საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.04.2000
ძალის დაკარგვა 18.11.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000225
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 05/05/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,184 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.04.2000 მიღება
18.11.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 30.8pt 0in 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                    010.012.004.225 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №50 2000 წლის 19 აპრილის  ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს 1997 წლის 15 აპრილისა და "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონების საფუძველზე ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდება. 2. აღნიშნული ბრძანება ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. ჯ. ხეცურიანი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (შემდგომში ცენტრი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19.04 №50 ბრძანების საფუძველზე.     მუხლი 2🔗 ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე წესდებით.     მუხლი 3🔗 ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.     მუხლი 4🔗 ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, ანგარიშსწორების ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.     მუხლი 5🔗 ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.     მუხლი 6🔗 ცენტრი ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს, კოორდინაციას უწევს ცენტრის საქმიანობას და ახორციელებს სახელმწიფო კონტოლს კანონით დადგენილი წესით.     მუხლი 7🔗 ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჩნაძის ქ. №9 თავი II. ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი     მუხლი 8🔗 ცენტრის მიზანია საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის ყოველმხრივ ხელშეწყობა, იუსტიციის სამინისტროს აპარატის თანამშრომლების, ადვოკატების, ნოტარიუსების, სასამართლო აღმასრულებლების, სასჯელაღსრულების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების პერსონალისა და საჯარო მოხელეების მომზადება, გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. აგრეთვე, იუსტიციის სისტემის სამეცნიერო-ანალიტიკური უზრუნველყოფა..     მუხლი 9🔗 ზემოაღნიშნული მიზნების განსახორციელებლად ცენტრი: ა)ატარებს ლექციებს, დისკუსიებს, სპეციალურ თემატურ სემინარებს. ბ) აწყობს კაზუსთა გარჩევას, რომელთა თაობაზე მსმენელებს გამოაქვთ თავიანთი იურიდიულად დასაბუთებული გადაწყვეტილება; გ) შეიმუშავებს სამართლის სხვადასხვა დარგებში მიღებული ახალი კანონმდებლობის კომენტარებს და ამზადებს მათ გამოსაცემად; დ) აწარმოებს სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას სამარ თლის ცალკეულ პრობლემებზე; ე) ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეთა მომზადებას, რომელიც მოიცავს სპეციალურ პირველდაწყებით მომზადებასა და პერიოდულ შემოწმებას ვარგისიანობაზე, რაც დაკავშირებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან; ვ) განაზოგადებს ადვოკატურის, ნოტარიატის, აღსრულების სამსახურის, სარო-ს და იუსტიციის სამინისტროს აპარატის თანამშრომელთა პრაქტიკას და ახდენს ამ განზოგადების შედეგების განხილვას მსმენელებთან; ზ) შეიმუშავებს დამხმარე და მეთოდურ ლიტერატურას, მათ შორის, ელექტრონულს, სამართლის სხვადასხვა დარგების პრაქტიკოსი მუშაკებისათვის; თ) აწყობს ტრენინგებს: ზოგადი კომპიუტერული სამომხმარებლო სისტემებისა და ინტერნეტის შესასწავლად; სამინისტროში დანერგილი ინფორმაციების გლობალური სისტემის შესაბამისი ქვედანაყოფების ფუნქციური ამოცანების ექსპლუატაციის ასათვისებლად; ი) ქმნის ბიბლიოთეკას სასწავლო ცენტრის მსმენელთა და კურსდამთავრებულთათვის. კ) ეწევა საგანმანათლებლო და მთარგმნელობით საქმიანობას; ლ) ორგანიზებას უწევს ცენტრის ტერიტორიულ ორგანოებს; მ) ცენტრის კურსდამთავრებულთათვის აწყობს გამოცდებს; ნ) ამზადებს დისტანციური სწავლების მეთოდიკას იუსტიციის სამინისტროს რეგიონალური სამსახურების მოხელეთა და სასჯელაღსრულების ადგილებში სწავლების უზრუნველსაყოფად ტერიტორიული გადაადგილების გარეშე; ო) უზრუნველყოფს იუსტიციის სისტემის ხელოვნური ინტელექ ტის დამუშავებასა და დანერგვას; პ) ახორციელებს იუსტიციის სისტემის კადრების მართვის მონიტორინგს; ჟ) უზრუნველყოფს იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენას; რ) ახორციელებს კანონით აუკრძალავ სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს შეუწყობს და ემსახურება საერთო მიზნებს. თავი III. ცენტრის მართვის ორგანოები, მათი შექმნის წესი და კომპეტენცია     მუხლი 10🔗 ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.     მუხლი 11🔗 ა) ცენტრის დირექტორი: იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით: - სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს; - განსაზღვრავს და ამტკიცებს ცენტრის აპარატის საშტატო განრიგს და ნუსხას; - ამტკიცებს ცენტრის ფილიალების დებულებებს. თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის ფილიალების დირექტორებს; - ნიშნავს გამოცდებს და ამტკიცებს საგამოცდო კომისიის შემადგენლობას; ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად და ახორციელებს ცენტრის საერთო, ყოველდღიურ ხელმძღვანელობას; გ) დებს ხელშეკრულებებს ცენტრის პედაგოგებთან, ლექტორებთან და სხვა მოწვეულ სპეციალისტებთან; დ) ცენტრის სახელით დებს გარიგებებს და წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში; ე) ხსნის და ხურავს საბანკო ანგარიშებს; ვ) ცენტრის საწესდებო ფუნქციების განხორციელების მიზნით, ახორციელებს ცენტრის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას და პასუხისმგებელია მის სწორ გამოყენებაზე; ზ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ხელს აწერს ცენტრის ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს: ი) ასრულებს ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისიწინებულ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 12🔗 ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე და ყოველკვარტალურად წარუდგენს მას ანგარიშს ცენტრის მუშაობის შესახებ.     მუხლი 13🔗 ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.     მუხლი 14🔗 ცენტრის დირექტორების მოადგილეების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.     მუხლი 15🔗 ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად ცენტრში მოქმედებს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც წარმოადგენს ცენტრის დირექტორის სათათბირო ორგანოს.     მუხლი 16🔗 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ცენტრის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა სასწავლო კურსებისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, სწავლების მეთოდებისა და ფორმების განსაზღვრა.     მუხლი 17🔗 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ. საბჭოს მუშაობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ცენტრის დირექტორი. თავი IV. ცენტრის ფილიალები     მუხლი 18🔗 ცენტრის ფილიალის კომპეტენცია განისაზღვრება ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული დებულებით.     მუხლი 19🔗 ფილიალის ხარჯთაღრიცხვასა და საშტატო განრიგს ფილიალის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ცენტრის დირექტორი. ფილიალის ქონება და ფულადი სახსრები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და აღირიცხება ცენტრის საბუღალტრო წიგნში. თავი V. ცენტრის ქონება და დაფინანსება     მუხლი 20🔗 ცენტრის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებისა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა წყაროების ხარჯზე.     მუხლი 21🔗 ცენტრი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 22🔗 ცენტრის ფინანსური საქმიანობის კონტროლს ახორციელებს ცენტრის აუდიტორი, რომელსაც ნიშნავს ცენტრის დირექტორი და რომელიც ანგარიშვალდებულია ამ უკანასკნელის წინაშე.     მუხლი 23🔗 ცენტრი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია. თავი VI. დასკვნითი დებულებანი     მუხლი 24🔗 ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 25🔗 ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.