საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.03.2006
ძალის დაკარგვა 04.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №165
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.008232
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 09/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 53.85pt 45.0pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.008.232
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №165
2006 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე და 36-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება თანდართული სახით.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 ივნისის №432 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში _ მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობის კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კურატორი მინისტრის მოადგილე.
4. დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტულ წინადადებათა მომზადება;
ბ) მოსაკრებლის სფეროში ერთიანი კომპლექსური საკანონმდებლო აქტების პაკეტის შემუშავება და სრულყოფა;
გ) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება, სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვისა და რესტრუქტურიზაციის საკითხთა განხილვა და მათზე შესაბამისი წინადადებების მომზადება;
დ) „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოების მიმართ დაწყებული გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა;
ე) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
ვ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ზ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
თ) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მიმართულებათა და მაჩვენებელთა შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი და პროგნოზული გაანგარიშების განხორციელება;
ი) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
ლ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
მ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;
ნ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მათი დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხთა მართვა;
ო) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვის, შენახვისა და გამოყენების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება, ფორმების სახის შეთანხმება და რეგისტრაცია;
პ) საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივი რეგულირება;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემა, ცვლილების შეტანა და გაუქმება, კანონით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, აგრეთვე ამ სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
რ) ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის) ლეგალიზაცია, განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის), ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია;
ს) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით გაწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიხედვით;
ტ) დამტკიცებული გაწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური გაწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
უ) ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;
ფ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
ქ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივრების და ამ საჩივრებთან დაკავშირებით საგადასახადო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ყველა მასალის განხილვა, სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოზე გასატანად და საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში საბჭოს სხდომის ორგანიზება.
2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) მიიღოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და ამ დაწესებულებების რეგიონალური სამსახურებისაგან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან კანონით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები;
ბ) სამინისტროს სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარადგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;
გ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;
დ) ისარგებლოს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს დაპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ე) უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ი) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციაში და ორგანიზაციაში;
ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სისტემა, სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ფინანსური სტატისტიკისა და მაკროეკონომიკური სამმართველო;
ბ) შემოსავლების დაგეგმვის სამმართველო;
გ) საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველო;
დ) საგადასახადო დავების განხილვისა და საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის სამმართველო;
ე) საგადასახადო პოლიტიკის სამმართველო;
ვ) აზარტული თამაშების რეგულირების სამმართველო.
მუხლი 5🔗
ფინანსური სტატისტიკისა და მაკროეკონომიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მიმართულებათა და მაჩვენებელთა შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი და პროგნოზული გაანგარიშების განხორციელება;
ბ) წლიური და კვარტალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
გ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
დ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
ე) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;
ვ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მიღებულ დავალებებზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ზ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების და განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება;
თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
მუხლი 6🔗
შემოსავლების დაგეგმვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით გაწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიხედვით;
ბ) დამტკიცებული გაწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური გაწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
გ) ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;
დ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ე) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მიღებულ დავალებებზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ვ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების და განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
მუხლი 7🔗
საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტულ წინადადებათა მომზადება;
ბ) მოსაკრებლის სფეროში ერთიანი კომპლექსური საკანონმდებლო აქტების პაკეტის შემუშავება და სრულყოფა;
გ) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება, სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვისა და რესტრუქტურიზაციის საკითხთა განხილვა და მათზე შესაბამისი წინადადებების მომზადება;
დ) „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოების მიმართ დაწყებული გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა;
ე) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
ვ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მიღებულ დავალებებზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ზ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების და განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
მუხლი 8🔗
საგადასახადო დავების განხილვისა და საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
ბ) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივრების და ამ საჩივრებთან დაკავშირებით საგადასახადო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ყველა მასალის განხილვა, შესაბამის შემთხვევებში სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოზე გასატანად და საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში საბჭოს სხდომის ორგანიზება;
გ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მიღებულ დავალებებზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
დ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების და განცხადებების, აგრეთვე საჩივრების განხილვა, მათზე რეაგირება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
მუხლი 9🔗
საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ბ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
გ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მიღებულ დავალებებზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
დ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების და განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
მუხლი 10🔗
აზარტული თამაშების რეგულირების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მათი დამზადების, შენახვისა და გამოყენების საკითხთა მართვა;
ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვის, შენახვისა და გამოყენების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება, ფორმების სახის შეთანხმება და რეგისტრაცია;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივი რეგულირება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემა, ცვლილების შეტანა და გაუქმება, კანონით დადგენილი წესით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, აგრეთვე ამ სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ე) ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის) ლეგალიზაცია, განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნივთის), ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (ფორმების, დოკუმენტების) ექსპერტიზა და უტილიზაცია;
ვ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მიღებულ დავალებებზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ზ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების და განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
მუხლი 11🔗
1. სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და უფროსის მოადგილის წინაშე და ასრულებს მათ დავალებებს.
მუხლი 12🔗
დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 13🔗
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.