საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.06.2004
ძალის დაკარგვა 05.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №426
სარეგისტრაციო კოდი 230010000.11.117.006536
გამოქვეყნების წყარო სსმ, 64, 25/06/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დროშის, ამოსაცნობი ნიშნების და სასამსახურო ფორმის აღწერილობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 12.10.2003
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 42.5pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.11.117.006.536
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №426
2004 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 26-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულება. (დანართი1).
მუხლი 2🔗. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულება (დანართი №2).
მუხლი 3🔗. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2002 წ., №88, მუხ.797).
მუხლი 4🔗. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2002 წ., №92, მუხ. 824).
მუხლი 5🔗. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებიდან 35-ე დღეს.
ზ. ნოღაიდელი
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამართალდამცავი სტატუსის მქონე საბაჟო ორგანო, რომელიც შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საქვეუწყებო დაწესებულების სახით.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა კანონებითა და ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
3. დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.
4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, სიმბოლიკა, დამოუკიდებელი ბალანსი, საბიუჯეტო ანგარიში ხაზინაში.
5. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
6. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0109, კ. აბზიანიძის ქუჩა №4.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტის და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა;
ბ) საბაჟო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება;
გ) საბაჟო საქმის ორგანიზება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათში მონაწილე პირის ან პირების დადგენა, მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
2. დეპარტამენტი მასზედ დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად:
ა) ორგანიზაციას უწევს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისას საბაჟო რეჟიმების ეფექტურ გამოყენებას;
ბ) ახორციელებს საბაჟო ორგანოების მართვას კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
გ) საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა საბაჟო ორგანოებისათვის;
დ) ორგანიზაციას უწევს საბაჟო გადასახდელების აკრეფას და სახელმწიფო ბიუჯეტში მათ დროულ და სრულ შეტანას;
ე) ორგანიზაციას უწევს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი სრულყოფისათვის;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემას მათში ცვლილებების შეტანას, მათი მოქმედების შეჩერებას და განახლებას ან გაუქმებას;
ზ) ახორციელებს საბაჟო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას;
თ) ორგანიზაციას უწევს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცალკეული სახის საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, სტრატეგიული და საქართველოს ინტერესებისათვის სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მასალების, კულტურული ფასეულობების გადაადგილების წესის დაცვას, აგრეთვე კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის გამოყენებას;
ი) თვალყურს ადევნებს საქონლის კლასიფიცირებას და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის გამოყენებას; არსებული წესით შეიმუშავებს წინადადებებს, ეროვნული ეკონომიკის თავისებურებიდან გამომდინარე სასაქონლო ნომენკლატურაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე;
კ) აწარმოებს საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკას და სპეციალურ საბაჟო სტატისტიკას დადგენილი წესით;
ლ) მონაწილეობს საბაჟო საქმის მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდიკებთან დაკავშირებით;
ნ) სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციაში შეიმუშავებს საბაჟო კონტროლის ზონების, საბაჟო ინფრასტრუქტურის და საქართველოს საბაჟო საზღვრის დაცვის ღონისძიებებს;
ო) კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზებას უწევს სავალუტო კონტროლის განხორციელებას;
პ) ახორციელებს საჩივრებისა და განცხადებების განხილვას;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ეწევა საბაჟო საქმის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობას საქართველოს თუ საზღვარგარეთის საინფორმაციო საშუალებებში;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს წინასწარ გადაწყვეტილებებს საბაჟო ოპერაციების განსახორციელებლად;
ს) მონაწილეობს საბაჟო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში, დადგენილი წესით იღებს მონაწილეობას უცხოეთის დელეგაციებთან საბაჟოს საქმის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებში, წარადგენს წინადადებებს საბაჟოს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეერთების შესახებ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს უცხოეთის საბაჟო და სხვა ორგანოებთან;
უ) სწავლობს და აანალიზებს უცხო ქვეყნების საბაჟო პოლიტიკას და საბაჟო საქმის მდგომარეობას;
ფ)წყვეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო საკითხებს;
ქ) ქმნის და სრულყოფს ერთიან ავტომატიზირებულ საინფორმაციო სისტემებს;
ღ) ახორციელებს საბაჟო ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური ბაზის განვითარებასა და სრულყოფას;
ყ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
3. საბაჟო დეპარტამენტი მასზე დაკისრებულ ფუნქციებს, ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება
საქართველოს საბაჟო კოდექსის, სხვა საკანონმდებლო აქტებით დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს საბაჟო კანონმდებლობიდან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების მიზნით, გამოითხოვოს დაწესებულებებიდან (განურჩევლად საკუთრების ფორმისა და დაქვემდებარებისა), აგრეთვე მოქალაქეებისაგან საჭირო დოკუმენტები და მონაცემები;
გ) შექმნას სამუშაო ჯგუფები საბაჟო საქმიანობის საკითხებზე;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს უცხოეთის სახელმწიფო საბაჟო და სხვა ორგანიზაციებთან;
ე) იქონიოს კავშირისა დ მონაცემების გადაცემის საუწყებო სისტემები;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
3. თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მუშაობას;
ბ) პასუხისმგებელია საბაჟო საქმის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია ფინანსთა მინისტრის წინაშე;
გ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;
ე) უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების და სხვა საბაჟო ორგანოების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნომენკლატურას მიკუთვნებული საჯარო მოსამსახურეების გარდა), განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ახორციელებს მათ მიმართ წახალისებასა და დისციპლინურ ზემოქმედებას;
ზ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის;
თ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე;
კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ლ) დადგენილი წესით ანიჭებს და შეაქვს წინადადებები საბაჟო ორგანოების საჯარო მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს დეპარტამენტის სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის, ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას და განკარგავს დეპარტამენტისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს;
ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქციებს და სარგებლობს სხვა უფლებამოსილებით.
5. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. საბაჟო დეპარტამენტი შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომლებიც ქმნიან ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემას.
2. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ქვედანაყოფებია:
ა) საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაცია;
ბ) პირადი შემადგენლობის ინსპექცია;
გ) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო;
დ) საფინანსო სამმართველო;
ე) აქციზური საქონლის სამმართველო;
ვ) საბაჟო სტატისტიკის სამმართველო;
ზ) გაცილების სამმართველო;
თ) ანალიზის და აუდიტის სამმართველო;
ი) საბაჟო გადამზიდველებთან და ბროკერებთან ურთიერთობის სამმართველო;
კ) სამართლებრივ საკითხთა სამმართველო;
ლ) კადრების სამმართველო;
მ) ცენტრალური ბუღალტერია;
ნ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო;
ო) სამეურნეო სამმართველო.
3. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია: რეგიონალური საბაჟოები (აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი).
მუხლი 6🔗. საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაცია
საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტში შემოსული განცხადებების და სხვა სახის, მათ შორის, უცხოური კორესპონდენციის, შიდა მიმოწერის აღრიცხვა, დამუშავება და საქმისწარმოების კანონმდებლობის განსაზღვრული წესების დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) საუწყებო არქივის ფორმირება და მასში საქმეებისა და დოკუმენტების შენახვის უზრუნველყოფა;
გ) საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის ორგანიზება და საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
დ) დეპარტამენტის თავმჯდომარის და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების თათბირების ორგანიზება, თათბირების ოქმების წარმოება, საოქმო დავალებების შესრულების ვადების კონტროლი;
ე) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
ვ) პროტოკოლის წარმოება; საბაჟო დეპარტამენტის ოფიციალური დელეგაციების (თანამშრომელთა) მივლინებების ორგანიზება, საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საბაჟო წარმომადგენლობების საქმიანობების კოორდინაცია, უცხოეთის საბაჟო სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
ზ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების სამსახურებრივი მოწმობების გაცემის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მიღება-გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ორგანიზება;
თ) საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობებში სასაშვო რეჟიმის უზრუნველყოფა;
ი) ოპერატიული სამსახურებრივი ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უზრუნველყოფა.
მუხლი 7🔗. პირადი შემადგენლობის ინსპექცია
პირადი შემადგენლობის ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია:
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესის, შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) და სამსახურის აღწერილობის პირობების დაცვაზე კონტროლი და მათი დარღვევის ფაქტების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა სათანადო რეაგირება, თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულება.
მუხლი 8🔗. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო
საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სრულყოფა; საბაჟო პროცედურების ტექნოლოგიების შემუშავება და სრულყოფა; საბაჟო რეჟიმების რეგულირების და მათი განხორციელების მექანიზმის სრულყოფა; საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო საქმის აღსრულების მექანიზმის სრულყოფა; რეგიონული საბაჟოების (მათზე დაქვემდებარებული საბაჟო საგუშაგოების და საბაჟო გამშვები პუნქტების) ოპერატიული მართვა და მათი საქმიანობის სრულყოფა; საბაჟო საწყობების, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების, თავისუფალი საწყობების, დროებითი შენახვის საწყობების შექმნის ნებართვების გაცემისა, მათში არსებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ორგანიზება; კომპეტენციის ფარგლებში ცალკეულ საბაჟო რეჟიმში საქონლის გაფორმებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, შესაბამისი ნებართვების გაცემის ორგანიზება და კონტროლი მათ შესრულებაზე.
მუხლი 9🔗. საფინანსო სამმართველო
საფინანსო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ორგანიზება და კონტროლი; საბაჟო გადასახდელების, საბაჟო მოსაკრებლების და სხვა გადასახადების დარიცხვა-ამოღებაზე და ბიუჯეტში მათ დროულ და სრულ აკუმულირებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; დეპარტამენტს დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოების საბიუჯეტო და სხვა შემოსავლების მობილიზაციის ყოველთვიური პროგნოზული მაჩვენებლების შესახებ წინადადებების მომზადება და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; სავალუტო კონტროლის ორგანიზება.
მუხლი 10🔗. აქციზური საქონლის სამმართველო
აქციზური საქონლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული აქციზური საქონლის აღრიცხვის, დაბეგვრისა და კონტროლის ორგანიზება.
მუხლი 11🔗. საბაჟო სტატისტიკის სამმართველო
საბაჟო სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის წარმოება და ანალიზი; საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – ,,სესსნ”) სრულყოფის მიზნით მასში შესატანი ცვლილებების მომზადება; საბაჟო ორგანოების მიერ სესსნ კოდების მინიჭების პრაქტიკის შესწავლა, ანალიზი და კოდების მინიჭების სისწორის კონტროლი; საბაჟო ინფორმაციული ტექნოლოგიების და მონაცემთა გადაცემის სისტემების დანერგვა და მომსახურება.
მუხლი 12🔗. გაცილების სამმართველო
გაცილების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილების საბაჟო კონტროლი და გაცილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 13🔗. ანალიზის და აუდიტის სამმართველო
ანალიზის და აუდიტის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) რისკის მენეჯმენტის საჭირო მონაცემთა ინფორმაციული ბაზების შექმნა, მოპოვება, სისტემური განხილვა;
ბ) ინფორმაციული ბაზების და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების გათვალისწინებით რისკის ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, რისკების მენეჯმენტის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
გ) გამოვლენილი რისკ-ფაკტორების მიხედვით გაფორმების შემდგომი აუდიტის ჩატარება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებათა შემუშავება, განხორციელება და ზედამხედველობა საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, მათ შორის აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენება.
მუხლი 14🔗. საბაჟო გადამზიდველებთან და ბროკერებთან ურთიერთობის სამმართველო
საბაჟო გადამზიდველებთან და ბროკერებთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
საბაჟო გადამზიდველისა და საბაჟო ბროკერის საქმიანობის ლიცენზირება; ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერების, განახლების და გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება.
მუხლი 15🔗. სამართლებრივ საკითხთა სამმართველო
სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
დეპარტამენტში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების, საბაჟო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებაზე ზედამხედველობა; საბაჟო დეპარტამენტის და საბაჟო ორგანოების ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას; საბაჟო საქმის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, ტერიტორიული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებსა და სამართლებრივ საკითხებზე ზედამხედველობა და კოორდინაცია.
მუხლი 16🔗. კადრების სამმართველო
კადრების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
დეპარტამენტის ნომენკლატურას მიკუთვნებულ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების და სხვა საკადრო ხასიათის საკითხების თაობაზე დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადება; შრომითი ხელშეკრულებების (კონტრაქტების) გაფორმება; დეპარტამენტის ნომენკლატურას მიკუთვნებულ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურის აღწერილობების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა; ნამსახურების ნუსხის შედგენა; დეპარტამენტის ნომენკლატურას მიკუთვნებულ საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეებისა და შრომის წიგნაკების წარმოება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატესტაციის და ვაკანტურ სახელმწიფო თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების პროცესში მონაწილეობა; საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების (კვალიფიკაციის შეცვლის) თაობაზე წინადადებების შემუშავება; საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
მუხლი 17🔗. ცენტრალური ბუღალტერია
ცენტრალური ბუღალტერიის ძირითადი ფუნქციებია:
დეპარტამენტის აპარატის (ცენტრალური აპარატი და ტერიტორიული ორგანოები) საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დაანგარიშება და დარიცხვა; დეპარტამენტს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება; დეპარტამენტის ნაერთი ბალანსის და ბიუჯეტის, სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმათა პროექტების, საბაჟო სისტემის საჯარო მოსამსახურეთა სტიმულირებისა და სოციალური დაცვის ღონისძიებათა გეგმების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების მართვა.
მუხლი 18🔗. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო
საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება. დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების საზოგადოებაზე გავლენის ანალიზი. საზოგადოებასთან და მასმედიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება. დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინების, განცხადებების და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება. დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელობის დადებითი იმიჯის ფორმირება საზოგადოებაში. საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება.
მუხლი 19🔗. სამეურნეო სამმართველო
სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა; საბაჟო დეპარტამენტის სისტემის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა და განაწილება, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისა და შენახვის უზრუნველყოფა; კაპიტალური მშენებლობისა და რემონტის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
მუხლი 20🔗. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები
რეგიონალური საბაჟოების ძირითადი ამოცანაა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაცია; საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის (სატრანსპორტო საშუალებების) საბაჟო კონტროლი; საბაჟო გადასახდელების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში დროული და სრული აკუმულირება; საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და საბაჟო გაფორმება; საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლის (სატრანსპორტო საშუალებების) გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება; საქართველოს კანონმდებლობით სხვა ფუნქციების განხორციელება.
დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს ტიპური
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო (შემდგომში – ,,საბაჟო”) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომში – ,,საბაჟო დეპარტამენტი”) ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საქართველოს ერთიანი საბაჟო პოლიტიკის განხორციელებას და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესრულებას.
2. საბაჟო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საბაჟო საქმის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
3. საბაჟოს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე სხვა ბეჭდები და დამღები საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში.
4. საბაჟო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მუხლი 2🔗. საბაჟოს ამოცანები
საბაჟოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა;
გ) საბაჟო გადასახდელების, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციების ფარგლებში სხვა გადასახადებისა და მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და შესაბამის ბიუჯეტებში მათი დროული და სრული აკუმულირება;
დ) საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა და სათანადო რეაგირება.
მუხლი 3🔗. საბაჟოს ძირითადი ფუნქციები
საბაჟოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო პოლიტიკის ამოცანების პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა;
ბ) საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების რეალიზაცია;
გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო რეჟიმის რეგულირება;
დ) საბაჟო სფეროში არსებული პრაქტიკული გამოცდილების გაანალიზება, საბაჟო დეპარტამენტში საბაჟო საქმის მართვის სრულყოფის თაობაზე წინადადებების წარდგენა;
ე) ცალკეული საბაჟო რეჟიმების შესაბამისად საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება და საბაჟო კონტროლი;
ვ) დადგენილი წესის შესაბამისად საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას გაჩერების ადგილისა და დგომის ხანგრძლივობის განსაზღვრა, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმების დროის გათვალისწინებით;
ზ) საბაჟო გადასახდელებისა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახადების და მოსაკრებლების დარიცხვა, ამოღება და მათი ბიუჯეტში გადარიცხვა, დადგენილი წესით საბაჟო დეპარტამენტში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;
თ) საბაჟო კანონმდებლობით შექმნილი საწყობების და სხვა ობიექტების (სადაც იმყოფება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი) საბაჟო კონტროლი;
ი) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული კულტურული ფასეულობების (მხატვრული, ისტორიული, არქეოლოგიური საგნების და ა.შ.) საბაჟო კონტროლი;
კ) საქონლის კლასიფიცირება და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურაში აღნიშნული პოზიციების მიკუთვნება;
ლ) სამოქმედო ტერიტორიაზე საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, კანონით დადგენილი წესით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადება, საბაჟო სფეროში სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთის საქმეში სხვა სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებთან თანამშრომლობა;
მ) საგარეო ვაჭრობის, საბაჟო სტატისტიკისა და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის ფორმირების მიზნით, პირველადი მონაცემების დამუშავება და საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საჩივარ-განცხადებების განხილვა-რეაგირება;
ო) საბიუჯეტო შემოსავლების ოპერატიულ და წლიურ პროგნოზულ მონაცემებზე წინადადებების მომზადება და საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა, მათ შემდგომ დაზუსტებასა და კორექტირებაში მონაწილეობა;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთა შვებულებების გრაფიკის მომზადება და საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა; საბაჟოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი აღწერილობების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა;
რ) საბაჟო სამსახურების ერთიანი ავტომატიზირებული ინფორმაციული სისტემის შექმნისა და სრულყოფის ღონისძიებებში მონაწილეობა;
ს) საბუხჰალტრო აღრიცხვა და ანგარიშგების განხორციელება, საანგარიშო პერიოდების მიხედვით საბუხჰალტრო ბალანსების შედგენა და შესაბამისი ანგარიშების საბაჟო დეპარტამენტში წარმოდგენა;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4🔗. საბაჟოს უფლებები
საბაჟოს (უფლებამოსილ პირს) დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად უფლება აქვს:
ა) განახორციელოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული, საბაჟო ტერიტორიაზე არსებული და ტერიტორიიდან გამავალი სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი;
ბ) მოითხოვოს და უსასყიდლოდ (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) მიიღოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია საბაჟოს ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად;
გ) შეიმუშაოს ერთობლივი ღონისძიებები სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან, მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;
დ) გადაამოწმოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე საცავები და სხვა ადგილები, სადაც შესაძლებელია მოთავსებული იყოს აღნიშნული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები;
ე) მოახდინოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება;
ვ) განსაზღვროს საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი და დგომის ხანგრძლივობა, გასცეს ამ სადგომიდან გასვლის ნებართვა;
ზ) საბაჟო გაფორმების, საბაჟო კონტროლისა და სხვა ფუნქციონალური მოვალეობების აღსრულების მიზნით მოითხოვოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია პირებისაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას, დეკლარანტებისაგან, საწყობების მფლობელებისაგან, საბაჟო ბროკერებისაგან, გადამზიდველებისაგან და სხვა პირებისაგან, რომლებიც უფლებამოსილი არიან აწარმოონ სატვირთო და სხვა საბაჟო ოპერაციები;
თ) საბაჟო გაფორმების მიზნით აიღოს საქონლის სინჯები და ნიმუშები, ჩაატაროს მათი გამოკვლევა. მისცეს ნებართვა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე სინჯები და ნიმუშები აიღოს საქონლის მფლობელმა ან მათმა წარმომადგენელმა და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების წარმომადგენლებმა, მოითხოვოს გამოკვლევის შედეგების გაცნობა;
ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული, ასევე შეღავათებით შემოტანილი საქონლის ინვენტარიზაცია;
კ) იძულების წესით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალებები, უკან დააბრუნოს საზღვაო და საჰაერო ხომალდები, რომლებიც საბაჟო ტერიტორიიდან გადავიდნენ საბაჟო ორგანოების ნებართვის გარეშე, გარდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ხომალდებისა;
ლ) საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობისას მიმართოს სასამართლოს საბაჟო გადასახადების გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების ან საბანკო ანგარიშებიდან საინკასო დავალებით (განკარგულებით) საბაჟოს კუთვნილი თანხის ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;
მ) საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, აკონტროლოს საბაჟო კონტროლის ზონებში საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფიზიკურ პირთა გადაადგილება;
ნ)საბაჟო კონტროლის განხორციელებისას მოიწვიოს სამართალდამცავი და მაკონტროლებელი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სპეციალისტები და ექსპერტები;
ო) მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების, სათავსოების და სხვა ადგილების, სადაც არის ან შეიძლება იყოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, ადგილების, სადაც ხორციელდება საბაჟო ორგანოების კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა, აგრეთვე საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირება;
პ) საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით შევიდეს ნებისმიერ საცავში, სადაც ხორციელდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა, ან სადაც შეიძლება მოთავსებული იყოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთები და სატრანსპორტო საშუალებები თუ საბაჟო კონტროლისათვის საჭირო დოკუმენტები;
ჟ) განახორციელოს საბაჟო საზღვრის გავლით, თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების პერიმეტრის გარდა, ვალუტის, ფასიანი ქაღალდების, სავალუტო ფასეულობათა გადაადგილების კონტროლი;
რ) მოახდინოს პირადი გასინჯვა საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას იმის თაობაზე, რომ საბაჟო საზღვრის გავლით მიმავალ ან საბაჟო კონტროლის ზონაში, ანდა საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია აეროპორტის სატრანზიტო ზონაში მყოფი პირი მალავს და არ აჩენს საქონელს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა თუ შეთანხმებების დარღვევის ობიექტია და რომელთა შესრულებაზე კონტროლი საბაჟო ორგანოებს ევალებათ;
ს) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოითხოვოს საკონსულო ვალიზის გახსნა უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლისაგან, საკონსულო ვალიზის გახსნაზე უარის შემთხვევაში დააბრუნოს იგი გამოგზავნის ადგილზე;
ტ) საბაჟო წესების დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, დაადოს დამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი;
უ) ისარგებლოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.
მუხლი 5🔗. საბაჟოს სტრუქტურა და მართვა
1. საბაჟოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. საბაჟოს საჯარო მოსამსახურეებს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნომენკლატურას მიკუთვნებული საჯარო მოსამსახურეების გარდა) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. საბაჟოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს საბაჟოს მუშაობას და პასუხს აგებს მის წინაშე მდგარი ამოცანებისა და დაკისრებულ ფუნქციათა შესრულებაზე;
ბ) პასუხისმგებელია საბაჟო საქმის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისატრისა და საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე;
გ) იღებს გადაწვეტილებებს საბაჟოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს საბაჟოს სახელით, წარმოადგენს მას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;
დ) საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში განიხილავს საბაჟო წესების დარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს;
ზ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები საბაჟო ორგანოების საჯარო მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;
თ) წარადგენს წინადადებებს საბაჟოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქციებს და სარგებლობს სხვა უფლებამოსილებებით.
4. საბაჟოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
5. საბაჟოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საბაჟო გამშვები პუნქტები;
ბ) საბაჟო გაფორმების განყოფილებები;
გ) საბაჟო საგუშაგოები;
დ) საფინანსო საბუღალტრო განყოფილება;
ე) ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილება;
ვ) ადმინისტრირებისა და სამართლებრივ საკითხთა განყოფილება;
ზ) საორგანიზაციო განყოფილება.
6. საბაჟო გამშვები პუნქტის ძირითადი ამოცანებია:
სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის განხორციელება; საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და საბაჟო კონტროლი; თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელების, სხვა გადასახადების და მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება; კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის საბაჟო გაფორმება; საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება.
7. საბაჟო გაფორმების განყოფილების ძირითადი ამოცანებია: სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის განხორციელება; საბაჟო რეჟიმების რეგულირება; საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება; საბაჟო გადასახდელების, კომპეტენციის ფარგლებში სხვა გადასახადების და მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება; სამოქმედო ტერიტორიაზე ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; საბაჟო საწყობების, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების, თავისუფალი საწყობების, დროებითი შენახვის საწყობების საქმიანობის და მათში არსებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი; საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კონტროლი; ცალკეულ საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის (გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან გატანა, რეექსპორტი, საბაჟო საწყობი) სისტემატური კონტროლი, ამ რეჟიმით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების შესრულებაზე; საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება; საბაჟო საქმის ორგანიზაციასთან დაკავშირებით საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.
8. საბაჟო საგუშაგოს ძირითადი ამოცანებია კომპეტენციის ფარგლებში:
სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა; საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და საბაჟო კონტროლი; თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელების, სხვა გადასახადების და მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება; კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის საბაჟო გაფორმება; საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება; საბაჟო რეჟიმების რეგულირება; საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება; საბაჟო გადასახდელების, კომპეტენციის ფარგლებში სხვა გადასახადების და მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება; სამოქმედო ტერიტორიაზე ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; საბაჟო საწყობების, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების, თავისუფალი საწყობების, დროებითი შენახვის საწყობების საქმიანობის და მათში არსებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი; საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კონტროლი; ცალკეულ საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის (გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან გატანა, რეექსპორტი, საბაჟო საწყობი) სისტემატური კონტროლი, ამ რეჟიმით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების შესრულებაზე; საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება; საბაჟო საქმის ორგანიზაციასთან დაკავშირებით საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.
9. საფინანსო საბუხჰალტრო განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ნაერთი ხარჯთაღრიცხვით დამტკიცებულ მოცულობათა ფარგლებში საბუხჰალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების საქმის წარმოება; ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების მიზნობრივი ხარჯვა, კვარტალისა და წლიური ბალანსის შედგენა დეპარტამენტში წარსადგენად. თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დარიცხვა-გაცემა; საანგარიშო პერიოდების მიხედვით ბალანსების შედგენა და შესაბამისი ანგარიშგების საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა; ქვეყნის ბიუჯეტის სასარგებლოდ როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით ამონაგები თანხების აღრიცხვა, მათ შორის ცალკეული გადასახდელების სახეობების მიხედვით; ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვიანობის წარმოება; დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვის წარმოება და მათ სალიკვიდაციოდ შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება; იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი საგარანტიო ვალდებულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულების უზრუნველყოფაზე კონტროლის დაწესება; ზედმეტად ან არასრულად დარიცხული თანხების გადაანგარიშება და შესაბამისი საბუხჰალტრო ოპერაციების ჩატარება.
10. ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილების ძირითადი ამოცანებია: საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვა; სამოქმედო ტერიტორიაზე საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებზე მონაცემთა ინფორმაციული ბაზის შექმნა; საბაჟო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა გადაცემის სისტემების მომსახურება; სამოქმედო ტერიტორიის გავლით საბაჟო საზღვარზე საქონელბრუნვის ტენდენციების სტრუქტურის დინამიკა და ანალიზი; დეკლარაციისთვის სტატისტიკური ნომრის მინიჭება; საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურებისათვის დადგენილი წესით და ფორმით ინფორმაციის მიწოდება.
11. ადმინისტრირებისა და სამართლებრივ საკითხთა განყოფილების ძირითადი ამოცანებია: საბაჟო საქმის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება; შემოსული საჩივრებისა და პროტესტების განხილვა; საბაჟო საქმის წარმოებისათვის სამართლებრივ საშუალებათა გამოყენების უზრუნველყოფა (იურიდიული კონსულტაცია საბაჟო ორგანოების თანამშრომლებისათვის); კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოს ინტერესების წარმოდგენა და დაცვა სასამართლოსა (მხოლოდ პირველი ინსტანციის რაიონულ სასამართლოში) და სხვა ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისა და სასამართლო განხილვის შედეგებზე საბაჟო დეპარტამენტის ინფორმირება; სამოქმედო ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება; საბაჟოს პირადი შემადგენლობის მიერ დისციპლინისა და კანონიერების განუხრელ დაცვაზე ზედამხედველობა; თანამშრომელთა მიერ კანონდარღვევების, მოქალაქეთა და იურიდიული პირების უფლებების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომების ფაქტების გამოვლენა და მათი პროფილაქტიკა.
12. საორგანიზაციო განყოფილების ძირითადი ამოცანებია: შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა და დამუშავება, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; საქმისწარმოების, საჩივარ-განცხადებების განხილვის და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცია; თათბირების საოქმო გაფორმება და საოქმო გადაწყვეტილებების შესრულებაზე ზედამხედველობა; მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა და განაწილება, მათი დანიშნულებისამებრ გამოყენებისა და შენახვის უზრუნველყოფა; კაპიტალური მშენებლობებისა და რემონტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთა შვებულებების გრაფიკის მომზადება და საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა; საბაჟოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი აღწერილობების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა.