსგავსი საქონლის დაუკავშირებელ მყიდველთათვის მიყიდვისას; 2) მე-7 მუხლის დებულებებით განსაზღვრული იდენტური ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულება; 3) მე-8 მუხლში მოყვანილი დებულებით განსაზღვრული იდენტური ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულება; ზემოთ ჩამოთვლილი შემოწმებების ჩატარებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არსებული განსხვავება კომერციულ დონეებში, რაოდენობრივ დონეებში, მე-10 მუხლში ჩამოთვლილ ელემენტებსა და გამყიდველის მიერ საქონლის ისეთი გაყიდვის შედეგად გაწეულ ხარჯებში, რომლის დროსაც გამყიდველი და მყიდველი არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, და არა ისეთი გაყიდვისას, რომლის დროსაც გამყიდველი და მყიდველი ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან. გ. ამ მუხლის მე-2ბ პარაგრაფში ჩამოთვლილი შემოწმების ხერხები გამოიყენება იმპორტიორის ინიციატივით და მხოლოდ შედარების მიზნით. შემცვლელი ღირებულება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-2ბ პარაგრაფის დებულებების მიხედვით.     მუხლი 4🔗 1. ა. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მე-3 მუხლის დებულებებათა მიხედვით, საბაჟო ღირებულებად უნდა ჩაითვალოს იმ იდენტური საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც საქართველოში იქნა გაყიდული და საქართველოში იყო იმპორტირებული იმავე ან თითქმის იმავე დროს, რაც შესაფასებელი საქონელი. ბ. ამ მუხლით იდენტური საქონლის გარიგების ღირებულება გამოყენებულ უნდა იქნეს იმავე კომერციულ დონეზე და იმავე რაოდენობით გაყიდვისას, რაც შესაფასებელი იდენტური საქონლის საბაჟო ღირებულების განსასაზღვრავად. თუ ასეთი გაყიდვა არ განხორციელდა, გამოყენებულ უნდა იქნეს გარიგების ღირებულება იდენტური საქონლისა, რომელიც იყიდება სხვადასხვა კომერციულ დონეზე და/ან სხვადასხვა ოდენობით, რომლებიც კორექტირებულია კომერციული დონით და/ან რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით; ოღონდ ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად ადგენენ კორექტირების გონივრულობას და სიზუსტეს, იმისდა მიუხედავად, იწვევს თუ არა კორექტირება ღირებულების გაზრდას ან შემცირებას. 2. კორექტირება კეთდება იმ ხარჯებსა და გადასახადებში მნიშვნელოვანი განსხვავებების გასათვალისწინებლად, რომლებიც მოცემულია მე-10 მუხლის 1(ა) (4), (5) და (6) პარაგრაფებში და რომლებიც შეეხება იმპორტირებულ და იდენტურ საქონელზე გაწეული ხარჯების სხვაობას, გამოწვეულს მანძილითა და სატრანსპორტო საშუალებებით. 3. საჭიროების შემთხვევაში კორექტირებები უნდა გაკეთდეს მე-10, მე-12 და მე-13 მუხლების დებულებათა გამოყენების მიზნით. 4. თუ ამ მუხლის გამოყენებისას გამოვლინდება საქონელზე ერთზე მეტი გარიგების ღირებულება, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების დასადგენად გამოყენებულ უნდა იქნეს მათ შორის უმცირესი ღირებულება.     მუხლი 5🔗 1. ა. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მე-3 და მე-4 მუხლების დებულებათა მიხედვით, საბაჟო ღირებულებად უნდა ჩაითვალოს იმ მსგავსი საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც საქართველოში საექსპორტოდ იქნა გაყიდული და საქართველოში ექსპორტირებული იყო იმავე ან თითქმის იმავე დროს, რაც იმპორტირებული საქონელი. ბ. ამ მუხლით საბაჟო ღირებულების დასადგენად გამოყენებულ უნდა იქნეს მსგავსი საქონლის გარიგების ღირებულება იმავე კომერციულ დონეზე და იმავე რაოდენობით, რაც შესაფასებელი საქონელი. თუკი ასეთი გაყიდვა არ განხორციელდება, გამოყენებულ უნდა იქნეს საბაჟო ღირებულება მსგავსი საქონლისა, რომელიც გაიყიდა სხვადასხვა კომერციულ დონეზე და/ან სხვადასხვა რაოდენობით, რომლებიც კორექტირებულია იმ კომერციული დონითა და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით, იმ პირობით, რომ ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად ადგენენ კორექტირების გონივრულობასა და სიზუსტეს, იმისდა მიუხედავად, ზრდის თუ ამცირებს კორექტირება ღირებულებას. 2. კორექტირება უნდა გაკეთდეს ხარჯებსა და გადასახადებში იმ მნიშვნელოვან სხვაობათა გასათვალისწინებლად, რომლებიც მოცემულია მე-10 მუხლის 1 (ა) (4), (5) და (6) პარაგრაფებში და რომლებიც შეეხება იმპორტირებულ და იდენტურ საქონელზე გაწეული ხარჯების სხვაობას, გამოწვეულს მანძილითა და სატრანსპორტო საშუალებებით. 3. საჭიროების შემთხვევაში კორექტირებები უნდა გაკეთდეს მე-12 და მე-13 მუხლების დებულებათა გამოყენების მიზნით. 4. თუ ამ მუხლის გამოყენებისას გამოვლინდება მსგავს საქონელზე ერთზე მეტი გარიგების ღირებულება, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების დასადგენად გამოყენებულ უნდა იქნეს მათ შორის უმცირესი ღირებულება.     მუხლი 6🔗 თუ ვერ ხერხდება იმპორტირებული საქონლის ღირებულების განსაზღვრა მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების დებულებათა საფუძველზე, საბაჟო ღირებულება უნდა განისაზღვროს მე-7  მუხლის მიხედვით, ან, თუ საბაჟო ღირებულების დადგენა ვერ ხერხდება მე-7 მუხლის საფუძველზე, ღირებულება უნდა განისაზღვროს მე-8 მუხლის დებულებათა მიხედვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც, იმპორტიორის მოთხოვნით, შეიცვლება მე-7 და მე-8 მუხლების გამოყენების თანამიმდევრობა.     მუხლი 7🔗 1. ა. თუ იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი იყიდება იმ მდგომარეობაში, რომელშიც იგი იყო იმპორტირების დროს, ამ მუხლის დებულებების მიხედვით, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება უნდა ეფუძნებოდეს პროდუქციის ერთეულის ფასს, რომელშიც იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი საიმპორტო საქონელი შესაფასებელი იმპორტირებული საქონლის შემოტანის იმავე ან თითქმის იმავე დროს უდიდესი ერთობლივი ოდენობით მიეყიდება იმ პირებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი ასეთი საქონლის გამყიდველებთან შემდეგი  გამოქვითვების განხორციელების პირობით: 1) საკომისიო გადასახადები, რომლებიც, ჩვეულებრივ, გადაიხდება, ან მათი გადახდა წინასწარ შეთანხმებულია, ანდა დანამატები, რომლებიც გადაიხდება  მოგების მიღებისა და საქართველოში იმპორტირებული იმავე კლასისა და ტიპის საქონლის გაყიდვასთან დაკავშირებული საერთო ხარჯების დაფარვის მიზნით; 2) ჩვეულებრივი სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები და მათთან დაკავშირებული საქართველოში გაწეული სხვა ხარჯები; 3) საჭიროების შემთხვევაში, მე-12 და მე-13 მუხლების დებულებები, და 4) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო და სხვა  გადასახადები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის იმპორტირებასთან ან   გაყიდვასთან. ბ. თუ არც იმპორტირებული, არც იდენტური და არც მსგავსი საიმპორტო საქონელი არ იყიდება შესაფასებელი საქონლის იმპორტის დროს ან თითქმის იმავე დროს, საბაჟო ღირებულება უნდა ეყრდნობოდეს (ამ მუხლის 1ა პუნქტის მიხედვით) პროდუქციის ერთეულის ფასს, რომელშიც იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი საქართველოში იყიდება იმავე მდგომარეობაში, რომელშიც იგი იყო იმპორტირებული საქონლის მდგომარეობაში შესაფასებელი საქონლის იმპორტირების შემდგომ უახლოეს ხანში, მაგრამ არა უგვიანეს 90 დღის  გასვლისა. 2. თუ არც იმპორტირებული, არც იდენტური და არც მსგავსი საქონელი საქართველოში არ იყიდება იმ მდგომარეობაში, რომელშიც იგი იყო იმპორტის მომენტისათვის, მაშინ, იმპორტიორის მოთხოვნისამებრ, საბაჟო ღირებულება უნდა განისაზღვროს პროდუქციის ერთეულის ფასის საფუძველზე, რომელშიც იმპორტირებული საქონელი შემდგომი დამუშავების შემდეგ უდიდესი ერთობლივი ოდენობით მიეყიდა საქართველოში იმ პირებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი ასეთი საქონლის გამყიდველებთან; ამავე დროს სათანადო ცვლილებები შეტანილ უნდა იქნეს დამატებით ღირებულებაში, რომელიც წარმოიქმნება შემდგომი დამუშავებით და გამოკლებებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის 1ა პარაგრაფით.     მუხლი 8🔗 1. ამ  მუხლის დებულებების მიხედვით, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება უნდა განისაზღვროს შედგენილი ღირებულების საფუძველზე. შედგენილი ღირებულება უნდა შეადგენდეს შემდეგი პარამეტრების ჯამს: ა. იმპორტირებული საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადებისა თუ სხვა დამუშავების ფასი ან ღირებულება; ბ. მოგებისა და საერთო ხარჯების რაოდენობა, რომელიც ტოლია იმ რაოდენობისა,  რომელიც, ჩვეულებრივ, გამოისახება იმავე ტიპისა და კლასის საქონლის გაყიდვაში, რაც შესაფასებელი საქონელი, რომლის დამზადებაც ხდება მწარმოებლების მიერ ექსპორტის ქვეყანაში _ საქართველოში საექსპორტოდ; გ. მე-10 მუხლის 1 (ა) (4), (5) და (6) პარაგრაფებში აღნიშნული ხარჯები და გადასახადები 2. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება მე-13 მუხლის დებულებები. 3. საბაჟო ადმინისტრაციას არ შეუძლია შედგენილი ღირებულების დადგენის მიზნით მოსთხოვოს ან აიძულოს პირი, რომელიც არ არის საქართველოს რეზიდენტი, შესამოწმებლად წარადგინოს ნებისმიერი ანგარიში ან სხვა ჩანაწერი, ან დაუშვას საბაჟო თავის რომელიმე ანგარიშთან. მაგრამ ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია საქონლის მწარმოებლის მიერ საბაჟო ღირებულების დასადგენად ამ მუხლის დებულებების მიხედვით, შეიძლება დადასტურებულ იქნეს საქართველოს ხელისუფლების მიერ სხვა ქვეყანაში, მწარმოებელთან შეთანხმების საფუძველზე და იმ პირობით, რომ ისინი წინასწარ გაუგზავნიან შეტყობინებას დაინტერესებული ქვეყნის მთავრობას, ხოლო ეს უკანასკნელი არ იქნება ასეთი გამოკვლევის წინააღმდეგი. ასეთი ინფორმაცია არ შეიძლება გამჟღავნდეს ამ ინფორმაციის მომწოდებელი პირის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის გამჟღავნების თაობაზე გამოტანილია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.     მუხლი 9🔗 1. თუ იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება ვერ განისაზღვრება ამ წესების მე-3_მე-8 მუხლების მიხედვით, საბაჟო ღირებულება უნდა განისაზღვროს გონივრული საშუალებების გამოყენების გზით, რომლებიც შეესაბამება ამ წესების პრინციპებსა და ზოგად დებულებებს, GATT 1994-ის VII მუხლს, შეთანხმებას GATT 1994-ის VII მუხლის შესრულების თაობაზე, აგრეთვე საქართველოში არსებული მონაცემების საფუძველზე. 2. ამ მუხლის დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად არ გამოიყენება: ა. საქართველოში წარმოებული საქონლის შიდა გასაყიდი ფასი; ბ. სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საბაჟო მიზნებისათვის ორ ღირებულებას შორის უფრო დიდი ღირებულების მიღებას; გ. საქონლის ფასი ექსპორტის ქვეყნის შიდა ბაზარზე; დ. წარმოების ხარჯი, გარდა შედგენილი ღირებულებისა, რომელიც განსაზღვრულია იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის მე-8 მუხლის დებულებების მიხედვით; ე. სხვა ქვეყანაში საექსპორტო საქონლის ფასი; ვ. მინიმალური საბაჟო ღირებულებები; ზ. თვითნებურად შერჩეული ან ფიქციური ღირებულებები. 3. თუ იმპორტიორი მოითხოვს, მას წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს ამ მუხლის დებულებების საფუძველზე განსაზღვრული საბაჟო ღირებულებისა და გამოყენებული მეთოდის შესახებ.     მუხლი 10🔗 1. მე-3 მუხლის მიხედვით საბაჟო ღირებულება იმპორტირებულ საქონელზე გადახდილ ან გადასახდელ ფასთან ერთად მოიცავს: ა. ქვემოთ ჩამოთვლილი ხარჯები იმ ოდენობით, რაც გასწია მყიდველმა, მაგრამ არ ჩათვლილა საქონელში ნამდვილად გადახდილ ან გადასახდელ ფასში: 1) საკომისიო და საბროკერო ხარჯები, გარდა შესყიდვაზე გაწეული საკომისიო ხარჯებისა; 2) იმ კონტეინერების ღირებულება, რომლებიც საბაჟო მიზნებისათვის განიხილება შესაფასებელ საქონელთან ერთობლიობაში; 3) შეფუთვის ღირებულება შრომისა და შესაფუთი მასალების ჩათვლით; 4) იმპორტირებული საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება; 5) დატვირთვა, გადმოტვირთვა და დამუშავების ხარჯები, დაკავშირებული საქართველოში იმპორტირებული საქონლის იმპორტირების ადგილზე ტრანსპორტირებასთან; 6)  დაზღვევის ღირებულება. ბ. იმ საქონლისა და მომსახურების პროპორციულად განაწილებული ღირებულება, რომელიც მყიდველის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ მიეწოდება უფასოდ ან ფასდაკლებით და რომელიც გამოიყენება იმპორტირებული საქონლის წარმოებასა და საექსპორტო გაყიდვასთან დაკავშირებით ისე, რომ ასეთი ღირებულება არ ჩათვლილა ნამდვილად გადახდილ ან გადასახდელ ფასში: 1) მასალები, ნაწილები, კომპონენტები და მსგავსი ელემენტები, რომლებიც ჩართულია იმპორტირებულ საქონელში; 2) იმპორტირებული საქონლის წარმოებისას გამოყენებული ინსტრუმენტები, შტამპები, ფორმები და მსგავსი ელემენტები; 3) იმპორტირებული საქონლის წარმოებისას გამოყენებული მასალები; 4) საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-სადიზაინო საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, გეგმები და ესკიზები, რომლებიც საჭიროა იმპორტირებული საქონლის წარმოებისათვის; გ. შესაფასებელ საქონელთან დაკავშირებული საავტორო ჰონორარი ან სალიცენზიო გადასახადები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა გადაიხადოს მყიდველმა _ როგორც შესაფასებელი საქონლის გაყიდვის პირობა _ ისე, რომ ეს გადასახადები არ ჩათვლილა გადახდილ ან გადასახდელ ფასში; დ. ნებისმიერი შემდგომი გაყიდვის მოგების ნაწილის ღირებულება, იმპორტირებული საქონლის გადაცემა ან გამოყენება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის გამყიდველს. 2. ამ მუხლის მიხედვით, გადახდილ ან გადასახდელ ფასზე დამატება უნდა მოხდეს ობიექტური და რაოდენობრივად გამართლებული მონაცემების საფუძველზე. 3. საბაჟო ღირებულების დადგენისას არ უნდა დაიშვას რეალურად გადახდილ ან გადასახდელ ფასზე დამატება, თუკი ეს ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული.     მუხლი 11🔗 საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას უცხოური ვალუტა გადაიყვანება საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე საბაჟო დეკლარაციის გაფორმების დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით.     მუხლი 12🔗 1. მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის ყიდვასთან დაკავშირებით დადებული საფინანსო შეთანხმების საპროცენტო დაბეგვრა არ ჩაითვლება საბაჟო ღირებულების ნაწილად, თუ: ა. ეს საპროცენტო  დაბეგვრა განცალკევებულია საქონელში გადახდილი ან გადასახდელი ფასისგან; ბ. საფინანსო შეთანხმება დაიდო წერილობითი ფორმით; გ.  საჭიროების შემთხვევაში მყიდველს შეუძლია დაადასტუროს, რომ: საქონელი ფაქტობრივად გაყიდულია იმ ფასად, რომელიც დეკლარირებულია როგორც გადახდილი ან გადასახდელი ფასი;  – მის მიერ მითითებული საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება იმ დონეს, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა დაფინანსებისას იმ ქვეყანაში, რომელშიც მოხდა დაფინანსება. 2. ეს მუხლი გამოიყენება იმისდა მიუხედავად, გამყიდველის, ბანკისა თუ სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ მოხდა დაფინანსება. საჭიროებისამებრ, იგი ასევე გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც საქონლის შეფასება ხდება გარიგების ღირებულების მეთოდის გარდა ნებისმიერი სხვა მეთოდის საფუძველზე.     მუხლი 13🔗 1. მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მხოლოდ ასეთი პროგრამების მატარებლების ფასი ან ღირებულება.  ამრიგად, საბაჟო ღირებულებაში არ უნდა შევიდეს მონაცემების ან სასწავლო პროგრამების ფასი ან ღირებულება, და, ამასთანავე, პროგრამების მატარებლების ფასი ან ღირებულება განცალკევებული უნდა იყოს. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის ფრაზა “ინფორმაციის მატარებელი” არ მოიცავს ინტეგრირებულ სქემებს, ნახევარგამტარებსა და სხვა მოწყობილობებს ან ნაწილებს, რომლებისგანაც შედგება აღნიშნული სქემები ან მოწყობილობები; ხოლო ფრაზა “მონაცემები ან სასწავლო პროგრამები” არ მოიცავს აუდიო-, კინო- ან ვიდეოჩანაწერებს.     მუხლი 14🔗 ის ინფორმაცია, რომელიც თავისი ბუნებით კონფიდენციალურია ან რომელიც საბაჟო მიზნებისათვის მიწოდებულია კონფიდენციალურ საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლების სათანადო ორგანოების მიერ განიხილება როგორც მკაცრად კონფიდენციალური, და იგი არ შეიძლება გამჟღავნდეს ამ ინფორმაციის მომწოდებელი პირის ან მთავრობის მხრიდან სპეციალური თანხმობის მიღების გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ ინფორმაციის გამჟღავნება შეიძლება საჭირო გახდეს სამართლებრივი პროცედურების ჩასატარებლად, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ.     მუხლი 15🔗 ამ ინსტრუქციის მოქმედებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება სასამართლო წესით.     მუხლი 16🔗 1. წინამდებარე წესებში: ა. ცნება „იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება” ნიშნავს საქონლის ღირებულებას იმპორტირებული საქონლის ადვალური საბაჟო გადასახადით დაბეგვრის  მიზნით; ბ. „იმპორტირების ქვეყანა” ნიშნავს საქართველოს ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიას; გ. „წარმოებული” მოიცავს მიწაზე მოყვანილს, დამუშავებულსა და მოპოვებულს. დ. „იდენტური საქონელი” ნიშნავს საქონელს, რომელიც ყოველმხრივ,  ფიზიკური დახასიათების, ხარისხისა და რეპუტაციის ჩათვლით,  ერთნაირია. უმნიშვნელო გარეგნული განსხვავებები არ უნდა აბრკოლებდეს იმას, რომ საქონელი ითვლებოდეს იდენტურად, თუ სხვა პარამეტრებით იგი შეესაბამება მოცემულ განსაზღვრებას; ე. „მსგავსი საქონელი” ნიშნავს ისეთ საქონელს, რომელიც, თუმცა არ არის ზუსტად ისეთი, როგორიც შესაფასებელი, მაგრამ აქვს მსგავსი მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზედაც ამ საქონელს საშუალება ეძლევა შეასრულოს იგივე ფუნქციები და იყოს კომერციული თვალსაზრისით ურთიერთშემცვლელი. საქონლის ხარისხი, მისი რეპუტაცია და სავაჭრო ნიშნის არსებობა შედის იმ ფაქტორების წრეში, რომელთა განხილვაც საჭიროა იმის გარკვევისას, მსგავსია თუ არა საქონელი; ვ.  ცნებები „იდენტური საქონელი”  და “მსგავსი საქონელი” არ გულისხმობს საქონელს, რომელიც მოიცავს ან ასახავს ინჟინერიას, დამუშავებას, მხატვრულ-დიზაინურ ნამუშევარს, ნახაზებსა და ესკიზებს, რომლებშიც არავითარი შესწორება არ შეტანილა მე-10 მუხლის 1ბ(4) პარაგრაფის მიხედვით, რადგანაც ეს ელემენტები საქართველოში იქნა წარმოებული; ზ.  საქონელი ვერ ჩაითვლება “იდენტურ” ან “მსგავს” საქონლად, თუ იგი არ იყო წარმოებული იმავე ქვეყანაში, რაც შესაფასებელი საქონელი; თ. სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გათვალისწინება უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მოიპოვება იდენტური ან მსგავსი საქონელი, რომელიც წარმოებულია შესაფასებელი საქონლის მწარმოებელი პირის მიერ; ი.  „იმავე კლასის ან სახეობის საქონელი” ეწოდება საქონელს, რომელიც მიეკუთვნება საქონლის იმ ჯგუფს ან კატეგორიას, რომელიც  წარმოებულია გარკვეული მრეწველობის სექტორში და მოიცავს იდენტურ ან მსგავს საქონელს. კ. ნამდვილად გადახდილი ან გადასახდელი ფასი მოიცავს ყველა იმ გადასახდელს, რომელიც, როგორც იმპორტირებული საქონლის გაყიდვის პირობა, უკვე რეალურად გადახდილი ან გადასახდელი აქვს მყიდველს  გამყიდველისათვის ან მესამე პირისათვის გამყიდველის ვალდებულების შესასრულებლად. 2. ამ წესების მიზნებისათვის პირები ურთიერთდაკავშირებულებად ითვლებიან იმ  შემთხვევაში,  თუ: ა. ისინი არიან ერთმანეთის ბიზნესების ხელმძღვანელი პირები ან დირექტორები; ბ. ისინი არიან ბიზნესში კანონიერად აღიარებული პარტნიორები; გ. ისინი არიან სამუშაოს მიმცემი (დამქირავებელი) და მომსახურე  (დაქირავებული); დ. ესა თუ ის პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, აკონტროლებს ან  აქვს ორივე მათგანის ხმის უფლების მქონე აქციების ან წილის 5 ან მეტი პროცენტი; ე.  ერთ-ერთი მათგანი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორეს; ვ.  ორივეს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ.  ისინი ერთად პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; ან თ.  ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები. ბიზნესით დაკავშირებული პირები, რომელთაგან ერთი არის მეორის აგენტი, დისტრიბიუტორი ან კონცესიონერი, უნდა ჩაითვალონ ურთიერთდაკავშირებულად ამ წესების მიზნებისათვის, თუ ისინი შეესაბამებიან ამ მუხლის მე-2 პარაგრაფით დადგენილ კრიტერიუმებს.     მუხლი 17🔗 იმპორტიორს უფლება აქვს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს საბაჟო დეპარტამენტისგან მიიღოს წერილობითი განმარტება იმის თაობაზე, თუ როგორ იქნა განსაზღვრული მის მიერ იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება.     მუხლი 18🔗 ამ წესებში არაფერი არ უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციის უფლების შეზღუდვის ან ეჭვქვეშ დაყენების საფუძვლად საბაჟო შეფასების მიზნებისათვის წარდგენილი ნებისმიერი განცხადების, დოკუმენტის ან დეკლარაციის ნამდვილობაში ან სიზუსტეში დასარწმუნებლად.