საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 25.06.2004
ძალის დაკარგვა 09.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №432
სარეგისტრაციო კოდი 190010000.11.117.006540
გამოქვეყნების წყარო სსმ, 66, 02/07/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-.25in; margin-bottom:0in; margin-left:-.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.25in; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 46.35pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.11.117.006.540
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №432
2004 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი” ქვეპუნქტის საფუძველზე და 36-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მუშაობის ორგანიზაციას, სტრუქტურას, საქმიანობის პრინციპებსა და სამართლებრივ საფუძვლებს.
2. დეპარტამენტი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის საქმიანობა განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებით და წინამდებარე დებულებით.
4. დეპარტამენტი მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან, საბანკო-საკრედიტო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან, სხვა უწყებებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან.
5. დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორცილებს კურატორი მინისტრის მოადგილე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ) მოქმედი საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან (ევროკავშირი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) და მეზობელ ქვეყნებთან ჰარმონიზაციისათვის წინადადებების მომზადება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო-საბაჟო და საინვესტიციო პოლიტიკის რეალიზაციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების ორგანიზაცია;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს მუდმივი შესწავლა-ანალიზი და მისი გაჯანსაღებისათვის კონკრეტული წინადადებების მომზადება;
ე) სახელმწიფოს პრიორიტეტულ საინვესტიციო მიმართულებათა ფორმირების მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
ვ) მოსაკრებლების, ლიცენზირებისა და სერტიფიცირების სფეროში ერთიანი-კომპლექსური საკანონმდებლო აქტების პაკეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) საბიუჯეტო პროცესის სხვადასხვა ეტაპების კანონით დადგენილი ვადებისა და საანალიზო-საპროგნოზო სამუშაოთა ჩატარება;
თ) ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი სექტორების, მათ შორის საფინანსო საბიუჯეტო სფეროს, განვითარების შესახებ მონაცემთა ლოკალური ბაზის ორგანიზაცია და მისი ექსპლუატაცია;
ი) ეკონომიკური და საფინანსო-საბიუჯეტო ანალიზისა და პროგნოზირებისათვის აუცილებელი სტატისტიკური ინფორმაციის თავმოყრა-დამუშავება;
კ) ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი და პროგნოზული გაანგარიშებები;
ლ) ბიუჯეტების შემოსავლების ხარჯების და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათი კონსოლიდაცია;
მ) ბიუჯეტების სტატისტიკური ინფორმაციის ანგარიშის შედგენა როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების და კლასიფიკაციის შესაბამისად;
ნ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის შედგენის მეთოდოლოგიური მასალის მომზადება;
ო) ფინანსების სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
პ) ფინანსების სტატისტიკის კლასიფიკაციისა და მეთოდოლოგიის შემუშავებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ჟ) საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების საფუძველზე შემოსავლების წლიური გეგმების თვეებისა და/ან კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებების მომზადება. დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და კვარტალური ანალიზი. კონსოლიდირებული ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების დაყვანა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ჭრილში;
რ) კონსოლიდირებული საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზების შემუშავება და განაწილება სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის, მათი ინტეგრაცია მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა ერთიანი სისტემის ელემენტებთან. ამ პროგნოზების საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების წლიური გეგმების პროექტის მომზადება;
ს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებებისა და მონაცემების შემუშავებასა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების ანალიზი;
ტ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
უ) ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების კომპლექსური საშუალოვადიანი (2-3 წელი), წლიური და კვარტალური ანალიზი და პროგნოზირება.;
ფ) საგადასახადო-საბაჟო და საინვესტიციო კანონმდებლობის აღსრულებისა და გამოყენებისათვის საჭირო ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
ქ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების და განცხადებების განხილვა. მათზე რეაგირება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) დეპარტამენტის კურატორთან – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარადგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;
ბ) მიიღოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, უშუალოდ, აგრეთვე მოადგილისა და დაქვემდებარებული სამმართველოების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის ფუნქციებითა და ამოცანებით განსაზღვრულ საკითხებს, დადგენილი წესით აბარებს ანგარიშს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტი შედგება ხუთი სამმართველოსაგან:
ა) მაკროეკონომიკური სამმართველო;
ბ) შემოსავლების დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო;
გ) საგადასახადო პოლიტიკის სამმართველო;
დ) საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველო;
ე) სტატისტიკის სამმართველო.
მუხლი 6🔗. მაკროეკონომიკური სამმართველო
სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მაკროეკონომიკური მოდელის ფორმირება, გამოყენება, განახლება და გადამუშავება;
ბ) მიმდინარე, საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზირება;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) საერთო ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური მასალის – ეროვნული ანგარიშების – ანალიზი;
ზ) საგადამხდელო ბალანსის სტატისტიკური მასალის მოპოვება და ანალიზი;
თ) მონეტარული სტატისტიკის, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ანალიზი;
ი) ფასების, სავალუტო კურსის, საპროცენტო განაკვეთების მიმდინარე ტენდენციების ანალიზი და პროგნოზი;
კ) მაკროეკონომიკური მოდელირებისათვის საჭირო სხვა სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება, გადამუშავება და საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ლ) მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და ანალიზის საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
მ) მიმდინარე კორესპონდენციიის წარმოება;
ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.
მუხლი 7🔗. შემოსავლების დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო
სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებებისათვის ბიუჯეტის ნაერთი ფინანსური ბალანსის საშემოსავლო ნაწილის ძირითადი აგრეგატების პროგნოზი;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საშემოსავლო ნაწილის პროგნოზი და კორექტირება შემოსავლის ცალკეული სახეობის მიხედვით;
გ) საბიუჯეტო შემოსავლების განწერის პროექტის მომზადება;
დ) პერიოდულად ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანგარიშის მომზადება;
ე) ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის საგეგმო მაჩვენებლებთან შედარება და შესრულების ანალიზი;
ვ) დარგობრივი და ცალკეული საქონლის ჭრილში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანალიზი;
ზ) ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანგარიშისა და ანალიზისათვის საჭირო მონაცემთა ბაზის ფორმირება და სისტემატური განახლება.
თ) დამუშავებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებისათვის მომზადება;
ი) მიმდინარე კორესპონდენციიის წარმოება;
კ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.
მუხლი 8🔗. საგადასახადო პოლიტიკის სამმართველო
სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის, მათი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, წარმოდგენილი და შემუშავებული პროექტების სისტემატური ექსპერტიზა და ანალიზი;
ბ) მოქმედ საკანონმდებლო და ნორმატიულ ბაზაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წინადადებების მომზადება;
გ) საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა და ამ მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
დ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) მომზადებული და შემოთავაზებული საკანონმდებლო და ნორმატიული სახის წინადადებების ფისკალური ეფექტის გაანგარიშება;
ვ) საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ცვლილებების საბიუჯეტო შემოსავლებზე გავლენის ანალიზი;
ზ) მიმდინარე კორესპონდენციის წარმოება;
თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.
მუხლი 9🔗. საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველო
სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მისი კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება;
ბ) მოსაკრებლების, ლიცენზირებისა და სერტიფიცირების სფეროში ერთიანი-კომპლექსური საკანონმდებლო აქტების პაკეტის შემუშავებაში და სრულყოფაში მონაწილეობის მიღება;
გ) ეკონომიკის ცალკეული დარგების მიხედვით განვითარების სტრატეგიის შემოთავაზებული პროექტების ფინანსური ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
დ) მიმდინარე კორესპონდენციის წარმოება;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.
მუხლი 10🔗. სტატისტიკის სამმართველო
სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრალური და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ხარჯების და დაფინანსების ინფორმაციის შეგროვება და მათი კონსოლიდაცია;
ბ) ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების ხარჯებისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათი კონსოლიდაცია;
გ) ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, ხარჯებისა და დაფინასების სტატისტიკური ინფორამციის შედგენა, ბიუჯეტების კონსოლიდაცია;
დ) ბიუჯეტების სტატისტიკური ინფორმაციის ანგარიშის შედგენა როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების და კლასიფიკატორის შესაბამისად;
ე) ფინანსების სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
ვ) სხვადასხვა ანგარიშებში გამოყენებული კლასიფიკატორის განმარტებების მომზადება და გამოქვეყნება;
ზ) ფინანსების სტატისტიკის სხვა სტატისტიკურ მასალასთან შესაბამისობის (თავსებადობის) გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი კორექტირება;
თ) ფინანსების სტატისტიკის შედგენასთან და მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხების მომზადება;
ი) ფინანსების სტატისტიკის შემუშავებასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
კ) მთავრობის ფინანსების სტატისტიკის შედგენის მეთოდოლოგიური მასალის მომზადება;
ლ) საქართველოში მოქმედი კლასიფიკატორის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში ახალი კლასიფიკატორის მომზადებისთვის ან არსებული კლასიფიკატორის შეცვლისთვის წინადადებების შემუშავება;
მ) მიმდინარე კორესპონდენციის წარმოება;
ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.