⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.02.2008)
გაუქმებულია:

სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.06.2004
ძალის დაკარგვა 13.02.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №437
სარეგისტრაციო კოდი 190040000.11.117.006541
გამოქვეყნების წყარო სსმ, 66, 02/07/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 971 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.2004 მიღება
13.02.2008 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
საბიუჯეტო ორგანიზაცია, პროგრამა ან ღონისძიება ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი
დასახელება ორგანიზაციული კოდი
1 კვ. 2 კვ.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo-English;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:-4.5pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo-English","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:15.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:8.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:26.65pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:9.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 55.35pt 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  190.040.000.11.117.006.541 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №437 2004 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების თანდართული წესი. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ნოღაიდელი სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი     მუხლი 1🔗. 1. სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. 2. წესი განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებისათვის და სპეციალური სახელმწიფო ფონდისათვის, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნობრივი გასაცემლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს. 3. მხარჯავი დაწესებულებისათვის ან სპეციალური სახელმწიფო ფონდისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით მათთვის დამტკიცებული ასიგნების 10 პროცენტის ფარგლებში. 4. წლიური საბიუჯეტო კანონის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიუღებლობის შემთხვევაში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება უნდა განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად. 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად. 6. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურულ ერთეულებს, ასევე მხარჯავი დაწესებულების ან სპეციალური სახელმწიფო ფონდის ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნობრივ გასაცემლებსა და მხარჯავ დაწესებულებებს და სპეციალურ სახელმწიფო ფონდს შორის. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.     მუხლი 2🔗. 1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება ან სპეციალური სახელმწიფო ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ მოთხოვნას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. 2. მოთხოვნა წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება წერილობითი სახით მხარჯავი დაწესებულების ან სპეციალური სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელის ხელმოწერით. წერილში აუცილებელია მოყვანილ იქნეს სათანადო არგუმენტაცია (მათ შორის, ნორმატიული აქტი) და შესაბამისი დასაბუთება მხარჯავი დაწესებულების ან სპეციალური სახელმწიფო ფონდის მიერ მოთხოვნილ ასიგნებათა გადანაწილებაზე. ასევე, წერილს უნდა დაერთოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცნობა (ამონაწერი) აღნიშნულ ასიგნებებზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე. 3. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ მოთხოვნაზე პასუხის მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ ან სპეციალურმა სახელმწიფო ფონდმა სახაზინო სამსახურში არ უნდა წარადგინონ ვალდებულებების დოკუმენტი იმ ასიგნებებზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. 5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, საბიუჯეტო დეპარტამენტი ამზადებს ცვლილებას წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების შესახებ. 6. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით (სამ ეგზემპლარად). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ერთი ეგზამპლარი ეგზავნება სახაზინო სამსახურს. სახაზინო სამსახური საბიუჯეტო ასიგნებების გაცემას ახორციელებს საბიუჯეტო დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით მხარჯავი დაწესებულებების ან სპეციალური სახელმწიფო ფონდის დაზუსტებული გეგმის შესაბამისად. 7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ასიგნებების გადანაწილებაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ან სპეციალურ სახელმწიფო ფონდს ეცნობებათ წერილით.     მუხლი 3🔗 1. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით ასევე ზუსტდება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდით გათვალისწინებული ასიგნებები და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნობრივი გასაცემლები. ამ შეთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნებების გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.  2. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნობრივი გასაცემლებიდან ასიგნებების გამოყოფის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ნორმატიული ან ინდივიდულური აქტი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა № 20-- წლის ----- ------------ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (მხარჯავი დაწესებულება ან სპეციალური სახელმწიფო ფონდი; ორგ. კოდი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, მინისტრის თანხმობა წერილზე) 20-- № ––––––––––––––––––––––––––––––––––––  (ცვლილების შინაარსი)                                                                                                                                      /ლარებში/ საბიუჯეტო ორგანიზაცია, პროგრამა ან ღონისძიება ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი ცვლილების თანხა +/- (გადიდებული, შემცირებული) დასახელება ორგანიზაციული კოდი დასახელება წლიური თანხა მ.შ. კვარტალები 1 კვ. 2 კვ. 3 კვ. 4 კვ. დაფარვის ან სახსრების მიმართვის წყაროები: 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან 2. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 3. დავალიანების დაფარვა 4. დანარჩენი ცვლილება                                                  სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოს უფროსი:    საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი: