„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3430
სარეგისტრაციო კოდი
170.000.000.05.001.001.470
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 7, 16/03/2004

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №012, 31.05.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ნოტარიუსი ვალდებულია შეასრულოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოვალეობანი.“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების შესახებ ცნობებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგებების თაობაზე აწვდის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აღნიშნული კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“.

3. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ახორციელებს ნოტარიუსებზე ზედამხედველობას აღნიშნული კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 25 თებერვალი.

№3430-რს