⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.02.2003)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის საექსპერტო-საკვალიფიკაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.10.1999
ძალის დაკარგვა 03.02.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №306
სარეგისტრაციო კოდი 000000380.01(2).003.000892
გამოქვეყნების წყარო სსმ, 53(60), 21/10/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,300 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.10.1999 მიღება
03.02.2003 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
1 2
მოწმობის ნომერი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის საექსპერტო-საკვალიფიკაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Grigolia;} @font-face {font-family:Chveul;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:Chveul;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-14.2pt; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:Grigolia; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:49.65pt 56.65pt 56.75pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 380.012.003.892 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №306 1999 წლის 15 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის  საექსპერტო-საკვალიფიკაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 16.09.99წ. №269 ბრძანებით დამტკიცებულ ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის საექსპერტო-საკვალიფიკაციო კომისიის დებულება” (დანართი №1). 2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ჯ. ხეცურიანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის საექსპერტო-საკვალიფიკაციო კომისიის დებულება     მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებები 1. საქართველოს სისხლისა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ამავე სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების შესაბამისად, ექსპერტიზები ტარდება ცენტრის იმ მოხელეების მიერ, რომელთაც აქვთ ექსპერტის კვალიფიკაცია. ექსპერტთა კვალიფიკაცია მოიცავს ცენტრის მოხელეთა სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების ერთობლიობას, რაც აუცილებელია ექსპერტიზების ჩასატარებლად. მოხელესათვის ექსპერტის კვალიფიკაციის მინიჭების მიზანია ექსპერტიზების მაღალხარისხიანად ჩატარება მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევებისა და საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. 2. ექსპერტის კვალიფიკაცია ცენტრის მოხელეებს ენიჭებათ  ექსპერტიზის სახეებისა და სპეციალობების მიხედვით ცენტრის საექსპერტო-საკვალიფიკაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ. 3. ექსპერტის კვალიფიკაცია ენიჭება ცენტრის მოხელეს, რომელსაც გააჩნია უმაღლესი განათლება და ექსპერტიზის დარგში გაიარა სათანადო მომზადება. 4. ექსპერტი, სპეციალური განათლების გარდა, უნდა ფლობდეს სისხლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას, რომელიც ადგენს ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების წესს, ექსპერტის უფლებებსა და მოვალეობებს, ექსპერტიზის ორგანიზაციის შესახებ ნორმატიულ აქტებს, ექსპერტიზის საფუძვლებს.     მუხლი 2🔗.  კომისიის შექმნის ორგანიზაციის წესი 1. ცენტრში იქმნება ერთი კომისია, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი ცენტრის დირექტორის წარდგინებით. 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან ცენტრის დირექტორი, დირექტორის მოადგილეები, სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები, გამოცდილი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ ექსპერტის კვალიფიკაცია და ექსპერტად მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი. მათ შორის უნდა იყოს 2 პირი მაინც, რომელთაც გააჩნიათ გამოცდილება იმ სახეობის და სპეციალობის ექსპერტიზის დარგში, რომელ კვალიფიკაციასაც ანიჭებენ ექსპერტს. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი მუშაკები, სხვა სამინისტროსა და უწყების სპეციალისტები. 3. კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილეს, კომისიის მდივანს განსაზღვრავს მინისტრი. 4. კომისიის თავმჯდომარე: – გეგმავს კომისიის მუშაობას; – იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს; – ამყარებს კონტაქტებს საექსპერტო და სამეცნიერო დაწესებულებებთან, სხვა უწყებებთან კომისიის საქმიანობის საკითხებზე; – კომისიის მუშაობის ანგარიშს აბარებს მინისტრს, რომელმაც დაამტკიცა კომისიის შემადგენლობა; – წარუდგენს მინისტრს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელისათვის ექსპერტის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ წინადადებებს. 5. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას და ასრულებს თავმჯდომარეზე დაკისრებულ ფუნქციებს. 6. კომისიის მდივანი: – აგროვებს მასალებს ექსპერტის (მთავარი ექსპერტის) კვალიფიკაციის შესახებ და აცნობებს მას კომისიას; – ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და აწარმოებს იმ თანამშრომელთა აღრიცხვას, რომელთაც მიენიჭებათ კვალიფიკაცია; – გასცემს კომისიის გადაწყვეტილებას.     მუხლი 3🔗.  ექსპერტის კვალიფიკაციის მინიჭების წესი 1. ექსპერტის (მთავარი ექსპერტის) კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი განიხილება კომისიის სხდომაზე ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით. 2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს ენიჭებათ მთავარი ექსპერტის კვალიფიკაცია მინისტრის მიერ მათი თანამდებობაზე დანიშვნისას ცენტრის დირექტორის წარდგინებით კომისიის დასკვნის საფუძველზე. 3. ექსპერტის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ წარდგინება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ. 4. საქართველოს მთავარი ექსპერტ-კრიმინალისტის კვალიფიკაცია ენიჭება ცენტრის დირექტორს მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორად დანიშვნის დროს თანამდებობრივად. 5. ექსპერტის (მთავარი ექსპერტის) კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ წარდგინებას უნდა დაერთოს: – ცენტრის თანამშრომლის დახასიათება, სადაც უნდა აისახოს თანამშრომლის მონაცემები (სახელი, მამის სახელი, გვარი, დაბადების წელი, ეროვნება, განათლება, სპეციალობა, დაკავებული თანამდებობა, საექსპერტო დაწესებულებაში მუშაობის სტაჟი, შესაბამის სპეციალობაში ექსპერტად მომზადების მონაცემები, მისი, როგორც მოხელის, საქმიანობის შეფასება); – ექსპერტის დასკვნის პროექტები, რაც შესასრულებულია მოხელის მიერ. კომისიას შეუძლია გამოითხოვოს და გაეცნოს ცენტრის მოხელის პირად საქმეს. 6. წარდგინება ექსპერტის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ განიხილება ერთი თვის ვადაში. 7. კომისიის სხდომაზე მოიწვევა ცენტრის მოხელე, რომლის მიმართაც იხილება ექსპერტის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი. მასთან კომისიის ერთ-ერთი წევრი წინასწარ ატარებს გასაუბრებას და კომისიის სხდომას მოახსენებს თავის შეხედულებას, მოსაზრებას მოხელის მომზადების ხარისხზე. 8. კომისიის სხდომაზე განიხილება წარდგინება და მასზე დართული მასალები, წინადადება ეძლევა კანდიდატს უპასუხოს დასმულ შეკითხვებს, რომლის შემდეგაც კომისია აძლევს შეფასებას კანდიდატის მომზადების დონეს. 9. კომისიის სხდომას უნდა ესწრებოდეს კომისიის ყველა წევრი, რომელსაც გააჩნია ამ საექსპერტო სახეობის  და სპეციალობის  გამოცდილება, რომელი სახეობისა და სპეციალობით ენიჭება ექსპერტის კვალიფიკაცია. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. 10. კომისიის სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება ოქმი (დანართი 1), რომელიც დასტურდება კომისიის თავმჯდომარის  და მდივნის ხელმოწერით და წარმოადგენს ექსპერტისთვის კვალიფიკაციის მინიჭების საფუძველს. 11. თუ კომისია ვერ იპოვის  საფუძველს კანდიდატისთვის ექსპერტის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ, გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს კონკრეტული მოტივი, რითაც კომისიამ თავი შეიკავა კვალიფიკაციის მინიჭებისაგან. კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი განმეორებით შეიძლება დაისვას საერთო წესით არა უადრეს 6 თვისა. 12. კომისიის გადაწყვეტილების ამონაწერი ექსპერტისათვის კვალიფიკაციის  მინიჭების შესახებ, მასზე დროულ მასალებთან (წარდგინება, დახასიათება, სხვა მასალები) ერთად იკერება ცალკე საქაღალდეში და ქმნის „ექსპერტის კვალიფიკაციის მინიჭების წარმოებას”. წარმოებას ეძლევა რიგითი ნომერი და ინახება ცენტრში. 13. ცენტრის თითოეულ მოხელეზე, რომელსაც ესაჭიროება ექსპერტის კვალიფიკაცია, დგება „ექსპერტის ბარათი” (დანართი 2), რომელიც თავსდება  წარმოებაში. ამ ექსპერტის ახალი საექსპერტო კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ მონაცემები შედის ამავე ბარათში. 14. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ცენტრის მოხელეს ეძლევა „ექსპერტის კვალიფიკაციის მინიჭების მოწმობა”, (დანართი 3). მოწმობა დასტურდება კომისიის თავმჯდომარის და კომისიის მდივნის ხელმოწერითა და, ცენტრის სახელმწიფო გერბიანი ბეჭდით. კომისიის მდივანი აწარმოებს მოწმობათა აღრიცხვას „ექსპერტთა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ” გაცემული მოწმობების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი 4). 15. ცენტრის ექსპერტებს ზემოაღნიშნული წესით შეიძლება მიენიჭოთ სხვა სპეციალობის ან სახეობის ექსპერტის კვალიფიკაცია. ასევე შესაძლებელია მიენიჭოთ მათ ექსპერტის კვალიფიკაცია ყველა სახის ან სპეციალობის მიხედვით ერთდროულად. 16. სხვა სახის სპეციალობის ექსპერტის კვალიფიკაციის მინიჭებისას მასალები თავსდება და ინახება  ამ ექსპერტის მიმართ გახსნილ წარმოებაში. 17. სხვა სახის სპეციალობის ექსპერტის კვალიფიკაციის მინიჭებისას ადრე გაცემულ, ექსპერტის კვალიფიკაციის მოწმობაში კეთდება „დამატება მოწმობაში” (დანართი 5). 18. სხვა საექსპერტო დაწესებულების თანამშრომლებისათვის, აგრეთვე საექსპერტო სასაწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულებისათვის, რომელნიც სამუშაოდ მიიღებიან ცენტრში, სავალდებულოა ცენტრის კომისიის მიერ ექსპერტის კვალიფიკაციის მინიჭება. 19. ცენტრის მოხელეს, რომელსაც კომისიამ არ მიანიჭა ექსპერტის კვალიფიკაცია, ექსპერტიზის ჩატარება ეკრძალება. 20. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.     მუხლი 4🔗. ექსპერტის კვალიფიკაციის დაკარგვისა და ჩამორთმევის პირობები 21. ცენტრის ექსპერტის კვალიფიკაციის ჩამორთმევა შესაძლებელია მორიგი ატესტაციის დროს მისი თანამდებობისათვის შეუფერებლად ცნობის შემთხვევაში ან აირჩია კონკურსის წესით დასაკავებელი თანამდებობა. 22. გადაწყვეტილებას ექსპერტის კვალიფიკაციის ჩამორთმევის შესახებ ღებულობს ცენტრის დირექტორი ბრძანებით და ინახება ექსპერტის მიმართ არსებულ წარმოებაში. ექსპერტის კვალიფიკაციის მოწმობა ჩამოერთმევა ექსპერტს და ეგზავნება კომისიას შესანახად. 23. ცენტრის ექსპერტი, რომელიც არა უმეტეს 3 წლის განმავლობაში არ ეწეოდა საექსპერტო საქმიანობას, კარგავს ექსპერტიზის ჩატარების უფლებას, რაც შეიძლება მას კვლავ აღუდგეს მისი ცოდნის განმეორებითი შემოწმების შემდეგ. განმეორებითი შემოწმება ხდება ამ დებულებით დადგენილი საერთო წესის შესაბამისად. 24. ექსპერტს (მთავარ ექსპერტს) კვალიფიკაცია ჩამოერთმევა თანამდებობის დატოვებისას.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები 25. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის მიერ საკუთარი ინიციატივით ან ცენტრის დირექტორის წარდგინებით. დანართი 1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის საექსპერტო - საკვალიფიკაციო კომისიის სხდომის ოქმი № „ –––– ” –––––––– “ 1999 წ. კომისიის შემადგენლობა დამტკიცებულია . . . . . . . . . . . . . თანამშრომლის შემადგენლობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს “ ––– ” “ ––––– ” 1999 წლის  №    ბრძანებით. ................................................ ...................................................................... ........... .................................... ................................................ ...................................................................... ........... .................................... ................................................ ...................................................................... ........... .................................... ................................................ ...................................................................... ........... .................................... საექსპერტო-საკვალიფიკაციო კომისიამ კომისიის თავმჯდომარე: კომისიის წევრები: კომისიის მდივანი: კომისიის დებულების შესაბამისად განიხილა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . წარდგინება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .ბ - ნ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ექსპერტის (მთავარი ექსპერტის) კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ. კომისიის სხდომაზე ბ - ნ  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მონაწილეებს. წარდგინებისა და დებულებით გათვალისწინებული მასალების განხილვის შემდეგ ბ-ნ  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მიეცა წინადადება პასუხი გასცეს შეკითხვებს. შეკითხვები და მასზე პასუხები ოქმს თან ერთვის საექსპერტო - საკვალიფიკაციო კომისია ადგენს: მიენიჭოს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ექსპერტის (მთავარი ექსპერტის) კვალიფიკაცია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სახეობის და . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . სპეციალობის ჩატარების უფლებით. კვალიფიკაციის მინიჭებისაგან თავი იქნეს შეკავებული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მოტივებით. კომისიის თავმჯდომარე: კომისიის მდივანი: დანართი 2 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის ბ  ა  რ  ა  თ  ი  № გაიხსნა ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მოხელე, ბ-ნ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ., მასზედ, რომ მას ცენტრის საექსპერტო - საკვალიფიკაციო კომისიის „ –––– ” ––––––– “ 1999 წლის გადაწყვეტილებით მიენიჭა  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . . . . სახის და  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . სპეციალობის ექსპერტიზის ჩატარების უფლება. კომისიის თავმჯდომარე: კომისიის მდივანი: ბ.ა. „––––” –––––––––––– 1999 წელი დანართი 3 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრი მ ო წ მ ო ბ ა    № გაცემულია ბ-ნ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  იმის შესახებ, რომ ცენტრის საექსპერტო-საკვალიფიკაციო კომისიის „----“ --------- 199  წ. გადაწყვეტილებით მიენიჭა ექსპეტის  (მთავარი ექსპერტის)   კვალიფიკაცია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სახის და . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სპეციალობის ექსპერტიზის ჩატარების უფლებით. კომისიის თავმჯდომარე: კომისიის მდივანი: ბ.ა. „ –––” ––––––– 199     წელი რეგისტრაციის №  . . . . . . ექსპერტის კვალიფიკაციის მოწმობა მოქმედია ცენტრის მიერ გაცემული სამსახურებრივ მოწმობასთან ერთად წარდგენისას. მოწმობის აღწერა ექსპერტის კვალიფიკაციის მოწმობა მზადდება ტოპოგრაფიული წესით. პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს გერბი და წარწერა „მოწმობა” დანართი 4 ექსპერტის (მთავარი ექსპერტის) კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ მოწმობის გაცემის და რეგისტრაციის ჟურნალი № მოწმობის ნომერი მოწმობის მიმღების სახელი, მამის სახელი, გვარი მოწმობის გაცემის თარიღი მოწმობის მიღებაზე ხელმოწერა 1 2 3 4 5 დანართი 5 №  მოწმობის დანართი ბ–ა  . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის საექსპერტო-საკვალიფიკაციო კომისიის „––––” ––––––– 199    წლის გადაწყვეტილებით მიენიჭათ დამატებით . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .სახის და  . . . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . სპეციალობის ექსპერტიზის ჩატერების უფლება. კომისიის თავმჯდომარე: კომისიის მდივანი: ბ.ა.                                                “––––” –––––––––– 199     წელი