⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.10.2001)
გაუქმებულია:

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 04.10.1999
ძალის დაკარგვა 04.10.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №110/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000389.01(2).003.000882
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49(56), 08/10/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 521 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.10.1999 მიღება
04.10.2001 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების დადგენის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt 1.0in 44.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი           010.008.003.884 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №110 /1999 1999 წლის 4 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების დადგენის შესახებ "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, მე-40 მუხლის მე-4 პუნქტისა და საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვანი გამოყენების მიზნით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: 1. უარი ეთქვას საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს რეგისტრაციაში გატარებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) სააღრიცხვო ბარათში სრულად მოცემული არ არის: ა.ა) გვარი, სახელი; ა.ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომერი და პირადი ნომერი; ა.გ) დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი); ა.დ) პროფესია და საქმიანობა; ა.ე) შესაბამისი თანხმობა; ა.ვ) პირადი ხელმოწერა და შევსების თარიღი (თვე, რიცხვი); ა.ზ) მისამართი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, ბინა); ა.თ) არ არის კანდიდატის ფოტოსურათი; ბ) ვისაც საქართველოში არ უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა და ბოლო 2 წლის განმავლობაში და ვინც არ იმყოფება საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე. აღნიშნული ფაქტი დადასტურდეს შესაბამისად მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე; გ) კანდიდატის მიერ წარდგენილ მხარდამჭერთა სიაში 1000 კაცზე ნაკლები აღმოჩნდება; დ) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათში აღნიშნული პარტიულობა არ ემთხვევა პარტიულ სიაში აღნიშნულ ამ კანდიდატის პარტიულობას; ე) კანდიდატი შეტანილია პარტიულ სიაში, მაგრამ არ არის მისი სააღრიცხვო ბარათი; ვ) ერთი პარტიული სიით წარდგენილი ორი ან მეტი კანდიდატი კენჭს იყრის ერთ საარჩევნო ოლქში; ზ) არჩევნებში მონაწილე ერთი პარტიის (ბლოკის) წევრი მისი თანხმობით შეტანილია არჩევნებში მონაწილე მეორე პარტიის (ბლოკი) პარტიულ სიაში; თ) კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მითითებული არ არის მხარდაჭერის მისამართი სრულად (იმ შემთხვევაში, თუ მისამართი მითითებულია სრულად და შემდეგ გამეორების შემთხვევაში იგი აღნიშნულია ბრჭყალებით ან ტირეთი ან სხვა გზით, სია ჩაითვალოს სწორად შევსებულად); ი) კანდიდატს აქვს თანამდებობრივი შეუთავსებლობა. 2. კანდიდატს, რომელიც წარდგენილია პარტიის (ბლოკის) მიერ ოლქში, თანხმობა ამ ოლქში კენჭისყრაზე დაფიქსირებული აქვს სააღრიცხვო ბარათში და ეს წარდგენა არ არის აღნიშნული პარტიულ სიაში, უქმდება მხოლოდ მაჟორიტარული რეგისტრაცია და იგი რჩება პარტიულ სიაში. 3. თუ პარტიულ სიაში ერთი კანდიდატი მეორდება, რჩება მხოლოდ ერთხელ, რომელიც უფრო წინ არის. კომისიის თავმჯდომარე                                                                                     ჯ. ლომინაძე