სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 05.10.1999
ძალის დაკარგვა 04.12.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №220
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).003.000891
გამოქვეყნების წყარო სსმ, 60(67), 18/11/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 1.0in 53.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.003.891
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №220
1999 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 მაისის №303 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის "ი" პუნქტის , "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 აგვისტოს №512 ბრძანებულებისა და "პრივატიზების ჩატარების ორგანიზაციული ხარჯების დაფინანსებისათვის სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხების 5 პროცენტის გამოყენების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 18 დეკემბრის №1-3/786 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1998 წლის 3 დეკემბრის №1-3/750 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების თანდართული წესი".
2. შეიქმნას სპეცსახსრების გამანაწილებელი კომისია თანახმად დანართისა.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 8 იანვრის ბრძანება №8 "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა მატერიალური პირობების გაუმჯობესების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებასა და სხვა ღონსძიებებზე მიმართული თანხების გამოყენების შესახებ".
დ. ონოფრიშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესი
მუხლი 1🔗
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა სტიმულირების ფონდი (შემდგომში – ფონდი) იქმნება:
ა) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 მაისის №303 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის "ი" პუნქტის შესაბამისად ფინანსური კონტროლის განხორციელების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით ჩარიცხული, აგრეთვე გაცემული კრედიტების ან მათ მომსახურებაზე სარგებლის დაგვიანებით ჩარიცხვის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხის 30 პროცენტის ოდენობით;
ბ) "პრივატიზების ჩატარების ორგანიზაციული ხარჯების დაფნანსებისათვის სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხების 5 პროცენტის გამოყენების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე "სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 18 დეკემბრის №1-3/786 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1998 წლის 3 დეკემბრის №1-3/750 ბრძანების შესაბამისად 10 პროცენტის ოდენობით:
გ) "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 აგვისტოს №512 ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის და საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით საგადასახადო და საბაჟო ორგანოების განკარგულებაში გადაცემული სახსრების შესაბამისად 10 პროცენტისა და 15 პროცენტის ოდენობით.
2. აღნიშნული თანხები ჩაირიცხება საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე.
მუხლი 2🔗
ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები ნაწილდება შემდეგნაირად:
1. სამინისტროს ფინანსური კონტროლის დეპარტამენტის კონტროლის განხორციელების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით ჩარიცხული, აგრეთვე გაცემული კრედიტების ან მათ მომსახურებაზე სარგებლის დაგვიანებით ჩარიცხვის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხის 30 პროცენტის 40 პროცენტი რჩება ამ დეპარტამენტის განკარგულებაში.
2. აღნიშნული თანხის განაწილების წესს შეიმუშავებს ფინანსური კონტროლის დეპარტამენტი და ამტკიცებს ფინანსთა მინისტრი.
3. პირველ პუნქტში აღნიშნული თანხის 30 პროცენტის 60 პროცენტიდან, აგრეთვე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროდან, საქართველოს საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტებიდან ფინანსთა სამინისტროსათვის ჩარიცხული თანხების 20 პროცენტი გადაერიციხება სახაზინო სამსახურს თანამშრომელთა სტიმულირებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის.
ამ თანხების განაწილების წესს შეიმუშავებს სახაზინო სამსახური და ამტკიცებს ფინანსთა მინისტრი.
4. სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე დარჩენილი თანხები ნაწილდება შემდეგი წესით:
ა) 40 პროცენტი სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების ფონდში;
ბ) 40 პროცენტი სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ფონდში;
გ) 20 პროცენტი ირიცხება მინისტრის ფონდში.
მუხლი 3🔗
1. თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების ფონდში ჩარიცხული თანხა გამოიყენება სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესებისათვის, პრემირებისათვის, მატერიალური დახმარებისა და წახალისებისათვის, აგრეთვე ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტების შრომის ასანაზღაურებლად.
2. სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ფონდში ჩარიცხული თანხები გამოყენება: საკანცელარიო-სამეურნეო ხარჯებისათვის და ოფისის შენახვისათვის; კომუნალური მომსახურებისათვის; მანქანა-მოწყობილობების, კომპიუტერების, გამოთვლითი ტექნიკის, ინვენტარის შეძენისათვის; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მშენებლობისა და კაპიტალური შეკეთებისათვის და სხვა ღონისძიებებისათვის.
3. მინისტრის ფონდში ჩარიცხული თანხა გამოიყენება წარმომადგენლობით ხარჯებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე მინისტრის მითითების შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ამ დებულების ამოქმედებამდე ფინანსური კონტროლის განხორციელების შედეგად ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული და ამოღებული თანხებიდან ფინანსთა სამინისტროსათვის კუთვნილი ფულადი სახსრების განაწილება ხორციელდება ამ თანხების ამოღების პერიოდისათვის მოქმედი დებულების შესაბამისად, ხოლო ამ დებულების ამოქმედების შემდეგ ამოღებული თანხების განაწილება "მიუხედავად მათი დარიცხვის პერიოდისა" ხდება ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 5🔗
ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს დისციპლინური სასჯელის მოქმედების პერიოდში პრემია არ მიეცემათ.
მუხლი 6🔗
სამინისტროს სპეცანგარიშზე ჩარიცხული თანხების წლის ბოლოსათვის არსებული ნაშთი რჩება სამინისტროს განკარგულებაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეცსახსრების გამანაწილებელი კომისიის შემადგენლობა
კომისიის თავმჯდომარე
ნ. ულუმბერაშვილი ფინანსთა მინისტრის
პირველი მოადგილე
კომისიის წევრები
გრიგოლ კვერნაძე ადმინისტრაციულ-სამეურნეო
დეპარტამენტის დირექტორი
დავით ბუიღლიშვილი ფინანსური კონტროლის
დეპარტამენტის დირექტორი
ქეთევან გელეიშვილი იურიდიული დეპარტამენტის
დირექტორი
დარეჯან რუხაძე მთავარი ბუღალტერი
კომისიის მდივანი
ქეთევან ბადრიაშვილი ადმინისტრაციული
დეპარტამენტის სისტემის
ფინანსური უზრუნველყოფის
სამმართველოს უფროსი